Hi-Techახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Project Quantum - კომპაქტური, მძლავრი გეიმინგ-სისტემა ორი GPU-ით

ჯერ კიდევ 2015 წელს AMD-ს ჰქონდა ამბიციური იდეა: შეექმნა კომპაქტური გეიმინგ-სისტემა Project Quantum ორი გრაფიკული პროცესორითა და თხევადი გაგრილების რთული სისტემით. თავდაპირველად კონსტრუქცია დაექვემდებარა გამარტივებას, შემდეგ პროექტზე მუშაობა გადაიდო. ამჟამად კი სისტემის კორპუსის ფოტოები გამოჩნდა AMD-ს ახალ საპატენტო განაცხადში – როგორც ჩანს, პროექტი უნდა გაცოცხლდეს. 

ხუთი წლის წინ AMD-მ ამჯობინა მოეცადა Project Quantum-ისთვის ბაზარზე უფრო მაღალი წარმადობის კომპონენტების გამოსვლამდე, ადრეულ პროტოტიპებში გამოყენებული იყო პროცესორი Intel Core i7-4790K და დედა დაფა ASRock Z97E-ITX/AC. ორი გრაფიკული პროცესორის ნაცვლად კომპაქტურ კორპუსში განთავსებული იყო მხოლოდ ერთი, თხევადი გაგრილების სისტემა კი ცალკეულ კორპუსში იყო მოქცეული (ზედა ფოტოზე). 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Diit.cz 

თუ დავაკვირდებით ადრეული პროტოტიპების უკანა პანელს, შეიმჩნევა დამაკავშირებელი გაგრილების სისტემასთან. 15 სექტემბერს შეტანილ საპატენტო განაცხადში AMD-ს მოყვანილი აქვს ილუსტრაციები, რომლებზეც დაკავშირების ადგილას განთავსებულია უცნაური კონექტორი ათი კონტაქტით. როგორც ჩანს, იგი აუცილებელია კვების გარე ბლოკთან მიერთებისთვის. ცხადია, სისტემა თავიდანვე მცირე ზომისად იყო ჩაფიქრებული და გარკვეული კომპონენტების გარეთ გატანა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, ასეთი გამოსავალი საშუალებას გვაძლევს ველოდოთ, რომ გეიმინგ-სისტემაში მოხდება მაღალი წარმადობის კომპონენტების განთავსება, რადგან საჭირო გახდა ასეთი კონექტორების მქონე კვების გარე ბლოკი. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: USPTO, AMD 

უსადენო კავშირების ადაპტერების კონექტორების პარალელურად კორპუსის უკანა პანელზე მოცემულია მონიტორთან დაკავშირებისთვის საჭირო პორტების შთამბეჭდავი რაოდენობა. ხელმისაწვდომია ერთი DVI, სულ მცირე სამი HDMI და ოთხი DisplayPort, მათი თითქმის ნახევარი რეალიზებულია დედა დაფის ძალისხმევით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა მიანიშნებდეს სისტემის შემადგენლობაში დისკრეტული ვიდეო დაფის გამოყენების აუცილებლობაზე: საბაზისო კონფიგურაციებში მათ მოვალეობას შეასრულებს ჰიბრიდული პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკით. განვითარდება თუ არა პროექტი, ჯერ უცნობია, თუმცა საპატენტო განაცხადის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ AMD რეალურად მუშაობს უჩვეულო ფორმის კორპუსის მქონე გეიმინგ-სისტემაზე. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button