ავტომობილიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

BMW-ს ლოიალობის პროგრამა, ელექტრომობილების დამუხტვის ქსელი და სხვა ახალი ბლოკჩეინ-ინიციატივები

ბლოკჩეინ-ტექნოლოგია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ტრენდად საფინანსო, სახელმწიფო და კომერციულ ორგანიზაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიმართულებით ინფორმაცია ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ყოველდღიურად ხმაურდება. გთავაზობთ ბოლო დროის ყვველაზე საინტერესო ინიციატივების მიმოხილვას. 

შედგა სავაჭრო დაფინანსების ბლოკჩეინ-პლატფორმა Cointour-ის ამოქმედება 

გლობალური სავაჭრო დაფინანსების პლატფორმა Contour (ყოფილი Voltron) ამოქმედდა ბეტა-ტესტირების დასრულების შემდეგ. მისი მიზანია ტრადიციული სავაჭრო დაფინანსების პროცესების გამარტივება და დაჩქარება, პირველ რიგში კი მხარეებს შორის აკრედიტივების გაცემა. 

აკრედიტივის ტრადიციული მეთოდებით დამუშავებას შესაძლოა საშუალოდ 10 დღე დასჭირდეს, როგორც Contour-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ვეგნერმა განაცხადა, პლატფორმა ამ დროს 90%-ით – ერთ დღემდე ამცირებს. 

Contour-ზე მუშაობა დაიწყო 2017 წელს და მასში რვა აქციონერი ბანკი მონაწილეობდა: Bangkok Bank, BNP Paribas, CTBC, HSBC, ING, Standard Chartered, SEB და Citi. 

სანამ კომერციული ბეტა-ტესტირებიდან დამოუკიდებელ იურიდიულ პირად დარეგისტრირდებოდა სინგაპურში, პლატფორმამ გაიარა ტესტირების ხანგრძლივი პერიოდი ოთხმოცზე მეტ ბანკსა და კორპორაციასთან, გაიარა გამოცდა 17 ქვეყანასა და გარიგებებში, რომლებიც უკავშირდებოდა ნედლეულს, ნავთობ-ქიმიას, ენერგიას, ლითონებს, საცალო ვაჭრობასა და ტექსტილს. 

MOBI-მ წარადგინა ელექტრომობილების დამუხტვის ბლოკჩეინ-ქსელის გლობალური სტანდარტი  

Mobility Open Blockchain Initiative-ის (MOBI) ელექტრო ტრანსპორტის ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფმა გამოუშვა გლობალური სტანდარტი, რომელიც ელექტრომობილების დამუხტვის დეცენტრალიზებული ქსელის შექმნის საშუალებას იძლევა. 

სტანდარტის თავდაპირველი მახასიათებლები ფოკუსირებულია გამოყენების სამ ძირითად სფეროზე: P2P-აპლიკაცია, ტოკენიზებული ნახშირბადის კრედიტები (TCC) და სატრანსპორტო საშუალებების ქსელში ინტეგრაცია  (V2G). 

ორგანიზაციის განცხადებით, ელექტრომობლებს, დამტენ მოწყობილობებსა და ელექტროენერგიის მწარმოებლებს ექნებათ „პიროვნების დაცულობა, შეძლებენ კომუნიკაციას შეტყობინებების გაცვლის სტანდარტული ფორმატით და შესაძლებელი იქნება ტრანზაქციების ავტომატური ჩაწერის ფუნქცია“ ბლოკჩეინის ქსელში EVGI სტანდარტით. 

ხსენებული სტანდარტისა და აპლიკაციების გამოყენების შედეგად MOBI იმედოვნებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, გამონაბოლქვისა და გზებზე საცობების შემცირებას. 

EVGI-ს თავმჯდომარეები არიან Honda და General Motors (GM), სამუშაო გუნდის შემადგენლობაში ასევე შედიან Accenture, CPChain, IBM, IOTA Foundation, Pacific Gas & Electric Company (PG&E), ტურინის ტექნიკური უნივერსიტეტი და R3. 

KPMG-მა წარადგინა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილება CO2-ის გამონაბოლქვის აღრიცხვისთვის  

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია KPMG-მა წარადგინა გადაწყვეტილება Climate Accounting Infrastructure (CAI) ატმოსფეროში სასათბურე გაზების აღრიცხვისთვის. 

ბლოკჩეინის გამოყენების წყალობით იგი უზრუნველყოფს გარემოს შესახებ არსებული მონაცემების უსაფრთხოდ შენახვად. ამგვარი რამ ხელს შეუწყობს იმ კლიმატური რისკების შეფასებას, რომელთაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ქონების საბაზრო ღირებულებაზე. 

სისტემაში გამოიყენება ინტერნეტ-ნივთების (IoT) სენსორები, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ გარე წყაროებიდან CO2-ის გამონაბოლქვის შესახებ. ეს მონაცემები ბლოკჩეინზე ჩაიწერება. 

„ფინანსების პარალელურად ინვესტორებმა დაიწყეს გარემო ფაქტორებზე, სოციალურ საკითხებსა და შიდაკორპორატიულ ურთიერთობებზე ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილება. სათბურის აირების შემცირების ინიციატივამ ინვესტორებს შორის მხარდაჭერა მოიპოვა. ბლოკჩეინი ორგანიზაციებს დაეხმარება მოახდინონ კლიმატური რისკების მოდელირება ბიზნეს-პროცესებსა და ფინანსურ მაჩვენებლებში. ამასთან, რეალური დროის რეჟიმში გამოყენებული იქნება ეკოლოგიური მონაცემები და მათი სიღრმისეული ანალიზი“ – განაცხადა KPMG-ის ბლოკჩეინის მიმართულების ხელმძღვანელმა. 

CAI-ს შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს მონაცემთა მომწოდებლებმა – Context Labs და Prescriptive Data, აგრეთვე ბლოკჩეინ-კომპანია Allinfra. 

BMW-მ აამოქმედა ლოიალობის სისტემა ბლოკჩეინზე  

image.jpeg

გერმანულ ავტოკონცერნ BMW-ს კორეული ქვეგანყოფილება აამოქმედებს დაჯილდოების პროგრამას ბლოკჩეინზე. 

BMW Vantage-ის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები შეძლებენ ქულების გამომუშავებას და მათი მეშვეობით პროდუქტების შესყიდვას ან გარკვეულ სერვისებზე ფასდაკლებების მიღებას. 

BMW-ს ახალი მყიდველები შეძლებენ გამოიმუშაონ 300 ათასიდან 900 ათას ქულამდე. ყველაზე მეტი ქულა ერგება მე-5 და მე-6 სერიის მყიდველებს, X-სერიისთვის კი ჯილდო 600 ათას ქულას შეადგენს.  

მომხმარებლები ქულებს მიიღებენ თამაშებსა და სხვა სოციალურ აქტივობებში მობილური აპლიკაციის გამოყენებით მონაწილეობითაც. 

დაგროვებული ქულებით შესაძლებელია იქნება ავტომობილის მომსახურების საფასურისა და სხვა სერვისების ეტაპობრივი გადახდა.  

თავდაპირველად პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამხრეთ კორეაში, სამომავლოდ კი გაფართოვდება სხვა ქვეყნებშიც. პროგრამა BMW Vantage-ის სრული ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button