ესესაკითხავი

გოგი ნარეკლიშვილი – ჰიპერბორიელთა ილუზია ჟამში და ჟამს მიღმა

მე როგორც ზედმეტად არათავისთავად ადამიანს მუდმივად გამაჩნია უსაზღვრო მოთხოვნილება ყოველმხრივ თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყო

ფრანც კაფკა

ოდესღაც გარდასული დროის ადამინებიც თანამედროვენი იყვნენ

აკუტაგავა რიუნოსკე

სამყაროს პოლიფონიურობისა და ჰიპერბორიელის მარცვლიდან გამომდინარე დასაშვები მრავალი ინკარნაციისა და არსებობის გამო, რომელიც ზოგი ტყუპისცალივით იდენტურია როგორც მრავალჯერ გამეორებული და ერთი ფონზე არსებული დედამიწა მასში მრავლჯერ გამეორებული და ილუზიათა გასამყარებლად მობინადრე პატიმრებითურთ და ზოგიც არსებითად სრულიად განსხვევებული ერთმანეთისგან. აქ ძირითადი საკითხი ფაქტებისა და საგნების საკრალურ მნიშვნელობას უნდა დაემთხვას დროში და მისი რიცხვითი მნიშვნელობებიც უნდა სავსებით სწორედ იქნეს გათვალისწინებული, რადგან თანდაყოლილ პროცესთან ერთად ფრნაც კაფკას ტერმინოლოგიები რომ მოვიშველიოთ მარადიულად დიდი მნიშვნელობა აქვს მყარი კედლის აშენებას, რათა მასზე დაშენდეს “სიმბოლური გოდოლი” რა თქმა უნდა სიტყვა სიმბოლიზმის კლასიკური და წმინდა მნიშვნელობით რომელიც მატერიალიზმს გამორიცხავს და შემდეგ ერთი მდინარების დაძლევით მოიცავს მას და პარალელურად უარყოფს კიდევაც, რაც უფლებას გვაძლევს ორმაგ მნიშვნელობაში გავნაწილდეთ საჭირო რიცხვის რაოდენობით. დავუბრუნდეთ მარადიულად თანმდევ პროცესს და იმ პროცესში ინტეგრალების აბსოლიტურად მაშტაბურ მნიშვნელობას, რადგან პროცესის განვითარებული მონაწილე ლოგიკას მათემატიკით ალაგებს და მათემატიკას ლოგიკით რა თქმა უნდა დროითი სივრცეების ჩარევის აშკარა ამოვარდნებით. ჩვენი დღევანდელი ინკარნაციის სისტემა, რასაც რელიგიური პათოსით ვუწოდეთ ჟამი (სხვათაშორის ამ სიტყვის პირველი მატერილაური განმარტება) მოიცავს ჰიპერბორიელისთვის უმთარეს დამაბრკოლებლებს და ეს უპირველესად გამოსახულებისადმი მისი უარმყოფელი დამოკიდებულლებაა, რაც მისი წინა ინკარნირების შედეგია და არამარტო, ამიტომ a priori ჰიპერი საკუთარი განადგურებაზე აწერს ხელს, როდესაც ამ ჟამში შემოსვლაზე აცხადებს თანხმობას, მაგრამ იყო კი ეს მისი ნება?!. რა მოხდა წარსულში, რომელიც ბაღის მოვლენების ჩრდილით არის შემორჩენილი და მოიცავს მის უკან მიმდინარე უზარმაზარ ინტერესთა კრებულსა თუ კონფლიქტს. ამ საკითხებზე საუბარი ამ ნარკვევისთვის ვფიქრობ გადაჭარბებულია, მაგრამ შეიძლება დადასტურებით განვაცხადო რომ ეს ჟამი განძრახ შექმნილი სისტემაა, რომელიც აშკარა კონფლიქტის ხარჯზე არსებულ ომის ყველაზე სასტიკ გამოვლინებას წარმოადგენს. ჟამში სრულიად გაუთვალისწინბელია ერთი მხარის ინტერესები და სავარაუდოდ არც მთლად დაცული მეორის ანდა რაოდენობა შეგვიძლია საკმარისი ცოდნის არარსებობის გამო უსასრულომდეც კი გავზარდოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ფაქტობრივი სიზუსტის გამორიცხვით. ვინაიდან და რადგანაც