ლიტერატურასაკითხავიფილოსოფიაწიგნები

ნიკოლო მაკიაველი – მთავარი

დიდებულ ლორენცოს პიერო მედიჩის ძეს

მთავრის წყალობის მოხვეჭის მოსურნენი, ჩვეულებისამებრ, მათთვის ყველაზე ძვირფას ნივთებს უძღვნიან მას, ან კიდევ იმ ნივთებს, რომლებიც, მათის აზრით, ყველაზე მეტად ეამება მთავარს. და ჩვენ ვხედავთ, რომ უმეტესწილად, ცხენებს, საჭურველს, ოქრომკერდით ნაქარგ ძოწეულს, პატიოსან თვლებსა და მთავართა სიდიადის საკადრის სხვა სამკაულთ უძღვნიან მბრძანებლებს. მაგრამ როდესაც დავაპირე თქვენი უდიდებულესობისათვის დამედასტურებინა ჩემი ერთგულება, მთელს ჩემს ავლა-დიდებაში ვერაფერს მივაკვლიე ჩემთვის უფრო ძვირფასსა და უფრო ფასეულს, ვიდრე დიდი ადამიანების საქმეთა ცოდნას, რომელიც თანადროულ ცხოვრებაზე ხანგრძლივი დაკვირვებისა და წარსულის გულმოდგინე შესწავლის შედეგად შევიძინე. დიდი დრო მოვანდომე მის გულდასმით განხილვას და გააზრებას, ახლა კი თხელტანიან წიგნში მოქცეულს, თქვენს უდიდებულესობას ვთავაზობ მას. და თუმცა კარგად მაქვს შეგნებული, რომ ის თქვენი ღირსი არ არის, მიუხედავად ამისა მჯერა, რომ, თქვენი დიდსულოვნების წყალობით, არ უარყოფთ მას, რადგანაც გესმით, რომ ყველაზე ძვირფასი ძღვენი, რომელიც მე შემეძლო მომერთმია თქვენთვის, იმის შესაძლებლობა გახლავთ, რომ მოკლე ხანში გაგიზიაროთ ყოველივე ის, რაც ამდენი წლის მანძილზე ურიცხვი სიმძიმილისა და ჭირთათმენის ფასად შევისწავლე და შევიმეცნე, და რაც არ შემიმკია, არც ამივსია ვრცელი წიაღსვლებით, არც მაღალფარდოვანი თუ მიკიბულ-მოკიბული სიტყვებით, ანდა რომელიც გნებავთ გარეგნული სამკაულებით, რომლებითაც არა ერთი და ორი ავტორი კაზმავს ხოლმე თავის თხზულებას. რადგან მე მსურდა მისი ნამდვილი სამკაული ყოფილიყო ან შინაარსის სიმართლე და თხრობის სიმკაცრე, ან – არაფერი. არც ის მიმაჩნია თავხედობად, რომ მოკრძალებული ან მოკრძალებულზედაც უფრო დაბალი წოდების კაცი ბედავს განსაჯოს ან წარმართოს მთავართა მოქმედება: ვინაიდან, იმ მხატვრებისა არ იყოს, მაღლობთა დასახატად დაბლა, ხეობებში რომ ჩადიან, რათა იქიდან დაუკვირდნენ მთებისა და ბორცვების აგებულებას, ხოლო ხეობებს მთის მწვერვალებიდან აკვირდებიან, – ზუსტად ასევე, თუ გსურს სათანადოდ შეიცნო ხალხის ბუნება, მთავარი უნდა იყო, ხოლო მთავრის ბუნებას უბრალო მოქალაქე შეიცნობს უფრო უკეთ.

მაშ, მიიღეთ, თქვენო უდიდებულესობავ, ეს მოკრძალებული ძღვენი იმავე გრძნობით, რომლითაც მე მას გწირავთ: თუკი ინებებთ და გულდასმით განიხილავთ და წაიკითხავთ მას, შიგ ჰპოვებთ ჩემს მხურვალე სურვილს, – მიაღწიოთ იმ სიდიადეს, რასაც სვებედნიერება და ბევრი თქვენი სხვა სიკეთე გიქადით. და თუ თქვენი უდიდებულესობა თავისი სიმაღლის მწვერვალიდან ერთხელ მაინც გადმოავლებს თვალს ამ დაბლობებს, დარწმუნდება, რაოდენ დაუმსახურებლად ვითმენ ბედისწერის სისასტიკესა და დაუსრულებელ უკუღმართობას.

თავი I

რამდენნაირნი არიან სამთავროები და რა გზით შეიძლება მათი დაპყრობა

ყველა სახელმწიფო, ყოველგვარი მმართველობა, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ ადამიანებზე მბრძანებლობის უფლება, ან რესპუბლიკაა, ანდა სამთავრო. ასე იყო და ასეა ახლაც. სამთავროები ან მემკვიდრეობითნი არიან, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე მარ თავს მთავართა ერთი საგვარეულო, ანდა – ახალნი. ეს უკანასკნელნი ან პირწმინდად ისეთნი არიან, როგორიც იყო მილანი ფრანჩესკო სფორცასათვის1, ანდა მათი დამპყრობი მთავრის სამემკვიდრეო სამფლობელოსათვის შეერთებულნი, როგორც ნეაპოლის სამთავრო ესპანეთის მეფისათვის (2.) ამნაირად შემომტკიცებული სამთავროები, ჩვეულებრივ ან მთავარს ემორჩილებიან, ან თავისუფალნი არიან; ხოლო მათ, ბედისწერისა თუ სიმამაცის წყალობით, სხვისი ან საკუთარი იარაღით იგდებენ ხელთ.

თავი II

მემკვიდრეობითი სამთავროებისათვის

რესპუბლიკებზე აღარაფერს ვიტყვი, ვინაიდან სხვა ადგილას დაწვრილებით ვილაპარაკე მათზე1. მივუბრუნდები მხოლოდ და მხოლოდ სამთავროებს და, ზემოთ მონიშნულ საფუძველზე დაყრდნობით, შევეცდები დავასაბუთო, როგორ შეიძლება მათი მართვა და შენარჩუნება.

მაშ, ასე, მე ვამტკიცებ, რომ მემკვიდრეობით მთავარს, ვისი ქვეშევრდომნიც დიდი ხანია მორჩილებენ მის საგვარეულოს, გაცილებით უფრო უადვილდება ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე ახალ მბრძანებელს, ვინაიდან საამისოდ მთავრისათვის საკმარისია არ დაარღვიოს წინაპართა მიერ დაფუძნებული წესრიგი და უნარიანად გამოიყენოს ყველა ხელსაყრელი ვითარება; ასე რომ, თვით ის მთავარიც კი, რომელიც მაინცდამაინც დიდი ჭკუითა და გამჭრიახობით არ გამოირჩევა, ყოველთვის შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თუკი რაღაც უჩვეულო და საგანგებო ძალადობის შედეგად არ დაკარგა იგი; მაგრამ კიდევაც რომ დაკარგოს, კვლავ დაიბრუნებს მას, როგორც კი მოძალადეს რაიმე უბედურება დაატყდება თავზე. ამის ნიმუშად იტალიაში ჩვენ გვეგულება ფერარის დუკა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით მოიგერია ვენეციელთა შეტევები 84 წელს და პაპ იულიუს II-ისა 10 წელს, რომ ოდითგანვე გაბატონებულ საგვარეულოს ეკუთვნოდა2. ვინაიდან მემკვიდრეობითი მთავრის დასამხობად გაცილებით ნაკლები მიზეზი არსებობს და ნაკლები აუცილებლობა, ამიტომაა, რომ ის უფრო მეტად უყვარს ხალხს. და თუ რაღაც უჩვეულო ბიწიერება მის მიმართ საყოველთაო სიძულვილის წყაროდ არ იქცა, საფუძველს მოკლებული არ იქნება ვივარაუდოთ, რომ ქვეშევრდომთათვის დიახაც სასურველი იქნება იგი; ხოლო მისი საგვარეულოს სიძველე და უწყვეტობა თავისთავად გააქარწყლებენ ყოველგვარი სიახლის მიზეზს და ხსოვნას, ვინაიდან ერთი ცვლილება ყოველთვის გზას უხსნის მეორეს.

თავი III

შერეული სამთავროებისათვის

ახალ მთავარს ძალიან უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება. თვით მემკვიდრეობითი მთავარიც კი, რომელმაც ახალი სამფლობელო შემოიმტკიცა (ასე რომ, მის სამთავროს შეიძლება შერეული ეწოდოს), გაჭირვებით ინარჩუნებს ძალაუფლებას, იმ ბუნებრივი მიზეზის გამო, რასაც გადატრიალებანი იწვევენ ახალ სამთავროებში. ხალხს ჰგონია, რომ ახალი მთავარი უკეთესი იქნება ძველზე და ამიტომ, დროს იხელთებს თუ არა, უჯანყდება ამ უკანასკნელს; მაგრამ მალე რწმუნდება, რომ მოლოდინი გაუცრუვდა, ვინაიდან ახალი მთავარი ყოველთვის უარესია ძველზე, რაც აგრეთვე ბუნებრივია და ჩვეულებრივი, ვინაიდან დამპყრობელი გამუდმებით ავიწროებს ახალ ქვეშევრდომთ არა მარტო დაბანაკებულ მოლაშქრეთა მეშვეობით, არამედ ძალადობის ურიცხვი სხვა საშუალებებითაც, რასაც გარდუვალად იწვევს ყოველი ახალი სამფლობელოს შემომტკიცება. ასე რომ, მთავარი იძულებულია გადაიმტეროს ყველა, ვინც შეურაცხყო ამ ახალი სამთავროს დაპყრობისას; ხოლო, ამასთან, არც იმათი მეგობრობის შენარჩუნება ძალუძს, ვინც ხელი შეუწყო მის გამარჯვებას, ვინაიდან ვერასდიდებით ვერ დააკმაყოფილებს მათ ისე სრულად, როგორც ისინი ვარაუდობდნენ, და ვერც გადამჭრელ ზომებს მიმართავს მათ წინააღმდეგ, რაკიღა დავალებულია ამ ხალხისაგან. რაგინდ ძლიერიც უნდა იყოს მთავრის ლაშქარი, მაინც ვერ შესძლებს ამა თუ იმ ქვეყანაში შეღწევას ადგილობრივი მცხოვრებლების დაუხმარებლად. აი, რატომაა, რომ საფრანგეთის მეფემ ლუი XII-მ ესოდენ სწრაფად დაიმორჩილა მილანი და ასევე სწრაფად დაჰკარგა იგი. პირველად რომ წაერთმიათ მილანი მისთვის, ლოდოვიკოს საკუთარი ძალებიც საკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან იმავე ხალხმა, რომელმაც კარი გაუღო მეფეს, – რაკიღა თავი მოტყუებულად იგრძნო და ვერ ეღირსა იმ სიკეთეს, რისი იმედიც ჰქონდა, – ვეღარ შესძლო ახალი მთავრის ძალმომრეობის ატანა. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თუ შესაძლო გახდა ამბოხებული ქვეყნების ხელმეორედ დამორჩილება, ისინი აგრე ადვილად ვეღარ დაიძვრენენ თავს; ვინაიდან მბრძანებელი, რომელსაც ამბოხება გაკვეთილად გამოადგება, უფრო გადამჭრელ ზომებს მიმართავს თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად: არ მოერიდება არც ურჩთა დასჯას, არც ეჭვმიტანილთა მხილებას და წინდახედულად გაამაგრებს ყველა სუსტ ადგილს. ამრიგად, თუკი საიმისოდ, რომ საფრანგეთისათვის პირველად წაერთმიათ მილანი, საკმარისი აღმოჩნდა დუკა ლოდოვიკოს ერთი გაბრძოლება საზღვარზე, სამაგიეროდ, მეორედ წასართმევად საჭირო შეიქმნა მთელი ქვეყანა დარაზმულიყო მის წინააღმდეგ, ხოლო მისი ლაშქარი გაფანტული და განდევნილი ყოფილიყო იტალიიდან. ამის მიზეზი ზემოთ უკვე მოვიხსენიე1. მაგრამ საფრანგეთმა ერთჯერაც და მეორეჯერაც დაჰკარგა მილანი. პირველი წარუმატებლობის ზოგადი მიზეზები უკვე მოგახსენეთ; ახლა კი ისღა დაგვრჩენია, განვიხილოთ მეორე მარცხის მიზეზები და გიჩვენოთ საშუალებები, რომლებიც ხელთ ჰქონდა საფრანგეთის მეფეს და მის ადგილას შეეძლო უკეთ გამოეყენებინა სხვას, რათა უფრო მტკიცედ დამკვიდრებულიყო დაპყრობილ ქვეყანაში, ვიდრე ეს მოახერხა მეფემ. უნდა აღვნიშნოთ, რომ სამთავროები, რომლებიც დაპყრობის შედეგად უერთდებიან მათი დამპყრობი მთავრის სამფლობელოს, ან იმავე სამფლობელოს ფარგლებში მდებარეობენ და იმავე ენაზე ლაპარაკობენ, ან კიდევ – მის ფარგლებს გარეთ. პირველ შემთხვევაში მათი შენარჩუნება ძალიან ადვილია, მით უმეტეს, თუკი ისინი ნაჩვევნი არ არიან თავისუფლებას; ამიტომ, თუ გსურს უზრუნველად ფლობდე მათ, საკმარისია მუსრი გაავლო იქაურ მთავართა საგვარეულოს. რაც შეეხება დანარჩენს, რაკიღა ხალხი დაინახავს, რომ უწინდელი წესრიგი უცვლელი დარჩა, ხოლო ჩვეულებები არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, – დიახ, ეს ხალხი თვინიერი და მორჩილი იქნება, როგორც, მაგალითად, ბურგუნდია, ბრეტანია, გასკონია და ნორმანდია2, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე განუყოფელნი არიან საფრანგეთისგან. და თუმცა ისინი ენობრივად, ცოტა არ იყოს, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ჩვეულებათა მსგავსების გამო კარგად ეგუებიან ერთმანეთს. თუკი ამნაირი სამფლობელოების ხელში ჩამგდებს მათი შენარჩუნება სურს, მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: ჯერ ერთი, ის, რომ მუსრი გაავლოს უწინდელი მთავრის საგვარეულოს, და მეორეც ის, რომ არ შეცვალოს არც მათი კანონები და არც ხარკის აკრეფის წესი, რათა, ამრიგად, ახალი სამფლობელო განუყოფელ მთლიანობად შეერწყას ძველს.

მაგრამ როდესაც სამფლობელოებს ენით, ჩვეულებებითა და წესწყობილებით განსხვავებულ ქვეყნებში იგდებენ ხელთ, აქ თავს იჩენენ სიძნელენი, და მათ შესანარჩუნებლად ბედის კეთილმოწყალება და დიდი მოქნილობაა საჭირო. უკეთესი და უქმედითესი საშუალება იქნებოდა ამ სამფლობელოებში თვითონ მათი დამპყრობის გადასახლება. ეს უფრო მტკიცეს გახდიდა და გაახანგრძლივებდა მის მფლობელობას. ასე მოიქცა თურქეთის სულთანი საბერძნეთის მიმართ3: ყოველგვარი ღონისძიების მიუხედავად, ის ვერასდიდებით ვერ შესძლებდა ამ ქვეყნის შენარჩუნებას, საცხოვრებლად რომ არ გადასახლებულიყო იქ. ვინაიდან, როდესაც დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობ, ჩანასახშივე ამჩნევ მღელვარებას და შეგიძლია სასწრაფოდ ჩაახშო იგი; შორს მყოფი კი მხოლოდ მაშინ თუ შეიტყობ მღელვარების ამბავს, როცა ის უკვე მთელს ქვეყანას მოედო და ვეღარაფრით ვეღარ უშველი. ეგეც არ იყოს, ქვეყანა ვერ ითმენს გაპარტახებას მთავრის მოხელეთაგან. ქვეშევრდომნი კმაყოფილნი არიან იმით, რომ ყოველთვის შეუძლიათ უშუალოდ მიმართონ მთავარს; ამიტომ, თუკი მორჩილებას ირჩევენ, მისი სიყვარულის უფრო მეტი საბაბი აქვთ, თუ არა და – იმისა, რომ ეშინოდეთ მისი. რაც შეეხება უცხოელებს, რომლებიც ამ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებენ, მთავრის იქ ყოფნა, ცოტა არ იყოს, აკრთობთ და ხელ-ფეხს უბოჭავთ. ასე რომ მთავარი, რომელიც დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობს, იშვიათად თუ დაჰკარგავს მას.

მეორე ქმედითი საშუალებაა ორ-სამ ადგილას კოლონიების დაარსება, რომლებიც, გარკვეული აზრით, ამ ქვეყნის დამცველთა როლს შეასრულებენ. ამიტომ აუცილებელია ან ასე მოიქცე, ანდა დაპყრობილ ქვეყანაში ცხენოსანთა თუ ქვეითთა მრავალრიცხოვანი რაზმები იყოლიო. კოლონიები არც ისე ძვირი უჯდება მთავარს და თითქმის სულ მუქთად ან ჩალის ფასად აარსებს და ინახავს მათ. ამასთან, იგი მტრად მოიკიდებს მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც სახნავ-სათესსა თუ საცხოვრებლებს ართმევს, რათა ახალ მოსახლეებს უბოძოს ისინი. მაგრამ მისი მტრები მთელი მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეადგენენ და, ეგეც არ იყოს, დაქსაქსულნი და გაღატაკებულნი ვერაფერს დააკლებენ მას. რაც შეეხება დანარჩენ მცხოვრებთ, რაკიღა, ერთის მხრივ, არაფერი დაუშავდებათ, უმალვე დაცხრებიან, ხოლო მეორეს მხრივ, დაშინებულნი, ვაითუ გაღატაკებულთა დღეში ჩავცვივდეთო, ვერ გაბედავენ ურჩობას. ერთის სიტყვით, ეს კოლონიები დიდ დანახარჯებს არ მოითხოვენ, უფრო მეტი ერთგულებით გამოირჩევიან და ნაკლებად აშფოთებენ მოსახლეობას. აღშფოთებულნი და მტრულად განწყობილნი კი, როგორც მოგახსენეთ, ვერას დააკლებენ მთავარს.

ამასთან დაკავშირებით, უნდა შევნიშნოთ, რომ ადამიანები ან ალერსით უნდა მოინადირო, ანდა სულაც თავიდან მოიშორო ისინი; რადგან თუ ხალხი შურს იძიებს მცირეოდენი წყენის გამო, სამაგიეროდ, მძიმე შეურაცხყოფისათვის სამაგიეროს გადახდის თავი არა აქვს; მაშასადამე, კაცისთვის მიყენებული შეურაცხყოფა იმნაირი უნდა იყოს, რომ შურისგების არ გეშინოდეს. მაგრამ თუ კოლონიების ნაცვლად ლაშქრის შენახვას დააპირებს, ეს უფრო ძვირი დაუჯდება მთავარს და იძულებული იქნება დაცვას გადააგოს დაპყრობილი ქვეყნიდან მიღებული მთელი შემოსავალი, ასე რომ, მონაპოვარი დანაკარგად გადაექცევა და ეგეც არ იყოს, ყველაზე მეტად სწორედ ეს აშფოთებს ხალხს: ლაშქრის ბანაკად დგომა თუ გადაადგილება გულისწყრომას იწვევს მთელს ქვეყანაში; ამნაირი მდგომარეობის სიმძაფრე მტკივნეულად განიცდება მთელი მოსახლეობის მიერ, და თვითეული მცხოვრები მტრად ექცევა მთავარს; თანაც, ეს ისეთი მტრები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი რამ გავნონ, ვინაიდან, თავიანთი დათრგუნვილობის მიუხედავად, მაინც საკუთარ ჭერქვეშ რჩებიან. ასე, რომ, რა თვალსაზრისითაც უნდა მიუდგე, ამნაირი დაცვა იმდენადვე უსარგებლოა, რამდენადაც სასარგებლოა დაცვა კოლონიების დაარსების საშუალებით.

გარდა ამისა, ვინც ზნე-ჩვეულებებით განსხვავებულ ქვეყანაში ცხოვრობს, ნაკლებად ძლიერი მეზობლების თავკაცად და მფარველად უნდა იქცეს, ყოველნაირად ეცადოს უფრო ძლიერთა დასუსტებას და ფხიზლად ეჭიროს თვალი, რათა ქვეყანაში მასზე არანაკლებ ძლევამოსილი მბრძანებელი არ შემოიჭრას. ვინაიდან ყოველთვის მოსალოდნელია, რომ უკმაყოფილო მცხოვრებნი (შიშისა თუ მეტისმეტი პატივმოყვარეობის გამო) უცხოელს მიმართავენ დახმარებისათვის. ასე მოუხმეს ეტოლიელებმა რომაელებს საბერძნეთში 4, და, საერთოდ, ყველა სხვა ქვეყანაშიაც, სადაც კი რომაელები შესულან, მათ ადგილობრივი მოსახლეობა იწვევდა ხოლმე. ჩვეულებრივ, ასე ხდება: როგორც კი ქვეყანაში შეიჭრება ძლევამოსილი უცხოელი, ყველა ნაკლებ გავლენიანი პირი, მათდამი შურით აღძრული, ვინც მანამდე უფრო გავლენიანი იყო, ამ უცხოელის თანამზრახველი ხდება, ასე რომ, ეს უკანასკნელი ადვილად ახერხებს მათ გადაბირებას, ვინაიდან ისინი დაუყოვნებლივ და ერთსულოვნად უჭერენ მხარს მის მფლობელობას. უცხო მომხდურმა იმისთვისღა უნდა იზრუნოს, რომ მეტისმეტად არ გაიზარდოს მათი ძალა და გავლენა, რათა, საკუთარ ძალებზე დაყრდნობითა და მათი მხარდაჭერის წყალობით, ადვილად შესძლოს უფრო ძლიერთა დამხობა, და, ამრიგად, ქვეყნის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად იქცეს. და ვინც, ამ მხრივ, სათანადოდ არ დაიზღვევს საკუთარ თავს, მალე დაკარგავს თავის მონაპოვარს, მაგრამ კიდევაც რომ შეინარჩუნოს, უნდა თუ არა, ურიცხვი სიძნელის და სირთულის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.

რომაელები, მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში, ყოველთვის იცავდნენ ამ წესებს: აარსებდნენ კოლონიებს, მხარს უჭერდნენ ნაკლებად ძლიერთ, თუმცა ხელს როდი უწყობდნენ მათ აღზევებას, ასუსტებდნენ უფრო ძალმორჭმულთ და ფხიზლად ეჭირათ თვალი, რათა ამ ქვეყნებში არ შეეღწია ძლევამოსილ უცხოელთა გავლენას. სანიმუშოდ მხოლოდ საბერძნეთს დავასახელებ: რომაელები მხარს უჭერდნენ აქაველებსა და ეტოლიელებს. მათვე დააქვეითეს მაკედონიის სამეფო და განდევნეს ანტიოქე: მაგრამ არასოდეს, არც აქაველთა და არც ეტოლიელთა დამსახურების გამო, არ მიუციათ მათთვის იმის საშუალება, რომ სხვების მაგივრად თვითონ აღზევებულიყვნენ; არც ფილიპესთვის (მიუხედავად მისი მრწამსისა) უღირსებიათ თავისი მეგობრობა, ვიდრე არ დააკნინეს იგი; და, ბოლოს, ვერც ანტიოქეს უშველა მთელმა თავისმა ძალმოსილებამ, რათა, მათი დასტურით, ერთი სამფლობელო მაინც შეენარჩუნებინა ამ ქვეყანაში5. რომაელები ამ შემთხვევაში ისე იქცეოდნენ, როგორც უნდა იქცეოდნენ, საერთოდ, ბრძენი მთავრები, რომლებიც არა მარტო აწინდელ, არამედ მომავალ გართულებებსაც უნდა ითვალისწინებდნენ და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა თავიდან აიცილონ ისინი. რადგან, თუ შეიძლება მათი წინასწარ განჭვრეტა, არც მათთან ბრძოლა იქნება შეუძლებელი; მაგრამ თუ მათ მოახლოებას დაუწყებ ლოდინს, ყოველგვარი ღონისძიება ნაგვიანევი აღმოჩნდება, რადგანაც უკურნებელი გახდება სენი. ვინაიდან აქ საქმე ზუსტად ისეა, როგორც ექიმები ამბობენ ჭლექთან დაკავშირებით: თავდაპირველად მისი განკურნება ადვილია, მაგრამ გამოცნობაა ძნელი, ხოლო თუ საკმაო დრო გავიდა და სნეულება გამოუცნობი და განუკურნავი დარჩა, მაშინ, პირიქით, მისი გამოცნობა ადვილია, მაგრამ განკურნებაა ძნელი.

იგივე ითქმის სახელმწიფოს მიმართ: თუკი წინასწარ გამოიცნობ მის წიაღში ჩასახულ ბოროტებას (რაც გამჭრიახთა ხვედრია მხოლოდ), მისი განკურნება ადვილი საქმეა; მაგრამ თუ ვერ გამოიცანო და საშუალება მიეცი ისე იზარდოს, რომ ყველასათვის ცხადი შეიქნეს, მაშინ უკვე ვეღარაფერს უშველი მას. ამიტომ რომაელები, რომლებიც წინასწარ ჭვრეტდნენ მოსალოდნელ გართულებებს, ყოველთვის პოულობდნენ მათ წინააღმდეგ ქმედით საშუალებებს და არასოდეს არ აფუჩეჩებდნენ საქმეს, რათა თავიდან აეცილებინათ ომი; ვინაიდან ესმოდათ, რომ თუ ასე არ მოიქცეოდნენ, საბოლოოდ კი ვერ შესძლებდნენ ომის თავიდან აცილებას, არამედ იძულებულნი იქნებოდნენ, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ მხოლოდ დროებით გადაედოთ იგი. ამიტომაც ამჯობინეს საბერძნეთშივე ეომათ ფილიპესა და ანტიოქესთან, რათა იტალიაში არ შესჯახებოდნენ მათ, თუმცაღა იმხანად დიახაც შეეძლოთ, უომრად გასცლოდნენ ერთსაც და მეორესაც, მაგრამ არ ისურვეს, ვინაიდან არაფრად ეპიტნავებოდათ ანდაზა, ერთთავად პირზე რომ აკერიათ ჩვენს ბრძენ თავკაცებს: „ეცადე გააჭიანურო დრო“; პირიქით, ისე იქცეოდნენ, როგორც საკუთარი სიქველე და კეთილგონიერება უკარნახებდათ: რადგანაც დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ და თანაბრად გვახვევს თავზე როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას, როგორც ბოროტებას, ისე სიკეთეს.

მაგრამ კვლავ მივუბრუნდეთ საფრანგეთს და ვნახოთ დაიცვა თუ არა მან ზემოთ აღნიშნულთაგან თუნდაც ერთი წესი. აქ შარლის6 მოქმედებას კი არ განვიხილავთ, არამედ ლუისას7, ვინაიდან მისი ქცევა უფრო ცნობილია, იმის წყალობით, რომ შესძლო უფრო დიდხანს დამკვიდრებულიყო იტალიაში. თქვენ დაინახავთ, რომ სწორედ იმის საპირისპიროდ იქცეოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო, თუკი თავისი სამფლობელოს შენარჩუნება სურდა. მეფე ლუი იტალიაში ვენეციელთა პატივმოყვარეობამ მოიყვანა8, რომელთაც სურდათ მისი შემოსვლით ესარგებლათ და ნახევარი ლომბარდია ჩაეგდოთ ხელში. მე არც ამ შემოსვლის დაგმობა მსურს და არც მეფის გადაწყვეტილებისა, ვინაიდან, რაკიღა უნდოდა იტალიაში მოეკიდებინა ფეხი, მაგრამ ამ ქვეყანაში მეგობრები არ ჰყავდა, რადგან მეფე შარლის მოქმედების წყალობით მის წინაშე ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა, – იძულებული იყო გაეზიარებინა მეგობრობა, რომელსაც სთავაზობდნენ. და ის წარმატებით განახორციელებდა თავის შთანაფიქრს, სხვა მხრივ რომ ასერიგად არ შეეცოდა.

ლომბარდიის დაპყრობის შემდეგ მეფემ დაუყოვნებლივ დაიბრუნა ის გავლენა, რომელიც შარლის წყალობით დაკარგა. გენუა დათმობაზე წავიდა; ფლორენციელები მეგობრულად ამოუდგნენ მხარში, მანტუის მარკიზას, ფერარის დუკას, ბენტივოლიებს, ფორლელ გრაფინიას, ფაენცას, პეზაროს, რიმინის, კამერინოს, პიომბინოს მბრძანებლებს9, ლუკელებს, პიზელებს, სიენელებს, – ყველას მისი მეგობრობის მოხვეჭა სურდა. და მაშინ ვენეციელებს შეეძლოთ თვალნათლივ დარწმუნებულიყვნენ, რაოდენ შლეგური იყო მათი გადაწყვეტილება: მათ მხოლოდ ლომბარდიის ორი ოლქის ხელში ჩაგდება სურდათ, და იტალიის ორი მესამედის მბრძანებლად კი აქციეს მეფე!10 მერედა, რა ადვილად შეეძლო მას თავისი მდგომარეობა განემტკიცებინა იტალიაში, თუკი დაიცავდა ზემოთ ხსენებულ წესებს და უზრუნველყოფდა თავისი მეგობრების უშიშროებას, რომლებიც თავიანთი სიმრავლის, სისუსტისა და სიმხდალის გამო (ვინ ეკლესიას უფრთხოდა, ვინ კიდევ – ვენეციელებს) იძულებულნი იქნებოდნენ ყოველთვის მხარი დაეჭირათ მისთვის. მათზე დაყრდნობით კი მეფეს შეეძლო თავი დაეზღვია ყველასაგან, ვინც ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა იტალიაში. მაგრამ მილანში შესვლისთანავე ის სულ სხვაგვარად მოიქცა და პაპ ალექსანდრეს11 რომანიის დაპყრობაში შეუწყო ხელი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, აზრადაც არ მოსვლია, რომ თავისსავე თავს ისუსტებდა, ვინაიდან კარგავდა მეგობრებსა და იმათაც, ვინც სიხარულით შეეგება მას, მაშინ როდესაც ხელს უწყობდა ეკლესიის განდიდებას, რაკიღა სასულიერო ძალაუფლებას, რომელიც ესოდენ დიდ ავტორიტეტს ანიჭებს ეკლესიას, ეგზომ მნიშვნელოვან საერო ძალაუფლებასაც ზედ უსართავდა. ერთი შეცდომა რომ დაუშვა, იძულებული შეიქნა შემდგომშიაც მცდარი გზით ევლო, ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, ძალაუნებურად მოუხდა იტალიაში ჩამოსვლა, რათა ალექსანდრეს პატივმოყვარეობა აელაგმა და ტოსკანის ხელში ჩაგდების საშუალება არ მიეცა მისთვის12. მაგრამ ეკლესიის განდიდებასა და მეგობრების დაკარგვასაც არ დასჯერდა: ნეაპოლის დაპყრობა რომ განიზრახა, ესპანეთის მეფესაც უწილადა იგი (13).

და თუ აქამდე იტალიის ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო, ახლა მოზიარე გაიჩინა და, ამრიგად ამ ქვეყნის ყველა პატივმოყვარე და უკმაყოფილო მოქალაქეს თვითონვე მოუვლინა მფარველი; ეგეც არ იყოს, თუმცაღა შეეძლო ნეაპოლში უწინდელი მეფე დაეტოვებინა თავის მოხარკედ14, მაგრამ დაამხო იგი, და მის ნაცვლად დასვა კაცი, ვისაც თვით მისი განდევნა შეეძლო (15).

დაპყრობის ჟინი სავსებით ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ გახლავთ; და ყოველთვის, როდესაც ამ ჟინსაა აყოლილი კაცი, რომელსაც მისი დაცხრომის ძალი შესწევს, მას კი არ ჰგმობენ, არამედ, პირიქით, აქებენ. მაგრამ როცა მას საამისო ძალი არ შესწევს და მაინც, რადაც უნდა დაუჯდეს, სხვა ქვეყნების დაპყრობას ლამობს, ესაა შეცდომა, რომელიც გმობის ღირსია. ამიტომ, თუკი საფრანგეთს შეეძლო საკუთარი ძალებით თავს დასხმოდა ნეაპოლს, კიდევაც უნდა დასხმოდა მას, თუ არა და, სხვისთვის არ უნდა გაეყო იგი. და თუ ვენეციისათვის ლომბარდიის გაყოფა, ასე თუ ისე, შეიძლება მაინც გავამართლოთ, ვინაიდან ამის წყალობით საფრანგეთმა შესძლო ფეხის მოკიდება იტალიაში, ეს უკანასკნელი გაყოფა გმობის ღირსია, ვინაიდან ამნაირი აუცილებლობითვე არ არის გამართლებული.

ასე რომ, ლუიმ შემდეგი ხუთი შეცდომა დაუშვა: გაანადგურა ნაკლებ ძლიერნი; ხელი შეუწყო იტალიაში ისედაც ძლევამოსილის ძლიერების ზრდას; მოზიარედ მოუხმო მძლეთა მძლე უცხოელს; არ დასახლდა ამ ქვეყანაში და არც კოლონიები დააარსა აქ. ამ შეცდომებს, მეფის სიცოცხლეში, შეიძლება არც ისე დიდი ზიანი მიეყენებინათ მისთვის, მეექვსე შეცდომაც რომ არ დაეშვა: ეს გახლდათ ვენეციელთა სამფლობელოების დაპყრობა (16).

ეკლესია რომ არ განედიდებინა და ესპანელები არ მოეხმო იტალიაში, ვენეციელთა დაკნინება გამართლებულიც იქნებოდა და აუცილებელიც. მაგრამ ამ ორი მცდარი ნაბიჯის შემდეგ არასდიდებით არ უნდა დაყაბულებოდა ვენეციის დამხობას. ვინაიდან, სანამ ვენეციას ძალი შესწევდა, არავის მისცემდა ლომბარდიის დაპყრობის ნებას. და როგორც ვენეციელები მხოლოდ იმ პირობით დათანხმდებოდნენ ამას, რომ თვითონვე გამხდარიყვნენ დამპყრობთა მბრძანებელნი, ასევე არავინ ისურვებდა საფრანგეთისათვის წაერთმია ლომბარდია, რათა ვენეციისათვის მიეცა იგი; ხოლო თუ ისინი მოკავშირენი იქნებოდნენ, ვის ექნებოდა მათთან ქიშპობის თავი?

და თუ მეტყვიან: მეფე ლუიმ იმიტომ დაუთმო ალექსანდრეს რომანია, ხოლო ესპანეთს – ნეაპოლი, რომ თავიდან აეცილებინა ომიო, პასუხად ზემოთ მოტანილ მოსაზრებებს მოვიშველიებ იმის შესახებ, რომ, ომის თავიდან აცილების მიზნით, არამც და არამც არ უნდა მისცე ამა თუ იმ ბოროტებას ზრდის ნება, ვინაიდან ამ გზით ომს კი ვერ იცილებენ თავიდან, არამედ თავისდა საზიანოდ, მხოლოდ დროებით გადასდებენ მას. ხოლო თუ დაიმოწმებენ აღთქმას, რომელიც მეფემ მისცა პაპს, დაგეხმარები დავიდარაბაში ჩემი განქორწინების ნებართვისა17 და რუანელი არქიეპისკოპოსის არჩევის სანაცვლოდო18, ამის პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ, სადაც საუბარი მექნება მთავართა აღთქმისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი19.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ნანტში ყოფნისას, რუანელ კარდინალს ველაპარაკე,20 როცა პაპ ალექსანდრეს ვაჟმა ჩეზარე ბორჯამ,21 ანუ, როგორც ხალხი უწოდებდა, ვალენტინომ, რომანია იგდო ხელთ. კარდინალმა22 მითხრა: იტალიელებს სამხედრო საქმისა არა გაეგებათ რაო, რაზედაც მე მივუგე: სამაგიეროდ ფრანგებს არა გაეგებათ რა სახელმწიფო საქმეებისა, თორემ განა დაუშვებდნენ ეკლესიის ასეთ აღზევებას-მეთქი? და მართლაც, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ეკლესია და ესპანეთი თავიანთ აღზევებას იტალიაში საფრანგეთს უნდა უმადლოდნენ, და სწორედ ამის შედეგად დამარცხდა ეს უკანასკნელი. აქედან გამომდინარეობს ზოგადი წესი, რომელიც არასოდეს ან იშვიათად თუ გამტყუნებულა: ვინც სხვისი ძლიერების ზრდას უწყობს ხელს, თვითონვე ითხრის ორმოს, ვინაიდან ამ ძლიერებას ის ზრდის ან თავისი მოხერხების, ანდა კიდევ ძალის წყალობით: ხოლო ერთიცა და მეორეც ძალზე არასანდოა იმის თვალში, ვინც უკვე ძლიერი გახდა.

თავი IV
რატომ არ აჯანყდა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი დარიოსის სამეფო ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეების წინააღმდეგ

თუ გავითვალისწინებთ სიძნელეებს, რომლებიც განუყრელად დაკავშირებულია დაპყრობილი სახელმწიფოს შენარჩუნებასთან, მაშინ ვითარებამ ალექსანდრეს1 სიკვდილის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე აზიის მბრძანებელი გახდა2 და თითქმის მისი დაპყრობისთანავე გარდაიცვალა, შეიძლება საგონებელში ჩააგდოს კაცი. როგორც ჩანს, ამნაირი ვითარებისას შეიძლებოდა მთელი სახელმწიფო აჯანყებულიყო, მაგრამ ალექსანდრეს მემკვიდრეებმა შესძლეს მისი შენარჩუნება და, თანაც, არ გადაჰყრიან სხვა სიძნელეს, გარდა იმისა, რაც მათივე პატივმოყვარეობისაგან იღებდა დასაბამს3. პასუხად ვიტყვი, რომ ყველა სამთავროს, რომელთა ხსოვნაც კი შემოგვრჩა წარსულიდან, ორი სხვადასხვა ფორმით მართავდნენ: მბრძანებელია ან ერთი მთავარი, ხოლო დანარჩენნი თითქოს მისი მსახურნი და ყმები არიან, რომლებიც მხოლოდ მთავრის წყალობითა და ნება-სურვილით ეხმარებიან მას სამთავროს მართვაში, და კიდევ მბრძანებლობენ მთავარი და ბარონები, რომლებიც თავიანთ თანამდებობას მთავარს კი არა, თავიანთ ძველისძველ წარმომავლობას უნდა უმადლოდნენ. ამ ბარონებს საკუთარი სამფლობელოები აქვთ და თავიანთი ქვეშევრდომებიც ჰყავთ, რომლებიც მათ თავიანთ მბრძანებლებად აღიარებენ და ბუნებრივი სიყვარულით უყვართ ისინი. იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც მთავარი და მისი ყმები მართავენ, მთავარი დიდი გავლენით სარგებლობს, ვინაიდან მთელს ქვეყანაში, მის გარდა, არავინაა ისეთი, უზენაეს მბრძანებლად რომ ითვლებოდეს, და თან სხვა ვინმეს მაინც ემორჩილება ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ როგორც მის მსახურს თუ მოხელეს, რომელთაც მაინცდამაინც დიდი სიყვარულით როდი ემსჭვალვიან. მმართველობის ამ ორი სხვადასხვა ფორმის ნიმუშად ჩვენს დროში თურქეთი და საფრანგეთი გვევლინება. თურქეთის მთელს მონარქიას ერთი მბრძანებელი მართავს, დანარჩენნი კი მისი ყურმოჭრილი ყმები არიან. სანჯაყებად4 დაყოფილ მთელს თავის საბრძანებელში ის სხვადასხვა მოხელეებს აგზავნის და საკუთარი ნება-სურვილით ცვლის მათ. საფრანგეთის მეფეს კი ურიცხვი პატარა მბრძანებელი ახვევია გარს, რომლებსაც ოდითგანვე აღიარებენ და თაყვანს სცემენ მათი ქვეშევრდომნი. მათ თავიანთი პრეროგატივები აქვთ, რომელთა ხელყოფაც მეფეს სასიკეთოს არას უქადის.

