ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ საცალო ინვესტორებს კრიპტო დერივატივების გაყიდვა აუკრძალა

ბრიტანეთის ფინანსური მეთვალყურეობის სამმართველომ (FCA) აკრძალა კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული დერივატივებისა და გაცვლითი სავაჭრო ბანკნოტების (ETN) რეალიზაცია საცალო მოვაჭრეებისთვის. 

FCA მიიჩნევს, რომ ეს პროდუქტები არ არის შესაფერისი საცალო ინვესტორებისთვის მრავალი მიზეზის გამო. მათ შორის რეგულატორმა აღნიშნა ინვესტორების მიერ კრიპტოაქტივების არასაკმარისი აღქმა და ციფრული ვალუტების არასტაბილურობა. FCA დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, საცალო მოვაჭრეებს არ შეუძლიათ სათანადოდ შეაფასონ ამ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკები. 

მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, აკრძალვა ხელს შეუწყობს საცალო ინვესტორებისთვის დანაკარგების შემცირებას. 

ახალი წესები ეხება: 

  • კომპანიებს, რომლებიც უშვებენ კრიპტოდერივატივებს; 
  • მათ მომწოდებლებს, რომლთა შორისაა ბროკერები, საინვესტიციო პლატფორმები და ფინანსური კონსულტანტები; 
  • კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთ პროდუქტებს; 
  • სავაჭრო პლატფორმების ოპერატორებს; 
  • საცალო მომხმარებლებსა და სამომხმარებლო ორგანიზაციებს. 

აკრძალვა ძალაში შევა 2021 წლის 6 იანვარს. 

შეგახსენებთ, საცალო ინვესტორებისთვის კრიპტო დერივატივების აკრძალვის შესახებ ინიციატია FCA-მ ჯერ კიდევ 2018 წელს წამოაყენა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელმა ორგანომ კონსულტაციები გასულ წელს დაიწყო. 

2019 წლის ოქტომბერში მსოფლიოს ბირჟების ფედერაციამ, რომელშიც გაერთიანებულია საბირჟო ოპერატორები, მათ შორის Exchange (ICE), Nasdaq, Deutsche Boerse, CME Group და London Stock Exchange Group – FCA-ს თხოვნით მიმართა ინიცატივაზე უარის სათქმელად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button