პროცესის საწყისი ცნობიერებიდან გამომდინარე, რომელიც არამყარია და ძირითადად ცნობიერებაში მაქსიმალური დამოკიდებულებისა და საკმარისი არაცნობიერის გამო ამ მაქსიმალური დამოკიდებულებების დამოუკიდებელი არჩევანის არ ქონას განაპირობებს პირი, რომელიც ამ ცნობიერით არსებობს პირდაპირ საექსპერიმენტო ვირთხად შეიძლება იქცეს და მისი საწყისი ცნობიერი განძრახ არსებულ დანალექთა მთელი სისტემით გადავიდეს შემდეგ ცნობიერში, როდესაც გამოსახულების უარყოფა მკცრად განსაზღვრული ძიებითი ცნობიერების ხარჯზე თანდათანობით იხვეწება ჭეშმარიტების შემოსვლის ხარჯზე, რომელსაც შტაინერი ზენასამყაროთა მოქმედებას უწოდებდა სულზე. მაგრამ პროცესის მონაწილის არაკეთილგანწყობილთა მიერ ცხადი ხდება რომ იგი უკვე საკმარისად ნაკლულია შემდეგი უფრო ძლიერი ცნობიერის გამომუშავებისთვის, რაც დედამიწას ამეორებს და ამეორებს. საქმე იმაშია, რომ საწყის ცნობიერში მიღებული ტრამვები და საკუთარი არჩევანისა და ცოდნის შეუსაბამოდ არსებული დამოკიდებულებები რომელიც დაილექა არის ძირითადი ხელისშემშლელი პროცესის მონაწილისთვის და მის განადგურებას განაპირობებს. მაგალითად თუ ბავშობაში გქონდა იმის შესაბამისი მონაცემი რომ გარკვეულ ასაკში (მაგ. 18 წელი) მძიმე ლოდი აგეწია ხელის ერთი შევლებით თუ შენ იმ ორგანოებს განძახ გიზიანებენ, რომელმაც ეს ქმედება შესაბამისი მონაცემით უნდა განახორციელოს ან მონაცემი გაიზაროდს იგი ამ ასაკში აბსოლიტურად დეგრადირებული ან მონაცემშემცირებლი რჩება და შესაძლებელია ან ლოდი საერთოდ ვერ აიტნოს ანდა ამისთვის გაცლებით დიდი დრო და შიდამონაცემი დახარჯოს და გამოიმუშავოს, რაც მის ბუნებრივ განვითარებას აბრკოლებს. ასე რომ თანამედროვე პროცესის პირობებში სიზიფეობა არც თუ ისე ადვილია და ალაბთ ამიტომაც მითშიც კი მარცხისთვის განწირული. ასევე შეიძლება მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი და ეს არის კასრი, რომელიც მაგალითად ღვინით უნდა გაივსოს და ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ თუ მას ქვებით ამოვავსებთ და შემდეგ ჩავასხავთ ღვინოს თავისთვად ღვინოც გაფუჭდება და რაოდენობაშიც დაიკლებს. ეს მაგალითები ვფიქრობ კარგად ასახავს იმ ცნობიერებას, რომელიც უზარმაზარ დანალექებს და გამოსახულებით მანქანებს ქმნის იმის ფონზე რომ ნებისმიერი ჰიპერი ფსიქლოგიური პათოლოგიების მიმართ მიდრეკილია და ეს ყველაფერი ქმნის ფაქტობრივად კედელს, რომელის გამოც გოდოლს ვერ აშენებ. რით უნდა მოგვარდეს ეს პრობლებამ თუ შეიძლება საერთოდ მოგავრდეს?!. ეს კიდევ ცალკე საკითხია და ცალკე ნარკვევს მოითხოვს და პირველრიგში სოცილაური სისტემის შეცვლას ეფუძნება, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ თანამედროვე ლიბერალიზმის მტერია და ბავშვების უცმირესი ასაკიდან რელიგიური, მითოლოგიური და ხელოვნების ნიმუშების ზეგავლენით და პათოსით აღზრდაზე აკეთებს აქცენტს, რათა დანალექები არ იქნას ტრაგიკული და მეორე ცნობიერის მიხედვით ჩამოყალიბდეს