ვინც კარგად დაუკვირდება როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოს, დაინახავს, რარიგ ძნელია ისეთი ქვეყნის დაპყრობა, როგორიც თურქეთი გახლავთ; მაგრამ თუკი დაპყრობა შესძელი, მისი შენარჩუნება ძალზე ადვილია. თურქეთის სამეფოს დაპყრობასთან დაკავშირებული სიძნელის მიზეზები ისაა, რომ, ჯერ ერთი, ამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთაგან ვერავინ მიიხმობს დამპყრობელს, და, ეგეც არ იყოს, ამ უკანასკნელს არც იმის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომ მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს თავის ლაშქრობას სულთანის დაახლოებულ პირთა ამბოხების გზით, რისი მიზეზებიც ზემოთ უკვე მოვიხსენიე. რაკიღა ყველანი სულთანის ყმები და მოვალენი არიან, მათი გადაბირება ძნელი საქმეა, მაგრამ, კიდევაც რომ გადაიბირო, ბევრს ვერაფერს გამორჩები, ვინაიდან, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, მათ არ შეუძლიათ ხალხიც გაიყოლიონ უკან. ამიტომ ის, ვინც თურქეთზე თავდასხმას აპირებს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რომ ერთსულოვნად დარაზმულს ჰპოვებს მას, და უფრო საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეს, ვიდრე მტრის ბანაკში განხეთქილებისა. მაგრამ თუკი თურქეთი ძლეულ იქნა და ბრძოლის ველზე ისეთი მარცხი განიცადა, რომ ლაშქრის გამოყვანა ვეღარ შეიძლო, დამპყრობელის მთელი ყურადღება შეიძლება მთავრის საგვარეულოზე იქნეს გადატანილი. თუკი მას ამოჟლიტავს, არავის შიში აღარ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან სხვები ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობენ. და როგორც გამარჯვებულს შეუძლებელია ხალხის იმედი ჰქონოდა გამარჯვებამდე, ისე გამარჯვების შემდეგ თამამად შეუძლია აღარ ეშინოდეს მისი.

სულ სხვაგვარადაა საქმე ისეთ სახელმწიფოებში, რომლებსაც საფრანგეთის დარად მართავენ. ამნაირ სახელმწიფოში შეღწევა ძალზე ადვილია: საკმარისია გადაიბირო ესა თუ ის ბარონი, ვინაიდან ყოველთვის მოიძებნებიან უკმაყოფილონი და ახალი წესრიგის მოსურნენი, რომლებმაც, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, შეიძლება გზა გაგიხსნან სახელმწიფოში და გამარჯვება გაგიადვილონ, მაგრამ გამარჯვების შედეგთა შენარჩუნება ურიცხვ სიძნელესთანაა დაკავშირებული, რასაც თანაბრად განაპირობებენ შენი მოკავშირეებიცა და შენს მიერ დათრგუნვილი მტრებიც. ამიტომაც საკმარისი არ არის მუსრი გაავლო მარტოოდენ მთავრის საგვარეულოს, ვინაიდან კვლავინდებურად დარჩებიან სხვა მბრძანებლები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ახალ შეთქმულებებს. და თან ვერც მათი დაშოშმინება და ვერც მათი ამოძირკვა შესძელი, სახელმწიფო მტრისთვის ხელსაყრელ პირველსავე შემთხვევაში გამოგეცლება ხელიდან. ახლა, თუ დაუკვირდებით, რანაირი მმართველობა იყო დარიოსის5 სამეფოში, ადვილად შენიშნავთ მსგავსებას მასსა და თურქეთის სახელმწიფოს მმართველობას შორის. აი, რატომ აიმხედრა ალექსანდრემ ასე ერთობლივად და ასევე ერთნაირად გაანადგურა იგი. გამარჯვებისა და დარიოსის სიკვდილის შემდეგ ალექსანდრემ მტკიცედ დაიმკვიდრა მთელი სამეფო. და მის მემკვიდრეებსაც, ერთმანეთში რომ მორიგებულიყვნენ, არავინ დაურღვევდა სიმშვიდეს: მთელს ქვეყანაში არ მომხდარა არავითარი ამბოხება, გარდა იმისა, რაც თვითონვე გამოიწვიეს. მაგრამ საფრანგეთისნაირ სახელმწიფოებში ასე მშვიდად ვერ იუფლებ. გაუთავებელი ამბოხებები რომაელების წინააღმდეგ ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში6 სწორედ ამით, ე. ი. ამ ქვეყნებში მრავალრიცხოვანი სამთავროების არსებობით აიხსნება; და სანამ მათი ხსოვნა არ ჩაქრებოდა, რომაელებს არ შეეძლოთ გულდამშვიდებით ყოფილიყვნენ თავიანთი სამფლობელოების გამო. მაგრამ როგორც კი მათი ხსოვნა მიიფერფლა, რომაელებმა, თავიანთი ძლიერებისა და ხანგრძლივი ბატონობის წყალობით, მტკიცედ მოიკიდეს იქ ფეხი. და თუმცა შემდეგ, იმპერიის რღვევისა და შინააშლილობის ჟამს, თვითეული მხარე ცდილობდა დაენარჩუნებინა ამ პროვინციათა სწორედ ის ნაწილები, სადაც მათი გავლენა ყველაზე საგრძნობი იყო, ეს უკანასკნელნი არ სცნობდნენ არავის, რომაელების გარდა, რაკიღა მათი უწინდელი მთავრების საგვარეულოები დიდი ხანია აღარ არსებობდნენ. თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ამას, აღარ განგვაცვიფრებს ის გარემოება, რომ ალექსანდრემ ასე ადვილად შეინარჩუნა აზია, მაშინ როდესაც ზოგიერთებს ესერიგად უჭირდათ თავიანთი სამფლობელოების შენარჩუნება, როგორც მაგალითად, პიროსსა და სხვებს; ეს აიხსნება არა მძლეველთა მეტ-ნაკლები სიქველით, არამედ ძლეულთა სხვადასხვაობით.

თავი V
რანაირად უნდა მართავდე ქალაქსა თუ სახელმწიფოს, რომლებიც, მათ დაპყრობამდე, თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრობდნენ

როდესაც იპყრობენ სახელმწიფოებს, რომლებიც თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრებასა და თავისუფლებას არიან ნაჩვევნი, არსებობს მათი შენარჩუნების სამი სხვადასხვა საშუალება. პირველი: მიწასთან გაასწორო ისინი; მეორე: პირადად დასახლდე იქ; მესამე: თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრების ნება მისცე და ხარკი დაადო მათ, ხოლო მმართველობა მცირერიცხოვან პირთ გადასცე, რომლებიც შეგინარჩუნებენ ამ ქვეყნების მეგობრობას. რაკიღა ამნაირი მმართველობა მთავრის მიერაა შექმნილი, მმართველებმა, რასაკვირველია, იციან, რომ მთავრის თანადგომისა და მფარველობის გარეშე დიდი დღე არ უწერიათ და ამიტომ ყოველნაირად მხარს უჭერენ მას. თავისუფლებას ნაჩვევი ქალაქის შენარჩუნება უფრო ადვილია მისი მოქალაქეების მეშვეობით, ვინემ სხვა რამ საშუალებით, თუკი მისი დაქცევა არა სურთ. ამის ნიმუშად სპარტა და რომი გამოგვადგება. სპარტელები იმით ინარჩუნებდნენ ათენს და თებეს, რომ ოლიგარქიული მმართველობა დაამყარეს იქ; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორივე ხელიდან გამოეცალათ1. რომაელებმა, კაპუა, კართაგენი და ნუმიდია რომ შეენარჩუნებინათ, შემუსრეს და, ამრიგად, ხელიდან არ გაუშვეს ისინი2. საბერძნეთის შენარჩუნება თითქმის იმნაირადვე სურდათ, როგორც სპარტელები ინარჩუნებდნენ მას, ე. ი. ცდილობდნენ თავისუფლება არ წაერთმიათ და საკუთარი კანონები დაეტოვებინათ მისთვის. მაგრამ ამნაირმა მცდელობამ სასურველი ნაყოფი არ გამოიღო, ვინაიდან, ეს პროვინცია რომ შეენარჩუნებინათ, იძულებულნი იყვნენ მიწასთან გაესწორებინათ ბევრი მისი ქალაქი3, რადგანაც არ არსებობს ქალაქის შენარჩუნების უკეთესი საშუალება, ვიდრე დანგრევა და დაქცევა მისი. ამიტომ მას, ვინც დაეუფლება, მაგრამ ბოლოს კი არ მოუღებს თავისუფლებას ნაჩვევ ქალაქს, თვითონ მოეღება ბოლო მისი ხელით, ვინაიდან ეს ქალაქი ყოველთვის ეცდება ამბოხების გზით დაიბრუნოს თავისუფლება და თავისი ძველი წესრიგი, რომელთაც მას ვერ დაავიწყებს ვერც დროის დინება და ვერც დამპყრობლის ქველმოქმედება. და რაც უნდა იღონო, რა ზომებსაც უნდა მიმართო, თუკი არ გათიშავ და მიმოფანტავ მის მცხოვრებლებს, არასოდეს წაიშლება თავისუფლებისა და უწინდელი წესრიგის ხსოვნა, არამედ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში კვლავინდებურად აღდგება და აღორძინდება, როგორც ეს მოხდა პიზაში4, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე ფლორენციელთა მონობის უღელი ედგა. მაგრამ როცა ქალაქი თუ ქვეყანა მთავრის ძალაუფლებასაა ნაჩვევი, ვისი საგვარეულოც უკვე გადაეგო, მაშინ, – რაკიღა, ერთის მხრივ, მორჩილებასაა ჩვეული, ხოლო მეორეს მხრივ, აღარც ძველი მთავარი ჰყავს, წინააღმდეგობებით გათიშულს აღარც ახლის არჩევის თავი აქვს და აღარც თავისუფლად ცხოვრების ძალი შესწევს, – ძნელად თუ აღმართავს იარაღს დამპყრობლის წინააღმდეგ. ამიტომაც მთავარს არ გაუჭირდება მისი მონადირება და თავისი მდგომარეობის განმტკიცება. რესპუბლიკებში კი, სადაც ცხოვრება დუღს და გადმოდუღს, მეტია სიძულვილი და მეტია შურისგების სურვილი. მათში არასოდეს ჩაქრება და არც შეიძლება ჩაქრეს დაკარგული თავისუფლების ხსოვნა. ამიტომაც ყველაზე ქმედითი საშუალებაა მათი დანგრევა ან მათში დასახლება.

თავი VI
ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც საკუთარი იარაღითა და სიმამაცით იგდებენ ხელთ

ნურავის განაცვიფრებს ის გარემოება, რომ სრულიად ახალ სამთავროებზე, მთავარსა და სახელმწიფოზე საუბრისას, მე მოვიხმობ ყველაზე დიად მაგალითებს; რადგანაც კაცნი თითქმის ყოველთვის სხვების მიერ გაკვალული გზებით დადიან და მოქმედებითაც თავიანთ წინამორბედთ ბაძავენ, თუმცაღა არ ძალუძთ განუხრელად მისდიონ სხვის გზას, ანდა სიქველით გაუტოლდნენ მათ ვისაც ბაძავენ. ამიტომ კეთილგონიერი კაცი ყოველთვის დიდ ადამიანთა მიერ გაკვალულ გზას უნდა ირჩევდეს და მიბაძვითაც თავიანთი ღირსებით გამორჩეულთ უნდა ბაძავდეს, რათა მისი საკუთარი სიქველე, კიდევაც რომ ვერ ედრებოდეს წინაპართა თუ წინამორბედთა სიქველეს, ყოველ შემთხვევაში, რაღაცით მაინც გვაგონებდეს მას. დიახ, ის უნდა ბაძავდეს ჭკვიან მოისართ, რომელნიც – თუკი მიზანი ძალზე დაშორებული ეჩვენებათ, ვინაიდან მშვენივრად იცნობენ თავიანთი მშვილდის ძალას, – მაინც მონიშნულ ადგილზე უფრო მაღლა სატყორცნელად მომართავენ ხოლმე სამიზნეს, არა იმიტომ, რომ საკუთარი ძალით ანდა ისრით მიაღწიონ ამ სიმაღლეს, არამედ რათა ესოდენ მაღალი სამიზნის წყალობით უწიონ მიზანს.

მაშ, ასე, მე ვამბობ, რომ სრულიად ახალ სამთავროებში, რომლებსაც განაგებს ახალი მთავარი, ამ უკანასკნელს, თავისი სამფლობელოს შესანარჩუნებლად უფრო მეტი ან ნაკლები სიძნელის დაძლევა ელის, იმისდა კვალად, რაც უფრო მეტად ან ნაკლებად ქველია იგი. და რაკი თვითონ ის ფაქტი, რომ კერძო კაცი შეიძლება მთავარი გახდეს, თავისთავად გულისხმობს სიქველეს ან სვებედნიერებას, – კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ ერთიცა და მეორეც თანაბრად აიოლებს ამ სიძნელის დაძლევას. მაგრამ ის, ვინც სვებედნიერებას უფრო ნაკლებ უმადლის თავის აღზევებას, უფრო დიდხანს ინარჩუნებს საკუთარ მონაპოვარს. საქმეს, ცოტა არ იყოს, აიოლებს ის გარემოებაც, რომ მთავარი, რაკი სხვა საბრძანებელი არ გააჩნია, იძულებულია ახალ სამფლობელოში იცხოვროს. მაგრამ მივუბრუნდები მათ, ვინც სვებედნიერების კი არა, პირადი სიქველის წყალობით გახდნენ მთავარნი, და ვიტყვი, რომ ყველაზე ღირსეულნი იყვნენ მოსე, კიროსი, რომულუსი, თეზევსი1 და ა. შ. და თუმცა მოსეზე აღარ გავაგრძელებთ სიტყვას, ვინაიდან ის მხოლოდ და მხოლოდ ღმრთის ნებისა და წინასწარგანჩინების აღმსრულებელი იყო, მაგრამ განცვიფრების ღირსია თუნდაც ის მადლი, რისი წყალობითაც მოსე ღმერთთან საუბრის ღირსი შეიქნა2. მაგრამ თუ დავუკვირდებით კიროსსა და სხვებს, რომლებმაც დაიპყრეს ან დააარსეს სამეფოები, დავინახავთ, რომ ისინიც განცვიფრების ღირსნი არიან, ხოლო თუ განვიხილავთ მათ მოქმედებებს და მათი ძალისხმევის თავისებურებებს, ვნახავთ, რომ ისინი მოსეს ქმედებათა მსგავსნი არიან, თუმცაღა ამ უკანასკნელს ესოდენ დიადი მოძღვარი ჰყავდა. მათი ცხოვრებისა და ღვაწლის განხილვა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ საკუთარ სვებედნიერებას არაფერი უწყალობებია მათთვის, გარემოებათა გარკვეული დამთხვევის გარდა, რაც სხვა არა იყო რა, თუ არა ერთგვარი მასალა, რომელსაც თვითონვე მიანიჭეს ისეთი ფორმა, როგორიც სურდათ. გარემოებათა ამნაირი დამთხვევის გარეშე უთუოდ ჩაიშრიტებოდა მათი სულის სიმხნევე და შემართება, ხოლო სულიერი შემართების გარეშე ფუჭი იქნებოდა გარემოებათა ყოველგვარი დამთხვევა. ამიტომ მოსესთვის აუცილებელი იყო ეგვიპტელთა ტყვეობაში და მათგან შევიწროებული ეხილა ისრაელი, რათა მონობის უღლიდან თავის დაღწევის სურვილით აღძრული ხალხი გაეყოლიებინა უკან;3 რომულუსი რომ რომის მეფე გამხდარიყო აუცილებელი გახლდათ ალბაში ადგილი აღარ დარჩენილიყო მისთვის და დაბადებითვე ბედის ანაბარა დაეგდოთ4; კიროსსაც მიდიელთა ბატონობით უკმაყოფილონი უნდა დახვედროდნენ სპარსელები5, ხოლო მიდიელები – ხანგრძლივი მშვიდობიანობის შედეგად გააზიზებული და ქალაჩუნებად ქცეულნი; ვერც თეზევსი გამოავლენდა თავის სიქველეს, მიმოფანტულნი რომ არ დახვედროდნენ ათენელნი.

ასე რომ, მსგავსმა შემთხვევითობებმა განაპირობა ყველა ამ კაცის ბედნიერება, ხოლო უჩვეულო სიქველის საშუალება მისცა მათ, სათანადოდ შეეფასებინათ ამნაირი შემთხვევითობები, რითაც განადიდეს თავიანთი სამშობლო და ბედნიერებას აზიარეს იგი. ისინი, ვინც, ზემოხსენებულთა მსგავსად, სიქველის წყალობით ხდებიან მთავარნი, გაჭირვებით ეუფლებიან სამთავროებს, მაგრამ ადვილად ინარჩუნებენ მათ; ხოლო სიძნელეები, რომელთა გადალახვაც სამთავროს დაპყრო ბის შემდეგ უხდებათ, იმ ახალი წესრიგის თუ წეს-წყობილების შედეგია, რომელიც უთუოდ უნდა დააფუძნონ, რათა ძალაუფლება დაიმკვიდრონ და უზრუნველყონ თავიანთი უშიშროება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს უფრო ძნელი, წარმატების თვალსაზრისით უფრო საეჭვო და უფრო სახიფათო საქმე, ვიდრე ახალი წესრიგის დაფუძნება. რადგანაც სიახლის დამნერგავს მტრად ექცევა ყველა, ვისთვისაც ხელსაყრელი იყო ძველი წესრიგი, ხოლო ისინი, ვისთვისაც, პირიქით, ახალი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ძალზე დუნედ და გაუბედავად იცავენ მას. ეს გაუბედაობა ნაწილობრივ აიხსნება მოწინააღმდეგეთა შიშით, რომელთაც მხარს უჭერს კანონი, ნაწილობრივ კი კაცთა უნდობლობით, რომელთაც არა სწამთ, რომ სიახლე სასიკეთო იქნება მათთვის, სანამ გამოცდილებით არ დარწმუნდებიან ამაში. აქედან გამომდინარე, როგორც კი ხელსაყრელ შემთხვევას დაიგულებენ, მტრები გააფთრებით გესხმიან თავს, მაშინ როდესაც მომხრეები ძალზე დუნედ და უხალისოდ გიცავენ, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია მათთან ერთად წააგო თავი.

ამ საკითხის გამოწვლილვით განსახილველად უნდა გავარკვიოთ, დამოუკიდებელნი არიან ეს განმაახლებელნი თუ სხვებზე დამოკიდებულნი, ანუ, რაც იგივეა, როგორ ახორციელებენ თავიანთ გეგმებს: თხოვნით თუ იძულებით? პირველ შემთხვევაში ყოველთვის მარცხს განიცდიან და ვერაფერსაც ვერ აღწევენ, მაგრამ როდესაც მხოლოდ თავიანთ თავზე არიან დამოკიდებულნი და შეუძლიათ საკუთარი ნება თავს მოახვიონ სხვებს, იშვიათად თუ რჩებიან ხელმოცარულნი. აი, რატომაა, რომ ყველა შეიარაღებული წინასწარმეტყველი იმარჯვებდა, უიარაღონი კი იღუპებოდნენ; ვინაიდან, ზემოთქმულის გარდა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის ბუნება ცვალებადია და ამიტომ დარწმუნებით კი შეგიძლია ადვილად დაარწმუნო იგი, მაგრამ მასაც ასევე ადვილად შეუძლია უღალატოს შენს რწმენას. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყო საიმისოდ, რომ თუ ხალხი რწმენას შეიცვლის, ძალით აიძულო, კვლავინდებურად ირწმუნოს ის რაც სწამდა. მოსე, კიროსი, თეზევსი და რომულუსი, რომ უიარაღონი ყოფილიყვნენ, ვერავის აიძულებდნენ გაეზიარებინა მათი მრწამსი და აღესრულებინა მათი ნება, როგორც ჩვენს დროში ძმა ჯიროლამო სავონაროლას6 მაგალითი გვიჩვენებს ამას, რომელიც თავისივე ახალი წესრიგის ნანგრევებმა მოიყოლეს ქვეშ, როგორც კი ბრბომ ზურგი აქცია მის მრწამსს; თვითონ კი ვეღარ შესძლო შეენარჩუნებინა მორწმუნენი, ანდა საკუთარ მრწამსზე მოექცია ურწმუნონი.

ასე რომ, ამნაირ ადამიანებს დიდი სიძნელის გადალახვა უხდებათ, მაგრამ ყველა საფრთხე მხოლოდ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ემუქრება მათ, რაც საკუთარი სიქველით უნდა აიცილონ თავიდან. მაგრამ როგორც კი სიძნელეს გადალახავენ და ხალხის ნდობას მოიხვეჭენ, როგორც კი მუსრს გაავლებენ ყველას, ვისაც, თავისი მდგომარეობით, შეიძლებოდა მათდამი შური აღძვროდა, ისინი ძლევამოსილნი, უზრუნველნი, ბედნიერნი და საყოველთაო პატივისცემით გარემოსილნი ხდებიან.

ესოდენ დიად მაგალითებს მე მინდა ერთი, შედარებით მოკრძალებული მაგალითიც დავუმატო, რომელიც ამისდა მიუხედავად, თავისებურად შეესატყვისება ზემოთ მოტანილთ, და რომელიც, ჩემის აზრით, ყველა სხვა მსგავსი მაგალითის მოხმობისგან მათავისუფლებს. მე ვგულისხმობ ჰიერონ სირაკუზელს7, რომელიც კერძო პირი იყო და სირაკუზის მთავარი კი გახდა; თუმცაღა სვებედნიერებას არც მისთვის უწყალობებია რაიმე, გარემოებათა გარკვეული დამთხვევის გარდა. შევიწროებულმა სირაკუზელებმა თავიანთ მხედართმთავრად აირჩიეს იგი, შემდეგ კი, თავისი ღირსების წყალობით მათი მბრძანებელი შეიქნა. თუმცა ჯერ კიდევ მაშინ, როცა უბრალო მოკვდავი იყო, ისეთი სიქველით გამოირჩეოდა, რომ ყველა, ვისაც მის ცხოვრებაზე დაუწერია რამე, ერთხმად აღნიშნავს: საიმისოდ, რომ მეფე გამხდარიყო, მხოლოდ სამეფო აკლდაო. მან დაშალა ძველი ლაშქარი და მის ნაცვლად ახალი შექმნა; ზურგი აქცია ძველ მოკავშირეებს და ახლები შეიძინა. და რაკი ერთგული მოკავშირეები და მოლაშქრენი ჰყავდა, უკვე შეეძლო ამ საფუძველზე ყოველგვარი შენობა დაეშენებინა; ასე რომ, მას დიდი სიძნელის გადალახვა მოუხდა, მაგრამ აღარ გასჭირვებია მონაპოვრის შენარჩუნება.

თავი VII
ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც სხვისი იარაღითა თუ სვებედნიერების წყალობით იგდებენ ხელთ

კერძო პირთათვის, რომელნიც სვებედნიერების წყალობით ხდებიან მთავარნი, ეს ადვილი საქმეა, მაგრამ ძალზე ძნელია ამ მდგომარეობის შენარჩუნება. ისინი დიდ სიძნელეს არ აწყდებიან მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, გეგონებათ, კი არ მიდიან, არამედ მიფრინავენო, მაგრამ სიძნელე მიზნის მიღწევისთანავე იჩენს თავს. მათ რიცხვს ეკუთვნიან ისინი, ვისაც ან ფულის ფასად უთმობენ სახელმწიფოებს, ან სხვა უწყალობებს ძალაუფლებას. ასე, დარიოსს იონიისა და ჰელესპონტის ქალაქების ტახტზე აჰყავდა სხვადასხვა პირნი, რათა ამ უკანასკნელთ მისი სახელითა და მისივე უსაფრთხოებისა და დიდებისათვის ემართათ ისინი1. ზუსტად ასევე აღწევდნენ იმპერატორობას კერძო პირნი, რომელნიც ძალაუფლებას ჯარისკაცების მოსყიდვით იგდებდნენ ხელში2. ისინი მთლიანად მათი აღმზევებლების ნება-სურვილსა და სვებედნიერებაზე არიან დამოკიდებულნი, ხოლო ერთიც და მეორეც ძალზე ცვალებადია და არამყარი; აკი არ შეუძლიათ და ვერც ახერხებენ თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნებას: არ შეუძლიათ იმიტომ, რომ კაცმა, რომელიც თავისი დღე და წუთისოფელი კერძო პირის ცხოვრებით ცხოვრობდა, ძნელი წარმოსადგენია, წარმატებით გაართვას თავი მბრძანებლის როლს, თუკი მაღალი ნიჭიერებითა და სიქველით არ გამოირჩევა ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ ერთგული და სანდო მოლაშქრენი არა ჰყავთ. ეგეც არ იყოს, სახელდახელოდ შექმნილ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ყველაფერს, რაც სწრაფად იზრდება ბუნებაში, არ შეიძლება ღრმად ჰქონდეთ ფესვი გადგმული, რათა ქარიშხლის პირველსავე შემოტევას გაუძლონ; თუკი, რა თქმა უნდა, ეს ახალგამომცხვარი მთავრები იმნაირი სიქველით არ გამოირჩევიან, რომ ახერხებენ სწრაფად აუღონ ალღო შექმნილ ვითარებას, რათა შეინარჩუნონ ის, რაც ბედნიერმა სვემ უწყალობათ, და ამრიგად, უკვე ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჩაყარონ იმის საფუძველი, რასაც სხვები გაცილებით უფრო ადრე აფუძნებენ.

მე მინდა მოვიტანო როგორც ერთის, ისე მეორის ნიმუში, ე. ი. იმისა, თუ როგორ აღწევენ მთავრის ძალაუფლებას: სიქველისა თუ სვებედნიერების წყალობით; ორივე ნიმუში ჩვენი თანადროული ცხოვრებიდანაა აღებული: მე ვგულისხმობ ფრანჩესკო სფორცასა და ჩეზარე ბორჯას. ფრანჩესკო, მისი საკუთარი საშუალებებისა და უჩვეულო სიქველის წყალობით, კერძო პირიდან მილანის დუკად იქცა; და რაც ძალების უდიდესი დაძაბვით მოიპოვა, უმცირესი ძალისხმევით შეინარჩუნა. მეორეს მხრივ, ჩეზარე ბორჯამ, ანუ როგორც ხალხში უწოდებდნენ, დუკა ვალენტინომ, მამამისის სვებედნიერების წყალობით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და მსწრაფლ დაკარგა იგი, როგორც კი მამის მხარდაჭერა მოაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ, თავის მხრივ, ყველაფერი იღონა და ყველაფერი მოიმოქმედა, რისი ქმნაც მართებდა კეთილგონიერსა და სიქველით შემკულ კაცს, რათა მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი იმ სამფლობელოებში, რომლებსაც სხვისი იარაღისა და სვებედნიერების წყალობით დაეუფლა. ვინაიდან, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ვისაც წინასწარ არ ჩაუყრია საფუძველი, უჩვეულო სიქველის წყალობით, შეუძლია შემდგომ მაინც ჩაყაროს იგი, თუმცაღა ეს ძალზე სახიფათოა მშენებლისათვის და საშიში – შენობისათვის.

თუ თვალს გავადევნებთ დუკას მთელს მოქმედებას, დავინახავთ, რაოდენ მტკიცე საფუძველზე დააფუძნა მან თავისი მომავალი ძალმოსილება. ზედმეტად არ მიმაჩნია ამის გახსენება, ვინაიდან მომავალ მთავარს სახელმძღვანელოდ ვერ დავუსახავდი უკეთეს ნიმუშს, ვიდრე ამას გვთავაზობს დუკას მოქმედება. და თუ მის მიერ დანერგილი სიახლე არაფერში წაადგა მას, ეს აიხსნება ბედისწერის არნახული და უჩვეულო სიმუხთლით, და არ შეიძლება ბრალად დაედოს თვითონ დუკას. ალექსანდრე VI-ს, თავისი ძის აღსაზევებლად, აწმყოშიც და მომავალშიაც მრავალი სიძნელე უნდა გადაელახა. ჯერ ერთი, ვერ ხედავდა, რა გზას უნდა დასდგომოდა, რომ ამა თუ იმ არასაეკლესიო სახელმწიფოს მბრძანებლად დაესვა იგი. მან იცოდა, რომ თუ განიზრახავდა რომელიმე სახელმწიფო წაერთმია ეკლესიისათვის, ამას არ დაუშვებდნენ არც მილანის დუკა და არც ვენეციელები4, ვინაიდან ფაენცა და რიმინო უკვე ვენეციელთა გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. ეგეც არ იყოს, ის ხედავდა, რომ იტალიის სამხედრო ძლიერება და, მით უმეტეს, ის ძალები, რომლებსაც შეეძლო დაყრდნობოდა, მთლიანად იმ ხალხის ხელშია, ვისაც არაფრად ეჭაშნიკებოდა პაპის განდიდება, და ამიტომ არ შეიძლება ჰქონოდა მათი იმედი: ისინი ორსინებს, კოლონებსა5 და მათ თანამზრახველებს ემორჩილებოდნენ. ასე რომ, მას სხვა გზა არა ჰქონდა: ძირფესვიანად უნდა შეეცვალა არსებული მდგომარეობა და ერთმანეთისათვის გადაეკიდებინა იტალიის სახელმწიფოები, რათა, ამრიგად, ზოგიერთი მათგანის ხელში ჩაგდება მოეხერხებინა. თავისი გეგმის განხორციელება არ გასჭირვებია, ვინაიდან ამ დროისათვის სულ სხვა მიზეზებით წაქეზებული ვენეციელები უკვე მზად იყვნენ ფრანგები მოეხმოთ იტალიაში6, რასაც ის არა თუ წინ არ აღუდგა, არამედ, პირიქით, ხელიც შეუწყო, რაკიღა მეფე ლუიმ განქორწინების ნება მისცა7. ამრიგად, მეფე ვენეციელების შეწევნითა და პაპის თანხმობით შემოვიდა იტალიაში და, მილანის აღებისთანავე8, რომანიის დასაპყრობად მიაშველა ლაშქარი პაპს, რომელმაც მეფის დიდი სახელის წყალობით, ადვილად დაიმორჩილა იგი.

რომანიის დაპყრობისა და კოლონების დამხობის შემდეგ, დუკას, რომელსაც რომანიის შენარჩუნება და თავისი სამფლობელოების განვრცობა სურდა, ორი რამ უშლიდა ხელს: ჯერ ერთი, მისივე ლაშქარი, რომლის ერთგულებაც ძალზე აეჭვებდა, და, მეორეც, საფრანგეთის ნება-სურვილი; ანუ, რაც იგივეა, ის შიშობდა, რომ მისი მოკავშირე ორსინები განუდგებოდნენ და არამცთუ სხვა სამფლობელოების შემომტკიცების ნებას არ მისცემდნენ, არამედ უკვე შემომტკიცებულსაც წაართმევდნენ, და რომ არც საფრანგეთის მეფე დააკლებდა ხელს. ორსინებმა უკვე გამოამჟღავნეს თავი, როცა ფაენცას დაპყრობის შემდეგ დუკამ ბოლონიისაკენ აიღო გეზი: სწორედ აქ გამოჩნდა, რა უხალისოდ მიდიოდნენ ორსინები ამ ლაშქრობაში. რაც შეეხება მეფეს, მისი განზრახვა აშკარა შეიქნა დუკასათვის, როცა მან ურბინოს სადუკო დაიპყრო და დააპირა ტოსკანას დასხმოდა თავს: მეფემ ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე9. ამიტომაც დუკამ გადაწყვიტა, ამას იქით დამოკიდებული აღარ ყოფილიყო სხვის სვებედნიერებასა და იარაღზე. უწინარეს ყოვლისა, მან დაასუსტა ორსინებისა და კოლონების პარტია რომში, გადაიბირა და თვითონვე იყმო მათი მომხრე თავადები, დიდი ჯამაგირები დაუნიშნა მათ და, თვითეულის ღირსებისამებრ, სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში განამწესა ისინი, ასე რომ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ყველამ გული აიყარა ორსინებსა და კოლონებზე და დუკას მიემხრო. შემდგომ ამისა, მან ხელსაყრელ შემთხვევას დაუწყო ლოდინი, რათა გაენადგურებინა ორსინები, ისევე როგორც კოლონების გვარი დაამხო. მალე მშვენიერი შემთხვევა მიეცა, და მან კიდევ უფრო მშვენივრად გამოიყენა იგი.

ორსინები, რომლებიც გვიან მიხვდნენ, რომ დუკას და ეკლესიის აღზევება დაღუპვას უქადდა მათ, სათათბიროდ შეიკრიბნენ მანჯონესთან10, პერუჯინოში. ამ თავყრილობიდან იღებს დასაბამს ურბინოს ამბოხება, აშლილობა რომანიაში და დუკას წინააღმდეგ მიმართული ურიცხვი მუქარა, რასაც მან ფრანგების შემწეობით დააღწია თავი. ძველი გავლენა რომ დაიბრუნა, აღარ ისურვა ფრანგებს ან უცხოელთა სხვა ლაშქარს დაყრდნობოდა, და ამიტომ ცბიერებას მიმართა: ისე მარჯვედ მოახერხა თავისი ხვაშიადის მიჩქმალვა, რომ სინიორ პავოლოს11 მეშვეობით (ვისი გულის მოსაგებადაც დუკა არაფერს ზოგავდა და უშურველად სთავაზობდა სამოსელს, ფულსა თუ ცხენებს) ორსინები დაუზავდნენ მას; ასე რომ, თავიანთი მიამიტობის წყალობით, სინიგალიასთან12 თვითონვე ჩაუცვივდნენ დუკას ხელში. და როცა მათ თავკაცებს მუსრი გაავლო, ხოლო მათი თანამდგომნი გადაიბირა, დუკამ საკმაოდ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თავის ძლიერებას: მას ეკუთვნოდა მთელი რომანია და ურბინოს სადუკო, მასვე უჭერდა მხარს იქაური მოსახლეობა, რომელსაც თანდათანობით უტკბებოდა თავისი კეთილდღეობა და რაკი საქმის ეს მხარე მოხსენიებისა და სხვების მხრივ მიბაძვის ღირსია, არ მინდა დუმილით ავუარო გვერდი მას.

რომანიას, ვიდრე მას დუკა იგდებდა ხელთ, უნიათო მთავრები მართავდნენ, რომლებიც თავიანთ ქვეშევრდომებზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ ყვლეფდნენ და ძარცვავდნენ მათ, რითაც უთანხმოების საბაბს უფრო აძლევდნენ ხალხს, ვიდრე თანხმობისას, ასე რომ ეს ქვეყანა ძარცვა-გლეჯის, ურთიერთჟლეტისა და ათასგვარი სხვა ძალადობის ნამდვილი ბუდე იყო. დუკამ გადაწყვიტა, რომ მის დასაშოშმინებლად და ხელისუფლებისადმი დასამორჩილებლად, უწინარეს ყოვლისა, საჭირო იყო მმართველობის სისტემის მოწესრიგება. ამიტომაც ხელისუფლების სათავეში ჩააყენა მესსერ რემირო დ’ორკო13, სასტიკი და გაქნილი კაცი და შეუზღუდავი უფლებები მიანიჭა მას. ამ უკანასკნელმა მოკლე ხანში დააშოშმინა და გააერთიანა ქვეყანა, რითაც დიდი სახელი დაიგდო ხალხში. შემდგომ ამისა, დუკამ გადაწყვიტა, რომ ესოდენ შეუზღუდავი ძალაუფლება უკვე აღარ შეესაბამებოდა შექმნილ ვითარებას, რადგანაც შიშობდა, ვაითუ ხალხისთვის აუტანელი შეიქმნესო, და ამიტომ ქვეყნის შუაგულში სამოქალაქო სამსჯავრო დააარსა, სადაც თვითეულ ქალაქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა. სამსჯავროს დიდებული თავკაცი ედგა სათავეში. და რაკი დუკას მშვენივრად ესმოდა, რომ უწინდელი სისასტიკის წყალობით მოქალაქეთა სიძულვილი დაიმსახურა, ამიტომ ამ გრძნობის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად და მათი გულის მოსანადირებლად, გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ თუკი ხელისუფალნი მართლაც იჩენდნენ სისასტიკეს, ეს პირადად მისი ბრალი კი არ იყო, არამედ მისი მოხელის გულმხეცობისა. როგორც კი დრო იხელთა, ერთ სისხამ დილით ბრძანა, დ’ორკოს შუაზე გაჩეხილი გვამი ჩეზენას14 მოედანზე გამოეტანათ, ხოლო გვერდით ხის ჯირკი და გასისხლიანებული ცული დაეგდოთ. ამ საზარელმა სანახაობამ დააშოშმინა და, იმავდროულად, კიდევაც შეაძრწუნა ხალხი. მაგრამ კვლავ მივუბრუნდეთ შეწყვეტილ ამბავს.

მე ვამბობ, რომ მას შემდეგ, რაც დუკა საკმაოდ მომძლავრდა და უშუალო საფრთხისაგანაც ნაწილობრივ დაიზღვია თავი, იმის წყალობით, რომ თავის ნებაზე გარდაქმნა სამხედრო საქმე და გაანადგურა მოქიშპე მეზობლების ლაშქარი, ახალი სამფლობელოების დაპყრობის გზაზე მას მხოლოდ საფრანგეთიღა ეღობებოდა წინ; ვინაიდან დუკამ იცოდა, რომ მეფე, რომელიც გვიან მიხვდა თავის შეცდომებს, გასაქანს არ მისცემდა მას. ამიტომაც ახალი მოკავშირეების ძებნას შეუდგა15 და ორჭოფულად ექცეოდა ფრანგებს, როცა ისინი ნეაპოლის სამეფოს უტევდნენ გაეტას16 გარშემოწყობილი ესპანელების წინააღმდეგ. დუკას მათგან თავის დაზღვევა სურდა და, ალბათ, მოკლე ხანშიც შესძლებდა ამას, ალექსანდრე რომ ცოცხალი ყოფილიყო. აი, რანაირ ღონისძიებებს ახორციელებდა იგი სადღეისო საქმეების მოსაგვარებლად. რაც შეეხება მერმისს, მას ყველაზე მეტად აფიქრებდა ერთი გარემოება: როგორ მოიქცეოდა ეკლესიის ახალი მეთაური, კეთილმოწყალე იქნებოდა მის მიმართ თუ შეეცდებოდა ისიც წაერთმია მისთვის, რაც ალექსანდრემ მისცა.

