ახალი ამბებისპორტიფეხბურთი

ლუკა მოდრიჩი „მილანში“?

იტალიური „მილანი“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც ამ გუნდის შედეგებზეც კარგად აისახება, თუმცა „როსონერი“ წინ იყურება და თვლის, რომ აღნიშნული რესურსი მაინც არ არის საკმარისი…

„შავ-წითლებმა“ თვალი ლუკა მოდრიჩს დაადგეს. იტალიური გამოცემების ცნობით, „მილანი“ ლუკიტას 2+1 ფორმატს შესთავაზებს, რაც ხორვატის ასაკის ფეხბურთელისთვის ნამდვილად მიმზიდველი ვარიანტი უნდა იყოს.

მილანელთა აზრით, მოდრიჩის გამოცდილება ამ გუნდს, რომელიც შენების პროცესშია, ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს.

მოდრიჩს „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გადაწყვეტილება მალეა მისაღები.

წყარო
http://halamadrid.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button