პირველიც. თუმცაღა სანამ სოცილურ სისტემას ავაშენებდეთ რაც დღევანდელ პირობებში უშორესი პერსპეტქტივისთვისაც კომიკურია აპოკალიპსი თუ არ მოხდა ფრანც კაფკას თუ დავუჯერებთ შენ შენს მტრებს საპირისპირო კეედელი უნდა აუშენო და ეს უნდა გახადო გოდოლის საძირკველად, მაგრამ იმავე ავტორი დანანებით აღნიშნავს რომ ამ კედლის მშენებლობაში უამრავი ამოუვსებელი ადგილი რჩება (ფრანც კაფკას ჩინეთის დიდი კედელი) რაც ადამიანს მუდმივი სატანჯველის მდგომარეობაში ამყოფებს. ახლა ვისაუბროთ თანმადროვე სხეულის პირობებში რით უნდა მოხდეს კედლის აშენება! ნებიმსიერი მოაზროვნე და ფსიქოლოგი აქ გამოიყენებდა ილუზიის მეთოდს, რომელიც არის დაშვების ხარჯზე არსებული და დაახლოებით ნიშნავს დაშვების შესაძლელობას აზროვნების გაზრდილი მაშტაბებისა და საზღვარების ხარჯზე. რაც უფრო ღრმავდება და იხვეწება ილუზია მით უფრო ფართოვდება სამყაროს თვალსაწიერი შესაძლებელისა თუ შეუძლებელის ფარგლებში და შესაბამისად უფრო და უფრო მძიმდება ცნობიერებაც და ცოდნაც ანდა მსუბუქედება. ილუზია მაშინ იქნება ორგანიზმისთვის დასაბუთებულად მიღებული თუ ის რეალურად დალაგებულ ფაქტობრივ და ლოგიკურ შეცდომებს გამორიცხავს და თან უარყოფს მაგრამ დროის მათემატკურ პრინციპს ანუ ლოგოოს არ არღვევს. აქ ამ შემთხევაში არ გამოგავდგება ტერმინი “ყველაფერი შესაძლებელია” , რასაც ფიქრობ. აქ ჩვენ ივანე კარამაზოვის “ყველაფერის დასაშვებია“-ს საფუძველზე უნდა ავაგოთ გოდოლი, რადგან ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა დაუშვა! ილუზიათა სამყაროში ცხოვრება კი უზარმაზარ ძალას, ენერგიას და აზროვნების სისწრაფეს მოითხოვს, რადგან თუ არ იქნებოდა პროცესი არ იქნებოდა საჭირო ილუზია, რადგანც ილუზია იმიტომ იქმნება რომ პიროვნებამ პროცესიდან თავი შეძლებსდაგვარად გამოინთავისუფლოს, რათა მისი ქმედება გახდეს განვითარებისთვის შესაბამისი. ადამიანი როდესაც პირველი საწყისი ცნობიერიდან მეორეში გადადის ის ფაქტობრივად აკეთებს არჩევანს. ის ან ჟამის წინაღმდეგ იწყებს ბრძოლას ანუ იმ ვიწრო ბილიკზე გადის რაც საკუთარი თავის შეცნობისკენ მარადიული ქმედება და სწრაფვაა ანდა ჟამის ცნობიერებას იღებს და მის კანონებს ემორჩილება, რომელიც მინერალური სამყაროს დროითი კანონის საფუძველზე მას რაღაც გარკვეული საშუალო ვადის შემდეგ ისე შლის როგორც მინერალს და მასში არსებულს სულსაც უკვალოდ აუჩინარებს. მაგრამ აქ კითხვა სხეულის რამდენადმე დანწევრებში იმალება. ფიზკური სხეული მინერალურ კანონებს ემორჩილება, მაგრამ მას შეუძლია სხვადასხვა სეხული შექმნას და იქნებ შექმნილმა შეძლოს მისგან განცალკევებით არსებობა?! გააჩნია სხული ჟამის რა კანონებს დაარღვევს და რა სახის სხეულს გამოიმუშვებს სხეულში ანდა სხეულებს, რომელსაც შემდეგ ელექტროდენვით განათათებს და მასში წარმოშობს საკუძარი ბიძგის მიმცემ ქმნიილებას. მაგრამ სად წყდება მისი ინკარნირება?!. სიზმრებში შეიძლება ვარსკლავები შეიმეცნო, მაგრამ რა არის ის რაც შენს მოგონებებს