ის ფიქრობდა, რომ აქ შეიძლება ოთხი სხვადასხვა გზა აერჩია კაცს: ჯერ ერთი, მუსრი გაევლო მის მიერ სამკვიდრომოშლილ მბრძანებელთა მთელი საგვარეულოებისათვის, რათა პაპს აღარ დარჩენოდა მათი გამოსარჩლების საბაბი; მეორეც, გადმოებირებინა რომის მთელი თავადობა, რათა მათი შემწეობით აელაგმა პაპის პატივმოყვარეობა; მესამეც, შეძლებისდაგვარად მოენადირებინა კარდინალთა კოლეგიის გული, და, მეოთხეც, პაპის სიკვდილამდე ჩაეგდო ხელში იმნაირი ძალაუფლება, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარი ძალებით მოეგერიებინა მის წინააღმდეგ მიმართული პირველი შეტევა. ამ ოთხი გზიდან, ალექსანდრეს სიკვდილის ჟამს, სამი უკვე გავლილი იყო და მეოთხის გალევასაც ბევრი აღარაფერი უკლდა. სამკვიდრომოშლილ მბრძანებელთაგან მუსრი გაავლო ყველას, ვისი მოხელთებაც კი შესძლო, და მხოლოდ თითო-ოროლამ თუ დააღწია თავი; რომაელი თავადებიც გადმოიბირა და კოლეგიაშიც ბევრი თანამდგომი გაიჩინა. რაც შეეხება სამფლობელოებს, პერუჯა და პიომბინო უკვე მის ხელში იყო და ტოსკანის დამორჩილებასაც აპირებდა; პიზა იძულებული შეიქნა მფარველობა ეთხოვა მისთვის, და რაკი საფრანგეთის შიში აღარა ჰქონდა (ანკი რაღა უნდა ჰქონოდა, მას შემდეგ, რაც ესპანელებმა ნეაპოლის სამეფო წაართვეს ფრანგებს, და, ამრიგად, ერთნიცა და მეორენიც იძულებულნი იყვნენ მასთან დამეგობრებაზე ეზრუნათ), ალბათ, პიზასაც დაესხმოდა თავს17. ამის შემდეგ, ლუკაცა და სიენაც, ცალმხრივ, ფლორენციელებისადმი შურისა და, მეორეს მხრივ, შიშის გამო, დაუყოვნებლივ დანებდებოდნენ და ფლორენცია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამისათვის რომ მიეღწია (და უნდა მიეღწია სწორედ იმ წელს, როცა ალექსანდრე გარდაიცვალა), ისეთ ძლიერებასა და გავლენას მოიხვეჭდა, რომ სხვის სვებედნიერებასა და იარაღზე კი აღარ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ მხოლოდ საკუთარ ძალმოსილებასა და სიქველეზე და თვითონვე შესძლებდა თავის გატანას. მაგრამ ალექსანდრემ მხოლოდ ხუთი წელი იცოცხლა მას შემდეგ, რაც დუკამ ხმალი აღმართა18. მამამ მაშინ დაუტევა იგი, როცა საბოლოოდ მხოლოდ რომანია იყო შემომტკიცებული, ყოველივე დანარჩენი კი ჯერ ისევ ჰაერში ეკიდა; დაუტევა ორ მტრულად განწყობილ ძლევამოსილ მხედრობას შორის19, და თანაც, სასიკვდილოდ გადადებული. მაგრამ დუკა ისე შეუპოვარი იყო და ქედუხრელი, ისე კარგად იცოდა, რითი შეიძლებოდა ხალხის გულის მოგება და რითი – მომდურება მისი, იმდენად მტკიცე იყო უმოკლეს ხანში მის მიერ ჩაყრილი საფუძველი, ზურგსუკან რომ მტრის ორი ლაშქარი არ ჰყოლოდა ჩასაფრებული, ანდა თვით მისთვის ჯანმრთელობას არ ეღალატა, უთუოდ დასძლევდა ყველა სიძნელეს.

ხოლო მის მიერ ჩაყრილი საფუძველი რომ მართლა მტკიცე იყო, იქიდანაც ჩანს, რომ რომანია თვეზე მეტ ხანს ელოდა დუკას20; რომშიაც, უკვე სულთმობრძავს არაფერი ემუქრებოდა, და თუმცა იქ ჩავიდნენ ბალიონები, ვიტელები და ორსინები21, მაგრამ მის წინააღმდეგ არავინ გაჰყვა მათ; იმასაც მიაღწია, რომ, თუ პაპი ვერ გახდა ის, ვინც მას უნდოდა, ყოველ შემთხვევაში, ვერც ის ავიდა პაპის ტახტზე, ვინც მას არ სურდა. ამიტომ ალექსანდრეს სიკვდილის ჟამს რომ ავად არ ყოფილიყო, ყველაფერს ადვილად შემოუვლიდა. იმ დღეებში, როცა იულიუს II-ს ირჩევდნენ22, თვითონვე მითხრა23, რომ ყველაფერზე ფიქრობდა, რაც შეიძლება მომხდარიყო მამამისის სიკვდილის შემდეგ, და თურმე ყველაფერს თავისი წამალი გამოუძებნა. მაგრამ მამის სიკვდილის ჟამს რომ თვითონაც უკვე ცალი ფეხი სამარეში ედგა, ეს აზრადაც არასოდეს მოსვლია თავში24.

ამრიგად, დუკას ყველა მოქმედებას ერთობლივად რომ განვიხილავ, მე ვერაფერს ვაყვედრი მას. პირიქით, ჩემის აზრით, ის შეიძლება ნიმუშად დავუსახოთ (და აკი დავუსახე კიდეც) ყველას, ვინც სხვისი სვებედნიერებისა და იარაღის წყალობით მიაღწია ძალაუფლებას. ეგზომ დიდსულოვანსა და მაღალი ზრახვით ანთებულ კაცს სხვაგვარად არ შეეძლო მოქცევა და მისი გეგმების ხორცშესხმას ხელი შეუშალა მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრეს უდღეურობამ და მისმავე საკუთარმა სნეულებამ. ამიტომ ის, ვისაც აუცილებლად მიაჩნია თავის ახალ სამფლობელოში მტრებისაგან დაიზღვიოს თავი, შეიძინოს მეგობრები, ძალითა თუ ცბიერებით სძლიოს მტერს, სიყვარული და შიში ჩაუნერგოს ხალხს, ხოლო ლაშქარს – მორჩილება და მოწიწება, მუსრი გაავლოს ყველას, ვისაც შეუძლია ან ვალად აძევს რაიმე ავნოს მას, ახლებურად გარდაქმნას ძველი წესრიგი, იყოს მკაცრი და მოწყალე, დიდსულოვანი და გულუხვი, დაშალოს არასაიმედო მხედრობა და მის ნაცვლად შექმნას ახალი, მეგობრული ურთიერთობა იქონიოს მეფეებსა და მთავრებთან, რათა ისინი სიხარულით სწყალობდნენ და შიშით შეურაცხყოფდნენ მას, – ვერსად იპოვის მისაბაძ დუკას მოქმედებებზე უფრო დიდებულ ნიმუშს.

ერთადერთი, რაც მას შეიძლება ვუსაყვედუროთ, ეს იულიუს II-ს არჩევა გახლავთ; აქ კი მან მართლაც რომ არასახარბიელო არჩევანი მოახდინა, ვინაიდან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუკი არ შეეძლო თავისი ნებასურვილით აერჩია პაპი, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც შეეძლო, რომ პაპობის ყოველი მოსურნისათვის გადაეღობა გზა. ამიტომ არამც და არამც არ უნდა დათანხმებოდა იმ კარდინალების პაპად არჩევას, რომელნიც ოდესღაც შეურაცხყო, ანდა რომელთა შიშიც მის მიმართ, პაპად არჩევის შემდეგ, საფუძველს მოკლებული არ იქნებოდა. ვინაიდან კაცთა ყოველგვარ მტრობას შიში ან სიძულვილი უდევს საფუძვლად. მის მიერ შეურაცხყოფილთა შორის იყვნენ სან პიეტრო ად ვინკულა, კოლონა, სან ჯორჯო, ასკანიო25. ყველა დანარჩენს, პაპად არჩევის შემდეგ, მისი შიში უნდა ჰქონოდა, რუანელისა26 და ესპანელების გარდა: ამ უკანასკნელთ – თავიანთი ერთსულოვნებისა და ურთიერთშემწეობის წყალობით, პირველს – თავისი ძლიერების გამო, ვინაიდან მას ზურგს უმაგრებდა მთელი საფრანგეთის სამეფო. ამიტომ დუკას, უწინარეს ყოვლისა, უნდა ეცადა, რომ ესპანელი დაესვათ პაპის ტახტზე, ან არა და, რუანელისათვის უნდა დაეჭირა მხარი და არა სან პიეტრო ად ვინკულასათვის. რადგანაც სცდება, ვინც ფიქრობს, რომ ახალი ქველმოქმედება ძველ შეურაცხყოფას ავიწყებს დიდ ადამიანებს. ამრიგად, დუკამ შეცდომა დაუშვა ამ არჩევანში, რაც მისი აღსასრულის მიზეზად იქცა.

თავი VIII
იმათთვის, ვინც დანაშაულებრივი გზით აღწევენ მთავრის ძალაუფლებას

რაკიღა კერძო პირს შეუძლია ორი სხვა გზითაც გახდეს მთავარი (ვინაიდან ეს ყოველთვის სვებედნიერებასა თუ სიქველეზე როდია დამოკიდებული), ჩემის აზრით, დუმილით არ უნდა ავუაროთ გვერდი ამას, თუმცა მართებული იქნებოდა ერთ-ერთ მათგანზე უფრო დაწვრილებით გველაპარაკა იქ, სადაც რესპუბლიკებზე ვმსჯელობთ. ეს ორი გზა შემდეგია: პირველი, როცა მთავრის ძალაუფლებას რაიმე დანაშაულისა თუ ბოროტმოქმედების გზით იგდებენ ხელთ, და მეორე, როცა კერძო მოქალაქე თავისი სამშობლოს მთავარი ხდება თანამოქალაქეთა კეთილგანწყობილების წყალობით. პირველი გზის ნიმუშად ორ მაგალითს მოვიტან, ერთს ძველსა და მეორეს ახალს, თუმცა მათ დაწვრილებით გარჩევას არ შევუდგები, ვინაიდან, ჩემის აზრით, თავისთავადაც ცხადნი არიან მისთვის, ვინც იძულებულია მიბაძოს მათ.

სიცილიელი აგათოკლე1 არა მარტო კერძო პირი იყო, არამედ მდაბალი და მდაბიური წარმოშობისაც, მაგრამ მაინც სირაკუზის მთავარი გახდა. ის მეთუნის შვილი2 იყო და თავისი დღე და წუთისოფელი ბოროტმოქმედის ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ, თავისი ავკაცობის მიუხედავად, სულისა და ხორცის ისეთი სიძლიერით გამოირჩეოდა, რომ, სამხედრო სამსახურში ჩამდგარმა, თანმიმდევრობით გაიარა ყველა საფეხური და სირაკუზის პრეტორობას მიაღწია. ამ ადგილზე მოკალათებულმა მთავრად გახდომა განიზრახა და გადაწყვიტა, ყველას გვერდის ავლით, თვითნებურად და მოძალადურად ესარგებლა იმით, რაც ნებსითა და საერთო თანხმობით დაუთმეს სხვებმა. თავისი გეგმა ჰამილკარ კართაგენელს3 გაანდო, რომელიც იმხანად თავისი ლაშქრითურთ სიცილიაში ომობდა, და ერთ დილას, ვითომდა რესპუბლიკისათვის საჭირბოროტო საკითხის განსახილველად შეჰყარა სირაკუზის სენატი და ხალხი, თავის ჯარისკაცებს კი უბრძანა, დათქმულ ნიშანზე, დარეოდნენ და მუსრი გაევლოთ მთელი სენატისა და ყველაზე მდიდარი მოქალაქეებისათვის4. მათი გაჟლეტის შემდეგ აგათოკლემ ხელთ იგდო მთავრის ძალაუფლება ამ ქალაქში და ყოველგვარი შინა აშლილობის გარეშე შეინარჩუნა იგი. და თუმცა ორჯერ დაამარცხეს და, ბოლოს და ბოლოს, ალყაშიც მოიმწყვდიეს კართაგენელებმა, მაგრამ არა მარტო დაიცვა თავისი ქალაქი, არამედ თავისი ლაშქრის ერთი ნაწილი მეციხოვნედ დატოვა იქ, მეორეთი კი აფრიკაში შეიჭრა5, მოკლე ხანში გაათავისუფლა სირაკუზა6 და აიძულა კართაგენელები უკიდურეს დათმობაზე წასულიყვნენ: ხელშეკრულების თანახმად, ისინი იძულებულნი იყვნენ მარტოოდენ აფრიკაზე მბრძანებლობას დასჯერე ბოდნენ, სიცილია კი აგათოკლესათვის დაეთმოთ.

ვინც ამ კაცის მოქმედებას თვალს გაადევნებს, ვერაფერს ან ცოტა რასმე თუ ჰპოვებს ისეთს, რაც შეიძლება ბედის კეთილმოწყალებას მიეწეროს; ვინაიდან, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ვიღაცის შემწეობით კი არ მიუღწევია მთავრის ძალაუფლებისათვის, არამედ იმის წყალობით, რომ სამხედრო სამსახურში თანმიმდევრულად განვლო ყველა საფეხური, რისთვისაც ათასნაირ ქარცეცხლში უნდა გაევლო, ხოლო შემდეგ თავდაუზოგავად იბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაგრამ ქველი მაინც არ შეიძლება ეწოდოს თანამოქალაქეთა მკვლელს, მეგობრების გამყიდველს, მუხანათს, გულმხეცსა და უღმერთო კაცს. ამნაირი თვისებების წყალობით, შეიძლება ძალაუფლება კი იგდო ხელთ მაგრამ ვერ მოიხვეჭ დიდებას. თუ კარგად დავუკვირდებით აგათოკლეს ქედუხრელობას, რომლის წყალობითაც ის არად აგდებდა საფრთხეს და თავიდან იცილებდა მტრების მუქარას, მის დიდსულოვნებას, რომლის წყალობითაც არაერთხელ უმარჯვნია და თავის სასარგებლოდ შემოუტრიალებია, ერთის შეხედვით, ხელიდან წასული საქმე, თითქოს ვერც ავხსნით, რატომ უნდა ვაყენებდეთ მას ყველაზე სახელგანთქმულ მხედართმთავრებზე დაბლა. მაგრამ მისი აღვირახსნილობა, სისასტიკე და გულმხეცობა, ისევე როგორც მისი ურიცხვი დანაშაული, არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ დიდი ადამიანების გვერდით მივუჩინოთ ადგილი. ამრიგად, შეუძლებელია სვებედნიერებას ან სიქველეს მიეწეროს ის, რასაც მან როგორც ერთის, ისე მეორის გარეშე მიაღწია.

ჩვენს დროში, ალექსანდრე VI-ის მმართველობისას, ბავშვობიდანვე დაობლებული ოლივეროტო და ფერმოს7 აღზრდა ბიძამისმა (დედის მხრივ) ჯოვანი ფოლიანიმ იდო თავს და, ჯერ კიდევ პირტიტველა ყმაწვილი, სამხედრო სამსახურში განამწესა, სადაც მისი უფროსი იყო პავოლო ვიტელი8; აქ ის ზედმიწევნით უნდა დაუფლებოდა სამხედრო ხელოვნებას, რათა შემდეგ დიდი ჩინისათვის მიეღწია.

პავოლოს სიკვდილის შემდეგ, მისი ძმის ვიტელოცოს9 მეთაურობით მსახურობდა ჯარში, და თავისი ნიჭის, ისევე როგორც სულის სიმხნევისა და ტანის სიმრთელის წყალობით, სულ მალე ერთი ყველაზე გამორჩეული კაცი შეიქმნა. მაგრამ რაკი სხვის სამსახურში ყოფნა ეთაკილებოდა, გადაწყვიტა, ფერმოს ზოგიერთ მოქალაქეზე დაყრდნობით, რომლებსაც თავიანთი სამშობლოს თავისუფლებას მისი მონობა ერჩიათ, და ვიტელოცოს მხარდაჭერით, ხელში ჩაეგდო ფერმო. ამ მიზნით, ჯოვანი ფოლიანის მისწერა: ამდენი ხანია შინ არ ვყოფილვარ და ამიტომ მინდა მოგინახულოთ თქვენცა და ჩემი ქალაქიც, და თუ შესაძლო იქნება, ჩემს მამულსაც ახლო გავეცნოო; და რაკი მთელის არსებით მხოლოდ პატივის მოხვეჭას ცდილობდა, ამიტომ, რათა თავისი თანამოქალაქეებისათვის დაემტკიცებინა, რომ ტყუილუბრალოდ არ დაუკარგავს დრო, სურვილს გამოსთქვამდა, ერთი ზარ-ზეიმით, მეგობრებისა და მსახურების ასკაციანი ამალის თანხლებით ჩასულიყო ფერმოში; თანაც ბიძამისს სთხოვდა, ეცადე, ფერმოს მცხოვრებნიც პატივით შემხვდნენ, ვინაიდან ამ პატივს თანაბრად ვიმსახურებთ არა მარტო მე, არამედ შენც, როგორც ჩემი აღმზრდელიო. ფოლიანიმ ყველაფერი შეუსრულა დისწულს, ცდა არ დაუკლია, რომ ფერმოელებსაც პატივით მიეღოთ იგი და თავის სახლში მიიპატიჟა. რამდენიმე დღე რომ დაჰყო იქ და ყველაფრის თადარიგი დაიჭირა, რაც საჭირო იყო მომავალი ბოროტმოქმედების აღსასრულებლად, ოლივეროტომ დიდებული წვეულება გამართა, რომელზედაც ჯოვანი ფოლიანი და ფერმოს ყველა წარჩინებული მოქალაქე მიიწვია. როცა სმა-ჭამასა და ამნაირი წვეულებისათვის ჩვეულებრივ მხიარულებას მორჩნენ, ოლივეროტომ განზრახ ჩამოაგდო სიტყვა ყველასათვის მწვავე საკითხზე, კერძოდ, პაპ ალექსანდრესა და მისი ძის ჩეზარეს სიდიადესა და მათ საქმეებზე. ჯოვანისა და დანარჩენი სტუმრების პასუხები რომ მოისმინა, ოლივეროტო ანაზდეულად წამოხტა და განაცხადა: ამ საკითხზე უფრო განმარტოებულ ადგილას უნდა ვილაპარაკოთო და მეორე ოთახში გავიდა, სადაც ჯოვანი და დანარჩენი მოქალაქენიც გაჰყვნენ. მაგრამ დასხდომაც ვერ მოასწრეს, რომ გამოცვივდნენ წინასწარ მი მალული ჯარისკაცები და ჯოვანიცა და დანარჩენი წვეულნიც ხმლებით აკუწეს. ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ოლივეროტო ცხენს მოახტა, ჭენებით გაიარა ქალაქი და ალყა შემოარტყა სასახლეს, სადაც უმაღლესი თანამდებობის მოხელენი იმყოფებოდნენ. შიშმა აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მას და ახალი მთავრობა შეექმნათ, რო მელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში10. იმათი დახოცვის შემდეგ, ვინც უკმაყოფილობის გამო შეიძლებოდა წინ აღდგომოდა, ოლივეროტომ ახალი, სამოქალაქო თუ სამხედრო განაწესებით განიმტკიცა მდგომარეობა. ასე რომ, მთავრის ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ არა მარტო არხეინად გრძნობდა თავს ქალაქ ფერმოში, არამედ მეზობლებისთვისაც საშიში შეიქმნა და მისი ძლევა ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც აგათოკლესი, თავისივე მიამიტობით რომ არ ჩავარდნოდა ხელში ჩეზარე ბორჯას, როცა მან, როგორც მოგახსენეთ, სინიგალიასთან შეიპყრო ორსინები და ვიტელები; ისიც იქვე შეიპყრეს და ბიძის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე მოაშთეს ვიტელოცოსთან, თავის მოძღვართან ერთად, რომელიც მას ასწავლიდა არა მარტო სიმამაცეს, არამედ ავკაცობასაც.

შესაძლოა, ვინმეს აღეძრას ასეთი კითხვა: რითი აიხსნება, რომ აგათოკლესა და სხვა მისთანებს, ურიცხვი გამცემლობისა და სისასტიკის მიუხედავად, დიდხანს შეეძლოთ არხეინად ეცხოვრათ თავის სამშობლოში და გარეშე მტრებისაგან დაეცვათ თავი; ამასთან, მოქალაქეებს ერთხელაც არ მოუწყვიათ შეთქმულება მათ წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ბევრი სხვა მთავარი, ასეთივე სისასტიკის წყალობით, თვით მშვიდობიანობის დროსაც ვერ ახერხებდა სახელმწიფოს შენარჩუნებას, ომიანობის მშფოთვარე დროზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩემის აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებენ სისასტიკეს: ავად თუ კარგად. კარგად იყენებენ (თუკი ბოროტების მიმართ შეიძლება ითქვას: კარგადო) მაშინ, როცა მხოლოდ ერთხელ მიმართავენ მას, როგორც თავდაცვის აუცილებელ საშუალებას, შემდეგ კი ხელს იღებენ მასზე და მხოლოდ იმას ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანონ თავის ქვეშევრდომთ. ავად იყენებენ მაშინ, როცა თავდაპირველად მხოლოდ ნაწილობრივ ავლენენ მას, შემდეგ კი დროთა განმავლობაში, არამცთუ არ ამცირებენ, პირიქით, თანდათანობით ზრდიან. ვინც პირველ გზას ირჩევს, ღმრთისა და კაცთა შეწევნით, ასე თუ ისე, მაინც პოულობს გამოსავალს თავისი მდგომარეობიდან, როგორც მაგალითად აგათოკლე. სხვების საქმე კი ხელიდან წასულია. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებისას დამპყრობელმა ერთბაშად, ერთის დაკვრით უნდა გამოიჩინოს მთელი სისასტიკე, რათა შემდეგ ყოველდღიურად აღარ დასჭირდეს მისი გამოყენება, და, ამრიგად, შესძლოს ხალხის დაშოშმინება და, ქველმოქმედების წყალობით, მისი გულის მოგება. ის, ვინც სიმხდალისა თუ უგუნურების გამო, სხვაგვარად იქცევა, ყოველთვის იძულებული იქნება მახვილი ეპყრას ხელში და ვერასოდეს ვერ შესძლებს თავის ქვეშევრდომებზე დაყრდნობას, ვინაიდან, მუდმივი და დაუსრულებელი მუქარის გამო, ეს უკანასკნელნიც ვერასოდეს ამოისუნთქავენ შვებით მის ხელში. ამიტომ სისასტიკე ერთბაში და ერთჯერადი უნდა იყოს, რათა ხალხს გონს მოსვლის საშუალება არ მიეცეს და, ამრიგად, ნაკლებ მტკივნეულად განიცადოს იგი, ქველმოქმედება კი ნელნელა, წვეთ-წვეთობით უნდა გამოავლინო, რათა ხალხმა უკეთ შესძლოს მისი შეტკბობა. მაგრამ ყველაზე არსებითია მთავარსა და მის ქვეშევრდომებს შორის იმნაირი ურთიერთობის დამყარება, რომ ვერავითარმა გარემოებამ, ვერც ავმა და ვერც კარგმა, ვეღარ შესძლოს მისი დარღვევა: რადგანაც გაჭირვების ჟამს არც ბოროტის ქმნა დაგაყრის ხეირს და არც სიკეთე წაგადგება რამეში, ვინაიდან, რაკიღა იძულებითი იქნება, ვერავის მოიმადლიერებ იმით.

თავი IX
სამოქალაქო სამთავროსათვის 

ახლა გადავიდეთ იმ შემთხვევაზე, როცა კერძო პირი ბოროტმოქმედებისა თუ სხვა რამ აუტანელი ძალადობის გზით კი არა, არამედ თავისი თანამოქალაქეების კეთილგანწყობილების შედეგად ხდება მთავარი; ამას შეიძლება ეწოდოს სამოქალაქო მმართველობა, რომლის მისაღწევადაც არც სრულქმნილი სიქველეა საჭირო და არც უსაზღვრო ბედნიერება, არამედ, უმალ, ბედნიერებასთან წილნაყარი ცბიერება. ამნაირი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საჭიროა ან ხალხის, ან კიდევ დიდებულთა კეთილგანწყობილება. ვინაიდან ყველა ქალაქში ვხვდებით ამ ორ სხვადასხვა დაჯგუფებას, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ხალხს არ სურს დიდებულები მბრძანებლობდნენ და ავიწროებდნენ მას, დიდებულებს კი, პირიქით, სურთ მბრძანებლობდნენ და ავიწროებდნენ ხალხს. ამ ორი სხვადასხვა სულისკვეთების ურთიერთდაპირისპირებულობას ქალაქში სამიდან ერთ-ერთი შედეგი მოსდევს: ან მბრძანებლობა, ან თავისუფლება, ან თავაშვებულობა. მბრძანებლობის მიზეზი ან ხალხია და ან დიდებულები, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მხარე მოიგდებს საამისო შემთხვევას ხელში. ასე მაგალითად, დიდებულები, როგორც კი დარწმუნდებიან, რომ ხალხს ვეღარ აოკებენ, მთელ თავიანთ გავლენას ერთ კაცს მიანიჭებენ და მთავრად დასვამენ, რათა მისი მფარველობის ქვეშ თავიანთ ნებაზე იპარპაშონ. ასევე ხალხიც, როცა დაინახავს, რომ დიდებულებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს, მთელს თავის ძალმოსილებას ერთ კაცს გადასცემს და ხელისუფლების სათავეში აყენებს მას, რათა თავის მფარველად ეგულებოდეს. ის, ვინც დიდებულთა შემწეობით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, უფრო ძნელად ინარჩუნებს მას, ვიდრე ის, ვინც ხელისუფლებას ხალხის შემწეობით უდგება სათავეში; ვინაიდან, პირველ შემთხვევაში, მთავარს გარს ახვევიან დიდებულები, რომლებსაც მასზე ნაკლებად როდი მოაქვთ თავი, და რომლებსაც ის, ამის გამო, ვერც თავის ნებაზე ათამაშებს და ვერც რასმე უკარნახებს. მაშინ როდესაც ის, ვინც ხალხის შემწეობით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, ერთპიროვნული მბრძანებელი ხდება და ირგვლივ არავინ, ან თითქმის არავინა ჰყავს ისეთი, ვინც ურჩობას გაუბედავს.

ეგეც არ იყოს, თუ წრფელ გზას აირჩევს და არავის შეავიწროებს, მთავარი ვერას დიდებით ვერ დააკმაყოფილებს დიდებულებს, ხალხის დაკმაყოფილებას კი დიახაც შესძლებს, ვინაიდან ხალხი უფრო პატიოსან მიზანს ისახავს, რადგანაც მხოლოდ იმას მიელტვის, რომ არავის დააჩაგვრინოს თავი, დიდებულებს კი ყველაზე მეტად სწორედ მისი დაჩაგვრა სურთ. გარდა ამისა, მთავარს ყოველთვის შეუძლია მტრულად განწყობილი ხალხისაგან დაიზღვიოს თავი, დიდებულებისაგან კი არა, ვინაიდან ხალხი მრავალრიცხოვანია, დიდებულები კი ცოტანი არიან. და მართლაც, რა შეუძლია მტრულად განწყობილ ხალხს? დიდი-დიდი, ზურგი აქციოს მთავარს; მტრულად განწყობილ დიდებულებს კი შეუძლიათ არა მარტო ზურგი აქციონ, არამედ აშკარადაც დაუპირისპირდნენ მას, ვინაიდან ისინი უფრო წინდახედულნი არიან, უფრო მზაკვარნი, ყოველთვის დროულად იზღვევენ თავს და მის მხარეზე გადადიან, ვისაც, მათის აზრით, გამარჯვება უნდა დარჩეს. მთავარი იძულებულია ყოველთვის ერთსა და იმავე ხალხთან იცხოვროს, მაშინ როდესაც დიახაც შეუძლია ერთი და იმავე დიდებულების გარეშეც გავიდეს ფონს, ვინაიდან ხელეწიფება, თავისი ნება-სურვილისამებრ, ქმნიდეს ან მუსრავდეს, სწყალობდეს ან რისხავდეს მათ.

ამ საკითხის უკეთ გასარკვევად, მე ვამტკიცებ, რომ შესაძლოა დიდებულებისადმი ორნაირი დამოკიდებულება, იმისდა მიხედვით, თუ რას გვიმოწმებს მათი ქცევა: იმას, რომ თავიანთ ბედ-იღბალს მთლიანად მთავრის ბედ-იღბალს უკავშირებენ, თუ პირიქით. თუ უკავშირებენ და ნამდვილი მტაცებლებივით არ იქცევიან, სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ, თუ არა და, აქაც თავს იჩენს ორი სხვადასხვა შესაძლებლობა: პირველი: ისინი სულმოკლეობისა და ბუნებით თანდაყოლილი სიმხდალის გამო იქცევიან ასე, და მაშინ მთავარმა, რასაკვირველია, უნდა ისარგებლოს მათი სამსახურით, უწინარეს ყოვლისა კი დაეყრდნოს მათ შორის ყველაზე კეთილგონიერთ, რომელნიც ხელსაყრელ ვითარებაში პატივისცემას არ მოაკლებენ, გასაჭირში კი არაფერს ავნებენ მას; და მეორე: მათი ამნაირი ქცევის მიზეზი ანგარება და პატივმოყვარეობა გახლავთ, რაც იმის მომასწავებელია, რომ ისინი თავიანთ თავზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე მთავარზე, და მაშინ ეს უკანასკნელი უნდა უფრთხოდეს და თავის აშკარა მტრებად თვლიდეს მათ, ვინაიდან არახელსაყრელ ვითარებაში ყოველთვის მის დამხობას შეეცდებიან.

ამრიგად, ის, ვინც ხალხის კეთილგანწყობილების შედეგად ხდება მთავარი, ასევე კეთილად უნდა იყოს განწყობილი მის მიმართ; რასაც ადვილად შესძლებს, ვინაიდან ხალხი მხოლოდ იმას მოითხოვოს, რომ არავინ ავიწროებდეს, ხოლო ის, ვინც ხალხის კი არა, დიდებულთა კეთილგანწყობილების შედეგად აღწევს მთავრის ძალაუფლებას, უწინარეს ყოვლისა, ხალხის გულის მოგებას უნდა ცდილობდეს, რასაც ასევე ადვილად შესძლებს, თუკი თავის მფარველობას არ მოაკლებს მას. და რაკი კაცნი, კეთილისმყოფელად რომ დაიგულებენ მას, ვისგანაც ბოროტის მეტს არას ელოდნენ, – მთელის არსებით თავიანთი მწყალობლის ერთგულნი ხდებიან, ამიტომ ხალხიც უფრო თავგამოდებით უჭერს მხარს თავის მფარველს, ვიდრე დაუჭერდა იმ შემთხვევაში, მისი წყალობით რომ გამხდარიყო მთავარი. ამ უკანასკნელს ათასნაირი საშუალება მოეძებნება ხალხის გულის მოსანადირებლად, ხალხისა, რომელიც ვითარებისდაკვალად იცვლება, რის გამოც აქ არ არსებობს ერთი უტყუარი და ყოვლისმომცველი წესი. ამიტომ აღარც მე გავაგრძელებ სიტყვას და დასკვნის სახით იმასღა ვიტყვი, რომ მთავარი ყოველნაირად უნდა ცდილობდეს ხალხის მეგობრობის მოხვეჭას, არადა, განსაცდელის ჟამს, ცუდად წაუვა საქმე.

ნაბიდემ1, სპარტის მთავარმა, მთელი საბერძნეთისა და რომის ძლევამოსილი ლაშქრის ალყას გაუძლო და თავისი სამშობლო და სახელმწიფო დაიცვა მათგან; თანაც, განსაცდელის ჟამს, მხოლოდ ზოგიერთისაგან მოუხდა თავის დაზღვევა, რაც აშკარად არ იქნებოდა საკმარისი, ხალხი რომ მტრულად ყოფილიყო განწყობილი მის მიმართ. დაე, ამ ჩემს თვალსაზრისს ნურავინ დაუპირისპირდება გაცვეთილი ანდაზით: ხალხის იმედით ჩემი მტერი დადგაო, ვინაიდან ეს მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხალხზე კერძო მოქალაქე ამყარებს იმედს, რომელსაც გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ განსაცდელის ჟამს ხალხი დაიცავს მტრებისა თუ ხელისუფალთა ძალმომრეობისაგან; მას ისეთივე იმედგაცრუება ელის, როგორც გრაკხებს2 – რომში და მესსერ ჯორჯო სკალის3 – ფლორენციაში. მაგრამ თუ ხალხზე იმედს ამყარებს მთავარი, ნამდვილი მბრძანებელი და მტკიცე ნებისყოფის კაცი, წარბშეუხრელად რომ ეგებება განსაცდელს, დროულად ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს და თავისი ქედუხრელობითა და განკარგულებებით სიმხნევეს უნერგავს ყველას, – იმედგაცრუებული არ დარჩება და თვალნათლივ დარწმუნდება, რაოდენ მტკიცე ყოფილა მის მიერ ჩაყრილი საფუძველი. ამნაირი მთავრების ძალაუფლებას მხოლოდ მაშინ ემუქრება საფრთხე, როცა სამოქალაქო მმართველობიდან ერთპიროვნულზე გადასვლას დააპირებენ. საქმე ისაა, რომ ისინი ან პირადად, ან კიდევ მოხელეთა მეშვეობით მართავენ სახელმწიფოს. უკანასკნელ შემთხვევაში მათი ძალაუფლება უფრო სუსტია და უმტკიცო, ვინაიდან ისინი მთლიანად იმ მოქალაქეთა ნება-სურვილზე არიან დამოკიდებულნი, რომელთაც უმაღლესი თანამდებობები უჭირავთ, და ამიტომ ადვილად შეუძლიათ, განსაკუთრებით – მთავრისათვის არახელსაყრელ ვითარებაში, წინ აღუდგნენ ან აღარ დაემორჩილონ და, ამრიგად, ძალაუფლება წაართვან მას. მთავარი კი, განსაცდელის ჟამს, ვერ შესძლებს ერთპიროვნული მმართველი გახდეს, ვინაიდან მაღალი თანამდებობის მოხელეთა მიმართ მორჩილებას ნაჩვევი მოქალაქენი და ქვეშევრდომნი, ამ არეულ-დარეულობაში, აღარ დაემორჩილებიან მის ბრძანებებს, ასე რომ, გასაჭირში ჩავარდნილს არასოდეს არ ეყოლება საკმაო ხალხი, რომელზედაც დაყრდნობას შესძლებს. ვინაიდან ამნაირ მთავარს არ შეუძლია გულდამშვიდებით დაენდოს იმას, რასაც უშიშროების ჟამს ხედავს: ყველა შესციცინებს, ყველა ერთგულებას აღუთქვამს, ყველა მზადაა თავი დასდოს მისი გულისთვის: რა ენაღვლებათ, სიკვდილი ხომ ცხრა მთას იქითაა. მაგრამ როცა დრო უარესდება და სახელმწიფოს ერთგული მოქალაქენი სჭირდება, ძალზე ცოტანიღა რჩებიან ადგილზე. ამნაირი ცდა მით უფრო სახიფათოა, რომ შეიძლება მხოლოდ ერთხელ ჩატარდეს. ამიტომაც ბრძენ მთავარს დიახაც მართებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა მისი ძალაუფლება ყოველთვის და ყოველგვარ ვითარებაში აუცილებელი იყოს მოქალაქეებისათვის, და მაშინ ისინი ყოველთვის უერთგულებენ მას.

თავი X
რანაირად უნდა ვზომავდეთ ყოველი სამთავროს ძლიერებას

ამ სამთავროთა თავისებურებების განხილვისას, ერთი ასეთი საკითხის გათვალისწინებაც გვმართებს: აქვს თუ არა მთავარს იმნაირი სახელმწიფო, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია თვითონვე მართავდეს თავის თავს, თუ ყოველთვის სხვების მხრივ მფარველობას მოითხოვს? ამ საკითხის უკეთ გასარკვევად, მე ვამბობ, რომ, ჩემის აზრით, თავიანთი თავის მართვას, უწინარეს ყოვლისა, შესძლებენ ისინი, რომელთაც, ხალხმრავლობისა თუ დიდძალი სიმდიდრის წყალობით, შეუძლიათ გამოიყვანონ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქარი და, ამრიგად, საკადრისი პასუხი გასცენ ყველა მომხდურს. ზუსტად ასევე, მე ვამბობ, რომ სხვების მხრივ შემწეობას საჭიროებენ ისინი, რომელთაც არ ძალუძთ ბრძოლის ველზე გაუმკლავდნენ მტერს, არამედ იძულებულნი არიან თავი შეაფარონ გალავანს და მხოლოდ მუქარის მოგერიებას ცდილობდნენ. პირველი შემთხვევის გამო უკვე მოგახსენეთ და შემდგომშიც კვლავ მივუბრუნდებით ამ საკითხს. მეორე შემთხვევაში მხოლოდ ის შეგვიძლია ვურჩიოთ ამნაირ მთავრებს, რომ ყოველნაირად უნდა ამაგრებდნენ და ამტკიცებდნენ თავიანთ ადგილსამყოფელს და ყურადღებას არ აქცევდნენ ქვეყნის დანარჩენ ნაწილს. ვინც სათანადოდ გაამაგრებს საკუთარ ადგილსამყოფელს, მთელს დანარჩენ სამფლობელოში კი ისე მოექცევა თავის ქვეშევრდომთ, როგორც ზემოთ ვთქვით და ქვემოთაც მოგახსენებთ, – ძნელად თუ ვინმე გაბედავს მასზე თავდასხმას. რადგანაც კაცნი ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ იმნაირ საქმეს, რომლის წარმატებაშიაც წინასწარვე ეჭვი ეპარებათ, ხოლო თავდასხმა მთავარზე, რომელიც საიმედოდ დაცულ ციხე-სიმაგრეში ზის, და რომელიც არა სძულს ხალხს, შეუძლებელია იოლ საქმედ იქნეს მიჩნეული.

გერმანიის ქალაქები თავისუფალნი არიან, პატარა ადგილი უჭირავთ, როცა სურთ, იმპერატორს1 ემორჩილებიან, მაგრამ არ ეშინიათ არც მისი და არც თავიანთი ძლევამოსილი მეზობლებისა: ვინაიდან ისეთნაირად არიან გამაგრებულნი, რომ ყველას აშკარად ეცემა თვალში, რაოდენ ძნელი და ქანცგამწყვეტი საქმე იქნება მათი აღება. ყველას ღრმა თხრილები და განიერი გალავნები არტყია გარს, მძლავრი ზარბაზნებით არიან აღჭურვილნი და საწყობებიც სასმელ-საჭმლისა და საწვავის მთელი წლის სამყოფი მარაგითა აქვთ გამოტენილი. გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ მდაბიორებმა, ქალაქისათვის დიდი ზარალის მიუყენებლად, თავის გატანა შესძლონ, ყოველთვის იმარაგებენ მთელი წლის სამყოფ მასალას, რათა სამუშაო არ მოაკლონ უბრალო ხალხს და შეუფერხებლად ამუშაონ ის საწარმოები, რომელთა ნაწარმიც ჰაერივით სჭირდება ქალაქს. ეგეც არ იყოს, ყველგან დიდ პატივშია სამხედრო საქმე, რომლის სრულყოფასაც ყოველნაირად უწყობენ ხელს.

ამრიგად, კარგად გამაგრებული ქალაქის მთავარს, რომელიც არა სძულს ხალხს, იშვიათად თუ ემუქრება თავდასხმის საფრთხე; მაგრამ კიდევაც რომ დაესხან თავს, მომხდური თავლაფდასხმული გაბრუნდება უკან. გარემოებანი ხომ იმნაირად ცვალებადნი არიან, რომ თითქმის შეუძლებელია, თავდამსხმელმა, თავისი ლაშქრითურთ, მთელი წელი უქმად შესწიროს ქალაქის ალყას.

შეიძლება შემესიტყვონ: თუკი მოქალაქეების სამფლობელოები ქალაქგარეთაა, და ისინი ცეცხლის ალში გახვეულს იხილავენ თავიანთ საბადებელს, მათი მოთმინების ფიალა აივსება; თანაც, ხანგრძლივი ალყა და სიცოცხლის სიყვარული მთავარსაც დაავიწყებინებთ. პასუხად ვიტყვი, რომ ძლიერი და ქედუხრელი მთავარი ყოველგვარ სიძნელეს დასძლევს: ხან იმით, რომ ანუგეშებს თავის ქვეშევრდომთ, ამ უბედურებასაც მალე ბოლო მოეღებაო, ხანაც იმით, რომ მტრის სისასტიკის შიშს ჩაუნერგავს მათ, ხან კიდევ იმის წყალობით, რომ მარჯვედ მოიცილებს თავიდან იმ ხალხს, რომლებიც ყველაზე ურჩნი და გულფიცხნი ჩანან. ეგეც არ იყოს, მტერი, ჩვეულებრივ, ქვეყანაში შეჭრისთანავე ცეცხლითა და მახვილით მუსრავს და აოხრებს მას, ე. ი. მაშინ, როცა ხალხისთვის ჯერ კიდევ არ უღალატნია სიმხნევეს, და მზად არის თავდასაცავად. მით უფრო ნაკლებ უნდა შიშობდეს მთავარი, ვინაიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ხალხი სულით დაეცემა, უბედურება უკვე დატრიალდება და მოსახდენი მოხდება, საშველი აღარსად ჩანს: სწორედ მაშინ, ხალხი უფრო მჭიდროდ და ერთსულოვნად ირაზმება თავისი მთავრის გარშემო, რომელსაც უკვე თავის მოვალედ სახავს, რაკიღა სწორედ მის დასაცავად გასწირეს ცეცხლში დასანთქმელად და ასაოხრებლად თავიანთი სახლებიც და ავლა-დიდებაც. ხალხის ბუნება კი ასეთია, რომ სხვებისათვის გაწეული სამსახური მოვალეობის ისეთსავე გრძნობას აღუძრავს, როგორც სამსახური, რომელსაც სხვები უწევენ მას. და თუ ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გონიერი მთავარი, დასაწყისშიც და შემდეგშიაც, ადვილად შესძლებს იმას, რომ ალყაშემორტყმული მოქალაქენი არ დაეცნენ სულით, და არც დაეცემიან, თუკი სასმელ-საჭმელი ან საომარი მასალა არ შემოაკლდათ.

