ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Fidelity ასახელებს პირობებს Bitcoin-ის კაპიტალიზაციის 500 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდისთვის

Bitcoin-ის კაპიტალიზაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი „ზღვაში წვეთია“ იმ ბაზართან შედარებით, რომელზეც მას გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შეუძლიათ პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას 500 მლრდ აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ უბიძგონ. ამის შესახებ ნათქვამია ფინანსურ კორპორაცია Fidelity Investments-ის ახალ კვლევაში. 

კვლევების მიმართულების დირექტორმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალების ნაკადს შეუძლია გააძლიეროს კრიპტოვალუტისა და ტრადიციული ბაზრების ურთიერთკავშირი, თუმცა მათ არაკორელირებადი ბუნება გააჩნიათ. 

ამასთან, ფუნდამენტალურად ციფრული აქტივები ნაკლებად მოწყვლადია ეკონომიკური სირთულეებისადმი. მსოფლიოში, სადაც საპროცენტო განაკვეთები ნულთან ახლოსაა, Bitcoin-ი „პოტენციურად სასარგებლო“ აქტივია და აუცილებლად უნდა არსებობდეს ყოველი ინვესტორის საფულეში. 

„დღესდღეობით საფულეში Bitcoin-ის შეტანაზე უარის თქმის რისკები უფრო მაღალია, ვიდრე ამ შესაძლებლობის დაკარგვის რისკი” – აღნიშნავენ Fidelity-ში. 

კვლევების მიმართულების დირექტორის შეფასებით, კრიპტოვალუტების ბაზარზე ობლიგაციების ბაზრის მხოლოდ 1%-ის შემოდინებას შეუძლია Bitcoin-ის კაპიტალიზაციას 500 მლრდ აშშ დოლარისკენ უბიძგოს. ანალიტიკოსი აგრეთვე განიხილავს სცენარს, რომლის თანახმად პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.3 ტრილიონ აშშ დოლარამდე შესაძლოა ავიდეს. 

Fidelity  აცხადებს, რომ დღესდღეობით კრიპტო ბაზარს მართავენ უპირატესად საცალო ინვესტორები, რომელთათვის ციფრული აქტივების არასტაბილურობა ნაკლებად კრიტიკულია. 

სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია შეადგენდა 211 მლრდ აშშ დოლარს. 

შეგახსენებთ, ივლისში Fidelity Investments-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ი დაასახელეს დაგროვების საშუალებად და ფინანსურ სისტემაში არსებული პრობლემებისგან დაზღვევად. 

გამოკითხვამ, რომელიც კომპანიამ ივნისში ჩაატარა, აჩვენა, რომ ყოველი მესამე ინსტიტუციონალური ინვესტორი ფლობს Bitcoin-ს.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button