უშვებს. საიდან მიმდიანრეობს მოგონება და მოგონების ძირითად მასტიმულრებელს ანუ შენსავე მარცალს როგორ ძალუძს ეს მოგონება და სინათლის შედეგი ერთმანეთს შეუსაბამოს და მისგან წარმოქმნას რაღაც სხვა?! ეს შეიძლება ტერენტი გრანელის მესამე გზა იყოს ანდა რც გინდა ის უწოდეთ, მაგრამ თუ მათმა შედეგმა გააქტიროსა რაღაც სხვა სული ზღვასავით ვრცელი შეიძლება გახდეს და ჟამთა სამყაროდან მოგონების სამყაროში გადანაცვლებაც (გარდაცვალება) შეძლოს! ჩვენი სამყაროს ჩვენივე ჟამის სუბიუექტური მოვლენნიდან აღიქმება და თუ ჩვენ გვსურს ამ ჟამის მოვლენა დავძლიოთ უპირველესად მისი კანონები უნდა ამოვახსნათ რომ გავთავისუფლდეთ დამოუკიდებლად და ჩვენმა არსებობამ დამოუკიდებლი საწყისი მიიღოს სხვა ჟამში, რადგანც პრეტენზია და ამბიცია იმდენად ძლიერია დამოუკიდებლობის რომ მისი სხვისი მხრიდან მიღების შემთხევაში არ არის გამორიცხული რომ ჩვენვე შევმქნათ დამტებითი ჟამი რადგან ანაზღაურებადი ქმედების შედეგად წარსული ჟამიდან გავთავისუფლდეთ და ნაკლის გარეშე არსებობა სხვა ჟამში განვაგრძოთ. ამიტომ ჭეშმარიტად არსებული ყოველი თვითმკვლელობა შესაძლებელია აღმოჩნდეს პერსპექტივაში ახალი პათოლოგიური ჟამი ჟამის გადაყვანის შემდეგ თუ ეს მოხდა არა ერთობლივი ფუნდამენტის მეშვეობით და ყველას თანაბარი წილით ვინც გოდოლს აშეენებდა, არამედ მის მეშვეობით ვინც უკიდურესი ვითარების ჟამს სხვის მიერ ვინც მოგონებიდან იღებს სათავეს და შესაძლებელია მოგონებაში არსებულმა ჟამმა სწორედ პერეპექტივის გამო არ მოახდინოს რეაგირება შესაძლებლობის და მიუხდავად რადგან ის უკან ბუმერანგივით შემოუბრუნდეს, რადგან მოგონებათა ზღვარი ცნობიერების იდენტურობას ემყარება და თუ მომგონებელი ვერ აფიქსირებს მოგონების ობიექტს შესაძლებელია ობიექტი აფიქსირებდეს მის ახლანდელ ვითარებასა და ქმედებისა და აზროვნების საფუძველზე a priori მის მომავალსაც და არაფერი გააკეთოს იმისთვის რომ საკუთარი ჟამიდან შეცვალოს სიგნალის მიმწოდებლის ჟამი, მაგრამ პროცესების განვითარების შემდეგ თუ თვად ჟამის სუბიექტი ობიექტის ჟამისთვის მნიშვნელობას და თანაც საფუძვლიან მნიშვნელობას იღებს შეიძლება მოხდდეს დაშვება და პროცესებში მძაფრი ქირურგიული ჩარევა. ასე რომ ნებისმიერი თვითმკვლელობა მნიშვნელოვანია და რაც მთვარია სხვადასხვა ობიექტს იზიდავს და შესაბამისად სხვადასხვა აღქმას, მაგრამ რამდენადაც დიდია ძალა და შესაბამისად მიმღების კეთილშობილება უთუოდ ამიდან გამომდინარე ან წმინდა პრინციპით საწყისშივე ძალაზე დაფუძნებული უფრო ძლიერდება ობიექტის შესაძლებლობაც უანგარო როგორც მიმღების ასევე ჟამის მიმართ, რადგან დაბრუნებული სუბიექტი შესაძლებელია არსებული ჟამისთვის უკვე პათოლოგიის შემთხევაშიც იყოს უხიფათო. ამასთან და ამაზე დაფუძნებით ის მაინც შექმნის დამოუკიდებლ ჟამს, ოღონდ წარსული მოგონების საფუძველზე და სხვა მიმართებით რაც შესაძლეელია ქმედების ტოლსწორობაში მოდიოდეს ილუზიიდან გამომდიანრე ანდა რეალობის ფარგლებში