თავი XI
საეკლესიო სამთავროთათვის

ახლა კი ისღა დაგვრჩენია, საეკლესიო სამთავროებზე გადავიდეთ. მთელი სიძნელე მათს ხელში ჩაგდებამდე იჩენს თავს, ვინაიდან ამ სამთავროებს სიქველისა თუ სვებედნიერების წყალობით ეუფლებიან, შენარჩუნებით კი როგორც ერთის, ისე მეორის გარეშე ინარჩუნებენ. მათი საყრდენია ძველისძველი რელიგიური წესრიგი, ისე ძლევამოსილი და ღრმად ფესვგადგმული, რომ ამნაირი მთავრები ადვილად ახერხებენ თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევიან ან რანაირი ცხოვრებით ცხოვრობენ მხოლოდ მათ ეკუთვნით ძალაუფლება, მაგრამ არც მის შენარჩუნებას ცდილობენ და არც თავიანთ ქვეშევრდომებს მართავენ, ვინაიდან არავინ ემუქრება მათ მმართველობას, ხოლო ქვეშევრდომები უდრტვინველად ურიგდებიან თავიანთ მდგომარეობას და ამიტომ არ აპირებენ მათგან განდგომას, თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც შეუძლიათ ეს. მაშასადამე, მხოლოდ ამნაირი მთავრები არიან უზრუნველნი და ბედნიერნი. მაგრამ რაკი აქ თავს იჩენს უზენაეს მიზეზთა ზემოქმედება, რომელთა არსში წვდომაც ადამიანის ბუნების შესაძლებლობას აღემატება, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ მათზე. მხოლოდ თავხედი და თავდაჯერებული კაცი თუ გაბედავს იმაზე მსჯელობას, რაც უფლის მიერაა დაცული და განდიდებული, თუმცა შეიძლება მკითხონ: როგორ მიაღწია ეკლესიამ იმნაირ ძლიერებას, რომ მას თვით საფრანგეთის მეფეც კი უფრთხის; რომ მან შესძლო იტალიიდან განედევნა იგი და გაენადგურებინა ვენეციელები1, მაშინ როდესაც ალექსანდრემდე ეკლესიის საერო ძალაუფლებას არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ თვით უბადრუკი ბარონები და სინიორები, იტალიის დიდ სახელმწიფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათო? პასუხად ვიტყვი, რომ თუმცა ყოველივე ეს კარგადაა ცნობილი, მაგრამ ზედმეტად მაინც არ მიმაჩნია ამის გახსენება.

ვიდრე საფრანგეთის მეფე შარლი შემოიჭრებოდა იტალიაში (2), ეს ქვეყანა მთლიანად პაპის, ვენეციელების, ნეაპოლის მეფის, მილანის დუკასა და ფლორენციელების ძალაუფლებას ექვემდებარებოდა (3). ყველა ამ სახელმწიფოს, უწინარეს ყოვლისა, ორი საზრუნავი ჰქონდა: ჯერ ერთი, ის, რომ იტალიაში არ შემოჭრილიყო ძლევამოსილი უცხოელი, და, მეორეც, ის, რომ არც ერთ მათგანს ახალი სამფლობელოები არ ჩაეგდო ხელში. ყველაზე მეტად ისინი უფრთხოდნენ პაპს და ვენეციელებს. ამ უკანასკნელთა ასალაგმავად საჭირო იყო ყველა დანარჩენების მჭიდრო კავშირი, როგორც, მაგალითად, ფერარის დაცვისას (4); პაპის დასაოკებლად კი რომაელ ბარონებს იშველიებდნენ, რომლებიც ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილნი: ორსინებისა და კოლონების მომხრეებად, და გამუდმებით ექიშპებოდნენ ერთიმეორეს; თხემით ტერფამდე აღჭურვილი ეს ახლო მეზობლები ავიწროებდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ პაპის ძალაუფლებას. და თუმცა დროდადრო ტახტზე ადიოდა უდრეკი პაპი, როგორიც იყო, მაგალითად, სიქსტე (5), მაგრამ, ვერც სვებედნიერებისა და ვერც კეთილგონიერების წყალობით, ვერაფერს აწყობდა აბეზარ მეზობლებთან. ამის მიზეზი პაპების დღემოკლეობა გახლდათ: იმ ათი წლის მანძილზე, რამდენსაც, საშუალოდ, ცოცხლობდა ყოველი პაპი (6), ის დიდის გაჭირვებით ახერხებდა ერთ-ერთი ბანაკის დასუსტებას, და თუ ერთი, მაგალითად, მუსრს ავლებდა კოლონას მომხრეებს, მის ადგილს იკავებდა მეორე პაპი, რომელიც, თავის მხრივ, მტრობდა ორსინებს და მფარველობდა კოლონებს, მაგრამ ვერ კი ასწრებდა ორსინების განადგურებას7. აი, რატომაა, რომ პაპის საერო ძალაუფლებას ესოდენ ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ იტალიაში. დაბოლოს, პაპის ტახტზე ავიდა ალექსანდრე VI, რომელმაც, ყველა თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, გვიჩვენა, რას შეუძლია მიაღწიოს პაპმა ფულისა და სამხედრო ძალის მეშვეობით: იარაღად რომ გამოიყენა დუკა ვალენტინო და მოხერხებულად ისარგებლა ფრანგების შემოსევით, მან აღასრულა ყოველივე ის, რაც ზემოთ, დუკას მოქმედების განხილვისას მოვიხსენიე. და თუმცა მისი უშუალო მიზანი დუკას აღზევება გახლდათ, და არა ეკლესიისა, მაგრამ, ასეა თუ ისე, თავისი მოქმედებით მან ხელი შეუწყო ეკლესიის განდიდებას, რომელმაც პაპის სიკვდილისა და დუკას დაღუპვის შემდეგ, უხვად მოისთვლა მისი ღვაწლის ნაყოფი.

შემდეგ ტახტზე ავიდა პაპი იულიუს II, რომელსაც ეკლესია უკვე აღზევებული დახვდა: მის ხელში იყო მთელი რომანია, აღარ ეშინოდა რომაელი ბარონების, რომელთა ორივე ბანაკი, ალექსანდრეს მტკიცე ხელით, თითქმის მიწასთან იქნა გასწორებული. ეგეც არ იყოს, გაიხსნა გზა სიმდიდრის დაგროვებისა, რასაც არავინ დასდგომია ალექსანდრემდე. იულიუსი არა მარტო კვალდაკვალ მიჰყვა თავის წინამორბედს, არამედ კიდევაც გადაამეტა მას: მიზნად დაისახა ხელში ჩაეგდო ბოლონია8, გაენადგურებინა ვენეციელები და იტალიიდან განედევნა ფრანგები (9). ყოველივე ამას წარმატებით გაართვა თავი, რაც მით უფრო სასახელოა მისთვის, რომ მხოლოდ ეკლესიის განდიდებას მიელტვოდა და არა რომელიმე კერძო პირისას. ორსინებისა და კოლონებისათვის თავის წინამორბედზე უფრო მეტი გასაქანი არ მიუცია, და თუმცა მათ შორის დიახაც იყვნენ შფოთისთავნი, მაგრამ ორი რამ აოკებდა მათ: ჯერ ერთი, ეკლესიის სიდიადე, რომელსაც ასე ძლიერ უფრთხოდნენ, და, მეორეც, ის, რომ არა ჰყავდათ არც ერთი კარდინალი, – მათი მღელვარების მუდმივი მიზეზი. და თუ ორსავე ამ ბანაკს ეყოლება კარდინალები, – ისინი არასოდეს არ დაცხრებიან, ვინაიდან კარდინალები, რომშიაც და სხვაგანაც, თავგამოდებით იცავენ ბარონებს, ხოლო ბარონები იძულებულნი არიან მხარში ედგნენ კარდინალებს. ასე რომ, პრელატთა პატივმოყვარეობა დასაბამს აძლევს მღელვარებასა და უთანხმოებას ბარონებს შორის. ამრიგად, მისი ყოვლად უწმინდესობა პაპი ლეონი (10) პაპობის სრული ზეობისას ავიდა ტახტზე და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თუ მისი წინამორბედნი იარაღით განამტკიცებდნენ თავიანთ ძალაუფლებას, ეს უკანასკნელნი თავისი სიკეთისა და ურიცხვი სხვა სიქველის წყალობით განავრცობს და განადიდებს მას.

თავი XII

იმისათვის, თუ რამდენნაირი სახის ლაშქარი არსებობს, და დაქირავებული ჯარისკაცებისათვის მას შემდეგ, რაც დაწვრილებით განვიხილე იმ სამთავროთა ყველა თავისებურება, რომელთა კვლევასაც ვისახავდი მიზნად, კერძოდ, გავარკვიე მათი კეთილდღეობისა თუ სვედავსილობის მიზეზები და გიჩვენეთ, რა გზით ცდილობენ ზოგიერთნი მათ დაუფლებას, – ისღა დამრჩენია, განვიხილო თავდასხმისა თუ თავდაცვის საშუალებები, რომლებსაც შეიძლება იყენებდეს თვითეული მათგანი. ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რაოდენ აუცილებელია მთავრისათვის, რომ მტკიცე საფუძველი ჰქონდეს ჩაყრილი: არადა, გარდუვალი დაღუპვა ელის. ყოველი სახელმწიფოს – როგორც ახლის, ისე ძველის თუ შერეულის უმტკიცესი საფუძველი კი კარგად გაწვრთნილი ლაშქარი და კარგი კანონები გახლავთ. მაგრამ რაკი კარგი კანონები წარმოუდგენელია კარგად გაწვრთნილი ლაშქრის გარეშე, ხოლო კარგად გაწვრთნილი ლაშქარი თავისთავად განაპირობებს კარგ კანონებს, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ კანონებზე და მარტოოდენ ლაშქარზე ვილაპარაკებ.

ამრიგად, მე ვამბობ, რომ ლაშქარი, რომლითაც მთავარი იცავს თავის სახელმწიფოს, ან მისი საკუთარი ლაშქარია, ან დაქირავებული, ან მაშველი, ან შერეული. დაქირავებული და მაშველი ლაშქარი უსარგებლოა და საშიში. და თუ ვინმე დაქირავებულ ლაშქარზე აფუძნებს თავისი სამთავროს ძლიერებას, მისი ძალაუფლება არასოდეს არ იქნება მტკიცე და ურყევი; ვინაიდან ყველა ამნაირ ლაშქარში ერთთავად განხეთქილება სუფევს, ყველა ისინი პატივმოყვარენი არიან, აღვირახსნილნი, მუხანათნი; თავხედნი – მეგობრებს შორის, მხდალნი – მტრების პირისპირ; არც ღმრთის შიში აქვთ და არც რწმენა კაცთა მიმართ, ხოლო მათ დამარცხებას იმდენივე დრო სჭირდება, რამდენ ხანსაც გრძელდება მათი შეტევა; თუ მშვიდობაა, ისინი თვითონვე ძარცვავენ მოსახლეობას, ომის დროს კი მტერს აძარცვინებენ მას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ არც სიყვარული და არც სხვა რამ გრძნობა არ აიძულებს დაქირავებულ ჯარისკაცებს, ფეხმოუცვლელად იდგნენ ბრძოლის ველზე, მწირი ჯამაგირი კი სულაც არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ მთავრის გულისთვის თავდადების სურვილი აღუძრას მათ. ისინი მზად არიან მთავრის ჯარისკაცებად იწოდებოდნენ, სანამ ომი არ დაწყებულა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე ან გარბიან ან ეთხოვებიან მთავარს. ამაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინაიდან იტალიის დამხობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ, ამდენი წლის მანძილზე, მისი სამხედრო ძლიერება მარტოოდენ დაქირავებულთა რაზმებს ემყარებოდა. ვიდრე ერთმანეთს ეომებოდნენ, ეს უკანასკნელნი რაღაცის მაქნისნი მაინც იყვნენ და, ასე განსაჯეთ, მამაცებადაც კი გვაჩვენებდნენ თავს, მაგრამ უცხოელების შემოსევისთანავე აშკარა შეიქმნა, რა შვილებიცა ბრძანდებოდნენ. აი, რატომაა, რომ შარლმა, საფრანგეთის მეფემ, თითქოს თამაშით აიღო იტალია, და ვინცა თქვა, ამის მიზეზი ჩვენი ცოდვები იყოო, მართალი თქვა1, მაგრამ არა ის ცოდვები, რომლებსაც თვითონ გულისხმობდა, არამედ ისინი, რომლებიც მე მოგახსენეთ. და რაც ამ თავიანთი ცოდვებით დათესეს ჩვენმა მთავრებმა, იგივე მოიმკეს.

მე მინდა თვალნათლივ გიჩვენოთ, რა ღვთის რისხვაცაა ამნაირი ლაშქარი. დაქირავებული მხედართმთავრები ან გამჭრიახნი არიან, ან, პირიქით, გონებაშეზღუდულნი. პირველ შემთხვევაში მთავარს არ შეუძლია მათზე დანდობა, ვინაიდან მათი მიზანი სხვა არა არის რა, თუ არა საკუთარი თავის განდიდება, ან თავიანთი პატრონის, ან კიდევ იმათ საზიანოდ მოქმედება, რომელთა შევიწროება სულაც არა სურს მთავარს. ხოლო თუ მხედართმთავარი დიდი სიქველით არ გამოირჩევა, მაშინ ის გარდუვალ დაღუპვას უქადის მთავარს. თუ ვინმე შემესიტყვება: ვის ხელშიცაა სამხედრო ძალა, ზუსტად ასე მოიქცევა, მიუხედავად იმისა, დაქირავებულია თუ არაო, – პასუხად ვეტყვი: რაკიღა ლაშქარს შეიძლება იყენებდეს ან მთავარი, ან რესპუბლიკა, ამიტომ მთავარი მოვალეა მხედართმთავრის ძალაუფლება პირადად აიღოს ხელში, რესპუბლიკა კი თავის მოქალაქეებს უნდა ანდობდეს ამას; და თუ ის, ვისაც მხედართმთავრობას ანდობენ, თავს ვერ გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას, რესპუბლიკამ უნდა შეცვალოს იგი, ხოლო თუ თავის გართმევას შესძლებს, რესპუბლიკამ კანონებით უნდა შეზღუდოს მისი უფლებამოსილება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ შეიარაღებული მთავრები და რესპუბლიკები აღწევენ დიდ წარმატებას, დაქირავებულ ლაშქარს კი ზიანის მეტი არა მოაქვს რა. აი, რატომაა, რომ რესპუბლიკები, რომლებსაც საკუთარი ლაშქარი ჰყავთ, უფრო იშვიათად უვარდებიან ხელში ერთ-ერთ თავიანთ მოქალაქეს, ვიდრე ის რესპუბლიკები, რომლებიც დაქირავებულ რაზმებს ემყარებიან. რომი და სპარტა საუკუნეების მანძილზე შეიარაღებულნი და თავისუფალნი იყვნენ. შვეიცარიელები ყველაზე უკეთ შეიარაღებულნი და ყველაზე მეტად თავისუფალნიც არიან. კართაგენელებს კი, პირიქით, დაქირავებული ლაშქარი ჰყავდათ, და რომაელებთან პირველი ომის დამთავრების შემდეგ კინაღამ თავიანთვე მოლაშქრეების მსხვერპლნი შეიქნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ თვით კართაგენელები ედგნენ სათავეში (2). ეპამინონდას (3) სიკვდილის შემდეგ, თებელებმა თავიანთ სარდლად აირჩიეს ფილიპე მაკედონელი, რომელმაც, გამარჯვების შემდეგ, თავისუფლება წაართვა მათ (4). დუკა ფილიპოს (5) სიკვდილის შემდეგ, მილანელებმა ვენეციელების წინააღმდეგ საბრძოლველად დაიქირავეს ფრანჩესკო სფორცა (6); ის კი, მტერი რომ დაამარცხა კარავაჯოსთან (7), თავისივე პატრონების – მილანელების საზიანოდ დაუზავდა მას. მამამისმა, რომელიც ნეაპოლის დედოფალს ჯოვანას ემსახურებოდა, ანაზდეულად უღალატა და გასაჭირში უმწეოდ დატოვა იგი, რის გამოც დედოფალი იძულებული შეიქნა არაგონის მეფისთვის ეთხოვა მფარველობა, რათა ამრიგად შეენარჩუნებინა ტახტი (8). ხოლო თუ მეტყვიან: ვენეციელებმა და ფლორენციელებმა დაქირავებულ ლაშქართა მეშვეობით გააფართოვეს ოდესღაც თავიანთი სამფლობელოები, მაგრამ ამის გამო მათ მთავარსარდლებს მთავრის ძალაუფლება კი არ უგდიათ ხელთ, არამედ მათ დამცველებადვე დარჩნენო, პასუხად ვიტყვი, რომ ფლორენციელებს, ამ მხრივ, აშკარად სწყალობდა ბედი, ვინაიდან იმ მამაც მხედართმთავართაგან, რომელთა შიშიც შეიძლებოდა ჰქონოდათ, ზოგიერთმა ვერ გაიმარჯვა, ზოგიერთს მოქიშპენი ჰყავდა, ზოგიერთის პატივმოყვარეობა კი სულ სხვა მიზნისაკენ იყო მიმართული. ვერ გაიმარჯვა ჯოვანი აკუტომ9, და სწორედ ამიტომ მისი ერთგულება გამოცდის წინაშე არ დამდგარა. მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ, თუკი გაიმარჯვებდა, ფლორენციელები მთლიანად მის ხელში აღმოჩნდებოდნენ. სფორცა (10) ყოველთვის მტრობდა ბრაჩოს11 მომხრეებს, ასე რომ, ისინი ერთიმეორეს უღობავდნენ გზას. თავისი პატივმოყვარული მისწრაფების მიზნად ფრანჩესკო ლომბარდიას სახავდა, ბრაჩო კი ეკლესიასა და ნეაპოლის სამეფოს. მაგრამ გადავიდეთ ახლახან მომხდარ ამბავზე. ფლორენციელებმა თავიანთ მხედართმთავრად დანიშნეს პაოლო ვიტელი (12), გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ მოიხვეჭა დიდი სახელი, როცა მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირი იყო. ვერავინ გაბედავს იმის უარყოფას, რომ, თუკი პიზას დაიმორჩილებდა, ფლორენციელები მასზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი; ვინაიდან მათი მტრების სამსახურში რომ ჩამდგარიყო, ფლორენციელებს გამოსავალი აღარ დარჩებოდათ, ხოლო თუკი ვერ შეელეოდნენ, მაშინ უთუოდ უნდა დამორჩილებოდნენ მას.

თუ განვიხილავთ ვენეციელთა მიღწევებს, დავრწმუნდებით, რომ მათი მოქმედება სვიანი და ძლევამოსილი იყო მანამ, სანამ საკუთარი ძალებით იბრძოდნენ (ე. ი. სანამ საომარ მოქმედებას ხმელეთზე გადაიტანდნენ), როცა თანაბარ სიმამაცეს იჩენდნენ თავადებიცა და შეიარაღებული მდაბიოებიც; მაგრამ როგორც კი ხმელეთზე დაიწყეს ბრძოლა, მათ თითქოს უღალატა ამ სიმამაცემ და დანარჩენ იტალიელებს დაემსგავსნენ. ხმელეთზე საომარი მოქმედების დაწყებისას, თავიანთი სახელმწიფოს სიმცირისა და თავიანთი მრისხანე სახელის გამო, ისინი დიდად როდი უფრთხოდნენ საკუთარ მხედართმთავრებს; მაგრამ როდესაც მათი სამფლობელოები განივრცო და გაფართოვდა, რაც მოხდა კარმინუოლას (13) დროს, ისინი მიხვდნენ თავიანთ შეცდომას. მათთვის კარგად იყო ცნობილი მისი სიმამაცე, რადგანაც სწორედ კარმინუოლას სარდლობით დაამარცხეს მილანის დუკა, მაგრამ, მეორეს მხრივ, იმასაც კარგად ხედავდნენ, თუ როგორ აჭიანურებდა იგი ომს, და ამიტომაც დაასკვნეს, მისი წინამძღოლობით გამარჯვებას ვეღარ ვეღირსებითო. მაგრამ რაკი არ უნდოდათ და არც შეეძლოთ მისი შელევა, ვინაიდან შიშობდნენ, ვაითუ ჩვენი სამფლობელოები დავკარგოთო, ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, იძულებულნი შეიქნენ მოეკლათ იგი. ამის შემდეგ მათი მხედართმთავრები იყვნენ ბარტოლომეო და ბერგამო, რობერტო და სან სევერინო, გრაფი და პილიანო (14) და სხვები, რომელთა დამარცხების შიში უფრო ჰქონდათ, ვიდრე გამარჯვებისა (15), როგორც ეს მოხდა შემდეგ, ვაილასთან (16), როცა ერთ დღეში დაკარგეს ყველაფერი, რაც ესოდენი გაჭირვებით მოეპოვებინათ რვაასი წლის მანძილზე. ვინაიდან ამნაირი ლაშქრით რაიმეს დაუფლებას დიდი დრო სჭირდება, მათი ყოველი მონაპოვარი სუსტია და უმტკიცო, დანაკარგი კი ანაზდეული და თავზარდამცემი.

რაკიღა ამ მაგალითებმა იტალიაში დამაბრუნეს, სადაც ამდენი ხნის მანძილზე პარპაშობენ დაქირავებულთა რაზმები, მინდა უფრო დაწვრილებით შევეხო ამ საკითხს, რათა მათი დასაბამისა და გავრცელების განხილვის შედეგად, უფრო ადვილი შეიქნეს ყველა ამნაირი ლაშქრისათვის ნიშნეული ნაკლის აღმოფხვრა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ, როგორც კი იმპერატორის ძალაუფლება შესუსტდა იტალიაში, და პაპის გავლენამ, საერო ცხოვრებაში, აშკარად იმატა, ჩვენი ქვეყანა მრავალ სხვადასხვა სამთავროდ დაქუცმაცდა: ვინაიდან ბევრმა დიდმა ქალაქმა აღმართა იარაღი თავისი დიდებულების წინააღმდეგ, რომლებიც უწინ, იმპერატორის მფარველობის წყალობით, ჩაგრავდნენ და ავიწროებდნენ მათ, ეკლესია კი, პირიქით, ქალაქებს მფარველობდა, რათა თავისი გავლენა განემტკიცებინა საერო ცხოვრებაში; ბევრ სხვა ქალაქში მათივე მოქალაქენი დასხდნენ მთავრებად, ასე რომ, მთელი იტალია პაპისა და რამდენიმე რესპუბლიკის ხელში აღმოჩნდა. მაგრამ რაკი არც პაპებს და არც მოქალაქეებს სამხედრო საქმისა არა გაეგებოდათ რა, ამიტომ უცხოელების დაქირავება დაიწყეს. ალბერიგო და კონიო17, რომანიის მკვიდრი, პირველი იყო, რომელმაც სახელი გაუთქვა ამნაირ ლაშქარს. სხვათა შორის, მისი სკოლა გაიარეს ბრაჩომ და სფორცამ (18), რომლებიც, თავის დროზე, განაგებდნენ იტალიის ბედ-იღბალს. მათ კვალდაკვალ მოგვევლინენ სხვები, რომელთა განკარგულებაშიც იყო, თვით ჩვენს დრომდე, იტალიის მთელი შეიარაღებული ძალები, და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყანა დარბეულ იქნა შარლის მიერ, აოხრებული – ლუის მიერ, გათელილი – ფერანდოს19 მიერ და მიწასთან გასწორებული – შვეიცარიელების მიერ20. მთელი მათი მცდელობის მიზანი ის გახლდათ, რომ ზიზღი აღეძრათ ქვეითი ლაშქრის მიმართ და, ამრიგად, უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭებინათ თავიანთი რაზმებისათვის.

ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ, რაკი საკუთარი სამფლობელოები არ გააჩნდათ და მხოლოდ თავიანთი ხელობით ირჩენდნენ თავს, ქვეითთა მცირერიცხოვან რაზმებზე დაყრდნობით არ შეეძლოთ გარკვეული მდგომარეობისათვის მიეღწიათ, მრავალრიცხოვანი ლაშქრის შენახვის თავი კი არ ჰქონდათ. ამიტომაც მხოლოდ მხედრებს იკრებდნენ გარს, რომელთა საკმაოდ მოზრდილი რაზმების წყალობით, არც ფული აკლდათ და არც სახელი, და ბოლოს, იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ოცი ათასკაციან ლაშქარში ორი ათასი ქვეითიც კი არ ჰყავდათ. ეგეც არ იყოს, ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ როგორც თავიანთთვის, ისე მეომრებისთვისაც ლაშქრობის სიძნელე, დაღლილობა და საფრთხე აეცილებინათ თავიდან. ამიტომაც ბრძანებას აძლევდნენ მათ, ხელჩართულ ბრძოლაში კი არ ეჟლიტათ მტერი, არამედ ტყვედ წამოესხათ და, თანაც გამოსასყიდის გარეშე. ღამ-ღამობით არ ესროდნენ ალყაშემორტყმულთ, და სამაგიეროდ, არც ეს უკანასკნელნი აფრთხობდნენ დაბანაკებულთა მყუდროებას. თავიანთ ბანაკებს არც გალავნებს ავლებდნენ გარს და არც თხრილებს, ზამთრობით კი სულაც თავს ანებებდნენ ბრძოლას. ყოველივე ეს ნებადართული გახლდათ მათი სამხედრო ხელოვნებით, და, როგორც მოგახსენეთ, მოგონილი იყო იმისთვის, რომ დაღლილობა და საფრთხე აეცილებინათ თავიდან. ასე დაამხეს მათ იტალია და დაღუპვის პირს მიიყვანეს იგი.

თავი XIII მაშველი, შერეული და საკუთარი ლაშქრისათვის

უსარგებლო ლაშქრის მეორე სახეობად მაშველი ლაშქარი გვევლინება, რომელიც მაშინ გამოდის არენაზე, როცა ამა თუ იმ ძლევამოსილ სახელმწიფოს სთხოვენ შველას თუ მფარველობას, როგორც ამას წინათ მოიქცა პაპი იულიუსი: ფერარაზე ლაშქრობისას თვალნათლივ რომ დარწმუნდა თავისი დაქირავებული ლაშქრის სავალალო უმწეობაში, იძულებული შეიქნა მაშველი ძალები მოეხმო, და სწორედ ამ მიზნით შეუთანხმდა ფერანდოს, ესპანეთის მეფეს, რათა იგი თავისი ხალხითა და ლაშქრით მიშველებოდა მას1. ამნაირი ლაშქარი, თავისთავად, შეიძლება სასარგებლოც იყოს და ვარგისიც, მაგრამ მისი მხმობელისათვის ყოველთვის სახიფათოა, ვინაიდან თუკი ეს უკანასკნელი დამარცხდა, მისთვის ყველა გზა მოჭრილია, ხოლო თუ გაიმარჯვა, ტყვედ უვარდება თავისსავე მაშველთ. და თუმცა ამნაირი მაგალითებით სავსეა ძველი ისტორია, მაგრამ მე არ მინდა მოვეშვა პაპ იულიუს II-ის ამ მაგალითს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლად შემოუნახავს ჩვენს მახსოვრობას. ძნელია უფრო მოუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა, ვიდრე ის, რომ, ფერარის დაუფლების მიზნით, ყველაფერი ხელში ჩაუგდო უცხოელს2. მაგრამ, მისდა საბედნიეროდ, აქ საქმეში ჩაერია მესამე ძალა, რისი წყალობითაც პაპმა აღარ იწვნია თავისი უთავო არჩევანის მთელი სიმწარე: მისმა მაშველმა ძალებმა მარცხი განიცადეს რავენასთან3, მაგრამ აღდგნენ შვეიცარიელები და დაიფრინეს გამარჯვებულნი, რაც სრულიად მოულოდნელი იყო მისთვისაც და სხვებისთვისაც, და სწორედ ამიტომ აღარ ჩაუვარდა ტყვედ არც თავის მტრებს, რომლებიც უკუიქცნენ, და არც თავისსავე მაშველ ძალებს, ვინაიდან მათი კი არა, სხვების წყალობით მოიპოვა გამარჯვება.

