ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: Bitcoin-ი – დაზღვევა, რომელიც სიმშვიდის საშუალებას იძლევა

Bitcoin-ი რჩება ტრადიციული ფინანსური სისტემის რისკების ჰეჯირების ინსტრუმენტად და არ კორელირებს ჩვეულებრივ აქტივებთან, განაცხადა ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ.

CNBC-სთან ინტერვიუში მან საზოგადოებას მოუწოდა ნუ კონცენტრირდებიან Bitcoin-ის მოკლევადიან დინამიკაზე და აღნიშნა, რომ მისი შეხედულებები ეწინააღმდეგება თანამედროვე სამყაროს მართვის წესებს.

Palihapitiya-მ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყოველი საინვესტიციო პორტფელის 1% Bitcoin-ს უნდა ეკავოს.

„ეს არის დაზღვევა, რომელსაც ვიყენებ, რათა ღამით მშვიდად მეძინოს ისეთი შემთხვევისთვის, თუკი ცენტრალური ბანკები და მსოფლიო ხელისუფლებები კრახს განიცდიან“ – განაცხადა Social Capital-ის დამფუძნებელმა.

მისი აზრით, სწორედ ტრადიციული ფინანსური სამყაროს „აფეთქება“ განაპირობებს Bitcoin-ის მკვეთრი ზრდის პროვოცირებას. თუკი ამგვარი რამ მოხდება, კრიპტოვალუტა უზრუნველყოფს შესაძლებლობების გადანაწილებას.

„ფინანსები ხელმისაწვდომი გახდება მილიარდობით ადამიანისთვის. ეს ის ფაქტორია, რომელმაც სიამაყე და აღფრთოვანება უნდა გამოიწვიოს“ – განაცხადა Palihapitiya-მ.

როგორც ადრე Social Capital-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, Bitcoin-ი „გამარჯვებულის აქტივის“ საუკეთესო ილუსტრაციაა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button