ავტომობილიახალი ამბები

პორტატული დამტენი ელექტრომობილებისთვის: Porsche-მ შექმნა მობილური დამტენი სადგური, რომელთანაც ერთდროულად ათამდე ელექტრომობილის დაკავშირებაა შესაძლებელი

გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანია Porsche-მ წარადგინა გადასაადგილებელი დამტენი სადგური Porsche Turbo Charging ელექტრომობილებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა ელექტრო ტრანსპორტზე გადასასვლელად. 

image.jpeg

2.1 მვტ/სთ ენერგიის შემნახველ სისტემას შეუძლია 0-დან 100%-მდე დამუხტოს 30 ელექტრომობილი Porsche Taycan, ამასთან, საშუალებას იძლევა ერთროულად მოხდეს 10 ავტომობილის დამუხტვა. 

image.jpeg

კომპანიის განცხადებით, იგი უკვე იყენებს რამდენიმე მსგავს სატესტო მობილურ სადგურს მთელი ევროპის მასშტაბით და შესრულებული აქვს დამუხტვის დაახლოებით 5 ათასი ოპერაცია. ტესტირების ფარგლებში კომპანიამ სისტემა შეამოწმა რთულ პირობებში -40 °C-მდე ექსტრემალურ ტემპერატურაზე. აღინიშნება, რომ მობილურმა სადგურმა ყველანაირ სირთულეს გაუძლო სიმძლავრის დონის მნიშვნელოვანი კარგვის გარეშე. 

გერმანული კომპანია ასევე აცხადებს, რომ Porsche Turbo Charging სისტემა შეიმუშავა ყოველწლიურ ღონისძიება Porsche Track Experience-ზე გამოყენებისთვის. მის ფარგლებში კომპანია გვიჩვენებს ახალი მოდელების შესაძლებლობებს, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გზატკეცილზე შეამოწმონ ავტომობილები. ბოლოს მსგავსი მოვლენა ჩატარდა ბუდაპეშტში. პრეს-რელიზის მონაცემებით, კომპანიამ ვერ იპოვა ადგილზე ისეთი დამტენები, რომლებიც Porsche-ს მაღალ მოთხოვნებს შეესაბამებოდა, ამიტომაც ინჟინრებმა საკუთარი სისტემა შექმნეს. გერმანულ კომპანია Ads-tec-თან პარტნიორობის შედეგად Porsche-მ თავი მოუყარა შვიდ სატვირთოს დამტენი სისტემითა და ბუფერული ენერგიით. 

image.jpeg

3.2 მვტ სიმძლავრისა და 2.1 მვტ/სთ მოცულობის აკუმულატორების გარდა კომპანიას არაფერი გაუხმაურებია სისტემის მახასიათებლებისა და ფასის შესახებ. კომპანიამ განაცხადა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს გამოყენებისას (მაგალითად, მზის ენერგიის) სატვირთოს ბატარეის დამუხტვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. 

შესაძლებელია, რომ Porsche არ გეგმავს სისტემის გაყიდვას კერძო მომხმარებლებზე და იგი  მხოლოდ საკუთარ პროექტებში გამოიყენოს. 

წყარო
overclockers.ge/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button