სრულიად უიარაღო ფლორენციელებმა ათი ათასი ფრანგი
დაიქირავეს პიზის დასაპყრობად4, რის შედეგადაც უფრო შავ დღე-
ში ჩაცვივდნენ, ვიდრე ყველაზე საშინელი განსაცდელის ჟამს. ბი-
ზანტიის იმპერატორმა, თავისი მეზობლების მოსაგერიებლად, ათი
ათას თურქს უხმო მაშველად, რომლებმაც, ომის დამთავრების შემ-
დეგ, ფეხი აღარ მოიცვალეს ბიზანტიიდან და სწორედ ეს გახდა უს-
ჯულოთაგან მისი დაპყრობის დასაბამი5. ამრიგად, ვისაც სურს ხე-
ლიდან გაუშვას გამარჯვების შესაძლებლობა, დაე, მწედ მოუხმოს
მაშველ რაზმებს, რომლებიც დაქირავებულებზედაც უარესნი არიან,
ვინაიდან ერთია მათი შემოსვლაც და მათი მხმობელის მზის ჩასვე-
ნებაც, რაკიღა ყოველთვის ერთსულოვანნი არიან და ასევე ერთსუ-
ლოვნად ემორჩილებიან სხვას. როცა დაქირავებული რაზმები გა-
მარჯვებას აღწევენ, საჭიროა განვლოს საკმაო დრომ და ხელსაყრე-
ლი შემთხვევაც უნდა მიეცეთ საიმისოდ, რომ თავიანთსავე დამქი-
რავებელს დაუპირისპირდნენ, ვინაიდან ერთსულოვანნი არ არიან, რაკიღა დამქირავებელი კრებს და ჯამაგირსაც ის უხდის მათ. ამნაირ
ვითარებაში, მესამე პირი, რომელსაც მთავარი მათ სარდლად ნიშ-
ნავს, ერთბაშად ვერ მოიპოვებს იმნაირ გავლენას, რომ თავისივე
პატრონის ქიშპობა შეძლოს. ერთის სიტყვით, დაქირავებული რაზ-
მები თავიანთი სიზანტით და მცონარობით არიან საშიშნი, ხოლო
მაშველნი – თავიანთი სიხარბით და სიმამაცით.
აი, რატომაა, რომ ბრძენი მთავრები ყოველთვის გაურბოდნენ
ამნაირ ლაშქარს და მხოლოდ საკუთარს ემყარებოდნენ. ისინი ამ-
ჯობინებდნენ თავიანთი ლაშქრითურთ დამარცხებულიყვნენ, ვიდრე
სხვისი ლაშქრით მოეპოვებინათ გამარჯვება, ვინაიდან ნამდვილ გა-
მარჯვებად არ თვლიდნენ გამარჯვებას, რომელსაც სხვისი წყალობით
აღწევდნენ. სანიმუშოდ ყოველთვის უყოყმანოდ მოვიხმობ ჩეზარე
ბორჯასა და მის მოქმედებას. დუკა პირწმინდად ფრანგი ჯარისკა-
ცებისაგან შემდგარი მაშველი ლაშქრით შეიჭრა რომანიაში, და
მათი შემწეობით აიღო იმოლა და ფორლი6; მაგრამ შემდეგ ეს ლაშ-
ქარი არასაიმედო ეჩვენა და დაქირავებულთ მიუბრუნდა, რადგა-
ნაც თვლიდა, რომ ეს უკანასკნელნი ნაკლებ საშიშნი არიან; ამიტო-
მაც დაიქირავა ორსინები და ვიტელები, მაგრამ რაკი გამოცდილე-
ბით დარწმუნდა, რომ ისინი მერყევნი, მუხანათნი და საშიშნი იყვნენ,
მუსრი გაავლო მათ7 და საკუთარ ლაშქარს მიენდო. ჩვენ თვალნათ-
ლივ დავინახავთ ამ ლაშქართა ურთიერთგანსხვავებას, თუ დავუკ-
ვირდებით იმ გავლენათა სხვადასხვაობას, რომლებიც ჰქონდა დუ-
კას, ჯერ ერთი, მაშინ, როცა მარტოოდენ ფრანგი ჯარისკაცები ჰყავ-
და, მეორეც მაშინ, როცა ორსინებსა და ვიტელებს ეყრდნობოდა,
და ბოლოს, მაშინ, როცა საკუთარი ლაშქრის ამარა დარჩა და თავი-
სი თავის ნამდვილი ბატონ-პატრონი შეიქნა: ჩვენ დავრწმუნდებით,
რომ ეს გავლენა თანდათანობით იზრდებოდა, და დუკას არასოდეს
ჰქონია უფრო დიდი სახელი, ვიდრე მაშინ, როცა ყველა ხედავდა,
რომ ის თავისი ლაშქრის ერთპიროვნული მბრძანებელი იყო.
არ მინდა მოვეშვა იტალიის გუშინდელი ცხოვრებიდან აღებულ
მაგალითებს, მაგრამ არც ის მინდა, რომ დუმილით ავუარო გვერ-
დი ჰიერონ სირაკუზელს8, – ერთ-ერთ მათგანს, რომელნიც ზემოთ
მოვიხსენიე. სირაკუზელებმა, როგორც მოგახსენეთ, თავიანთი ლაშ-
ქრის სათავეში დააყენეს იგი. ჰიერონს დიდი დრო არ დასჭირებია
იმის მისახვედრად, თუ რაოდენ უსარგებლონი არიან დაქირავე-
მთავარი
171
ბული რაზმები, რომლებიც დიდად როდი განსხვავდებოდნენ ჩვენი
ბედოვლათი დაქირავებულებისაგან. მაგრამ, რაკიღა თვლიდა, რომ
არც მათი შენარჩუნება შეეძლო და არც გაშვება, ამიტომ ბრძანა,
ხმლებით აეკუწათ ყველანი. ამის შემდეგ, სხვისი კი არა, მხოლოდ
საკუთარი ლაშქრით ომობდა. ამის დასტურად, აქვე მინდა გავიხსე-
ნო ერთი ამბავი ძველი აღთქმიდან: როცა დავითმა განაცხადა, რომ
მზად იყო შერკინებოდა ფილისტიმელ გოლიათს, რომელიც ყვე-
ლას ორთაბრძოლაში იწვევდა, მაშინ საულმა, გასამხნევებლად, თა-
ვისი აბჯარი შესთავაზა მას. მაგრამ დავითმა მხოლოდ მიიზომა აბ-
ჯარი, ჩაცმაზე კი უარი თქვა, ვინაიდან, მისივე სიტყვით, თავისუფ-
ლად ვერ გრძნობდა თავს, და გადაწყვიტა ისევ თავისი შურდულით
და დანით შებმოდა მტერს9. ერთის სიტყვით, სხვისი საჭურველი ან
ცუდად გადგას ტანზე, ან გამძიმებს, ან კიდევ მარწუხებივით გიჭერს
და გსრესს.
შარლ VII, ლუი XI-ის მამა, რომელმაც, თავისი სვებედნიერე-
ბისა და სიქველის წყალობით, ინგლისელებისგან გაათავისუფლა
საფრანგეთი, მიხვდა, რაოდენ აუცილებელი იყო საკუთარი ლაშქა-
რი, და თავის სამეფოში ცხენოსანსა თუ ქვეით ჯარში სავალდებუ-
ლო სამსახური დააწესა. მისმა შვილმა კი დაშალა ქვეითი ლაშქა-
რი და შვეიცარიელების დაქირავებას მიჰყო ხელი10; ეს იყო შეც-
დომა, რომელიც არაერთი სხვა შეცდომისა და, როგორც ფაქტები
მოწმობენ, სახელმწიფოსათვის ურიცხვი საფრთხის სათავედ იქცა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ მიანიჭა შვეიცარიელებს, მან
დააკნინა თავისი საკუთარი ლაშქარი, ხოლო ქვეითი ლაშქრის დაშ-
ლის შედეგად, მისი მხედრობა მთლიანად შვეიცარიელებზე აღმოჩნ-
და დამოკიდებული, ვინაიდან შვეიცარიელების მხარდამხარ ბრძო-
ლას ნაჩვევს, მათ გარეშე საერთოდ ვეღარ წარმოედგინა გამარჯვება.
აი, რატომაა, რომ ფრანგები უმწეონი არიან შვეიცარიელების წი-
ნააღმდეგ ბრძოლაში11 და უიმათოდ ვერას აკლებენ სხვებს. ამრი-
გად, საფრანგეთის ლაშქარი შერეული იყო, ნაწილობრივ დაქირა-
ვებული, ნაწილობრივ კი საკუთარი; ამნაირი ლაშქარი, თავისთავად,
გაცილებით სჯობს მთლიანად დაქირავებულსა თუ მთლიანად მაშ-
ველ ლაშქარს, მაგრამ ვერ შეედრება მთლიანად საკუთარ ძალებს.
მოტანილი მაგალითიც სავსებით საკმარისია, ვინაიდან საფრან-
გეთის სამეფო უძლეველი იქნებოდა, შარლის ღონისძიებანი რომ
ნიკოლო მაკიაველი
172
შემდგომ განევითარებინათ, ან უცვლელად დაეტოვებინათ მაინც.
მაგრამ ჭკუათხელი კაცი რომ საქმეს წამოიწყებს, წინასწარ ტკბება
წარმატების იმედით და ამ სიტკბოებაში გარეულ შხამს კი ვერ ამ-
ჩნევს. ეს დაახლოებით იმასა ჰგავს, რაც ზემოთ ჭლექისათვის მო-
გახსენეთ. ამიტომ მთავარს, რომელიც მაშინღა ამჩნევს ბოროტე-
ბას, როცა მან უკვე ღრმად გაიდგა ფესვი, არასდიდებით არ ეთქმის
ბრძენი, რაც მცირერიცხოვან რჩეულთა ხვედრია მხოლოდ. და თუ
კარგად დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ რომის იმპერიის მზე მა-
შინ იწყებს ჩასვენებას, როცა იწყება გოთების დაქირავება, ვინაიდან
აქედან იღებს დასაბამს რომაელთა სამხედრო ძლიერების დაცემა,
და მთელი მათი სიქველე თითქოს გოთებს გადაეცემა. ამრიგად, მე
დავასკვენი, რომ საკუთარი ლაშქრის გარეშე ვერც ერთი სამთავრო
ვერ იქნება უზრუნველი, ვინაიდან მისი მომავალი მთლიანად ბედის
ტრიალზეა დამოკიდებული, რაკიღა არ გააჩნია ძალა, – ეს ერთა-
დერთი საყრდენი უბედობაში. ბრძენკაცნი ყოველთვის შეგვაგონებ-
დნენ, რომ „არაფერია უფრო სუსტი და უმწეო, ვიდრე მოჩვენებითი
ძლიერება, რომლის საფუძველიც მხოლოდ მითქმა-მოთქმაა და არა
ნამდვილი ძალმოსილება“12. ნამდვილი ძალმოსილება კი ეს გახლავთ
საკუთარი ლაშქარი, რომელიც მთლიანად მოქალაქეთაგან, მთავრის
ქვეშევრდომთა თუ თანამზრახველთაგან არის შემდგარი; ყველა და-
ნარჩენი ლაშქარი ან დაქირავებულია, ანდა მაშველი. ხოლო საკუ-
თარი ლაშქრის შექმნის გზა ადვილი მისაკვლევი იქნება, თუ თვალს
გავადევნებთ ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მცდელობას და,
ამრიგად, ვნახავთ, როგორ წყვეტდა ამ საკითხს ფილიპე, ალექსან-
დრე დიდის მამა, ისევე როგორც ბევრი რესპუბლიკა თუ მთავარი:
მათი ღონისძიებები ჩემთვის მთლიანად მისაღებია.
თავი XIV
რა უნდა ახსოვდეს მთავარს სამხედრო საქმესთან დაკავშირებით
ამრიგად მთავარს არ უნდა ჰქონდეს სხვა მიზანი, სხვა საზრუნავი
და არც სხვა ხელობა, გარდა ომისა, ვინაიდან მბრძანებელს მხოლოდ
სამხედრო ხელოვნება შეშვენის, რადგანაც ამ ხელოვნების ძალა ისე
დიდია, რომ არა მარტო ძალაუფლებას უნარჩუნებს მას, ვინც მთავ-
მთავარი
173
რად შობილა, არამედ კერძო პირსაც აღაზევებს ხოლმე მთავრის სი-
მაღლემდე. და პირიქით, იმასაც ვხედავთ, რომ როდესაც მთავრები
განცხრომაზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე ომსა თუ ბრძოლა-
ზე, ჩვეულებრივ, კარგავდნენ თავიანთ საბრძანებელს. ამ ხელოვნე-
ბის უგულებელყოფა სამთავროს დაკარგვის უპირველეს მიზეზად
გვევლინება, ხოლო მისი ზედმიწევნით ფლობა – სამთავროს დაუფ-
ლების საშუალებად. ფრანჩესკო სფორცა კერძო პირი იყო, მაგრამ
სამხედრო ხელოვნების წყალობით მილანის დუკა გახდა, მისი ვა-
ჟები კი, რომლებიც თავს არიდებდნენ ჭაპანწყვეტასა და ბრძოლე-
ბის ორომტრიალს, დაემშვიდობნენ დუკობასა და კვლავ კერძო პი-
რებად იქცნენ1. უიარაღობა და უმწეობა, გარდა იმისა, რომ ათასი
სხვა უბედურების სათავეა, მთავარს ქვეყნის სასაცილოდაც აქცევს,
ხოლო ესაა სირცხვილი, რომელსაც მბრძანებელი, როგორც ამას
ქვემოთ მოგახსენებთ, ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს. არ არსე-
ბობს არავითარი მსგავსება შეიარაღებულსა და უიარაღოს შორის,
და აშკარად არაბუნებრივი იქნებოდა, შეიარაღებული რომ ნება-
ყოფლობით მორჩილებდეს უიარაღოს, ხოლო უიარაღო უშიშრად
გრძნობდეს თავს შეიარაღებულ მსახურთა შორის. რადგან იქ, სა-
დაც ერთი მხარე ზიზღითაა აღვსილი, ხოლო მეორე – იჭვით, შეუძ-
ლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამიტომ მთავარს, რომელ-
საც სამხედრო საქმის არა გაეგება რა, როგორც მოგახსენეთ, თავს
ატყდება ათასგვარი უბედურება, რასაც ზედ ერთვის მისივე ჯარის-
კაცების ზიზღი, რის გამოც მთავარს აღარ შეუძლია მათზე დაყრდ-
ნობა. აი, რატომაა, რომ მთავარი არასოდეს არ უნდა ივიწყებდეს
სამხედრო საქმეში თვითწვრთნას, რასაც მშვიდობიანობისას უფრო
მეტ დროს უნდა უთმობდეს, ვიდრე ომის ჟამს; ამის მიღწევა კი ორი
გზით შეიძლება: საქმით და აზრით. რაც შეეხება საქმეს, გარდა იმი-
სა, რომ გამუდმებით უნდა წვრთნიდეს და საომარი წესრიგით აწ-
ყობდეს თავის ლაშქარს, ხშირად უნდა ნადირობდეს და ამის წყა-
ლობით იკაჟებდეს სხეულს და იმდიდრებდეს ადგილმდებარეობის
ცოდნას: ახსოვდეს, სად აზიდულან მთები, სად მთავრდებიან ხეობე-
ბი, სად გაშლილან ველ-მინდვრები, სად მიიკლაკნებიან მდინარეები
და სად გაწოლილან ჭაობები. ყოველივე ამას დიდი გულისყურით
უნდა ეკიდებოდეს.
ამნაირი ცოდნა ორმხრივაა სასარგებლო. ჯერ ერთი, მთავარი
ნიკოლო მაკიაველი
174
უკეთ ეცნობა თავის სამფლობელოს, რაც აშკარად უადვილებს მის
დაცვას, და ეგეც არ იყოს, ამა თუ იმ ადგილმდებარეობის ცოდნის
წყალობით უკეთ გაერკვევა უცნობ გარემოში, რომლის შესწავლაც
შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს მისთვის. ვინაიდან ბორცვები,
ხეობები, დაბლობები, მდინარეები და ჭაობები, რომლებიც, ვთქვათ,
ტოსკანაში მდებარეობენ, ასე თუ ისე, სხვა კუთხის ბორცვებს, ხე-
ობებს, დაბლობებს და სხვა მისთანათ ჰგვანან; ასე რომ, ერთი რო-
მელიმე კუთხის ცოდნა დანარჩენთა შესწავლასაც გაგიადვილებს.
ამიტომ მთავარი, რომელსაც ამნაირი გამოცდილება არ გააჩნია,
მოკლებულია უპირველეს თვისებას, რაც აუცილებლად უნდა ახა-
სიათებდეს მხედართმთავარს, და რისი წყალობითაც ის თითქოს
გუმანით გრძნობს, სად მიეჭრას მტერს, სად დაბანაკდეს, საითკენ
დასძრას ლაშქარი და როგორ შემოარტყას ალყა ქალაქს, ისე რომ
გამარჯვების სასწორი თავისკენ გადმოხაროს.
ფილოპომენეს2, აქაველთა მთავარს, ქება-დიდებას ასხამენ
მწერლები და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანობის დროს
ის მხოლოდ ომზე ფიქრობდა, და როცა მეგობრებთან ერთად სეირ-
ნობდა ხოლმე, დროდადრო ჩერდებოდა და ასე ესაუბრებოდა მათ:
მტერი რომ იმ ბორცვზე იყოს გამაგრებული, ხოლო ჩვენ, ლაშქ-
რითურთ, აქ ვიდგეთ, ვის მხარეს იქნებოდა უპირატესობა? რო-
გორ უნდა შეგვეტია მათთვის ისე, რომ ჩვენი რიგები არ აგვერია?
როგორ უნდა მოვქცეულიყავით, უკან დახევა რომ დაგვეპირებინა?
ანდა თუ მტერი უკუიქცეოდა, როგორ უნდა დავდევნებოდით მას?
და ასე სეირნობისას, განსახილველად სთავაზობდა მათ ყველაფერს,
რაც შეიძლებოდა ბრძოლის ველზე შემთხვეოდა ლაშქარს, ისმენ-
და მათ აზრს, გამოსთქვამდა თავისას, რასაც სათანადო საბუთე-
ბით ამაგრებდა, და როცა უშუალოდ წინ უძღოდა ჯარს, ამ მუდმი-
ვი თვითწვრთნის წყალობით, ყველაზე მძიმე მდგომარეობიდანაც კი
პოულობდა გამოსავალს.
ხოლო რაც შეეხება გონებრივ წვრთნას, მთავარი ხშირად უნდა
კითხულობდეს ისტორიას, და განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა
აქცევდეს დიდი ადამიანების მოქმედებას, უნდა სწავლობდეს მათ
საომარ ხელოვნებას და იხილავდეს მათი გამარჯვებისა თუ დაღუპ-
ვის მიზეზებს, რათა ბაძავდეს მათ წარმატებას და თავიდან იცი-
ლებდეს მათსავე მარცხს. უწინარეს ყოვლისა კი ისევე უნდა იქცე-
მთავარი
175
ოდეს, როგორც ძველად იქცეოდნენ სახელგანთქმული ადამიანები,
რომლებიც თითქოს ისისხლხორცებდნენ ყველაფერს, რაც მათზე
უწინ ქებისა და დიდების ღირსი იყო, და ყოველთვის თვალწინ ედ-
გათ მათი სათაყვანებელი გმირების ღვაწლი: ასე, როგორც ამბობენ,
ალექსანდრე დიდი ბაძავდა აქილევსს, ცეზარი – ალექსანდრეს, სცი-
პიონი – კიროსს3. და ყველა, ვინც წაიკითხავს კიროსის ცხოვრებას,
დაწერილს ქსენოფონტეს მიერ, ხოლო შემდეგ თვალს გაადევნებს
სციპიონის ცხოვრებას, ხელად შენიშნავს, რაოდენ შეუწყო ხელი ამ
მიბაძვამ მის განდიდებას, ხოლო რაც შეეხება უბიწოებას, კეთილ-
მოსურნეობას, ადამიანურობასა და გულუხვობას, – რარიგ ესადა-
გებოდა სციპიონი ყოველივე იმას, რაც კიროსისათვის დაუწერია
ქსენოფონტეს4.
აი, როგორ უნდა იქცეოდეს ბრძენი მთავარი, რომელსაც თვით
მშვიდობიანობის დროსაც არ უნდა ჰქონდეს მოსვენება, არამედ
რუდუნებით უნდა აგროვებდეს საუნჯეს, რათა მისი წყალობით,
ქედი არ მოიხაროს უბედობაში, და თუ ბედი უმუხთლებს, მზად
იყოს, რათა წარბშეუხრელად შეეგებოს მის სისასტიკეს.
თავი XV
იმ თვისებებისათვის, რომელთა გამოც ადიდებენ ან
გმობენ ადამიანებს და, განსაკუთრებით, მთავრებს
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა იქ-
ცეოდეს მთავარი თავისი ქვეშევრდომებისა და მეგობრების მიმართ.
და რაკი ვიცი, რომ ჩემამდეც ბევრს უწერია ამ საკითხზე, ვშიშობ,
თავხედობაში არ ჩამომართვან, თუკი თვითონაც დავაპირებ დავწე-
რო რამე, მით უმეტეს, რომ ყველაზე მკვეთრად სწორედ ამ საკით-
ხის განხილვისას ვემიჯნები სხვების თვალსაზრისს. მაგრამ რაკი ჩემი
განზრახვა გახლდათ, რაღაც სასარგებლო მიმეცა მისთვის, ვინც
ისურვებდა ჩასწვდომოდა ზემოაღნიშნული საკითხის არსს, ამიტომ
უფრო მართებულად მივიჩნიე წარმომეჩინა საგნის ნამდვილი ბუ-
ნება და არა ის მოჩვენებითი გარსი, რომლითაც მას მოსავენ სხვები.
ბევრს შეუქმნია, თავისი წარმოსახვით, რესპუბლიკები თუ სამთავ-
როები, რომლებიც არავის უხილავს და არც ის სმენია, რომ ისინი
მართლაც არსებობენ სინამდვილეში. მაგრამ ერთია, როგორ ცხოვ-
ნიკოლო მაკიაველი
176
რობენ და მეორე ის, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ კაცნი, და მათ
შორის იმხელა სხვაობაა, რომ ვინც იმის გულისათვის, რაც უნდა
მომხდარიყო, ივიწყებს იმას, რაც ახლა ხდება, – უმალ თავის დამხო-
ბას უწყობს ხელს, ვიდრე თავისსავე დღეგრძელობას. ამიტომ მთა-
ვარს, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს, უთუოდ უნდა
ჰქონდეს იმისი უნარი, რომ დროდადრო ივიწყებდეს სიკეთეს და, გა-
რემოებებისდა მიხედვით, იყენებდეს ან არ იყენებდეს ამ უნარს.
ამრიგად, თუ დუმილით ავუვლი გვერდს არარსებულ მთავარ-
თა საკითხს და განვიხილავ მხოლოდ იმას, რაც შეეხება ნამდვილად
არსებულთ, ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს, როცა მათზე ლაპარაკო-
ბენ, და, მით უმეტეს მთავრებს, რაკიღა ისინი ყველაზე მაღლა დგა-
ნან, ჩვეულებისამებრ, მიაწერენ ერთ იმ თვისებათაგანს, რომელ-
თა გამოც მათ ადიდებენ ან გმობენ: სახელდობრ, ერთს გულუხვად
თვლიან, მეორეს ძუნწად (მისერო) (მე ვსარგებლობ ამ ტოსკანური
სიტყვით, ვინაიდან იტალიურ ენაში სიტყვა ავარო – წუწკი – იმასაც
ნიშნავს, ვინც ძარცვა-გლეჯაზედაც არ იტყვის უარს, მაშინ როდესაც
მისერო-ს ჩვენ ვუწოდებთ ქვაწვიასა და კრიჟანგს), ერთს მფლანგვე-
ლად მიიჩნევენ, მეორეს მტაცებლად, ერთს გულქვად, მეორეს გულ-
მოწყალედ; ერთს ორგულად, მეორეს ერთგულად; ერთს ქალაჩუნად
და სულმოკლედ, მეორეს მამაცად და დიდსულოვნად; ერთს კაცთ-
მოყვარედ, მეორეს კაცთმოძულედ; ერთს ბიწიერად, მეორეს უბი-
წოდ; ერთს გულმართლად, მეორეს მზაკვრად; ერთს კერპად, მეორეს
თვინიერად, ერთს დარბაისლად, მეორეს თავქარიანად; ერთს მორწ-
მუნედ, მეორეს ურწმუნოდ, და ასე შემდეგ. ვიცი ყველა დამეთანხმე-
ბა, რა დიდებული იქნებოდა, მართლაც რომ მოიძებნებოდეს ყველა
იმ თვისებით შემკული მთავარი, რომელსაც ქების ღირსად თვლიან,
მაგრამ რაკი თვით ჩვენი არსებობის წესი შეუძლებელს ხდის იმას,
რომ კაცი უკლებლივ ფლობდეს ყველა იმ ღირსებას და არასდროს
არ ბღალავდეს მათ, ამიტომ მთავარი იმდენად კეთილგონიერი კი
უნდა იყოს, რომ თავიდან იცილებდეს მთელს იმ ბიწიერებას, რა-
საც შეუძლია ძალაუფლება დააკარგვინოს, და, შეძლებისდაგვარად,
ირიდებდეს ყველა იმ ბიწსაც, რომლებიც ნაკლებ საშიშნი არიან ამ
თვალსაზრისით. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მთავარს დიახაც აქვს
იმის უფლება, რომ დიდად არ შეიწუხოს თავი, მას ისიც შეუძლია,
არაფრად თვლიდეს გმობას ყველა იმ ბიწის გამო, რომელთა გარე-
მთავარი
177
შეც ძალზე გაუჭირდებოდა სამთავროს შენარჩუნება. რადგან, თუ
კარგად ავწონ-დავწონით ყველაფერს, დავრწმუნდებით, რომ არის
ზოგი რამ, რაც ერთის შეხედვით შეიძლება სიქველედ მოგვეჩვენოს,
მაგრამ გარდუვალ დაღუპვას უქადის მთავარს, რომელიც მიზნად
დაისახავს ბოლომდე უერთგულოს მას, და ზოგიც ისეთი რამ, რაც
შეიძლება ბიწი გვეგონოს, მაგრამ სიმშვიდეს და კეთილდღეობას კი
სთავაზობს მთავარს, რომელიც არ უფრთხის მას.
თავი XVI
სიუხვისა და სიძუნწისათვის
ამრიგად, თუ ზემოჩამოთვლილი თვისებების პირველი წყვილით
დავიწყებთ, მე ვიტყვი, რომ დიდი საქმეა გულუხვის სახელი გქონ-
დეს მოხვეჭილი, მაგრამ თუ მთავარი იმიტომ იჩენს სიუხვეს, რომ
გულუხვის სახელი ერქვას, ეს მხოლოდ საზიანოა მისთვის. რადგან
თუ გონივრულად და ზომიერად გამოიჩენ სიუხვეს, ის შეუმჩნეველი
დარჩება და თავიდან ვერ აიცილებ ძუნწის სახელისგან განუყრელ
სირცხვილს. ამიტომ, თუ გსურს ხალხის თვალში გულუხვი კაცის სა-
ხელი გერქვას, ვერავითარ ფუფუნებასა და ხელგაშლილობაზე ვერ
იტყვი უარს. ესოდენ ფუჭი ზრახვით შეპყრობილი მთავარი ამ საქ-
მეს გადააგებს მთელ თავის ავლა-დიდებას, და თუ უკვე მოხვეჭილი
სახელის შენარჩუნებას დაისახავს მიზნად, ბოლოს და ბოლოს, იძუ-
ლებული იქნება გადასახადებით ამოხადოს სული ხალხს, მებაჟედ
იქცეს და სახსრების მოსაპოვებლად არაფრის წინაშე არ დაიხიოს
უკან. ასე თანდათანობით შეაძულებს თავს ქვეშევრდომებს და, გა-
ღატაკებული, საბოლოოდ დაკარგავს მათ პატივისცემას. ბევრს რომ
მოიმდურებს ამ თავისი სიუხვით და ცოტას მოიმადლიერებს, თავს
ვეღარ გაართმევს ვერავითარ სიძნელეს და პირველივე განსაცდე-
ლის წინაშე სულით დაეცემა. ხოლო თუ მიხვდება ყოველივე ამას
და უკან დახევას დააპირებს, მაშინვე სიძუნწეში დასდებენ ბრალს.
ამრიგად, მთავარი, რომელსაც არ შეუძლია გულუხვობა გამოიჩინოს
ისე, რომ ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედოს და თვითონ მას კი არა
ევნოს რა, იმდენად კეთილგონიერი მაინც უნდა იყოს, რომ არ უფ-
რთხოდეს ძუნწის სახელს, რადგანაც დროთა განმავლობაში ის სულ
ნიკოლო მაკიაველი
178
უფრო და უფრო მეტად გაითქვამს სახელს თავისი სიუხვით, როცა
დაინახავენ, რომ ხელმომჭირნეობის წყალობით, საკუთარი შემოსა-
ვალი სავსებით საკმარისია მისთვის; რომ შეუძლია საკადრისი პა-
სუხი გასცეს მტერს და, ხალხის დაუბეგრავად, ხორცი შეასხას ბევრ
სასიკეთო საქმეს. ასე რომ, ის გულუხვი იქნება ყველას მიმართ, ვი-
საც არაფერს ართმევს, ისინი კი ურიცხვნი არიან, და ძუნწი იმათ მი-
მართ, ვისაც არაფერს აძლევს, ხოლო ისინი ცოტანი არიან.
ჩვენს დროში და ჩვენს თვალწინ დიდ საქმეებს ხორცს ასხამდ-
ნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ძუნწის სახელით იცნობდა ხალხი, და-
ნარჩენნი კი უსახელოდ იღუპებოდნენ. იულიუს II-მ მხოლოდ პაპო-
ბის ხელში ჩასაგდებად ისარგებლა იმით, რომ გულუხვი კაცის სახე-
ლი ჰქონდა მოხვეჭილი, შემდეგ კი აზრადაც არ მოსვლია ამ სახელის
შენარჩუნება, ვინაიდან საფრანგეთის მეფესთან აპირებდა ომს. და
მან ისე გადაიხადა მრავალი ომი, რომ საგანგებო გადასახადით ერთ-
ხელაც არ დაუბეგრავს ხალხი, ვინაიდან ყველა ზედმეტ ხარჯს, ხანგ-
რძლივი ხელმომჭირნეობის წყალობით, თვითონვე ფარავდა. ესპა-
ნეთის ახლანდელი მეფე1 რომ გულუხვი კაცის სახელით ყოფილიყო
ცნობილი, ვერც ამდენ საქმეს წამოიწყებდა და, მით უმეტეს, ვერც
წარმატებით დააგვირგვინებდა მათ. ამიტომ მთავარს ნაკლებად
უნდა აწუხებდეს ის გარემოება, რომ შეიძლება ძუნწის სახელი გა-
უვარდეს ხალხში; სამაგიეროდ იძულებული აღარ იქნება ყვლეფდეს
და ტყავს აძრობდეს თავის ქვეშევრდომთ, ყოველთვის შესძლებს
თავდაცვას, აღარ ექნება იმისი შიში, ვაითუ გავღატაკდე და ქვეყ-
ნის ყბადასაღები გავხდეო, და აღარც იმისა, რომ შეიძლება მტაცებ-
ლად იქცეს. ვინაიდან სიძუნწე ერთი იმ ბიწთაგანია, რომლებიც გა-
ნამტკიცებენ მის ტახტს. და თუ ვინმე შემესიტყვება: ცეზარმა სწო-
რედ თავისი გულუხვობით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და ბევრი
სხვაც იმის წყალობით აღზევდა, რომ გულუხვი იყო და გულუხვის
სახელიც ჰქონდაო2, პასუხად მივუგებ, რომ ერთმანეთისაგან უნდა
განვასხვავოთ ის, ვინც უკვე მთავარია, და ის, ვინც ახლა აპირებს
მთავრის ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. პირველ შემთხვევაში, ეს
გულუხვობა საზიანოა, მეორეში კი ყოვლად აუცილებელია, რომ
გულუხვ კაცად გიცნობდეს ხალხი. ცეზარი ერთი იმათთაგანი გახ-
ლდათ, რომელნიც რომზე მბრძანებლობას მიელტვოდნენ. მაგრამ
ამ მიზნის მიღწევის შემდეგ რომ დიდხანს ეცოცხლა და ცოტა მეტი
მთავარი
179
ხელმომჭირნეობა არ გამოეჩინა, უთუოდ ძირს გამოუთხრიდა თავის
ძლიერებას. და თუ კვლავ შემესიტყვება ვინმე: ბევრ მთავარს, რომ-
ლებსაც თავიანთი ლაშქრობით განუცვიფრებიათ მთელი ქვეყანა,
ყველაზე გულუხვ ხალხად იცნობდნენ მათი ქვეშევრდომნიო, პასუ-
ხად ვიტყვი: მთავარი ან საკუთარსა თუ თავის ქვეშევრდომთა სიმ-
დიდრეს ფლანგავს, ანდა სხვებისას. პირველ შემთხვევაში მას მომ-
ჭირნეობა მართებს, მეორეში კი მის გულუხვობას არ უნდა ჰქონდეს
ზღვარი. ამიტომ, როცა მთავარი საომრადაა თავისი ლაშქრითურთ,
რომელიც თავს ირჩენს ნადავლით, ძალადობით და ძარცვით, მის-
თვის აუცილებელია ხელგაშლილობა, არადა, ჯარისკაცებს ვერ გა-
იყოლიებს. ხოლო რაც არ ეკუთვნის არც მასა და არც მის ქვეშევ-
რდომთ, მთავარს შეუძლია კიროსის, ცეზარისა და ალექსანდრესა-
ვით უშურველად გასცეს, ვინაიდან სხვისი სიმდიდრის ფლანგვა კი
არ ამცირებს, პირიქით, ზრდის მის სახელსა და დიდებას (მხოლოდ
საკუთარი სიმდიდრის ფლანგვაა საზიანო). არაფერს არ შეუძლია
თავისი თავი გალიოს ისე, როგორც სიუხვეს, რაც უფრო გულუხვი
ხარ, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა გრჩება მომავალშიც გუ-
ლუხვობის გამოჩენისა: გაღატაკდები და ზიზღის ღირსი გახდები, ამ
სირცხვილის თავიდან ასაცილებლად კი მტაცებლობას უნდა მიჰყო
ხელი და ყველასათვის საძულველი შეიქნე. ხოლო მთავარი იშვი-
ათად უნდა უფრთხოდეს რაიმეს უფრო მეტად, ვიდრე სიძულვილ-
სა და ზიზღს, გულუხვობა კი ერთსაც დაგატეხს თავზე და მეორე-
საც. ამიტომ უფრო გონივრულია, შეურიგდე ძუნწის სახელს, რო-
მელიც იწვევს სირცხვილს სიძულვილის გარეშე, ვიდრე მიელტვოდე
გულუხვის სახელს და, ძალაუნებურად, მტაცებლად იქცე, რაც თავს
დაგატეხს სირცხვილსაც და სიძულვილსაც.
თავი XVII
სისასტიკის, გულმოწყალებისა და კიდევ იმისათვის,
თუ რა სჯობია – უყვარდეთ თუ ეშინოდეთ შენი?
ახლა, თუ სხვა ზემოჩამოთვლილ თვისებებზე გადავალთ, მე ვიტ-
ყვი, რომ ყოველი მთავარი უნდა ცდილობდეს გულმოწყალე კაცის
სახელი მოიხვეჭოს და არა სასტიკის. მაგრამ უთავოდ არ უნდა იყე-
ნიკოლო მაკიაველი
180
ნებდეს გულმოწყალებას. ჩეზარე ბორჯას სასტიკ კაცად თვლიდნენ,
მაგრამ სწორედ ამ თავისი სისასტიკის წყალობით დაამყარა წესრი-
გი რომანიაში, გააერთიანა, დააშოშმინა და შემოირიგა იგი. თუ კარ-
გად ავწონ-დავწონით ყოველივე ამას, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ
ის უფრო გულმოწყალე იყო, ვიდრე ფლორენციელი ხალხი, რო-
მელსაც სურდა სასტიკის სახელი აეცილებინა თავიდან და პისტო-
იის დაქცევას კი შეუწყო ხელი1. ამიტომ მთავარი არაფრად უნდა
აგდებდეს გმობას სისასტიკის გამო, თუკი ამის წყალობით ახერ-
ხებს იმას, რომ განხეთქილებისა და განდგომის საშუალება მოუს-
პოს თავის ქვეშევრდომთ. რადგანაც ის, ვისთვისაც ურჩთა დასჯის
რამდენიმე მაგალითიც საკმარისია, გაცილებით უფრო გულმოწყა-
ლე იქნება იმაზე, ვინც თავისი მეტისმეტი გულმოწყალების შედეგად
ხელს უწყობს ქვეყნის არევ-დარევას, რაც დასაბამს აძლევს ხოცვა-
ჟლეტას და ძარცვა-გლეჯას, ეს კი მთელი მოსახლეობის ნამდვილი
უბედურება გახლავთ, მაშინ როდესაც მთავრის მსჯავრი მხოლოდ
ზოგიერთ კერძო პირს თუ იწირავს მსხვერპლად. მთავართა შორის
ყველაზე ძნელად მხოლოდ ახალი მთავარი თუ დააღწევს თავს სას-
ტიკი კაცის სახელს, ვინაიდან ყოველი ახალი სახელმწიფო ათასნა-
ირი ხიფათითაა სავსე. ამიტომაც ვერგილიუსის დიდონა მხოლოდ
იმით ამართლებს თავისი ძალაუფლების სისასტიკეს, რომ მისი სა-
მეფო ახალია:
ღეს დურა, ეტ რეგნი ნოვიტას მე ტალია ცოგუნტ
Mოლირი, ეტ ლატე ფინეს ცუსტოდე ტუერი 2.
მაგრამ მთავარი მალემრწმენი არ უნდა იყოს, დინჯად უნდა არ-
ჩევდეს საქმეს და არ უნდა ესწრაფვოდეს იმას, რომ ქვეშევრდომთა
საფრთხობელად იქცეს; კეთილგონიერებითა და ადამიანურობით
უნდა ზომავდეს თვითეულ ნაბიჯს, რათა ქვეშევრდომთადმი ზედ-
მეტმა ნდობამ სიფრთხილე არ დაავიწყოს, ხოლო მეტისმეტი უნ-
დობლობის შედეგად აუტანელი არ შეიქნეს მათთვის. აქ იბადება
სადავო კითხვა: რა სჯობს, უყვარდეთ თუ ეშინოდეთ შენი? რაზე-
დაც პასუხობენ, რომ სასურველია ერთიცა და მეორეც. მაგრამ რაკი
ორივეს შეთავსება ძნელია, ამიტომ, თუკი იძულებული იქნები ერთ-
ერთზე უარი თქვა, გაცილებით გიჯობს, შიშს უნერგავდე ხალხს და
მთავარი
181
არა სიყვარულს. რადგანაც ადამიანებზე შეიძლება ზოგადად ითქვას,
რომ ისინი უმადურნი არიან, მერყევნი, ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი;
ვიდრე მათი კეთილისმყოფელი ხარ, ისინიც შენნი არიან; აღგითქ-
ვამენ, რომ არაფერს დაიშურებენ შენთვის: არც სისხლს, არც ავ-
ლა-დიდებას, არც სიცოცხლეს, არც შვილებს, სანამდის, როგორც
ზევით ითქვა, საფრთხე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ხიფათის მოახ-
ლოებისთანავე ზურგს შეგაქცევენ. და ის მთავარი, ვინც მთლიანად
მიენდობა მათ სიტყვას და ამიტომ სხვას არას იღონებს, განწირუ-
ლია, ვინაიდან მეგობრობა, რომელსაც წყალობის ფასად იხვეჭ და
არა სულიერი სიდიდისა და კეთილშობილების შედეგად, მართალია,
დანახარჯს კი გინაზღაურებს, მაგრამ გასაჭირში იარაღად არ გამო-
გადგება. და ადამიანებიც უფრო თავხედურად იქცევიან მის მიმართ,
ვინც სიყვარულს უნერგავს მათ, ვიდრე მის მიმართ, ვისაც უფრთ-
ხიან, ვინაიდან სიყვარული მხოლოდ მოვალეობის გრძნობაზეა და-
ფუძნებული, რომელიც, კაცთა სულმოკლეობის გამო, დაუყოვნებ-
ლივ ქარწყლდება, როგორც კი მას ანგარება დაუპირისპირდება,
მაშინ როდესაც შიშს განაპირობებს ისევ შიში, სასჯელის შიში, რო-
მელიც გამუდმებით ემუქრება ხალხს. და მაინც, მთავარი ისე უნდა
ნერგავდეს შიშს, რომ, თუკი სიყვარულს ვერ მოიხვეჭს, სიძულვილი
მაინც აიცილოს თავიდან, ვინაიდან ისიც დიდი საქმეა, რომ ხალხს
ეშინოდეს შენი, მაგრამ არ სძულდე, რადგანაც ამ ორი გრძნობის
შეთავსება დიახაც შესაძლოა; და მთავარიც ყოველთვის შესძლებს
ამას, თუკი არ ხელყოფს ქვეშევრდომთა სიცოცხლეს და საკუთრე-
ბას. მაშინაც კი, როცა მთავარი ვინმეს სიკვდილით დასჯას აპირებს,
მას შეუძლია სისრულეში მოიყვანოს თავისი განაჩენი, თუკი საამი-
სოდ საკმარისი სამხილი მოეპოვება, მაგრამ თავი უნდა შეიკავოს
სხვისი ქონების ხელყოფისაგან, ვინაიდან ადამიანები უფრო ადვი-
ლად ურიგდებიან მამის სიკვდილს, ვიდრე სამკვიდროს მოშლას, და
მერე, ძარცვა-გლეჯის მიზეზი არ დაილევა, და ის, ვინც მტაცებლო-
ბით აპირებს ცხოვრებას, ყოველთვის გამოჩხრეკს სხვისი ქონების
მიტაცების საბაბს, მაშინ როდესაც სიკვდილით დასჯის საბაბი გა-
ცილებით ძვირი და იშვიათი გახლავთ.
მაგრამ როდესაც მთავარი წინ მიუძღვის მრავალრიცხოვან
ლაშქარს, მაშინ მისთვის მართლაც აუცილებელია, რომ არად აგ-
დებდეს სასტიკი კაცის სახელს, ვინაიდან ამ სახელის გარეშე ვერც
ნიკოლო მაკიაველი
182
თავისი ლაშქრის ერთსულოვნებას შეინარჩუნებს და ვერც ბრძო-
ლისუნარიანობას. ჰანიბალის3 განსაცვიფრებელ ქმედებათა შორის
იმასაც აღნიშნავენ, რომ მის ველურ ლაშქარში, რომელიც ურიცხვ
ტომთა ურდოებისაგან შედგებოდა და შორეულ ქვეყნებში ომობ-
და, ერთხელაც არ ჩამოვარდნილა განხეთქილება სხვადასხვა ტომთა
შორის, ერთხელაც არ მოუწყვიათ შეთქმულება მთავრის წინააღმ-
დეგ, არც მაშინ, როცა ბედი უღიმოდა, და არც მაშინ როცა უკუღმა
მისდიოდა საქმე. ეს შეიძლება ახსნილი იქნეს მხოლოდ მისი არა-
ადამიანური სისასტიკით, რომელიც, მის ურიცხვ სიქველესთან ერ-
თად, სათაყვანებელ და საზარელ კერპად აქცევდა მას თავისი ჯა-