საკუთარივე გადამრჩენელთან და სხვიის მეოხებით ამღლდეს მასზე თუ რა თქმა უნდა წარსულში დაიშვებოდა იდენტური მაგალითი მეტოქეზე და თუ მეტოქეზე ამით წონასწორობაში მოდის. შესაბამისად თვითმკვლელის გამო მაშინ ჩაერევინ რეალური სამყაროდან თუ თვითმკვლელის ცნობიერება რეალურ სამყაროსთან ახლოა და ნაკლებსახიფათოც შესაბამისად. აქ ქირურგიული ჩარევა იმ შემთხევაშიც ნაკლებ სავრაუდოა თუ ძალაზე კონცენტრირება სიკეთეს გამორიცხავს და თვითმკვლელს დროებით პლასტში ამყოფებს შესაძლებლობათა უნარის გამო. აქაც ქირურგიული ჩარევა არ მოხდება რადგან ნდობის საფუძველი სუბიექტის უნარების შეფარდებით შესაძლებელია სხვა ჟამისთვის უკონტროლო აღმოჩნდეს. რაც შეეხება თვითმკვლელობის მეოხებით და მისი მისტერიული ტაძრების შეცნობით თვად ჟამის ნატურალურად შეცვლაზე. აქ უკვე ჩვენ კონკრეტულად უნდა ჟამის ვითარება გავითვალისწინოთ და ამ ჟამში არსებულ პირთა მდგომარეობა რათა შევძლოთ მისი გადალახვა ისე რომ ყველა დაკმაყოფილდეს. მათ შორის ერთობლივი და გოდოლის ყოველი ამშენებელი საკუთარივე მოთხოვნილების შესაბამისად. მიწიერ ცნობიერებაში დასაშვებია ღალატის უმაღლესი ფორმა არსებობდეს, რადგან ჟამის შექმნის მიზეზი მიწის ანუ ყოვლად უნაყოფო ვითარებაში ფიგურირებს და შესაბამისად ყველაზე უძალოა, მაგრამ შესაძლებლობით პირიქით. შემდეგ მოდის ვარსკვლავური ცნობიერება, რომელიც უსაზღვროა და სხვადასხვა მეცნიერლ ასპექტებს მოიცავს. ვარკსვლავურს მოსდევს გარდამვალი შემეცნების მდგომარეობა, რომელიც გარდამავლიდან გადადის მაღალი წვდომის არსებებისკენ ვისაც ძალუძს ჟამისთვის უზარმზარი სამსახური გასწოს და ისინი ნებისა და უნებლიეს ღალატს აფიქსირებენ, რადგან მათი ცნობიერებაც მთლიანობის შემცველი არ არის, მაგრამ მთლიანობის უღრმეს პრინციპებს ფლობს. მის მაღლა უკვე წმინდა დამცველობითი სისტემაა, რომლის სათავეშიც დგანან პროცესის მწარმოებლები ვინც იციან ინტერსეთა შესახებ იმის ვინც ამ პროცესს აწარმოებს, ოღონდ უდიდესი ჯაჭვისა და უზარმზარი ბიუროკრატის გამო უმრავლესისთვის საწყისები მაინც შეუცნობია. შემდეგი სამყარო უკვე მცველთა სამყაროა, რომლებსაც პროცესზეც არ აქვთ ხელწვდომა, მაგრამ ილუზირებულნი და გონიებრივად მართულნი არიან და უზარმაზარ შესაძლებლობებს მექანიკური წვდომით იყენებენ, რითაც ფაქტობრივად პროცესიდან გამოსულ არსებას ეღობება სასტიკი ძალა მის წინააღდეგ, მაგრამ ამ დროს უკვე იმუნტეტიც უნდა ქონდეს გამომუშავებული და რადგან მცველები ბიუროკრატებზე ნაკლებნი არიან დაბრკოლებაც რაოდენობის შესაბამისია და ხარისხისაც. ვისიაც ყური აქვს ისმინოს. ამის შემდეგ თვად ზურმუხტის ქვა არის ასე მედგრად დაცული, რომლის მიღმაც მოგონებიდან წამოსული პათოლოგიური ჟამი მეფობოს, რომელიც მეხსიერების უწყვეტ ნაკადს უკავშირდება, რომლის შესახებ ჩვენ მცირე რამ თუ ვიცით ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშებიდან…

Source
burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button