რისკაცების თვალში4. ამ სისასტიკის გარეშე მთელი მისი ურიცხვი
სიქველე, თავისთავად, ვერ გამოიღებდა ამნაირ ნაყოფს. მაგრამ ნაკ-
ლებად გულისხმიერი მწერლები, ერთის მხრივ, განცვიფრებით მოგ-
ვითხრობენ მის საქმეებს, მეორეს მხრივ კი გმობენ მათ მთავარ მი-
ზეზს. ხოლო მთელი მისი სიქველე რომ მართლაც არ იქნებოდა საკ-
მარისი, ამას სციპიონის5 მაგალითიც მოწმობს (ეს იყო არა მარტო
თავისი, არამედ ყველა დროის უწარჩინებულესი კაცი), ვისი ლაშქა-
რიც აჯანყდა ესპანეთში6, რაც გამოწვეული გახლდათ მისი მეტისმე-
ტი ლმობიერებით, უფრო მეტ თავისუფლებას რომ ანიჭებდა თავის
ჯარისკაცებს, ვიდრე დასაშვები იყო სამხედრო დისციპლინით. სწო-
რედ ეს წამოაყვედრა სენატში ფაბიუს მაქსიმუსმა7, რომელმაც რო-
მაელთა ლაშქრის გამრყვნელი უწოდა მას. სციპიონის ლეგატის მიერ
დარბეული ლოკრები სამართალს ვერ ეღირსნენ მისგან, და ლეგა-
ტის თავგასულობაც დაუსჯელი დარჩა, ხოლო ყოველივე ამის მი-
ზეზი მისი თვინიერი ხასიათი გახლდათ8. და როცა ერთ-ერთმა სე-
ნატორმა მისი გამართლება დააპირა, თავის სიტყვაში თქვა: ბევრი
კაცისათვის უფრო ადვილია არ შესცოდოს თავად, ვიდრე გამოას-
წოროს სხვისი შეცოდებანიო. ამნაირი ხასიათი, დროთა განმავლო-
ბაში, უთუოდ ბევრ რასმე დააკლებდა სციპიონის სახელსა და დი-
დებას, ზნის შეუცვლელად რომ დიდხანს მდგარიყო ხელისუფლე-
ბის სათავეში; მაგრამ რაკი სენატს ემორჩილებოდა, მისმა ნაკლმა
არამც თუ არ იჩინა თავი, არამედ ხელიც შეუწყო მის განდიდებას.
ამრიგად, კვლავ მივუბრუნდები სიყვარულსა და შიშს, და დასკვნის
სახით ვიტყვი, რომ კაცთა სიყვარულს მათი ნება-სურვილი განაპი-
რობებს, შიშს კი – მთავრისა; ამიტომ ბრძენი მთავარი უნდა ეყრდ-
მთავარი
183
ნობოდეს იმას, რაც მასზეა დამოკიდებული, და არა იმას, რაც სხვის
ნებაზე ჰკიდია; მხოლოდ ეგაა, როგორც მოგახსენეთ, იმდენი კი უნდა
შეიძლოს, რომ თავიდან აიცილოს სიძულვილი.
თავი XVIII
როგორ უნდა ესწრაფვოდნენ მთავრები იმას,
რომ სანდონი იყვნენ
ყველასათვის აშკარაა, რაოდენი ქების ღირსი იქნებოდა მთა-
ვარი, რომელიც შესძლებდა შეენარჩუნებინა თავის ქვეშევრდომთა
ნდობა და პატიოსნად, ყოველგვარი ზაკვის გარეშე ეცხოვრა. მაგ-
რამ, როგორც ჩვენი დროის გამოცდილება გვიჩვენებს, დიდი საქ-
მეების აღმსრულებლად ყოველთვის გვევლინებოდნენ ის მთავრე-
ბი, რომლებიც ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ ქვეშევრდომთა ნდობას
და თავიანთი ცბიერებით ახერხებდნენ საბოლოოდ აერიათ მათთვის
გზა-კვალი; ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯაბნიდნენ იმ
მთავრებს, რომლებიც მხოლოდ წესიერებას ემყარებოდნენ.
ამრიგად, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე:
ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე – ძალის მეშვეობით. პირ-
ველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი – მხეცებისათვის.
მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა
მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისათვის აუცილებელია,
რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც
კაცი. სწორედ ამნაირი, თუმცაღა შეფარვით გამოთქმული შეგონე-
ბით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც აღნიშ-
ნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავარსაც აღ-
საზრდელად აბარებდნენ კენტავრ ქირონს1, რათა მისი მეთვალ-
ყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ. ნახევრად მხეცისა და ნახევრად
კაცის ზედამხედველობას აქ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მთავარი
უნდა ითავსებდეს და ისისხლხორცებდეს ორივე ბუნებას, და რომ
ერთი მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ მთავარი იძულებუ-
ლი იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავ-
ლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძ-
ლია თავი დაიცვას გველისაგან, მელას – მგლებისაგან. მაშასადამე,
ნიკოლო მაკიაველი
184
მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი, და ლომი, რომ დაიფრინო
მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის.
ამიტომ კეთილგონიერი მთავარი შეუძლებელია თავისი აღთქ-
მის ერთგული იყოს, თუკი ეს ერთგულება შეიძლება საზიანო აღ-
მოჩნდეს მისთვის, და თუ აღარ არსებობენ მიზეზები, რომლებმაც
ეს აღთქმა დაადებინეს. ყველა კაცი რომ კარგი და კეთილი იყოს,
ამნაირი ქცევა უკეთური იქნებოდა, მაგრამ რაკი ისინი ბოროტნი
არიან და გამუდმებით არღვევენ იმას, რაც აღგითქვეს, შენ რატომ-
ღა უნდა უერთგულო შენს აღთქმას მათ მიმართ? მთავარს არასო-
დეს გამოელევა იმისი კანონიერი მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი
ორპირობა. შეიძლებოდა მოგვეტანა ურიცხვი ახალი მაგალითი და
გვეჩვენებინა, რამდენი შეთანხმება, რამდენი საზავო ხელშეკრულე-
ბა დარჩენილა ფუჭ ოქმად მთავართა სიმუხთლის შედეგად, და ის,
ვინც ახერხებდა უფრო უკეთ გაეთამაშებინა მელას როლი, უფრო
ადვილად აღწევდა მიზანს. მაგრამ აუცილებელია საგულდაგულოდ
შენიღბო ეს ბუნება, რისთვისაც დიდი თვალთმაქცობა და გაქნი-
ლობა გმართებს. ადამიანები კი ისე მიამიტნი არიან და ყოველწა-
მიერ აუცილებლობას ისერიგად დამონებულნი, რომ ცრუს არა-
სოდეს შემოაკლდება ხალხი, რომელიც ადვილად გააცურებინებს
თავს. ამასწინანდელი მაგალითებიდან მე მინდა მოვიხსენიო მხო-
ლოდ ერთი: ალექსანდრე VI-ს თავისი დღე და მოსწრება ხალხის
მოტყუების მეტი არა უკეთებია რა, არც სხვა საფიქრალი ჰქონია
და არც არასდროს შემოლევია ხალხი, რომელიც შეეძლო მოეტყუ-
ებინა. და არ არსებულა კაცი, უფრო მარჯვედ რომ შესძლებოდეს
სხვების დარწმუნება, უფრო გულმხურვალე ფიცით რომ აღეთქვა
მათთვის რაიმე და უფრო ადვილად გაეტეხა თავისი ფიცი. მაგრამ
ყოველთვის ახერხებდა იმას, რომ სიმართლედ გაესაღებინა ტყუ-
ილი, ვინაიდან კარგად იცნობდა კაცთა ბუნებას.
ამრიგად, მთავრისათვის სულაც არ არის აუცილებელი, რომ
ყველა ზემოჩამოთვლილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ დიახაც აუცი-
ლებელია ისე გვიჩვენებდეს თავს, თითქოს მართლაც მათი მფლო-
ბელი იყოს. მეტიც, იმის თქმასაც კი ვბედავ, რომ თუ ფლობ და ყო-
ველი ფეხის ნაბიჯზე ავლენ მათ, ისინი სახიფათონი არიან, ხოლო
თუ თავის მოსაჩვენებლად იყენებ მათ, სასარგებლონი არიან შენ-
თვის. ასე მაგალითად, სასარგებლოა ხალხს ისე აჩვენებდე თავს,
მთავარი
185
თითქოს გულმოწყალე, სარწმუნო, კაცთმოყვარე, მორწმუნე და პა-
ტიოსანი კაცი ხარ, და არა მარტო აჩვენებდე, იყო კიდეც სინამდ-
ვილეში. მაგრამ ისე კი უნდა ფლობდე საკუთარ თავს, რომ, საჭი-
როების შემთხვევაში, შეგეძლოს საპირისპირო თვისებებად გარდაქ-
მნა ისინი. უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი, და მით უმეტეს, ახალი
მთავარი, ვერ უერთგულებს იმას, რის გამოც ადამიანს კაი კაცად
თვლიან, ვინაიდან, სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, ხშირად იძუ-
ლებულია იმოქმედოს ერთგულების, მოყვასისადმი სიყვარულის,
ადამიანობის, სარწმუნოების საპირისპიროდ. ამიტომაც აუცილებ-
ლად ისე მოქნილი უნდა იყოს, რომ მოხერხებულად ესადაგებოდეს
ქარის ქროლვითა თუ ბედის ტრიალით ნაკარნახევ მიმართულებას,
და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არ გადაუხვიოს სიკეთის გზას, თუ
ეს შესაძლოა, მაგრამ, იმავდროულად, შეეძლოს ბოროტების გზა-
ზე დადგომაც, თუკი ეს აუცილებელია. მაშასადამე, მთავარი ყო-
ველთვის უნდა ფრთხილობდეს, რათა მის ბაგეს არ დასცდეს სიტ-
ყვა, ზემოაღნიშნული ხუთი თვისებით რომ არ იყოს აღბეჭდილი,
და რათა, ვუსმენთ თუ ვუყურებთ მას, სიყვარულის, პატიოსნების,
ადამიანობის, მორწმუნეობის ხორცშესხმულ ხატებად ჩანდეს. ყვე-
ლაზე მეტად აუცილებელი კი ისაა, რომ ამ უკანასკნელი თვისებე-
ბის ნამდვილ განსახიერებად გვაჩვენებდეს თავს, ვინაიდან ადამი-
ანები, საერთოდ, ხედვას უფრო მეტ ანგარიშს უწევენ მსჯელობი-
სას, ვიდრე შეხების გრძნობას, რაკიღა ხედვით, ყველა ხედავს, მაშინ
როდესაც უშუალოდ მხოლოდ ცოტანი თუ ეხებიან მთავარს. ყველა
ხედავს იმას, რადაც გვაჩვენებ თავს, ცოტა თუ გრძნობს იმას, რაც
ხარ სინამდვილეში, და ეს უკანასკნელნი ვერ გაბედავენ წინ აღუდგ-
ნენ ბრბოს აზრს, რომელსაც ზურგს უმაგრებს სახელმწიფოს მთელი
ძლიერება. ეგეც არ იყოს, ყველა კაცისა და, მით უმეტეს, მთავარ-
თა მოქმედებას, რომელსაც განსასჯელად ვერ წარუდგენ სასამარ-
თლოს, მისი საბოლოო შედეგის მიხედვით აფასებენ. ამიტომ, დაე,
მთავარმა მხოლოდ გამარჯვებისა და ძალაუფლების შენარჩუნები-
სათვის იზრუნოს, და საშუალებებს, რომლებითაც ამ მიზანს აღწე-
ვენ, ყოველთვის პატიოსნად და ქება-დიდების ღირსად შერაცხავენ,
ვინაიდან ბრბოს მხოლოდ საქმის გარეგნული მხარე და საბოლოო
შედეგი ხიბლავს; ამ ქვეყნად კი ბრბო ყველაფერია, მაშინ როდესაც
ცალკეულ პიროვნებებს მხოლოდ მაშინ ენიჭებათ ერთგვარი მნიშვ-
ნიკოლო მაკიაველი
186
ნელობა, როცა უმრავლესობამ აღარ იცის, ვისზე შეაჩეროს არჩე-
ვანი. ერთი ჩვენი თანამედროვე მთავარი2, ვისაც აქ ვერ დავასახე-
ლებთ, ერთთავად მშვიდობისა და ერთგულების აუცილებლობას
ღაღადებს, თუმცა როგორც ერთის, ისე მეორის დაუძინებელი მტე-
რი გახლავთ; ისე კი, მართლაც რომ არ ღალატობდეს არც ერთს,
დიდი ხანია დაკარგავდა ძალაუფლებასაც და გავლენასაც.
თავი XIX
იმისათვის, რომ თავიდან უნდა იცილებდე ზიზღს და სიძულვილს
რაკიღა ზემოთ აღნიშნულ თვისებათაგან ყველაზე უფრო მნიშ-
ვნელოვან თვისებებზე უკვე ვილაპარაკე, მე მინდა მოკლედ განვი-
ხილო დანარჩენი იმ ზოგადი თვალსაზრისით, რომ მთავარი (რო-
გორც ეს ნაწილობრივ უკვე ითქვა ზემოთ) უნდა ცდილობდეს თავი-
დან აიცილოს ყველაფერი, რაც მას ზიზღისა და სიძულვილის საგ-
ნად აქცევს; თუ აიცილა, შეუძლია მოგვარებულად ჩათვალოს საქმე,
და სხვა რამის გამო გმობასა და ყვედრებას აღარ უნდა უფრთხოდეს
უკვე. სიძულვილის საგნად მას, უწინარეს ყოვლისა, აქცევს მგლუ-
რი სიხარბე და თავის ქვეშევრდომთა საკუთრებისა და მათი ცო-
ლების პატივის ხელყოფა, რისგანაც თავის შეკავება მართებს. და
თუ ხალხს, საერთოდ, არც საკუთრებას წარსტაცებ და არც პატივს
აჰყრი, ის კმაყოფილია, და ბრძოლა მოგიწევს მხოლოდ ცალკეულ
პირთა პატივმოყვარეობის დასათრგუნავად, რაც ადვილი საქმე გახ-
ლავთ. მთავარი ზიზღს იწვევს მაშინ, როცა მას მერყევ, თავქარიან,
სულმოკლე, მხდალ და გაუბედავ კაცად თვლიან, რასაც ის ჭირის
დღესავით უნდა უფრთხოდეს, და არაფერს უნდა ზოგავდეს საიმი-
სოდ, რომ ყოველი მისი მოქმედება სიდიადის, დიდსულოვნებისა და
სიმტკიცის ნიშნით იყოს აღბეჭდილი, ხოლო მისი თვითეული გა-
დაწყვეტილება ქვეშევრდომთა თვალში ურყევი ნების გამოვლენად
ჩანდეს, რათა ვერავინ გაბედოს მისი მოტყუება თუ გაცურება. მთა-
ვარი, რომელიც ამნაირ სახელს მოიხვეჭს, დიდი გავლენით სარგებ-
ლობს ხალხში; ძნელია შეთქმულების მოწყობა მის წინააღმდეგ და
ძნელია მასზე თავდასხმა, ვინაიდან ყველას კარგად მოეხსენება, რომ
ის ღირსეული და ქვეშევრდომთა მიერ პატივცემული კაცია. მთა-
მთავარი
187
ვარს ხომ ორმაგი საფრთხე ემუქრება: ჯერ ერთი, შიგნით, თავისსავე
ქვეშევრდომთაგან, და მეორეც, გარედან, – უცხოელ მბრძანებელ-
თა მხრივ. ამ უკანასკნელთაგან ის თავს იცავს ძლიერი ლაშქრისა და
ერთგული მეგობრების წყალობით; ხოლო ერთგული მეგობრები არ
დაგელევა, თუკი გეყოლება ძლიერი ლაშქარი, და შიგნით ყველაფე-
რი რიგზე იქნება, როცა ყველაფერი მოგვარებული გექნება გარეთ,
თუკი შეთქმულებამ წყალში არ ჩაგიყარა მთელი ნაღვაწი.
თუ მთავარი ისე ააწყობს თავის ცხოვრებას, როგორც მოგახ-
სენეთ, გარეთ რომ ყველაფერიც მოიშალოს, ის მაინც შესძლებს
ყოველგვარი შეტევის მოგერიებას (თუკი, რა თქმა უნდა, თავგზა
არ დაკარგა), როგორც ეს შესძლო ოდესღაც ნაბიდე სპარტელმა1,
რაც შეეხება ქვეშევრდომებს, როცა გარეთ ყველაფერი თავის რიგ-
ზეა, მთავარს თვალი ფხიზლად უნდა ეჭიროს, რათა მათ საიდუმ-
ლო შეთქმულება არ მოაწყონ მის წინააღმდეგ, რისგანაც მნიშვნე-
ლოვანწილად დაიზღვევს თავს, თუკი თავიდან აიცილებს ზიზღს და
სიძულვილს და კმაყოფილი ეყოლება ხალხი: აი, მიზანი, რომელსაც
უთუოდ უნდა მიელტვოდეს, როგორც ეს დაწვრილებით მოგახსე-
ნეთ ზემოთ. დიახ, შეთქმულების წინააღმდეგ ერთი ყველაზე ქმე-
დითი საშუალება ის გახლავთ, რომ თავიდან აიცილო ზიზღი და სი-
ძულვილი, ვინაიდან შეთქმულთ ყოველთვის იმის იმედი აქვთ, რომ
მთავრის სიკვდილს სიამოვნებით შეხვდება ხალხი; მაგრამ ამის ნაც-
ვლად ხალხის აღშფოთებას რომ მოელოდნენ, ვერასოდეს ვერ გაბე-
დავდნენ მთავარზე ხელის აღმართვას, ვინაიდან არ არსებობს უფრო
ნარეკლიანი გზა, ვიდრე შეთქმულთა გზაა. გამოცდილება გვასწავ-
ლის, რომ მრავალნი აწყობდნენ შეთქმულებებს, მაგრამ ცოტანი თუ
აღწევდნენ წარმატებას, ვინაიდან შეთქმულს არ შეუძლია მარტოდ
მარტომ იმოქმედოს, თუმცა არც მისი შეამხანაგება შეუძლია, ვი-
საც უკმაყოფილოდ არ თვლის. მაგრამ როგორც კი უკმაყოფილოს
შენს ხვაშიადს გაანდობ, იმის საშუალებას აძლევ, რომ თავის საქმის
მოგვარება შესძლოს, ვინაიდან შეთქმულის გაცემა ურიცხვ სიკეთეს
უქადის მას: ასე რომ, ერთის მხრივ, აშკარა სარგებლის, ხოლო მე-
ორეს მხრივ, საეჭვო და საჭოჭმანო მოგებისა და ათასგვარი ხიფა-
თის მომლოდინე, ან შენი უერთგულესი მეგობარი უნდა იყოს, ანდა
მთავრის დაუძინებელი მტერი, რომ არ გიმუხთლოს და გიღალატოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, შეთქმულის მხარეზეა ძრწოლა, ეჭვი, სასჯე-
ნიკოლო მაკიაველი
188
ლის შიში, რომლებიც თავზარს სცემენ და მხნეობას ართმევენ, მა-
შინ როდესაც მთავრის მხარეზეა ძალაუფლების სიდიადე, კანონი,
მფარველობა მეგობრებისა და სახელმწიფოს მხრივ, რომლებიც ერ-
თად იცავენ მას; ხოლო თუ ყოველივე ამას ხალხის კეთილგანწყო-
ბილებასაც დავუმატებთ, წარმოუდგენელია, რომ ვინმემ გაბედოს
შეთქმულების მოწყობა; ვინაიდან შეთქმულს, ჩვეულებრივ, თავისი
განზრახვის განხორციელებამდე ემუქრება საფრთხე, ამ შემთხვევა-
ში კი – განხორციელების შემდეგაც, ვინაიდან ბოროტმოქმედების
ჩადენის შემდეგ მისი მტერი იქნება ხალხი, რომლის შურისგებასაც
ვერსად წაუვა.
შეიძლებოდა მოგვეტანა ურიცხვი მაგალითი ამ აზრის ნათელ-
საყოფად, მაგრამ მე მინდა დავჯერდე მხოლოდ ერთს, რომელიც ჯერ
კიდევ ცოცხლად შემორჩენია ჩვენი მამების მახსოვრობას. როცა ბო-
ლონიის მთავარი მესსერ ანიბალე ბენტივოლი2, აწინდელი მესსერ
ანიბალეს პაპა3, მოკლულ იქნა მის წინააღმდეგ შეთქმული კანესკე-
ბის მიერ, მას დარჩა მხოლოდ მესსერ ჯოვანი4, რომელიც მაშინ ჯერ
კიდევ უასაკო ყრმა იყო. მაგრამ ამ ბოროტმოქმედების ჩადენისთა-
ნავე აღსდგა ხალხი და მუსრი გაავლო კანესკებს, რაც აიხსნება მო-
ქალაქეთა კეთილგანწყობილებით, რომლითაც იმ ხანად გარემოსი-
ლი იყო ბენტივოლიების სახლი ბოლონიაში. ეს კეთილგანწყობი-
ლება იმდენად დიდი იყო, რომ, რაკი ანიბალეს სიკვდილის შემდეგ
აღარავინ დარჩა, ვისთვისაც შეიძლებოდა სახელმწიფოს მართვა
მიენდოთ, ბოლონიელები, რომლებმაც გაიგეს, რომ ფლორენცი-
აში ცხოვრობდა ბენტივოლიების შთამომავალი, მანამდე მჭედლის
შვილად რომ ითვლებოდა, – ფლორენციაში ეახლნენ და თავიან-
თი ქალაქის მმართველობა მიანდეს მას5. სწორედ ეს უკანასკნელი
მართავდა ბოლონიას, ვიდრე ჯოვანი სრულწლოვანებას მიაღწევდა.
დასასრულ, ვიტყვი, რომ მთავარს შეუძლია არ ეშინოდეს შეთქმუ-
ლებისა, თუ ხალხი კეთილადაა განწყობილი მის მიმართ, მაგრამ თუ
ხალხს, პირიქით, მტრად მიაჩნია და სძულს იგი, მთავარს ყველასი
და ყველაფრის შიში უნდა ჰქონდეს. ყველა კარგად მოწესრიგებუ-
ლი სახელმწიფო და ყველა ბრძენი მთავარი მთელი თავგამოდებით
ესწრაფვოდნენ იმას, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩაეგდოთ დიდე-
ბულები, ხალხი კი კმაყოფილი ჰყოლოდათ, ვინაიდან ესაა მთავრის
ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი.
მთავარი
189
ჩვენს დროში ერთი ყველაზე უკეთ მოწესრიგებული და კარ-
გი მმართველობის მქონე სამეფოა საფრანგეთი, სადაც არსებობს
ურიცხვი დიდებული დაწესებულება, რომლებზედაც დამოკიდებუ-
ლია მეფის თავისუფლება და უსაფრთხოება. მათ შორის უპირვე-
ლესია პარლამენტი და მისი ავტორიტეტი6. საქმე ისაა, რომ ამ სა-
მეფოს მომწესრიგებელს, რომელიც იცნობდა, ერთის მხრივ, დიდე-
ბულთა აღვირახსნილობასა და თავგასულობას, და ამიტომ აუცი-
ლებლად თვლიდა ლაგამი ამოედო მათთვის, ხოლო მეორეს მხრივ,
ბრბოის სიძულვილს დიდებულთა მიმართ, შიშზე დაფუძნებულს,
და ასევე აუცილებლად მიაჩნდა ამ უკანასკნელთა უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, – არ უნდოდა რომ ყოველივე ეს მარტოოდენ მე-
ფის პირადი საზრუნავი ყოფილიყო, რათა, ამრიგად, თავიდან აეცი-
ლებინა მისთვის არა მარტო დიდებულებთან შეხლა-შემოხლა, რაც
გარდუვალი იქნებოდა, თუკი ხალხს გაუწევდა მფარველობას, არა-
მედ ხალხთან შეჯახებაც, თუკი დიდებულებს მოევლინებოდა მფარ-
ველად. ამიტომაც მათ შორის შუამდგომლად დაადგინა მესამე მსა-
ჯული, რომელსაც, მეფის შეუწუხებლად, უნდა დაეოკებინა დიდე-
ბულები და მფარველობა გაეწია მდაბიორთათვის. შეუძლებელია
ამაზე უკეთ ან უფრო კეთილგონივრულად მოაგვარო საქმე, წარ-
მოუდგენელია დაწესებულება, რომელიც ამაზე უკეთ უზრუნველ-
ყოფდა მეფისა და სამეფოს უსაფრთხოებას. აქედან გამომდინა-
რეობს ღირსსახსოვარი წესი: მთავარმა სხვას უნდა გადააბაროს
ყველა უმადური საქმე, მადლიანი კი თვითონ იტვირთოს. და კვლავ
ვიმეორებ, რომ მთავარი პატივს უნდა სცემდეს დიდებულებს, მაგ-
რამ, ამასთან, თავს არ უნდა აძულებდეს ხალხს.
ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ არა ერთი და ორი რომაელი
იმპერატორის სიკვდილ-სიცოცხლის განხილვა შეიძლება ამ ჩემი
მოსაზრების საპირისპირო მაგალითებად გამოგვადგეს; მართლაც-
და, ზოგიერთმა მათგანმა, მიუხედავად იმისა, რომ ღირსეულად იც-
ხოვრა და სულის უჩვეულო სიქველე გამოავლინა, მაინც დაჰკარგა
ძალაუფლება და მათს წინააღმდეგ შეთქმული ქვეშევრდომების ხე-
ლით მოკლულ იქნა. ამნაირი შესიტყვების პასუხად, მე განვიხილავ
ზოგიერთი ამ იმპერატორის თვისებებს და გიჩვენებთ მათი დაღუპ-
ვის მიზეზს, რაც არ ეწინააღმდეგება ჩემს მიერ ზემოთ გამოთქმულ
მოსაზრებას. აქვე გაკვრით გაგაცნობთ ჩემს თვალსაზრისს ზოგიერთ
ნიკოლო მაკიაველი
190
საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც უთუოდ უნდა ითვალისწი-
ნებდეს იმდროინდელი მოვლენების ყველა მკვლევარი. მე შემო-
ვიფარგლები მარტოოდენ რამდენიმე იმპერატორის მაგალითით,
რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ დროის იმ შუალედში, რაც ძევს
მარკუს ფილოსოფოსსა და მაქსიმინეს შორის. ესენი იყვნენ: მარ-
კუსი, მისი ძე კომოდუსი, პერტინაქსი, იულიანე, სევერუსი, ანტო-
ნინუსი, მისი ძე კარაკალა, მაკრინუსი, ჰელიოგაბალი, ალექსანდრე
და მაქსიმინე.7
უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ სხვა სამთავრო-
ების მბრძანებლებს მხოლოდ დიდებულთა პატივმოყვარეობისა და
ხალხის აღვირახსნილობის წინააღმდეგ უხდებათ ბრძოლა, რომაელ
იმპერატორებს კიდევ ერთი გასაჭირი ადგათ, რაკიღა იძულებულნი
იყვნენ აეტანათ ჯარისკაცების სიხარბე და გულმხეცობა. ეს უკანას-
კნელი გასაჭირი იმდენად დამთრგუნველი იყო, რომ არა ერთი და
ორი იმპერატორის დაღუპვის მიზეზი გახდა, ვინაიდან ძნელი საქ-
მეა კმაყოფილი გყავდეს ჯარისკაცებიც და, იმავდროულად, ხალხიც:
ხალხი მშვიდობის მოყვარეა და ამიტომ თვინიერი მთავარი უყვარს,
ჯარისკაცებს კი იმნაირი მთავარი მოსწონთ, რომელსაც ერთავად
იარაღზე უჭირავს თვალი, შლეგია, გულმხეცი და ძარცვა-გლეჯას
დახარბებული. ჯარისკაცებს სურთ, რომ ის თავზე ატეხდეს ხალხს
თავის სისასტიკეს, რათა, ამრიგად, ჯამაგირი გაუორკეცდეთ და სა-
შუალება მიეცეთ თავიანთი სიხარბე და გულმხეცობა დაიცხრონ.
აი, რატომაა, რომ ის იმპერატორები, რომლებიც ვერც ბუნებით
და ვერც ხელოვნებით ვერ ახერხებდნენ იმნაირი სახელის მოხვეჭას,
რაც საკმარისი იქნებოდა როგორც ხალხის, ისე ლაშქრის თავგასუ-
ლობის ასალაგმავად, ყოველთვის იღუპებოდნენ და მათი უმეტესო-
ბა, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ძალაუფლებას თვითონვე
იგდებდნენ ხელში და კარგად ესმოდათ ამ ორი ურთიერთსაპირის-
პირო მისწრაფების შეუთავსებლობა, ამჯობინებდნენ დაეკმაყოფი-
ლებინათ ჯარისკაცების მოთხოვნები და არას დაგიდევდნენ შევიწ-
როებული ხალხის დრტვინვას. ამნაირი გადაწყვეტილება აუცილე-
ბელი იყო, ვინაიდან მთავრებს, რომლებსაც არ შეეძლოთ თავიდან
აეცილებინათ ვისიმე სიძულვილი, უწინარეს ყოვლისა, იმაზე უნდა
ეზრუნათ, რომ თავიდან აეცილებინათ საერთოდ ყველას სიძულ-
ვილი, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, არაფერი უნდა
მთავარი
191
დაეშურებინათ საიმისოდ, რომ ყველაზე მძლავრი დაჯგუფებების
სიძულვილისათვის მაინც დაეღწიათ თავი. ამიტომ ხელისუფლე-
ბის სათავეში ახლად ჩამდგარი იმპერატორები, რომლებსაც სწო-
რედ ამის გამო საგანგებო დახმარება ესაჭიროებოდათ, უფრო თამა-
მად იჭერდნენ ჯარისკაცების მხარეს, ვიდრე ხალხისას, რაც მათთვის
სასიკეთოდ ან სავალალოდ მთავრდებოდა ხოლმე, იმისდა კვალად,
თუ რაოდენ ღირსეულად შეეძლოთ თავის დაჭერა ჯარისკაცებთან8.
ზემოაღნიშნული მიზეზებით აიხსნება ის, რომ მარკუსს, პერტი-
ნაქსს და ალექსანდრეს – ყველა ამ თავმდაბალ, სამართლიან, სისას-
ტიკის მოძულე, კაცთმოყვარე და მოწყალე იმპერატორს, – ყველას,
მარკუსის გარდა, სავალალო აღსასრული ეწია: მარტოოდენ მარკუ-
სი9 იყო, სიცოცხლეშიც და სიკვდილშიაც, საყოველთაო პატივისცე-
მით გარემოსილი, ვინაიდან ძალაუფლება მემკვიდრეობით გადავიდა
მის ხელში და, ამ მხრივ, არც ჯარისკაცებისა და არც ხალხისგან არ
ყოფილა დავალებული; ეგეც არ იყოს, ურიცხვი სიქველის წყალო-
ბით, რამაც სათაყვანებელ კერპად აქცია იგი, ყოველთვის ახერხებდა
თავ-თავიანთი ადგილი მიეჩინა ხალხისთვისაც და ლაშქრისთვისაც,
და არასოდეს დაუმსახურებია სიძულვილი და ზიზღი. პერტინაქ-
სი10 კი ჯარისკაცების უნებურად აირჩიეს იმპერატორად, ჯარისკა-
ცებისა, რომლებიც აღვირახსნილ ცხოვრებას მიეჩვივნენ კომოდუ-
სის დროს, და ამიტომაც ვერასდიდებით ვერ შეეგუენ იმ თავდაჭე-
რილობას, რისკენაც მოუწოდებდა მათ პერტინაქსი. ასე და ამრიგად,
ის საძულველი შეიქნა მათთვის, რასაც ზედ დაერთო ზიზღი მისი
სიბერის გამო და ის თავისი მმართველობის დასაწყისშივე დაიღუპა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილს კეთილი საქმეც ისე-
ვე იწვევს ხოლმე, როგორც – ბოროტი, და ამიტომ, როგორც ზე-
მოთ მოგახსენეთ, მთავარი, თუკი ძალაუფლების შენარჩუნება სურს,
ხშირად იძულებულია ზურგი აქციოს სიკეთეს. ვინაიდან, როცა ის
დაჯგუფებანი – სულერთია, ხალხის, ჯარისკაცების თუ დიდებულე-
ბისა, – რომელთა მხარდაჭერაც, როგორც თვითონ ჰგონია, აუცი-
ლებელია მისთვის, დიახ, როცა ზემოაღნიშნული დაჯგუფებანი იხ-
რწნებიან, ის იძულებულია დაჰყვეს მათ ნებას და უყოყმანოდ
აღასრულოს მათი სურვილი. ამ პირობებში ყოველი კეთილი საქ-
მე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის. მაგრამ გადავიდეთ
ალექსანდრეზე11, რომელიც იმდენად კეთილი იყო, რომ, როგორც
ნიკოლო მაკიაველი
192
მისი მეხოტბეები აღნიშნავენ, უშურველად რომ აქებენ მას, – თა-
ვისი მმართველობის თოთხმეტი წლის მანძილზე ერთი კაციც არ
დაუსჯია გაუსამართლებლად. მაგრამ რაკიღა ქალაჩუნად ითვლე-
ბოდა, ვინაიდან დედამისის ყურმოჭრილი მონა იყო და საყოველ-
თაო ზიზღის საგნად იქცა, ამიტომ ლაშქარმა შეთქმულება მოაწყო
მის წინააღმდეგ და მოაკვდინა იგი.
თუ ახლა, მათდა საპირისპიროდ, განვიხილავთ კომოდუსის, სე-
ვერუსის, ანტონინუსის, კარაკალასა და მაქსიმინეს თვისებებს, და-
ვინახავთ, რომ ყველა ისინი გულმხეცნი და ძარცვა-გლეჯით გაუმაძ-
ღარნი იყვნენ. ოღონდაც ჯარისკაცებისთვის ეამებინათ და არავი-
თარ უსამართლობაზე არ იტყოდნენ უარს, რითაც კი შეიძლებოდა
შეევიწროებინათ ხალხი. ყველა მათგანს, სევერუსის გარდა, სავალა-
ლო აღსასრული ეწია: სევერუსის12 სიქველე კი იმდენად დიდი იყო,
რომ მიუხედავად ხალხის ჩაგვრისა, რაკიღა ჯარისკაცების კეთილ-
განწყობას ინარჩუნებდა, ყოველთვის სვიანად მართავდა სახელმწი-
ფოს. სწორედ ამ სიქველის წყალობით იმნაირ საოცრებად ჩანდა ჯა-
რისკაცებისა და ხალხის თვალში, რომ ეს უკანასკნელი ერთგვარად
გაოგნებული და გახევებული იყო, კმაყოფილი ჯარისკაცები კი პირ-
დაპირ აღმერთებდნენ მას. და რაკი ყოველი მისი მოქმედება, ახალი
მთავრის კვალობაზე, მართლაც რომ საოცარი იყო, მე მინდა ორი-
ოდე სიტყვით გიჩვენოთ, რა ზედმიწევნით ფლობდა იგი ლომსა და
მელაში, ე. ი. იმ ცხოველებში გარდასახვის ხელოვნებას, რომელთა
ბუნებასაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უნდა ბაძავდეს მთავარი.
რაკიღა კარგად იცნობდა იმპერატორ იულიანეს დაუდევრობას, სე-
ვერუსმა დაარწმუნა თავისი ჯარისკაცები, რომლებსაც სლავონიაში
სარდლობდა, რომ უნდა გაელაშქრათ რომზე და პერტინაქსის სის-
ხლი ეზღვევინებინათ საიმპერატორო გვარდიისათვის. ამ საბაბით,
ისე რომ არ გაუმჟღავნებია თავისი განზრახვა, რაც ძალაუფლების
ხელში ჩაგდებას გულისხმობდა, რომისკენ დასძრა თავისი ლაშქარი
და იტალიაში უფრო ადრე ჩავიდა, ვიდრე იქ ჩააღწევდა ხმა მისი გა-
მოლაშქრების შესახებ. რომს რომ მიადგა, თავზარდაცემულმა სე-
ნატმა იმპერატორად აირჩია იგი, იულიანე კი მოკლულ იქნა. ამნა-
ირი დასაწყისის შემდეგ, სევერუსს, თუკი მას სურდა დაუფლებოდა
მთელს სახელმწიფოს, ორი ძნელი ამოცანა უნდა გადაეჭრა: ერთი
აზიაში, სადაც ნიგერმა, აზიური ლაშქრის სარდალმა, ჯარისკაცებს
მთავარი
193
იმპერატორად გამოაცხადებინა თავი, მეორე კი დასავლეთში, სადაც
ალბინუსიც ასევე აპირებდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მაგრამ
რაკი ორივესადმი აშკარა დაპირისპირება, მისი აზრით, კარგს არას
უქადდა, ამიტომ გადაწყვიტა თავს დასხმოდა ნიგერს და გაეცურე-
ბინა ალბინუსი, რომელსაც მისწერა, რაკიღა სენატმა იმპერატორად
ამირჩია, მე მინდა შენთან ერთად გავიზიარო ეს პატივიო; ამიტომაც
ცეზარის წოდება უბოძა და, სენატის გადაწყვეტილების თანახმად,
თანამოსაყდრედ დაისვა იგი. ალბინუსი გაბრიყვდა და ანკესზე წამო-
ეგო. მაგრამ როდესაც სევერუსმა დაამარცხა და მოკლა ნიგერი და
აღმოსავლეთის საქმეები მოაგვარა, რომში დაბრუნებულმა სენატში
უჩივლა ალბინუსს: ხომ ამდენი სიკეთე ვუყავი, მაგრამ მადლიერე-
ბის სანაცვლოდ მუხანათურად მიპირებს მოკვლას და ამიტომ სხვა
გზა არა მაქვს, თავს უნდა დავესხა და მისი უმადურობა ვაზღვევი-
ნოო. და მართლაც, ბოლოს, საფრანგეთში მოიხელთა, ძალაუფლე-
ბა წაართვა და სიკვდილით დასაჯა იგი.
ვინც დაწვრილებით განიხილავს სევერუსის მოქმედებას, დარწ-
მუნდება, რომ ის ლომზე უფრო გამბედავი და მელაზე უფრო ცბი-
ერი იყო და რომ ყველა უფრთხოდა და, იმავდროულად, პატივს
სცემდა მას, ჯარისკაცებს კი არ სძულდათ იგი. ამიტომ აღარ უნდა
გვიკვირდეს, რომ მან საკუთარი ძალისხმევით ჩაიგდო ხელში ძა-
ლაუფლება, შემდეგ კი მისი შენარჩუნებაც შესძლო, ვინაიდან სა-
ხელი და დიდება ყოველთვის იცავდა იმ სიძულვილისაგან, რაც თა-
ვისი ძალმომრეობით შეიძლებოდა აღეძრა ხალხში. მაგრამ მისმა
ძემ ანტონინუსმა13 კიდევაც გადააჭარბა მამას: თავისი თვისებებით
აოცებდა ხალხს და ჯარისკაცებსაც. ამავე თვისებების გამო უყვარ-
დათ იგი. ეს იყო ომით გაუმაძღარი და გასაჭირში ქედუხრელი კაცი,
რომელსაც ეზიზღებოდა რჩეული სასმელ-საჭმელი და სძულდა ყო-
ველგვარი ფუფუნება. მაგრამ მისი გულმხეცობა და სისასტიკე იმ-
დენად საზარელი და გაუგონარი იყო, – ცალკეულ პირთა სიკვდი-
ლით დასჯას არ დასჯერდა, მან მუსრი გაავლო რომაელთა უმრავ-
ლესობას და ალექსანდრიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაჟლიტა,
– დიახ, იმდენად გულმხეცი გახლდათ, რომ მთელს ქვეყანას შეაძუ-
ლა თავი და ახლობელთა საფრთხობელად იქცა; ასე რომ, ბოლოს
და ბოლოს, მთელი ლაშქრის თვალწინ მოჰკლა ერთმა ცენტურიონ-
მა14. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამნაირი მკვლელობები, რომლებ-
ნიკოლო მაკიაველი
194
საც მიზნად ისახავს და ახორციელებს გამბედავი და თავგანწირული
კაცი, ყოველთვის ემუქრება მთავრებს, რაკიღა მათი ჩადენა შეუძ-
ლია ყველას, ვინც არად აგდებს საკუთარ სიცოცხლეს; მაგრამ მთავ-
რები ნაკლებად უნდა უფრთხოდნენ ამას, რადგანაც ყველა ამნაირი
მკვლელობა საკმაოდ იშვიათია, ოღონდ იმას კი უნდა ცდილობდ-
ნენ, რომ თავიანთ ახლობელთა თუ ხელქვეითთაგან არავის მიაყე-
ნონ მძიმე შეურაცხყოფა, როგორც მოიქცა ანტონინუსი, რომელმაც
სამარცხვინო სიკვდილით მოაკვდინა ზემოხსენებული ცენტური-
ონის ძმა, თვითონ მასაც გამუდმებით ემუქრებოდა და, მიუხედავად
ამისა, მაინც პირად დაცვაში ჰყავდა. ამნაირი ქცევა, რაც აშკარად
არაგონივრული იყო, საბედისწერო უნდა გამხდარიყო მისთვის, და
გახდა კიდეც.
მაგრამ გადავიდეთ კომოდუსზე15, რომელსაც, როგორც მარკუ-
სის ძეს, ადვილად შეეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, რომელიც
მემკვიდრეობით გადაეცა და საკმარისი იყო მამის კვალს გაჰყოლო-
და, რომ კმაყოფილი ეყოლებოდა ხალხიცა და ჯარისკაცებიც. მაგ-
რამ რაკი ბუნებით გულმხეცი და სისხლისმსმელი იყო და სურდა
ხალხის წამებით დაეცხრო თავისი მტაცებლური ჟინი, ამიტომ თავს
ევლებოდა და ელოლიავებოდა ჯარისკაცებს, რითაც თავის ნებაზე
მიუშვა და გახრწნა ისინი. მეორეს მხრივ, არც თავისი ღირსებისათ-
ვის უკადრის ქცევას თაკილობდა, ხშირად გამოდიოდა ცირკის არე-
ნაზე გლადიატორებთან შესარკინებლად და ბევრი სხვა სიმდაბლი-
თაც ბღალავდა საიმპერატორო ღირსების სიდიადეს. ასე რომ, ჯა-
რისკაცებს თანდათანობით შეაზიზღა თავი. და როცა ხალხის სი-
ძულვილმა და ჯარისკაცების ზიზღმა იმძლავრა, მის წინააღმდეგ
შეთქმულება მოეწყო და ის მოკლული იქნა.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მაქსიმინეს16 თვისებები განვიხილოთ.
ამ კაცს, ომის გარდა, სხვა საფიქრალი არა ჰქონდა, და რაკი ჯარის-
კაცებს არაფრად ეპიტნავებოდათ ალექსანდრეს უმწეობა, ამიტომ
მისი სიკვდილის შემდეგ მაქსიმინე აირჩიეს იმპერატორად. მაგრამ
მან დიდხანს ვერ გასძლო ხელისუფლების სათავეში, ვინაიდან იყო
ორი საჩოთირო გარემოება, რამაც სიძულვილისა და ზიზღის საგნად
აქცია იგი. ჯერ ერთი, ყოვლად უღირსი წარმავლობისა გახლდათ, ვი-
ნაიდან სიჭაბუკის ჟამს ღორებს მწყემსავდა თრაკიაში (რაც დაწვ-
რილებით იცოდა ყველამ და ამიტომ ბევრ რასმე ჰკარგავდა ხალხის
მთავარი
195
თვალში), და მეორეც, თავისი მმართველობის დასაწყისში თავი რომ
აარიდა რომში ჩასვლასა და საიმპერატორო ტახტის დამკვიდრებას,
მან თავისი გულმხეცობით გაითქვა სახელი, ვინაიდან მისი მოხელე-
ების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა რომშიც და მთელს იმპერი-
აშიც. და ასე, როცა მთელი ქვეყანა მოიცვა, ერთის მხრივ, ზიზღ-
მა მისი მდაბიური წარმომავლობის გამო, ხოლო მეორეს მხრივ, სი-
ძულვილმა, რასაც მისი გულმხეცობა უნერგავდა შეძრწუნებულ
ხალხს, მის წინააღმდეგ ამბოხდნენ ჯერ აფრიკა, შემდეგ კი სენატი,
რომის მოქალაქენი და იტალიის მთელი მოსახლეობა. მათ მხარი
მისცა მისმავე საკუთარმა ლაშქარმა, რომელიც იმ ხანად აკვილეას
ადგა გარს და, მისი აღება რომ ვერ შესძლო, მაქსიმინეს სისასტიკით
თავმობეზრებულმა და მისი მტრების სიძლიერეში დარწმუნებულმა,
შიში დაივიწყა და მოაკვდინა იგი.
სიტყვას აღარ გავაგრძელებ ჰელიოგაბალზე, მაკრინუსსა და
იულიანეზე17, რომლებიც ზიზღის მეტს არაფერს იწვევდნენ ხალხში
და ამიტომ დიდხანს ვერ ძლებდნენ ტახტზე. მაგრამ ამ თავის და-
სასრულს ვიტყვი, რომ ჩვენი დროის მთავრებს გაცილებით უფრო
ნაკლებ აწუხებთ იმნაირი ვითარების მთელი სირთულე, რომე-
ლიც მოითხოვს, რომ არაფერს იშურებდნენ ჯარისკაცების საამებ-
ლად, ვინაიდან, თუმცა იძულებულნი არიან ანგარიშს უწევდნენ მათ,
მაინც საკმაოდ ადვილად ართმევენ თავს ამ ამოცანას, რადგან არც
ერთ მათგანს არა ჰყავს ლაშქარი, ურღვევი კავშირით რომ უკავშირ-
დებოდეს ცალკეული პროვინციების მმართველობასა თუ ადმინის-
ტრაციას, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე რომის იმპერიაში. ამიტომ,
მაშინ აუცილებელი იყო ჯარისკაცების დაკმაყოფილებაზე უფრო
მეტად ეზრუნათ, ვიდრე ხალხისა, ვინაიდან ჯარისკაცები ხალხზე
უფრო ძლიერნი იყვნენ. ახლა კი, თურქეთის სულთანისა და ეგვიპ-
ტის18 მბრძანებლის გარდა, ყველა მთავრისათვის აუცილებელია
ხალხის დაკმაყოფილებაზე უფრო მეტად ზრუნავდეს, ვიდრე ჯარის-
კაცებისა, ვინაიდან ხალხი უფრო ძლიერია ჯარისკაცებზე. მე იმი-
ტომ გამოვრიცხავ თურქეთის სულთანს, რომ მას ყოველთვის გარს
ახვევია დაახლოებით თორმეტი ათასი ქვეითი და თხუთმეტი ათა-
სი მხედარი, რომლებზეც დამოკიდებულია მისი ძალაუფლების სიმ-
ტკიცე და უსაფრთხოება. ამიტომ სულთანისათვის აუცილებელია
მეგობრულად იყოს განწყობილი მათ მიმართ და ნაკლებად იწუხებ-
ნიკოლო მაკიაველი
196
დეს თავს ხალხზე ზრუნვით. ასეთსავე მდგომარეობაშია ეგვიპტის
მბრძანებელიც. რაკიღა მისი ბედ-იღბალი ჯარისკაცებზეა დამოკი-
დებული, ისიც იძულებულია მეგობრულად იყოს განწყობილი მათ
მიმართ და ნაკლებად ედარდებოდეს ხალხი. აღსანიშნავია, რომ ეგ-
ვიპტის სახელმწიფო სხვა სამთავროებს კი არა ჰგავს, არამედ საპა-
პოს და ამიტომ არც ახალ და არც მემკვიდრეობით სამთავროდ არ
შეიძლება იწოდებოდეს, ვინაიდან გარდაცვლილი მთავრის ძენი კი
არ რჩებიან მემკვიდრეებად და მბრძანებლებად, არამედ ისინი, ვი-
საც ამ თანამდებობაზე ირჩევენ სათანადო უფლებამოსილებით აღ-
ჭურვილი პირნი. და რაკი ამნაირი წესრიგი დროის ხანგრძლივობი-
თაა განმტკიცებული, ეგვიპტე არ შეიძლება იწოდებოდეს ახალ სამ-
თავროდ, ვინაიდან მისთვის უცხოა ყველა ის სიძნელე, რომლებიც
თავს იჩენენ ახალ სამთავროში. და თუმცა მთავარი ახალია, მაგრამ
თვით ამ სახელმწიფოს წეს-წყობილებაა ძველი და საიმისოდ გამიზ-
ნული, რომ მემკვიდრეობითი მთავრის მდგომარეობა უზრუნველ-
ყოს მბრძანებლისათვის.
მაგრამ კვლავ მივუბრუნდეთ ჩვენს საგანს. მე ვფიქრობ, ყველა,
ვინც ჩასწვდა ჩვენი მსჯელობის არსს, დარწმუნდება იმაში, რომ ზე-
მოხსენებულ იმპერატორთა დაღუპვის მიზეზი ან სიძულვილი იყო,
ან ზიზღი და დაინახავს, რატომ იქცეოდა ზოგი ასე, ზოგი კი ისე, და
რატომაა, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაშიც ზოგიერთი
ბედნიერი იყო, ზოგიერთმა კი უბედურად დაასრულა სიცოცხლის
დღენი. საქმე ისაა, რომ პერტინაქსსა და ალექსანდრეს, როგორც
ახალ მთავრებს, არც უნდა ესურვათ მიებაძათ მარკუსისათვის, რო-
მელიც მემკვიდრეობითი მთავარი გახლდათ, ეს მათთვის არა მარ-
ტო სრულიად უსარგებლო იყო, არამედ საშიშიც. და ზუსტად ასე-
ვე, კარაკალას, კომოდუსსა და მაქსიმინეს კარგს არას უქადდა სე-
ვერუსის მიბაძვა, ვინაიდან არც ერთს არ გააჩნდა საკმარისი სიქ-
ველე, რათა კვალდაკვალ მიჰყოლოდა მას. ამრიგად, ახალ მთავარს
არ შეუძლია ბაძავდეს მარკუსს, თუმცა მას არც სევერუსის მიბაძვა
მართებს; მაგრამ სევერუსს უნდა დაესესხოს იმას, რაც აუცილებე-
ლია მისი ძალაუფლების დასამკვიდრებლად, მარკუსს კი იმას, რაც
საჭიროა უკვე დამკვიდრებული და მტკიცე ძალაუფლების შესანარ-
ჩუნებლად.
მთავარი
197
თავი XX
იმისათვის, სასარგებლოა თუ საზიანო ციხე-სიმაგრეები
და ბევრი სხვა რამეც, რასაც ხშირად იყენებდნენ მთავრები
ზოგიერთი მთავარი, ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, ცდი-
ლობდა განეიარაღებინა თავისი ქვეშევრდომნი, მეორენი შუღლს
თესავდნენ მათ გავლენას დაქვემდებარებულ ქვეყნებში, მესამენი
ცდილობდნენ გადაემტერებინათ ხალხი; ზოგიერთნი ესწრაფვოდნენ
მათი გულის მოგებას, ვისაც ეჭვის თვალით უყურებდნენ თავიან-
თი მმართველობის დასაწყისში, მეორენი ციხე-სიმაგრეებს აგებდნენ,
მესამენი კი ანგრევდნენ და მიწასთან ასწორებდნენ მათ. და თუმცა
არ შეიძლება ყოველივე ეს საბოლოოდ შეაფასო, სანამ დაწვრილე-
ბით არ განიხილავ იმ სახელმწიფოთა თავისებურებებს, სადაც ამ-
ნაირ ღონისძიებებს უნდა მიმართავდნენ, მაგრამ მე მაინც ვილაპა-
რაკებ, ოღონდ ისე ზოგადად, რამდენადაც, საერთოდ, თვითონ ჩვენი
მსჯელობის საგანი გვაძლევს ამის საშუალებას.
ამრიგად, არასოდეს მომხდარა, რომ ახალ მთავრებს განეიარა-
ღებინოთ თავიანთი ქვეშევრდომნი; პირიქით, ყოველთვის აიარა-
ღებდნენ უიარაღოთ. რადგანაც იარაღი, რომლითაც მთავარი ამა-
რაგებს მათ, მისსავე საკუთარ იარაღად იქცევა: ეჭვმიტანილნი სან-
დონი ხდებიან, სანდონი კი უფრო მჭიდროდ ირაზმებენ მის გარშემო
და მარტოოდენ მისი ხელქვეითები კი აღარ არიან, არამედ – თა-
ნამდგომნი და თანამზრახველნი. მაგრამ რაკი ყველა ქვეშევრდომის
შეიარაღება შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ ზოგიერთის მიმართ
რომ მოიღებს მოწყალებას, მთავარს შეუძლია უფრო ადვილად და-
აშოშმინოს დანარჩენნი; ვინაიდან ამ სხვადასხვანაირი დამოკიდებუ-
ლების გამო პირველნი მისი ერთგულნი გახდებიან, მეორენი კი არ
დაადანაშაულებენ მას, რადგანაც შეგნებული ექნებათ, რომ ისინი,
ვისაც უფრო მეტი საფრთხე ემუქრება და ვისი მოვალეობაც უფრო
მძიმეა, უფრო დიდი უპირატესობითაც უნდა სარგებლობდნენ.
მაგრამ, როდესაც თავისი ქვეშევრდომების განიარაღებას ცდი-
ლობს, მთავარი შეურაცხყოფს და უნდობლობას უცხადებს მათ,
რისი მიზეზიც მისი სიმხდალე ან იჭვნეულობა გახლავთ; ხოლო რო-
გორც ერთი, ისე მეორე მანკიერების გამოვლენა სიძულვილის საგ-
ნად აქცევს მას. და რაკი მთავარს უიარაღოდ დარჩენა არ შეუძლია,
ნიკოლო მაკიაველი
198
ის იძულებულია მიუბრუნდეს დაქირავებულ ლაშქარს, რომლის
ღირსებაზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ, მაგრამ მართლა ღირსეულიც
რომ იყოს, იმდენად მრავალრიცხოვანი მაინც ვერ იქნება, რომ ძლე-
ვამოსილი მტრებისა და ეჭვმიტანილი ქვეშევრდომებისაგან დაიცვას
იგი. ამიტომ ახალი მთავარი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოველთ-
ვის აიარაღებს თავის ახალ სამთავროს. ამნაირი მაგალითებით სავ-
სეა ყოველი ხალხის ისტორია. მაგრამ როდესაც მთავარი ახალ სამ-
ფლობელოს იპყრობს, რომელსაც, როგორც შემადგენელ ნაწილს,
თავის საბრძანებელს უერთებს, მაშინ ის იძულებულია განაიარა-
ღოს იგი, და გამონაკლისს მხოლოდ იმათთვის უშვებს, ვინც ამ სამ-
ფლობელოს დაპყრობაში შეუწყო ხელი. მაგრამ დროთა განმავლო-
ბაში, როგორც კი სათანადო შემთხვევა მიეცემა, ეს უკანასკნელიც
თანდათანობით უნდა ჩამოიცილოს და გააზიზებულ ქალაჩუნებად
აქციოს, რათა, ამრიგად, სახელმწიფოს მთელმა იარაღმა მისი ჯა-
რისკაცების ხელში მოიყაროს თავი, ჯარისკაცებისა, რომლებიც მის
გვერდით და მისსავ სამკვიდრებელში ცხოვრობენ.
ჩვენი წინაპრები, განსაკუთრებით კი მათ შორის ყველაზე
ბრძენნი, იტყოდნენ ხოლმე, რომ პისტოიას უნდა ინარჩუნებდე მო-
ქიშპე მხარეთა მეშვეობით1, ხოლო პიზას – ციხე-სიმაგრეების წყა-
ლობით, და ამიტომ ზოგიერთ სამფლობელოში ყოველთვის აღვი-
ვებდნენ შუღლს, რათა, ამრიგად, მათი ფლობა გაადვილებოდათ.
იმ დროს, როდესაც იტალია გარკვეულ წონასწორობას ინარჩუნებ-
და2, ამნაირი პოლიტიკა, როგორც ჩანს, გამართლებული იყო, მაგ-
რამ არა მგონია, რომ ის თავისთავს ამართლებდეს დღესაც. მე არა
მწამს, რომ განზრახ გაღვივებული შუღლი ვისთვისმე სასიკეთო
იყოს; პირიქით, მტრის მოახლოებისას, ქიშპობით გათიშული ქალაქი
უთუოდ უნდა დაეცეს, ვინაიდან უფრო სუსტი დაჯგუფება მტრის
მხარეს გადავა, უფრო ძლიერი კი თავს ვეღარ გაართმევს შექმნილ
ვითარებას. ვენეციელები, როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული მოსაზ-
რებით, თავიანთ გავლენას დაქვემდებარებულ ქალაქებში ყოველთ-
ვის ცდილობდნენ გველფებისა და გიბელინების პარტიების3 შენარ-
ჩუნებას; და თუმცა სისხლის ღვრამდე არ მიჰყავდათ საქმე, მაგრამ
შუღლს კი ხელოვნურად აღვივებდნენ იქ, რათა თავიანთ ქიშპობას
გადაყოლილ მოქალაქეებს მათ წინააღმდეგ არ დაეპირებინათ ამბო-
ხება. მაგრამ, როგორც ვიცით, ეს არაფერში წაადგა მათ, ვინაიდან
მთავარი
199
მას შემდეგ, რაც ვაილასთან4 მარცხი განიცადეს, ერთ-ერთმა მხარემ
იმძლავრა და ქედიდან გადაიგდო მათი უღელი5. ამნაირი მოქმედება
მთავრის სისუსტეს მოწმობს, ვინაიდან ძლიერი სამთავრო არასო-
დეს არ დაუშვებს ამნაირ განხეთქილებას, რაც მხოლოდ მშვიდობი-
ანობის დროსაა სასარგებლო, რაკიღა ამის წყალობით უფრო ად-
ვილად მართავ ქვეშევრდომთ, მაგრამ ომიანობის ჟამს, პირიქით, კი
არ აადვილებს, არამედ ართულებს საქმეს.
ისიც უდავოა, რომ მთავრის განსადიდებლად აუცილებელია ყვე-
ლა ის წინააღმდეგობა და დაბრკოლება, რომლებიც უთუოდ უნდა
დასძლიოს მიზნისკენ მიმავალ გზაზე: და ამიტომ ბედისწერა, განსა-
კუთრებით მაშინ, როცა ახალი მთავრის განდიდება სურს, რომელ-
საც უფრო მეტად სჭირდება სახელისა და დიდების მოხვეჭა, ვიდრე
მემკვიდრეობით მთავარს, – მტრებს არ აკლებს თავის რჩეულს და
აიძულებს მათ წინააღმდეგ იბრძოლოს, რათა მათი ძლევის შედე-
გად თანდათანობით ამაღლდეს იმ კიბის საფეხურზე, მის წინაშე რომ
აღუმართავს მტრების მცდელობას. ამიტომ, მრავალთა აზრით, მთა-
ვარი, ხელსაყრელ შემთხვევაში, განზრახ უნდა აღვივებდეს ამნაირ
მტრობას, რათა მისი ძლევის შედეგად, კიდევ უფრო მეტად ამაღლ-
დეს. მთავარს და, განსაკუთრებით, ახალ მთავარს, უფრო მეტად ერ-
თგულობს და მეტს არგია ის ხალხი, რომელიც მისი მმართველობის
დასაწყისში არასაიმედო ჩანდა, ვიდრე ისინი, ვისი იმედიც თავდაპირ-
ველად ჰქონდა. პანდოლფო პეტრუჩი6, სიენის მთავარი, უფრო მეტად
იმათზე დაყრდნობით მართავდა თავის სახელმწიფოს, რომელთა ერ-
თგულებაშიც თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა, ვიდრე სხვების მეშ-
ვეობით. მაგრამ ამ საკითხზე უფრო ზოგადად ვერაფერს იტყვი, ვინა-
იდან საქმის ვითარება გარემოებებისდა კვალად იცვლება. მხოლოდ
დავსძენ, რომ, თუკი ის ხალხი, ვინც ახალი მმართველობის დასაწყის-
ში მის მიმართ მტრულად იყო განწყობილი, – შემწეობას საჭიროებს,
მთავარს არ გაუჭირდება მათი გადაბირება. და ისინი, უმეტესწილად,
იძულებულნი არიან ერთგულად ემსახურონ მას, რადგანაც ესმით,
თუ რაოდენ აუცილებელია საქმით გააქარწყლონ ის არასახარბიელო
აზრი, რომელსაც აღუძრავდნენ მთავარს. ამრიგად, მთავრისთვის ეს
უკანასკნელნი უფრო სასარგებლონი არიან, ვიდრე ისინი, სრულიად
უდარდელად და გულდამშვიდებით რომ ემსახურებიან მას და ამი-
ტომ უგულებელყოფენ მის ინტერესებს. და რაკი ჩვენივე მსჯელო-
ნიკოლო მაკიაველი
200
ბის საგანი მოითხოვს ამას, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შე-
ვახსენო მთავარს, რომელმაც ახალ ქვეშევრდომთა წყალობით შეს-
ძლო ახალი სამფლობელოს ხელში ჩაგდება, დიახ, მინდა შევახსენო
მას, რომ გულდასმით უნდა განიხილოს იმის მიზეზი, თუ რამ აღძრა
მისი ხელის შემწყობნი მხარი დაეჭირათ მისთვის; და თუ ეს აიხსნე-
ბა არა მის მიმართ მათი ბუნებრივი კეთილგანწყობილებით, არამედ
იმით, რომ ძველი ხელისუფლებით უკმაყოფილონი იყვნენ, მთავარს
ძალიან გაუჭირდება და ძვირადაც დაუჯდება მათი მეგობრობის შე-
ნარჩუნება, ვინაიდან ვერასდიდებით ვერ შესძლებს იმას რომ დააკ-
მაყოფილოს ისინი. და თუ წარსული, ისევე როგორც თანადროული
ცხოვრებიდან აღებულ მაგალითებზე დაყრდნობით, საფუძვლიანად
განიხილავს ამის მიზეზს, დაინახავს, რომ გაცილებით უფრო ადვილია
დაიმეგობროს ის ხალხი, ვინც ძველი ხელისუფლებით კმაყოფილი
იყო, ვიდრე იმავე ხელისუფლებით უკმაყოფილონი, რომელნიც სწო-
რედ ამის გამო მიემხრნენ მას და ახალი სამფლობელოს დაპყრობაში
შეუწყვეს ხელი.
სახელმწიფოს უკეთ შენარჩუნების მიზნით, მთავრები, ჩვეულე-
ბისამებრ, ციხე-სიმაგრეებს აგებდნენ, რომლებსაც უნდა შეეჩერე-
ბინათ და აელაგმათ მათი მტრები და პირველი შემოტევისას საიმე-
დო თავშესაფრად გამოსდგომოდნენ მათ. მე ვაქებ ამნაირ მოქმედე-
ბას, რომელიც ოდითგანვე ხელსაყრელადაა მიჩნეული. მაგრამ ჩვენს
დროში მესსერ ნიკოლო ვიტელიმ7 უმჯობესად მიიჩნია ორი ციხე-
სიმაგრის დანგრევა ჩიტა დი კასტელოში, რათა შეენარჩუნებინა ეს
სამფლობელო. ურბინოს დუკამ გვიდო უბალდომ8, თავის სამთავ-
როში დაბრუნების შემდეგ, საიდანაც ადრე ჩეზარე ბორჯამ განდევნა
იგი, – მიწასთან გაასწორა ყველა ციხე-სიმაგრე, რადგანაც თვლიდა,
რომ უიმათოდ უკეთ შეინარჩუნებდა თავის საბრძანებელს. ასევე
მოიქცნენ, ბოლონიაში დაბრუნების შემდეგ, ბენტივოლიებიც9. ასე
რომ, ციხე-სიმაგრეების სარგებლიანობა საქმის ვითარებაზეა და-
მოკიდებული, და თუ ერთ შემთხვევაში შეიძლება გიხსნან, მეორეში
შეიძლება საბედისწერონი აღმოჩნდნენ შენთვის. ეს შეიძლება შემ-
დეგნაირად იქნეს ახსნილი: ის მთავარი, რომელსაც თავისი ხალხისა
უფრო ეშინია, ვიდრე უცხოელების, ციხე-სიმაგრეებს უნდა აგებდეს,
იმ მთავარს კი, რომელსაც უცხოელებისა უფრო ეშინია, ვიდრე თა-
ვისი ხალხის, შეუძლია არად აგდებდეს ამას. ფრანჩესკო სფორცას
მთავარი
201
მიერ აგებულმა მილანის ციხე-სიმაგრემ უფრო მეტი ომი დაატეხა
და კვლავაც დაატეხს თავზე სფორცების გვარს, ვიდრე აშლილობის
რომელიმე სხვა საბაბმა, რასაც ოდესმე უჩენია თავი მილანის სამ-
თავროში. ამიტომ ყველაზე უკეთესი სიმაგრე ისაა, რომ არ სძულდე
ხალხს, ვინაიდან ციხე-სიმაგრეები რომც გქონდეს, მაგრამ საძულვე-
ლი იყო ხალხისთვის, ისინი არას გარგია: რადგან ხალხი იარაღს ნუ
მოჰკიდებს ხელს, თორემ ყოველთვის აღმოჩნდებიან მისი დახმარე-
ბის მოსურნე უცხოელები.
ჩვენს დროში ციხე-სიმაგრეები არც ერთ მთავარს არ გამოსდ-
გომია, ფორლელი გრაფინიას გარდა, როცა მისი მეუღლე ჯიროლა-
მო10 გარდაიცვალა. სწორედ ციხე-სიმაგრის წყალობით შესძლო მან
თავი დაეხსნა ხალხის რისხვისგან, დალოდებოდა მილანის დახმარე-
ბას და დაებრუნებინა სამკვიდრო. დრო კი მაშინ ისეთი იყო, რომ
უცხოელებმა ვერ შესძლეს დახმარებოდნენ ხალხს. მაგრამ შემდეგ,
როცა თავს დაესხა ჩეზარე ბორჯა და მის წინააღმდეგ მტრულად გან-
წყობილი ხალხი უცხოელს მიემხრო, ციხე-სიმაგრემ ვერაფერი უშ-
ველა მას11. ამიტომ მაშინაც და ადრეც მისთვის უმჯობესი იქნებოდა
არ ჰქონოდა ციხე-სიმაგრე, ოღონდ კი ხალხისთვის საძულველი არ
ყოფილიყო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ქების ღირსად მი-
ვიჩნევ იმას, ვინც აშენებს ციხე-სიმაგრეებს და იმასაც, ვინც არ აშე-
ნებს მათ, მაგრამ დავგმობ ყველას, ვინც ციხე-სიმაგრეების იმედით
არავითარ ანგარიშს არ უწევს ხალხის მძულვარებას.
თავი XXI
როგორ უნდა იქცეოდეს მთავარი,
რომელსაც სახელის მოხვეჭა სურს
არაფერი ისეთ პატივისცემას არ იწვევს მთავრის მიმართ, რო-
გორც დიდი საქმეები და მის მიერ იშვიათ თვისებათა გამოვლენა.
ჩვენს დროში ამის ნიმუშად გვევლინება ფერანდო, თავდაპირველად
არაგონის, ხოლო აწ ესპანეთის მეფე. ის შეიძლება თითქმის ახალ
მთავრად იქნეს წოდებული, რაკიღა თავდაპირველად სუსტი მეფე
იყო, მაგრამ შემდეგ ისეთი სახელი და დიდება მოიხვეჭა, რომ საქრის-
ტიანო სამყაროს უპირველესი მბრძანებელი გახდა. და თუ კარგად ავ-
ნიკოლო მაკიაველი
202
წონ-დავწონით, დავინახავთ, რომ ყოველი მისი მოქმედება სიდიადის
ნიშნითაა აღბეჭდილი, ზოგიერთი კი მართლაც რომ უჩვეულოა.
თავისი მმართველობის დასაწყისში ის თავს დაესხა გრანა-
დას, რითაც დასაბამი დაუდო თავის მომავალ ძლიერებას1. უწინა-
რეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მან დროულად წამოიწყო ეს
ომი და ამიტომ არ უფრთხოდა იმას, რომ ხელს შეუშლიდა ვინმე:
ამით მან დააცხრო კასტილიელი ბარონების თავნებობა, რადგანაც,
ბრძოლის ეშხში შესულთ, აზრადაც არ მოსვლიათ, თუ მეფეს რაიმე
სიახლის დანერგვა სურდა; ასე და ამგვარად მოიხვეჭა დიდი სახელი
და ისე თვალთმაქცურად დაიმორჩილა ისინი, რომ ბარონებს არც
კი უგრძვნიათ ეს. ეკლესიისა და ხალხის სახსრებმა მას საშუალე-
ბა მისცა შეენახა ჯარი და ამ გაჭიანურებული ომის შედეგად საკუ-
თარი ლაშქრისთვის ჩაეყარა საფუძველი, რამაც შემდგომ ასე განა-
დიდა იგი. ეგეც არ იყოს, უფრო დიდი მიზანდასახულობის განსა-
ხორციელებლად, სარწმუნოების მცველის ნიღაბს ამოფარებული,
საღმრთო სისასტიკისათვის აღიძრა: გადაწყვიტა განედევნა მავრე-
ბი2 და მთლიანად გაეწმინდა მათგან თვისი სამეფო. ამავე საბაბით
თავს დაესხა აფრიკას3, დალაშქრა იტალია და, ბოლოს საფრანგეთ-
შიც შეიჭრა4. ამრიგად, მისი თვითეული მოქმედება უჩვეულო გახ-
ლდათ და ყოველთვის განცვიფრებით ავსებდა საბოლოო შედეგით
დაინტერესებულ მის ქვეშევრდომებს; მისი ყოველი მოქმედება ისე
სწრაფად ცვლიდა და ისეთნაირად განაპირობებდა ერთიმეორეს,
რომ თანამედროვენი გონს მოსვლასაც ვერ ასწრებდნენ და ამიტომ
წინააღმდეგობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
მთავრისათვის არანაკლებ სასარგებლოა საშინაო მმართველო-
ბაშიც იშვიათი მაგალითებით გამოიჩინოს თავი (მსგავსად იმისა,
რასაც ბერნაბო მილანელზე5 მოგვითხრობენ), როცა ესა თუ ის კაცი,
რომელმაც სამოქალაქო ცხოვრებისათვის რაღაც უჩვეულო რამ ჩა-
იდინა, სულერთია, კარგი თუ ცუდი აზრით, – საამისო საბაბს აძ-
ლევს, და მისი დაჯილდოებისას თუ დასჯისას იმნაირი გადაწყვეტი-
ლება მიიღოს, რომ ერთხმად აალაპარაკოს მთელი ხალხი. უწინარეს
ყოვლისა, მთავარი უნდა ცდილობდეს, რომ ყოველი თავისი მოქმე-
დებით მითქმა-მოთქმა გამოიწვიოს და დიდებულ და წარჩინებულ
კაცად წარმოგვიჩინოს თავი. მთავარს პატივს სცემენ მაშინაც, როცა
იგი ნამდვილ მტრად და ნამდვილ მეგობრად გვევლინება. ესე იგი, მა-
მთავარი
203
შინ, როცა ის, ყოველგვარი ნიღბის გარეშე, ვიღაცას უჭერს მხარს
ვიღაცის წინააღმდეგ. ამნაირი გადაწყვეტილება ყოველთვის უფრო
მომგებიანია, ვიდრე მიუმხრობლობა; ვინაიდან, როცა მთავრის ორი
ძლევამოსილი მეზობელი საომრად იწვევს ერთმანეთს, საქმის ვითა-
რება ისეთია, რომ მას ან უნდა ეშინოდეს გამარჯვებულისა, ან არ
უნდა ეშინოდეს მისი. ორსავე შემთხვევაში, მთავრისათვის უმჯობე-
სია აშკარად იმოქმედოს და ერთ-ერთს გამოუცხადოს ომი; არადა,
პირველ შემთხვევაში, ყოველთვის გამარჯვებულის მსხვერპლად იქ-
ცევა, დამარცხებულის სასიხარულოდ, და ვეღარსად ჰპოვებს ხელი-
სამპყრობს და თავშესაფარს. ვინაიდან გამარჯვებულს არ სჭირდება
საეჭვო მეგობრები, რომლებმაც გასაჭირში ზურგი აქციეს, მაგრამ
ნურც დამარცხებულისაგან მოელის შეწყნარებას, რაკიღა არ ისურ-
ვა მხარში ამოსდგომოდა და მისი ხვედრი გაეზიარებინა. ანტიოქემ
რომელიც ეტოლიელების თხოვნით ჩავიდა საბერძნეთში, რათა რო-
მაელები გაეძევებინა, ელჩები გაუგზავნა აქაიელებს6, რომაელი ხალ-
ხის მეგობრებს, და შეუთვალა, თქვენთვის იყავით, ნურავის ნუ და-
უჭერთ მხარსო. ეს საკითხი ირჩეოდა აქაიელთა საბჭოზე, სადაც ან-
ტიოქეს ელჩი მოუწოდებდა მათ, მიუმხრობელნი დარჩენილიყვნენ,
რაზედაც რომაელთა ელჩმა ასეთი პასუხი გასცა: „რაც შეეხება რჩე-
ვას, რომელსაც ყველაზე უმჯობესად და თქვენი ქვეყნისათვის ყვე-
ლაზე სასარგებლოდ ასაღებენ, – არაფერია ამაზე უფრო უკუღმარ-
თი, ვინაიდან ომში ჩაურევლობით ვერც ვისიმე კეთილგანწყობასა
და ვერც სახელს მოიხვეჭთ და გამარჯვებულის დავლად იქცევით“7.
და ყოველთვის ასე იქნება: ვინც მთავრის მეგობარი არ არის, მიუმ-
ხრობლობას მოითხოვს, მეგობარი კი ისურვებს, რომ ის აშკარად
ჩაებას ომში. მხდალი მთავრები უშუალო საფრთხის თავიდან აცი-
ლების მიზნით, მიუმხრობლობის გზას ირჩევენ და ამიტომ უმეტეს-
წილად იღუპებიან. მაგრამ როდესაც მთავარი გადაჭრით ემხრობა
ვინმეს, ეს უკანასკნელი, გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ძლევამო-
სილი გამოდის ბრძოლის ველიდან და მთავარი მთლიანად მასზე და-
მოკიდებული ხდება, მაგრამ ის გრძნობს, რამდენად დავალებულია
მთავრისაგან და ამიტომ იძულებულია პატივისცემით ეპყრობოდეს
მას, რადგანაც ადამიანები არასოდეს არ არიან ისე უტიფარნი, რომ
უმადურობით მიაგონ სანაცვლო თავიანთ კეთილისმყოფელს. ეგეც
არ იყოს, გამარჯვებაც არასოდეს არ არის ისეთი სრული, რომ გა-
ნიკოლო მაკიაველი
204
მარჯვებულს აღარავინ აღარ სჭირდებოდეს და აღარაფერს უწევდეს
ანგარიშს, მით უმეტეს, სამართლიანობას. ხოლო თუ მთავრის მო-
კავშირე მარცხს განიცდის, ის ყოველთვის შეიწყნარებს და, შეძლე-
ბისდაგვარად, კიდევაც დაეხმარება მას; ასე რომ, მთავარი მოზიარე
ხდება მისი ბედისა, რომელმაც შეიძლება კვლავინდებურად წყალო-
ბის თვალით გადმოხედოს ორივეს.
მეორე შემთხვევაში, როდესაც მეომარი მხარეების მდგომარე-
ობა ისეთია, რომ მთავარს შეუძლია არ ეშინოდეს გამარჯვებული-
სა, მაინც უფრო კეთილგონივრული იქნება, ერთ-ერთს დაუჭიროს
მხარი, რაკიღა ერთს ამხობს მეორის დახმარებით, რომელიც, უფრო
ჭკუადამჯდარი რომ იყოს, პირველის გადარჩენას უნდა ცდილობ-
დეს. გამარჯვებული კი მთლიანად მთავარზე დამოკიდებული ხდება;
ხოლო, რაღა თქმა უნდა, იმარჯვებს ის, ვისაც მთავარი უჭერს მხარს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი, თუკი აუცილებლობა არ აიძუ-
ლებს, არასოდეს არ უნდა ჰკრავდეს კავშირს უფრო ძლევამოსილ
მბრძანებელთან სხვებზე თავდასხმის მიზნით, როგორც ეს ზემოთ
იყო ნათქვამი: ვინაიდან ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში
მის ხელში აღმოჩნდება, მთავრები კი ყოველნაირად უნდა ცდილობ-
დნენ, რომ არავიზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. ვენეციელები მილა-
ნის დუკას წინააღმდეგ საბრძოლველად ფრანგებს დაუკავშირდნენ,
თუმცაღა შეეძლოთ კია თავიდან აეცილებინათ ეს კავშირი, რომე-
ლიც საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის8. მაგრამ თუ ამ კავშირის გა-
რეშე შეუძლებელია ფონს გასვლა, – ასეთი იყო ფლორენციელე-
ბის მდგომარეობა, როდესაც პაპმა და ესპანელებმა ლომბარდიის
წინააღმდეგ დასძრეს ლაშქარი9, – მაშინ მთავარმა, ზემოხსენებუ-
ლი მოსაზრების თანახმად, ვიღაცას უნდა დაუჭიროს მხარი. არა-
სოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შეუძლია
უხიფათო გადაწყვეტილების მიღება, პირიქით, უნდა ვივარაუდოთ,
რომ ისინი იძულებულნი არიან მიიღონ არა ერთი და ორი სახი-
ფათო გადაწყვეტილება, ვინაიდან თვით სინამდვილეა ისეთი, რომ
ვერასოდეს ვერ შესძლებ თავიდან აიცილო ერთი უბედურება ისე,
რომ მეორე უბედურება არ დაგატყდეს თავს; კეთილგონიერება კი
სწორედ ისაა, რომ შეიცნო ამ უბედობათა თავისებურება და ბედ-
ნიერად მიითვალო უმცირესი უბედურება.
მთავარი იმასაც უნდა ცდილობდეს, რომ სიქველის მოყვარედ
მთავარი
205
გვიჩვენებდეს თავს და წყალობას არ აკლებდეს ნიჭით ცხებულთ.
ეგეც არ იყოს, თავის ქვეშევრდომთ მთავარი უნდა უნერგავდეს იმის
რწმენას, რომ მათ შეუძლიათ გულმშვიდად მისდევდნენ თავიანთ
საქმეს: ვინ – ვაჭრობას, ვინ – მიწათმოქმედებას, ვინ კიდევ სხვა რამ
ხელობას, რათა ერთი თავს არ იკავებდეს თავისი საცხოვრებლის
შემკობისაგან, იმისი შიშით, ვაითუ ყველაფერი წამართვანო, ხოლო
მეორე, გადასახადების შიშით, – სავაჭროს გახსნისაგან. ის კი არა
და, ჯილდოს უნდა უნიშნავდეს ყველას, ვისაც სურს ამნაირ საქმეს
მისდიოს და ვინც, ასე თუ ისე, ხელს უწყობს მისი ქალაქისა თუ მისი
სახელმწიფოს განდიდებას. გარდა ამისა, წლის ყველა ხელსაყრელ
დროს, დღესასწაულებსა და სანახაობებს უნდა მართავდეს ხალხის
საამებლად. და რაკი ყოველი ქალაქი ამქრებად თუ წოდებებად იყო-
ფა, მთავარი ანგარიშს უნდა უწევდეს ამ ფენებს, დროდადრო უნდა
ესწრებოდეს მათ თავყრილობებს და კაცთმოყვარეობისა და დიდ-
სულოვნების ნიმუშად ჩანდეს, მაგრამ, ამასთან, არასდროს უნდა
ივიწყებდეს თავისი ღირსების სიდიადეს, რომლითაც აღბეჭდილი
უნდა იყოს მისი ყოველი ქცევა თუ საქმე.
თავი XXII
მთავრის მრჩეველთათვის
კარისკაცების შერჩევა მთავრისათვის სახუმარო საქმე როდია:
ისინი კარგები ან ცუდები იქნებიან მისი კეთილგონიერების მიხედ-
ვით. მბრძანებელსა და მის უნარიანობაზე, უწინარეს ყოვლისა, იმ
პირთა მიხედვით მსჯელობენ, რომელნიც მას გარს ახვევიან. თუ მათ
თავიანთი ადგილი აქვთ მიჩენილი და მისი ერთგულნი არიან, მთა-
ვარი ყოველთვის ბრძენ კაცად იქნება მიჩნეული, რაკიღა შესძლო
ღირსეულთა შერჩევა და მათი ერთგულების შენარჩუნება. მაგრამ
თუ საქმე სხვაგვარადაა, მთავარს შეიძლება ყოველთვის ცუდი თვა-
ლით უყურებდნენ, ვინაიდან კარისკაცთა არამართებული არჩევა-
ნი უკვე მისი პირველი შეცდომა გახლავთ. ვინც იცნობდა ანტონიო
და ვენაფროს1, სიენის მთავრის პანდოლფო პეტრუჩის კარისკაცს,
შეუძლებელია უჭკვიანეს კაცად არ მიეჩნია პანდოლფო, რომელსაც
ასეთი კარისკაცი ჰყავდა.
ნიკოლო მაკიაველი
206
ადამიანები, მათი გონებრივი უნარის მიხედვით, შეიძლება სამ
ჯგუფად დავყოთ2. ზოგს ყველაფერი თავისით ესმის, სხვები მხო-
ლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას, დანარჩენნი
კი ვერც თავისით და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით
ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი –
წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი. ამიტომაც, თუკი პანდოლფო
პირველთა რიცხვს არ ეკუთვნოდა, მეორეთა შორის მაინც უთუოდ
იმსახურებდა ადგილს. რადგანაც ყველა, ვისაც იმის უნარი შესწევს,
რომ განსჯის გზით გაარკვიოს, რით არის კარგი და რით არის ცუდი
სხვისი სიტყვა თუ საქმე, დიდი მიხვედრილობითაც რომ არ გამოირ-
ჩეოდეს, მაინც ყოველთვის გამოიცნობს კარისკაცის კარგსა თუ ცუდ
ქცევას და, ამრიგად, კარგს წაახალისებს, ხოლო ცუდს აღკვეთს. კა-
რისკაცებს კი, რომლებსაც აღარ ექნებათ მისი მოტყუების იმედი,
მეტი გზა აღარ რჩებათ: მართებულად უნდა მოიქცნენ.
არსებობს ერთი უტყუარი ხერხი, რომლის წყალობითაც მთა-
ვარს ყოველთვის შეუძლია შეიცნოს თავისი კარისკაცი. როცა ის ხე-
დავს, რომ ეს უკანასკნელი თავის თავზე უფრო მეტს ზრუნავს, ვიდ-
რე მასზე, და რომ ყოველთვის და ყველაფერში მხოლოდ საკუთარ
გამორჩენას მიელტვის, ასეთი კაცი არასოდეს არ ივარგებს კარის-
კაცად და არ შეიძლება მასზე დანდობა, ვინაიდან იმას, ვისაც სხვა
ანიჭებს ძალაუფლებას, თავის თავზე კი არ მართებს ფიქრი, არამედ
მთავარზე, და არც სხვა რამ საზრუნავი უნდა გააჩნდეს, გარდა იმისა,
რაც პირადად ეხება მთავარს. მეორეს მხრივ, მთავარი უნდა ცდი-
ლობდეს შეინარჩუნოს თავისი კარისკაცის ერთგულება, ზრუნვას
არ აკლებდეს, კუთვნილს მიაგებდეს, წყალობით ავსებდეს და, ამ-
რიგად, ინადირებდეს მის გულს, ხოლო პატივსა და პასუხისმგებ-
ლობას თანაბრად ინაწილებდეს მასთან, რათა ეს უკანასკნელი ხე-
დავდეს, რარიგ სჭირდება მთავარს და დიდი პატივისა და წყალობის
გამო აღარ ესწრაფვოდეს სხვა პატივსა თუ წყალობას, დიდი პასუ-
ხისმგებლობის გამო კი შიშით უყურებდეს ცვლილებებს, ვინაიდან
უნდა ესმოდეს, რომ მთავრის გარეშე ცუდად წაუვა საქმე. თუ მთა-
ვარი და მისი კარისკაცები ასე იქცევიან, მათ შეუძლიათ ენდონ ერ-
თმანეთს, თუ არა და, ერთ-ერთ მათგანს სასიკეთო არა ელის რა.
მთავარი
207
თავი XXIII
როგორ უნდა დააღწიო თავი პირმოთნეთ
არ მინდა დუმილით ავუარო გვერდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან
საკითხს და შეცდომას, რომლისგანაც მთავრებს ძალზე უჭირთ თა-
ვის დაზღვევა, თუკი დიდი გამჭრიახობით არ გამოირჩევიან და ვერ
ახდენენ სათანადო არჩევანს. მე ვგულისხმობ პირმოთნეთ, რომლე-
ბითაც სავსეა ყოველი სასახლის კარი, ვინაიდან ადამიანები ისეთ-
ნაირი სიამოვნებით ეძლევიან თვითტკბობას და იმნაირად ცდებიან
ამ მხრივ, რომ ძნელად თუ ვინმე ახერხებს ამ მართლაცდა შავი ჭი-
რისაგან დაიხსნას თავი; ხოლო თუ მისგან თავის დაღწევას დააპი-
რებენ, არც ისაა გამორიცხული, რომ ზიზღის საგნად იქცნენ. ვინა-
იდან მთავარს არ გააჩნია პირმოთნეთაგან თავის დახსნის სხვა საშუ-
ალება, გარდა იმისა, რომ დაარწმუნოს ხალხი, თითქოს სულაც არ
შეურაცხყოფს სიმართლის თქმა; მაგრამ თუ ყველა, ვისაც კი მოეპ-
რიანება, სიმართლეს მოახსენებს მთავარს, მისი ღირსება უთუოდ
შეიბღალება. ამიტომ კეთილგონიერი მთავარი მესამე გზას უნდა
მისდევდეს: თავის სახელმწიფოში უნდა არჩევდეს ბრძენ კაცთ და
მხოლოდ მათ რთავდეს სიმართლის თქმის ნებას, თანაც, არა ყო-
ველთვის, არამედ მისი შეკითხვების პასუხად. მაგრამ მთავარი ყვე-
ლაფერს უნდა ეკითხებოდეს თავის რჩეულთ, ისმენდეს მათ აზრს
და შემდეგ თვითონვე არჩევდეს საკითხს. ყველა ამ მრჩეველს ერ-
თად და თვითოეულს ცალ-ცალკე მთავარი ისე უნდა ეპყრობოდეს,
რომ მათ ესმოდეთ: რაც უფრო გულახდილნი იქნებიან, მით უფრო
აამებენ მთავარს. მათ გარდა კი ყურს არავის უნდა უგდებდეს, მტკი-
ცედ იცავდეს მიღებულ გადაწყვეტილებას და განუხრელად ახორ-
ციელებდეს მას. ვინც სხვაგვარად იქცევა, ან პირმოთნეთა მსხვერ-
პლი ხდება, ან ერთთავად სხვადასხვა შეხედულებათა შორის მერ-
ყეობს, რამაც შეუძლებელია დაცინვის საგნად არ აქციოს იგი.
მე მინდა მოვიტანო აქ თანადროული ცხოვრებიდან აღებული
ერთი მაგალითი. პრელატმა ლუკამ1, ახლანდელი იმპერატორის
მაქსიმილიანეს მრჩეველმა, მის უდიდებულესობაზე საუბრისას შე-
ნიშნა, რომ ის არავის ეთათბირებოდა და არასოდეს იქცეოდა სა-
კუთარი გადაწყვეტილების თანახმად, რაც იმით აიხსნება, რომ მისი
ქცევა მთლიანად უპირისპირდებოდა ზემოაღნიშნულ წესებს. საქ-
ნიკოლო მაკიაველი
208
მე ისაა, რომ იმპერატორი გულჩათხრობილი კაცი გახლავთ, არავის
უმჟღავნებს თავის ზრახვებს და არც ვისიმე აზრი აინტერესებს. მაგ-
რამ როგორც კი იმპერატორის განზრახვა, მისი განხორციელებისას,
მჟღავნდება და აშკარა ხდება, მრჩევლები ცდილობენ ხელი ააღები-
ნონ განზრახულზე და იმპერატორიც, თავისი სისუსტის გამო, მარ-
თლა უარყოფს მას. აი, რატომაა, რომ რასაც დღეს აკეთებს, ხვალ
ანგრევს, და ვერასოდეს ვერ გაიგებ, რა სურს, ანდა რას აპირებს;
ამიტომ მისი გადაწყვეტილება არასოდეს არ არის სანდო.
მთავარი ყოველთვის უნდა ეთათბირებოდეს თავის მრჩევლებს,
მხოლოდ ეგ კია, როცა თვითონ მოეპრიანება და არა როცა სხვებს
სურთ; მეტიც, ვერავინ უნდა უბედავდეს იმის რჩევას, რაც მთავარს
არ უკითხავს მისთვის. მაგრამ თვითონ კი დაუზარებლად უნდა იძ-
ლეოდეს კითხვებს და, მათ პასუხად, მოთმინებით ისმენდეს სიმარ-
თლეს; მეტსაც გეტყვით, კიდევაც უნდა მრისხანებდეს, თუკი ეჩვე-
ნება, რომ ვიღაცა რაღაცის გამო ცდილობს დაუმალოს სიმართ-
ლე. და თუმცა ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მთავარი, რომელსაც კე-
თილგონიერ კაცად თვლიან, თავის თავს კი არ უნდა უმადლოდეს
ამას, არამედ ჭკვიან მრჩევლებს, რომლებიც მას გარს ახვევიან, მაგ-
რამ ისინი უეჭველად ცდებიან, ვინაიდან უტყუარია წესი, რომელ-
საც გამონაკლისიც არ გააჩნია და რომლის მიხედვითაც მხოლოდ
ბრძენ მთავარს შეიძლება ჰყავდეს კარგი მრჩევლები. ოღონდ მთავა-
რი მთლიანად არ უნდა დაემორჩილოს ერთი კაცის და, თანაც, ძალ-
ზე ჭკვიანი კაცის გავლენას. ამ შემთხვევაში გავლენა შეიძლება ნა-
ყოფიერიც იყოს, მაგრამ დიდხანს კი არ გასტანს, ვინაიდან ეს ჭკვი-
ანი კაცი მთავარს მალე წაართმევს ძალაუფლებას. ხოლო როდესაც
მთავარი რამდენიმე პირს ეთათბირება, ვერასოდეს ვერ ეღირსება
იმას, რომ მათი თათბირი ერთმანეთს ეთანხმებოდეს, და თუ გონი-
ერი კაცი არ არის, ვერც თვითონ შესძლებს მათი სხვადასხვა აზ-
რის შეთანხმებას: ყველა მრჩეველი მხოლოდ საკუთარ გამორჩენაზე
დაიწყებს ფიქრს და თვითონ კი ვერ მოახერხებს ვერც მათ გამოსწო-
რებას და ვერც გამოცნობას. ასე ყოფილა და ასე იქნება, ვინაიდან
ადამიანები ყოველთვის ბოროტნი არიან, თუკი აუცილებლობა არ
აიძულებთ სიკეთის გზა აირჩიონ. აქედან გამომდინარე, ყოველი კე-
თილი რჩევა, ვინც უნდა იძლეოდეს მას, მთავრის კეთილგონიერების
მთავარი
209
შედეგია და არა პირიქით: მთავრის კეთილგონიერება როდია კეთი-
ლი რჩევის შედეგი.
თავი XXIV
რატომ დაკარგეს იტალიელმა მთავრებმა თავიანთი სამთავროები
როდესაც კეთილგონივრულად იცავს ზემოხსენებულ წესებს,
ახალი მთავარი ძველის გავლენას იძენს და მისი მდგომარეობა სა-
ხელმწიფოში უფრო მტკიცე და უფრო მყარიც კი ხდება, ვიდრე
იმისი, ვისაც ძველთაგანვე ხელთ უპყრია ძალაუფლება. საქმე ისაა,
რომ ახალი მთავრის ქცევა უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდ-
რე მემკვიდრეობითი მთავრის საქციელი, და თუ ქველ კაცად იქნა
ცნობილი, მისი მოქმედება უფრო მეტად ხიბლავს და უფრო მეტად
ავალდებულებს ხალხს, ვიდრე დინასტიის სიძველე. ვინაიდან ადამი-
ანებს აწმყო უფრო უყვართ, ვიდრე წარსული, და თუ დღევანდელი
დღით კმაყოფილნი არიან, სხვას აღარ დაგიდევენ. მეტიც, არაფერს
დაიშურებენ მთავრის დასაცავად, თუკი მან, სხვა მხრივ, თვითონ-
ვე არ უმტრო საკუთარ თავს. ასე რომ, ორმაგ დიდებას მოიხვეჭს
ახალი სამთავროს ფუძემდებელი და ღირსეული კანონებით მისი
შემამკობელი და განმამტკიცებელი, ისევე როგორც ორმაგ სირც-
ხვილს ჭამს ის, ვინც მთავრად დაიბადა, მაგრამ თავისი უგუნურო-
ბით დაკარგა ტახტი. და თუ კარგად დავუკვირდებით იმ იტალიელ
მბრძანებლებს, რომლებმაც ჩვენს დროში დაკარგეს ძალაუფლება,
როგორც, მაგალითად, ნეაპოლის მეფემ, მილანის დუკამ და სხვებ-
მა, დავინახავთ, რომ ყველა მათგანს საერთო ნაკლი ჰქონდა: უთა-
ურად უძღვებოდნენ სამხედრო საქმეს, რისი მიზეზებიც დაწვრილე-
ბით განვიხილეთ ზემოთ. ეგეც არ იყოს, ზოგი მათგანი თავისსავე
ხალხს მტრობდა, ხოლო მათ, ვის მიმართაც ხალხი კეთილად იყო
განწყობილი, ვერ შესძლეს თავი დაეზღვიათ დიდებულთაგან. ამ
მიზეზების გარეშე შეუძლებელია ხელიდან გამოგეცალოს სახელმ-
წიფო, რომელსაც საკმაო ძალა შესწევს საიმისოდ, რომ ბრძოლის
ველზე გამოიყვანოს ჯარი.
ფილიპე მაკედონელი1 (ალექსანდრე დიდის მამა კი არა, არა-
მედ ის, ვინც დაამარცხა ტიტუს კვინციუსმა2) მხოლოდ პატარა სა-
ნიკოლო მაკიაველი
210
ხელმწიფოს მფლობელი იყო, პატარასი-მეთქი ვამბობ რომისა და
საბერძნეთის სიდიადესთან შედარებით, რომლებიც თავს დაესხნენ
მას. მიუხედავად ამისა, რაკიღა მეომარი კაცი იყო, ხალხსაც მოწ-
ყალედ ექცეოდა და დიდებულებთანაც ღირსეულად ეჭირა თავი,
დიდხანს წარმატებით ეომებოდა მათ და, მართალია, ბოლოს და
ბოლოს, რამდენიმე ქალაქი კი დაკარგა, მაგრამ შეინარჩუნა ტახტი.
ამიტომ ეს ჩვენი მთავრები, რომლებიც ამდენხანს ფლობდნენ თა-
ვიანთ საბრძანებლებს და ბოლოს მაინც დაკარგეს ისინი, ბედისწე-
რას კი არ უნდა ადანაშაულებდნენ, არამედ თავიანთსავე უნიათო-
ბას. რადგანაც მშვიდობიანობის ჟამს არასოდეს უფიქრიათ, რომ
დროება შეიცვლებოდა (მყუდრო ამინდში ვის ახსოვს ქარიშხალი?
– ეს ნაკლი ხომ საერთოა ყველა კაცისთვის!), ხოლო ძნელბედობისას
გაქცევაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე თავდაცვაზე, იმის იმედით,
რომ დამპყრობლის თავნებობით მოთმინებიდან გამოსული ხალხი,
ბოლოს და ბოლოს, უკანვე დააბრუნებდა მათ. ამნაირი გადაწყვე-
ტილება, როცა სხვა საშველი არსადა სჩანს, გამართლებულია, მაგ-
რამ ამის გამო სხვა გამოსავლის ძიებაზე ხელის აღება მიუტევებლად
მიმაჩნია. ვინ ეცემა იმის იმედით, რომ ვიღაცა წამოაყენებს? მშვე-
ლელი შეიძლება არც გამოჩნდეს, მაგრამ კიდევაც რომ გამოჩნდეს,
მთავარს ბევრს არას არგია, ვინაიდან ამნაირი თავდაცვა მასზე რო-
დია დამოკიდებული და ამიტომაც არ არის საიმედო. სანდო, ქმედი-
თი და საიმედოა მხოლოდ იმნაირი თავდაცვა, რომელიც პირადად
მთავარსა და მის სიქველეზეა დამოკიდებული.
თავი XXV
როგორია ბედისწერის გავლენა კაცთა ცხოვრებაზე
და როგორ შეიძლება წინ აღუდგე მას
მე ვიცი, ბევრი კაცი იმ აზრისა იყო და ახლაც იმავე აზრზე დგას,
რომ ამქვეყნიური მოვლენების მსვლელობას ბედისწერა და ღმერ-
თი წარმართავენ, და რომ კაცთა კეთილგონიერებას არამც თუ არ
შეუძლია რაიმეს შეცვლა, არამედ სრულიად უმწეოა განგების წინა-
შე. აქედან გამომდინარე, შეიძლებოდა დაგვესკვნა: რა საჭიროა ოფ-
ლის ღვრა და ჭაპანწყვეტა, ყველაფერი მივანდოთ განგების ნებას.
ამ აზრმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა ჩვენს დროში, რაც აიხ-
მთავარი
211
სნება ყოველგვარი ადამიანური წინასწარხედვის სრულიად გამომ-
რიცხველი უჩვეულო ცვლილებებით, რომლებიც აწ უკვე ჩვეულებ-
რივ და ყოველდღიურ მოვლენებად იქცნენ. მათზე ფიქრისას, ნაწი-
ლობრივ მეც ამ აზრისაკენ ვიხრები ხოლმე. მაგრამ რაკიღა დაუშ-
ვებელია ჩვენი თავისუფალი ნების უგულებელყოფა, მე მზადა ვარ
ჭეშმარიტებად ვაღიარო იმის შესაძლებლობა, რომ ბედისწერა გა-
ნაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს,
მთლიანად თუ არა, ოდნავ ნაკლებს მაინც, ჩვენვე გვანდობს. ბედის-
წერას მე ვამსგავსებ ბობოქარ მდინარეს, გამძვინვარებული რომ
გადმოლახავს ნაპირებს, წალეკავს ხეობებს, ძირფესვიანად თხრის
ხეებს, ანგრევს შენობებს, ერთი ადგილიდან გლეჯს და მეორეზე გა-
დააქვს მიწა; ყველა გაურბის, ყველა უკუიქცევა მისი სიშმაგის წინა-
შე, არავის ძალუძს წინ აღუდგეს მის მძვინვარებას.
მიუხედავად ამისა, მაინც რჩება იმის შესაძლებლობა, რომ ადა-
მიანებმა, მყუდროების ჟამს, რაიმე იღონონ მის წინააღმდეგ: აღმარ-
თონ მიწაყრილები, კაშხლები და ჯებირები, ისე რომ, ახალი წყალ-
დიდობისას მდინარე ან თავის კალაპოტში დაეტიოს, ანდა მისი
მძვინვარება ძველებურად მძაფრი და ყოვლისმმუსვრელი აღარ აღ-
მოჩნდეს. ასევეა ბედისწერაც, რომელიც თავის ძალმოსილებას ავ-
ლენს იქ, სადაც არავის უზრუნვია იმაზე, რომ საპირისპირო ძალა
დაეხვედრებინა მისთვის, და რომელიც თავის მძვინვარებას მიმარ-
თავს იმ მხარეს, სადაც არ ეგულება მისი დამაოკებელი ჯებირები
თუ სიმაგრეები. და თუ თვალს გადავავლებთ იტალიას, რომელიც
არის ამ ცვლილებების ასპარეზიცა და მათი მიზეზიც, – გაშლილ
ტრამალად, უჯებირო და უმიწაყრილო ტრამალად წარმოგვიჩნდება
იგი. რადგან ისევე საიმედოდ დაცული რომ იყოს, როგორც გერმა-
ნია, ესპანეთი და საფრანგეთი, ეს წყალდიდობა ასეთ საბედისწერო
ცვლილებებს ვერ გამოიწვევდა, მეტიც, შეიძლებოდა სულაც თავი-
დან აგვეცილებინა იგი.
მაგრამ თუ კერძო შემთხვევებით შემოვიფარგლები, მე ვიტყვი,
როგორ იღუპება დღეს მთავარი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ბედნი-
ერი იყო, თუმცაღა არ იგრძნობა, რომ მის ბუნებას ან მის თვისებებს
რაიმე ცვლილება განეცადოს. მე მგონია, ეს აიხსნება, უწინარეს ყოვ-
ლისა, იმავე მიზეზებით, რომლებზედაც ზემოთ დაწვრილებით ვი-
ლაპარაკე, კერძოდ, იმით, რომ მთავარი, რომელიც მთლიანად ბე-
ნიკოლო მაკიაველი
212
დისწერასაა მინდობილი, იღუპება, როგორც კი ბედი პირს იბრუ-
ნებს მისგან. მე ისიც მგონია, რომ ბედნიერია ის, ვისი მოქმედებაც
დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, და ზუსტად ასევე,
უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება. ამიტომაც
ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იმავე მიზნისაკენ, კერძოდ, დიდებისა
და სიმდიდრისაკენ სწრაფვისას, ადამიანები სხვადასხვანაირად იქ-
ცევიან: ერთნი სიფრთხილით მიიწევენ მიზნისაკენ, მეორენი შლეგუ-
რი შემართებით, ერთნი ძალადობით, მეორენი ცბიერებით, ერთნი
მოთმინებით, მეორენი სულსწრაფობით, და ყველა მათგანს შეუძ-
ლია ამ სხვადასხვა გზით მიაღწიოს დასახულ მიზანს. იმასაც ვხე-
დავთ, რომ ორი ფრთხილი და წინდახედული კაციდან ერთი ახერ-
ხებს მიზნის მიღწევას, მეორე კი ვერა, და ზუსტად ასევე, ერთნა-
ირად ბედნიერნი არიან ორი სხვადასხვა გზით – სიფრთხილითა და
შლეგური შემართებით – მიზნის მიმღწევნი, რაც აიხსნება მხოლოდ
და მხოლოდ დროის თავისებურებით, რომელსაც ეთანხმება ან არ
ეთანხმება მათი მოქმედება. ამითვე აიხსნება ისიც, რაც ზემოთ მო-
გახსენეთ, კერძოდ ის, რომ ორი კაცი, რომელიც სხვადასხვაგვარად
მოქმედებს, ერთსა და იმავე შედეგს აღწევს, მაშინ როდესაც ერთ-
ნაირად მოქმედი ორი კაციდან ერთი აღწევს, მეორე კი ვერ აღწევს
მიზანს. ამითვეა განპირობებული კეთილდღეობის ცვალებადობაც,
რადგანაც თუ ფრთხილსა და წინდახედულ კაცს ისეთი დრო უდგას
და გარემოებებიც იმნაირად ერწყმიან ერთმანეთს, რომ მისი მოქ-
მედება მართებულია, ბედნიერი იქნება იგი, მაგრამ თუ დროება გა-
რემოებებთან ერთად იცვლება, მისი საქმე წასულია, ვინაიდან მათ
კვალდაკვალ არ იცვლის მოქმედების გზასაც და გეზსაც. არ არსე-
ბობს იმდენად კეთილგონიერი კაცი, რომ მიესადაგოს დროის მოთ-
ხოვნებს, რადგანაც, ჯერ ერთი ძნელია ბუნებრივი მიდრეკილებების
დათრგუნვა და, მეორეც, რაკიღა ერთი გზით ყოველთვის აღწევდა
წარმატებას, ვერ დააჯერებს საკუთარ თავს, რომ საჭიროა ამ გზიდან
გადახვევა. აი, რატომაა, რომ ფრთხილ კაცს, როცა ეს საჭიროა, არ
შეუძლია ჯიქურ მოქმედებაზე გადასვლა და ამიტომ იღუპება. მაგ-
რამ მისი ბუნება რომ დროსთან ერთად იცვლებოდეს, მისი ბედი
უცვლელი დარჩებოდა.
პაპი იულიუს II ყოველთვის ჯიქურ მოქმედებას არჩევდა და
დრო და გარემოებები ისეთნაირად შეესაბამებოდნენ მის მოქმედე-
მთავარი
213
ბას, რომ ყოველთვის წარმატებით აგვირგვინებდა საქმეს. განვიხი-
ლოთ მისი პირველი ლაშქრობა ბოლონიის წინააღმდეგ, როცა მეს-
სერ ჯოვანი ბენტივოლი1 ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვენეციელები
დრტვინავდნენ, ხოლო ესპანეთის მეფე საფრანგეთს ეთათბირებო-
და ამ საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მან მთელი თა-
ვისი მძვინვარებითა და სიფიცხით წამოიწყო ეს ომი და პირადად
ჩაუდგა სათავეში ლაშქარს. ამნაირმა გადაწყვეტილებამ საგონებელ-
ში ჩააგდო ვენეციელები და ესპანეთი: ვენეციელების ყოყმანს შიში
ედო საფუძვლად, ესპანეთისას კი იმის სურვილი, რომ ხელახლა
დაუფლებოდა ნეაპოლის სამეფოს2. მეორეს მხრივ, მან უკან გაიყო-
ლია საფრანგეთის მეფე, რომელიც ხედავდა, რომ პაპმა უკვე დაიწ-
ყო ომი; ამიტომ, ვენეციელების დასამცირებლად, დააპირა მისი მიმ-
ხრობა3 და მართებულად გადაწყვიტა, რომ უთუოდ მოიმდურებ-
და პაპს, თუკი ლაშქარს არ მიაშველებდა. ამრიგად, თავისი ჯიქური
მოქმედების წყალობით, იულიუსმა მიაღწია იმას, რასაც ვერ მიაღ-
წევდა, მთელი თავისი ადამიანური სიბრძნით, ვერც ერთი მღვდელ-
თმთავარი, ვინაიდან რომიდან დაძვრა რომ იმ დრომდე გადაედო,
როცა დაიდებოდა ყველა დაურღვევი ხელშეკრულება და ყველაფე-
რი მოწესრიგდებოდა, – როგორც მოიქცეოდა მის ადგილას რომე-
ლიც გნებავთ მღვდელთმთავარი, – თამამად შეიძლება ითქვას, რომ
კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდა. რადგანაც საფრანგეთის მეფე ათას
თავის გასამართლებელ საბაბს გამოჩხრეკდა, სხვები კი ათასნაირი
მუქარით გასაქანს არ მისცემდნენ მას. აღარაფერს ვიტყვი მის და-
ნარჩენ მოქმედებათა შესახებ, რომელნიც ერთმანეთს ჰგვანან და
ერთნაირი წარმატებებითვე დაგვირგვინდნენ. დღემოკლეობამ მარ-
ცხის სიმწარე არ აწვნევინა პაპს, რადგანაც ისეთი დრო რომ დამდ-
გარიყო, რომელიც ფრთხილ მოქმედებას მოითხოვდა, მისი საქმე წა-
სული იყო, ვინაიდან არასოდეს გადაუხვევდა იმ გზიდან, რომლითაც
წარმართავდა მისი ბუნება.
დასასრულ, დასკვნის სახით ვიტყვი, რომ, ბედის ცვალებადო-
ბისას, ადამიანები, რომლებიც ჯიუტად მისდევენ მოქმედების ერ-
თხელ და სამუდამოდ არჩეულ გზას, ბედნიერნი არიან მანამ, სანამ
მათი მოქმედება და ბედისწერა ერთმანეთს შეესაბამებიან, წინააღმ-
დეგ შემთხვევაში, მათი ბედნიერება უბედურებით იცვლება. მაგრამ,
ჩემის აზრით, უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახე-
ნიკოლო მაკიაველი
214
დული, რადგანაც ბედისწერა – ქალია, და მის მოსათვინიერებლად
არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს: ვინც არ იშურებს,
უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებუ-
ლი კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუ-
კეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი
და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე.
თავი XXVI
შეგონება ბარბაროსთაგან იტალიის განთავისუფლებისათვის
ყოველივე ზემოთქმულს რომ განვიხილავ, მე გულში ვამბობ: შე-
საძლებელია თუ არა, რომ იტალიის აწინდელმა სინამდვილემ დი-
დება მოახვეჭინოს ახალ მთავარს, და იძლევა თუ არა ეს სინამდვი-
ლე იმის საშუალებას, რომ კეთილგონიერმა და ქველმა მთავარმა,
თავისდა სასახელოდ და თანამემამულეთა საკეთილდღეოდ, ახალი
სული შთაბეროს მას? – და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ გარემო-
ებათა დამთხვევა ამჟამად ისე ხელსაყრელია ახალი მთავრისათვის,
რომ არც კი ვიცი, ოდესმე მისცემია თუ არა მას უფრო ხელსაყრელი
შემთხვევა. და თუ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მოსეს სიქველის
გამოსავლენად საჭირო იყო, რომ ისრაელის ხალხი დამონებული
ყოფილიყო ეგვიპტეში, ხოლო კიროსის სიდიადისა და სიმამაცის
გასაცხადებლად, სპარსელები შევიწროებულნი უნდა ყოფილიყვ-
ნენ მიდიელთაგან, და, ბოლოს, თეზევსის დიად საქმეთა ნათელსა-
ყოფად აუცილებელი იყო ათენელების დაქსაქსულობა1, – ზუსტად
ასევე, ამჟამადაც, იტალიური სულის მთელი სიქველის გამოსავლე-
ნად, აუცილებელი გახლდათ, რომ იტალიას არნახული უბედურება
დასტყდომოდა თავს; რომ ის ებრაელებზე უფრო მეტად დამონე-
ბული, სპარსელებზე უფრო მეტად შევიწროებული და ათენელებ-
ზე უფრო მეტად დაქსაქსული იყოს, რომ აღარც წინამძღოლი ჰყავ-
დეს და აღარც წესრიგის ნატამალი გააჩნდეს, განადგურებულს, გა-
პარტახებულს, განძარცვულს, ფეხქვეშ გათელილს, თავლაფდასხ-
მულსა და მიწასთან გასწორებულს. და თუმცა ზოგ-ზოგში აქამდეც
გამოვლენილა სიქველისა და სიმხნევის სული, რაც თითქოს იმედს
გვაძლევდა, რომ როგორც იქნა ვეღირსეთ ღმერთის მიერ მოვლე-
მთავარი
215
ნილ მხსნელთ, მაგრამ ვაი რომ ყველაზე დიდი წარმატებების შემ-
დეგ ბედისწერა გზას უღობავდა მათ, ასე რომ, იტალია, სასიკვდილო
სარეცელზე სულთმობრძავი სნეულის მსგავსად, დღემდე მოელის
კაცს, რომელიც მოუფონებს მის ჭრილობებს და ბოლოს მოუღებს
ლომბარდიის ძარცვასა და გაპარტახებას, ტოსკანისა და ნეაპოლის
სამეფოს აოხრებასა და იავარყოფას და, ბოლოს და ბოლოს, გან-
კურნავს მის დაჩირქებულ წყლულებს. როგორ ევედრება საბრალო
ღმერთს, რომ მისმა მოწყალებამ მოუვლინოს ბარბაროსთა გულმ-
ხეცობისა და სისასტიკისაგან გამათავისუფლებელი და დამხსნელი!
რა ერთსულოვნად დარაზმული დადგება იგი სახალხო დროშის ქვეშ,
ოღონდაც კი გამოჩნდეს მხსნელი! და ამჟამად არავინაა ისეთი, ვის-
ზედაც იგი უფრო მეტ იმედს ამყარებდეს, ვიდრე თქვენს ბრწყინვა-
ლე გვარზე, რომელსაც თავისი სიქველისა და სვებედნიერების წყა-
ლობით (მას ხომ თვით ღმერთი და ეკლესია მფარველობენ, რომ-
ლის წინამძღვრადაც დღეს თქვენი ერთ-ერთი წევრი გვევლინება2)
შეეძლო სათავეში ჩასდგომოდა სამშობლოს განთავისუფლების საქ-
მეს. და ეს, ალბათ, არ გახდება შეუძლებელი, თუკი მისაბაძ ნიმუშად
დავსახავთ იმ დიდი ადამიანების ცხოვრებას, რომლებზედაც ზემოთ
გელაპარაკეთ. მართალია, ამნაირი ადამიანები იშვიათნი და განც-
ვიფრების ღირსნი არიან, მაგრამ, ასეა თუ ისე, ისინიც ადამიანე-
ბი იყვნენ, და თვითეულ მათგანს მოქმედების უფრო უმნიშვნელო
საბაბი ჰქონდა, ვიდრე თქვენა გაქვთ დღეს; მათი ღვაწლი, თქვენს
მომავალ ღვაწლთან შედარებით, არც უფრო სამართლიანი იყო და
არც უფრო ადვილი, და, ბოლოს, არც ღმერთი მფარველობდა მათ
უფრო მეტად, ვიდრე ამჟამად გმფარველობთ თქვენ! სამართლიანო-
ბაც ესაა სწორედ, რადგან მხოლოდ ის ომია სამართლიანი, რომე-
ლიც აუცილებელია და მხოლოდ ის იარაღია წმინდა, რომელიც ერ-
თადერთ სასოებად დაუსახავს ხალხს3. ამნაირი ღვაწლისათვის ყვე-
ლაფერი მზადაა, ხოლო ამნაირ მზადყოფნას ვერაფერი დაუდგება
წინ, თუკი სათანადოდ გამოიყენებენ ჩემს მიერ სახელმძღვანელოდ
დასახულ წესებს.
ეგეც არ იყოს, ურიცხვი სასწაულებით გვიცხადებს ღმერთი
თავის ნებას: შუა გაიპო ზღვა, გზას გიჩვენებდათ ღრუბელი, წყა-
ლი წარმოადინა კლდემ და წვიმასავით ჩამოდიოდა მანანა ციდან4,
– ყველაფერი შეერთდა თქვენდა განსადიდებლად; დანარჩენი თვი-
ნიკოლო მაკიაველი
216
თონვე უნდა აღასრულოთ. ღმერთს არა ნებავს, რომ ყველაფერი
თვითონ მოიმოქმედოს, რათა არ მიგვხადოს თავისუფალი ნება და
ჩვენი კუთვნილი დიდება. და რა გასაკვირია, რომ ვერც ერთმა ზე-
მოხსენებულმა იტალიელმა ვერ შესძლოს ის, რაც, თუ იმედი გაგ-
ვიმართლდა, უნდა შესძლოს თქვენმა ბრწყინვალე გვარმა, და რომ
იტალიაში მომხდარი ამდენი გადატრიალებისა და ამდენი სისხლის-
მღვრელი ომების შემდეგ, ერთის შეხედვით, მაინც ისე ჩანს, რომ სა-
მამაცო ზნე მთლიანად მიინავლა ჩვენს ქვეყანაში. ეს აიხსნება იმით,
რომ ძველი დაწესებულებები უვარგისნი იყვნენ, და რომ არ აღმოჩ-
ნდა კაცი, რომელიც მათ ნაცვლად დააფუძნებდა ახალთ. არაფე-
რი ისეთ სახელს არ უხვეჭს ახლად აღზევებულ კაცს, როგორც მის
მიერ მიკვლეული ახალი კანონებისა და ახალი დაწესებულებების
დაფუძნება: როცა ისინი მტკიცედ არიან დაფუძნებულნი და სიდი-
ადის ნიშნით აღბეჭდილნი, პატივისცემასა და განცვიფრებას გვი-
ნერგავენ თავიანთი შემოქმედის მიმართ. ხოლო იტალიაში ულევია
ისეთი მასალა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ყოველგვარი ფორმა.
დიდი სიქველე თავს იჩენს მის შვილებში, თუკი ამავე სიქველისაგან
განძარცული არ იქნა მათ სათავეში მდგომი ხალხი. დაუკვირდით
ორთაბრძოლებსა და მცირერიცხოვანი რაზმების შეტაკებებს. თქვენ
დარწმუნდებით, რაოდენ მაღლა დგანან იტალიელები ძალმოსი-
ლების, სიმარჯვისა და საზრიანობის მხრივ, მაგრამ როდესაც ისინი
მრავალრიცხოვან ლაშქრად ერთიანდებიან, მთელი მათი ღირსება
ქარწყლდება, ვინაიდან საქმის მცოდნენი ურჩნი არიან, ხოლო ყვე-
ლას შეუძლია საქმის მცოდნედ მოჰქონდეს თავი, ვინაიდან დღემდე
არ გამოჩენილა თავისი სიქველითა თუ სვებედნიერებით სხვებზე იმ-
დენად მაღლა მდგომი კაცი, რომ ყველანი უყოყმანოდ ემორჩილე-
ბოდნენ მას. აი, რატომაა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, კერძოდ,
უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე გადახდილ ყველა ომში, მარტო-
ოდენ იტალიელებისაგან შემდგარი ჯარი ყოველთვის მარცხს განიც-
დიდა. ამის დასტურად, უწინარეს ყოვლისა, ტარო, შემდეგ კი ალექ-
სანდრია, კაპუა, გენუა, ვაილა, ბოლონია და მესტრიც კმარა5.
ამიტომ, თუ თქვენს ბრწყინვალე გვარს სურს მიჰბაძოს თავიან-
თი სამშობლოს განმათავისუფლებელი დიდი ადამიანების მაგა-
ლითს, მან, უწინარეს ყოვლისა, მტკიცე საფუძველი უნდა ჩაუყა-
როს თავის ყოველგვარ მცდელობას და საკუთარი ლაშქარი შექმნას,
მთავარი
217
რადგანაც წარმოუდგენელია უფრო უკეთესი, უფრო ძლევამოსილი
და ერთგული ჯარი. და ყველა ჯარისკაცი ცალ-ცალკე მართლაც რომ
დიდებული მეომარი იყოს, ერთად დარაზმულნი კიდევ უფრო უკე-
თესნი იქნებიან, თუკი ირწმუნეს, რომ მათი წინამძღოლია მთავარი,
რომელიც ყურადღებასა და მზრუნველობას არ აკლებს მათ, ამი-
ტომ, უცხოელთაგან რომ იტალიური სიმამაცით დავიცვათ თავი,
აუცილებელია ამნაირი ლაშქრის შექმნა. მართალია, შვეიცარიელე-
ბისა და ესპანელების ქვეითი ჯარი მტრის რისხვად ითვლება, მაგ-
რამ უნაკლო არც ერთია და არც მეორე, რის გამოც მტრის ლაშქარს
შეუძლია არა მარტო წინ აღუდგეს მათ არამედ მათი ძლევის იმე-
დიც ჰქონდეს. რადგანაც ესპანელები ვერ უძლებენ მხედართა შე-
ტევას, ხოლო შვეიცარიელები ქვეითებს უნდა უფრთხოდნენ, თუკი
მათსავით შეუპოვარ მეომრებთან მოუწევთ შებმა. ამიტომ, რო-
გორც გამოცდილებამ გვიჩვენა და კვლავაც გვიჩვენებს, ესპანელები
ვერ უძლებენ ფრანგთა მხედრობის იერიშს, ხოლო შვეიცარიელე-
ბი ესპანელების ქვეით ჯართან შეტაკებაში განიცდიან მარცხს. და
თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოცდილე-
ბას ჯერ კიდევ არ უთქვამს თავისი საბოლოო სიტყვა, მაგრამ ნიშან-
დობლივია. თუნდაც რავენასთან გამართული ბრძოლა, სადაც ესპა-
ნელი ქვეითნი შეეტაკნენ გერმანელთა რაზმებს, რომლებიც ისეთივე
წყობით იბრძვიან, როგორც შვეიცარიელები: ესპანელებმა მომცრო
ფარები იფარეს, თავიანთი სიმარჯვისა და მოქნილობის წყალობით
შუბებქვეშ შეუვარდნენ და, თვითონ საიმედოდ დაცულებმა, ჩეხ-
ვა დაუწყეს გერმანელებს, რომლებმაც აღარ იცოდნენ რა ექნათ და
მხედრობას რომ დროზე არ შეეტია ესპანელებისათვის, ისინი ერ-
თიანად მუსრს გაავლებდნენ მტერს.
ამრიგად, ქვეითთა როგორც ერთი, ისე მეორე ლაშქრის ნაკლო-
ვანებათა გათვალისწინებით, შეიძლებოდა შეგვექმნა მესამე სახის
ლაშქარი, რომელიც გაუძლებდა მხედრობის იერიშს და არ შედრ-
კებოდა ქვეითთა წინაშე. ამისთვის საჭიროა არა ახალი სახეობის
იარაღი, არამედ საომარი წყობის შეცვლა. ამნაირი ლაშქრის შექმნა
იმ სიახლეთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც სახელსა და დიდებას
უხვეჭენ მთავარს. ხელიდან არ უნდა გაუშვათ ესოდენ ხელსაყრელი
შემთხვევა, რათა იტალია, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ბოლოს
და ბოლოს, ეღირსოს თავის მხსნელს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ,
ნიკოლო მაკიაველი
218
რა სიყვარულით შეხვდებიან მას იტალიის ყველა კუთხეში, რომლე-
ბიც უცხოელთა შემოსევებისაგან დაზარალდნენ, შურისგების რო-
გორი წყურვილით, რარიგ უსაზღვრო ერთგულებით, რანაირი სა-
სოებით, რა ცრემლთა ფრქვევით! რომელი ბჭე დაიხშობოდა მის
წინაშე? რომელი კუთხის მცხოვრებნი არ მოუხრიდნენ ქედს? ვისი
შური აღუდგებოდა წინ? რომელი იტალიელი არ სცემდა თაყვანს?
ყველას ყელში ამოუვიდა ბარბაროსთა ბატონობა. მაშ, დაე, თქვენმა
ბრწყინვალე გვარმა იტვირთოს ეს მოვალეობა, ისეთივე სიმხნევი-
თა და სასოებით, რომლითაც ხელს ჰკიდებენ მართალ საქმეს, რათა
მისი დროშის ქვეშ აღორძინდეს ჩვენი სამშობლო და მისი ბედის
ვარსკვლავის სხივმფინარებამ გაამართლოს პეტრარკას სიტყვები:
Vირტù ცონტრა ფურორე
Pრენდერà I’ არმე: ე ფია ‘I ცომდატტერ ცორტო:
ჩჰè I’ ანტიცო ვალორე
Nეგლ’ იტალიცი ცორ ნონ è ანცორ მორტო 6.
მთავარი
219
თავი I
1. ფრანჩესკო სფორცა (1401–1466) – ცნობილი იტალიელი კონდოტი-
ერი, გაქნილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. 1426 წლიდან ემ-
სახურებოდა მილანის დუკას ფილიპო მარია ვისკონტის, ვისი ასულიც –
ბიანკა მარია – ცოლად შეირთო 1441 წ. ამ ქორწინებამ დიდი სიმდიდრე
შესძინა მას და არანაკლებ დიდი გავლენა მოუპოვა სახელმწიფოში. მაგ-
რამ ვისკონტის სფორცას პატივმოყვარული მისწრაფებების შიში ჰქონ-
და და სიძე-სიმამრის ურთიერთობა ყოველთვის მტრული და დაძაბული
იყო. ვისკონტის სიკვდილის შემდეგ (1447) სფორცამ გადაწყვიტა თვი-
თონ გამხდარიყო მილანის დუკა, მაგრამ მილანელების, ისევე როგორც
თავისი მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგობის შედეგად იძულე-
ბული შეიქმნა დროებით ხელი აეღო ამ განზრახვაზე. მილანის სამთავ-
რო, მოქალაქეთა ნება-სურვილით, რესპუბლიკად გამოცხადდა. ამასობა-
ში ქალაქები პავია, პარმა და სხვ. განუდგნენ მილანს და თვითონაც რეს-
პუბლიკად გამოაცხადეს თავი. ვენეციელებმა დაუყოვნებლივ ისარგებ-
ლეს ამ განდგომით და დააპირეს ლომბარდიის ერთი ნაწილი ჩაეგდოთ
ხელში. შეშფოთებულმა მილანელებმა დახმარებისათვის ისევ სფორცას
მიმართეს და თავიანთი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად და-
ნიშნეს იგი. 1447-1448 წწ. სფორცამ ზღვასა და ხმელეთზე დაამარცხა
ვენეციელები, მაგრამ შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად დაუზავდა
მტრებს, რომლებმაც შესთავაზეს – ლომბარდია ერთმანეთში გავიყოთო,
ბრძოლა შეწყვიტა და მილანის გზა გაუხსნა ვენეციელებს. ამ უკანასკ-
ნელებმა ალყა შემოარტყეს მილანს. ქალაქი პანიკურმა შიშმა მოიცვა.
დაიწყო შინააშლილობა. სფორცამაც აღარ დაახანა: თავს დაესხა ვენე-
ციელებს, დაამარცხა ისინი და თავი მილანის დუკად გამოაცხადა (1450).
ამ პოსტზე მან თავი გამოიჩინა, როგორც მოხერხებულმა და შორსმჭვრე-
ტელმა პოლიტიკოსმა. ის იყო თავისი საუკუნის ღვიძლი შვილი: გამუდ-
მებით ხლართავდა მზაკვრობისა და ცბიერების ქსელს და მხოლოდ ამის
წყალობით ინარჩუნებდა გავლენას და ძალაუფლებას.
2. 1500 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის მეფემ ფერდინანდ V კათოლიკემ
(1468–1516) გრანადაში ხელშეკრულება დადო საფრანგეთის მეფე ლუი
XII-სთან (1498–1515) ნეაპოლის სამეფოს გაყოფის შესახებ. ამ ხელშეკ-
რულების ძალით მან ჯერ იყო და ტახტი წაართვა ნეაპოლის მეფეს ფე-
დერიკო არაგონელს, ხოლო შემდეგ (1502–1504) ფრანგებიც განდევნა
ნეაპოლიდან.
ნიკოლო მაკიაველი
220
თავი II
1. იგულისხმება „მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესა-
ხებ“, წ. 1.
2. იგულისხმება ფერარის დუკა (ჰერცოგი) ერკოლე I დ’ესტე (1471–1505),
აგრეთვე მისი მემკვიდრე ალფონსო I დ’ესტე (1505–1534), რომელთა
საგვარეულო XII ს. დამდეგიდან ფლობდა ფერარას. ერკოლემ ვენეცი-
ელების წინააღმდეგ ომში (1482–1484) თავისი სამფლობელოების ნაწი-
ლი დაკარგა, ხოლო ალფონსომ, რომელიც 1510–1512 წწ. საფრანგეთს
უჭერდა მხარს პაპ იულიუს II-ის (1503–1513) წინააღმდეგ, ფრანგების
დამარცხების შემდეგ დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა ტახტი.
თავი III
1. ლუი XII პირველად 1499 წლის დამდეგს შეიჭრა იტალიაში და იმავე
წლის სექტემბერში დაიპყრო მილანის საჰერცოგო (დედის მხრივ საფ-
რანგეთის მეფე ენათესავებოდა ვისკონტების საგვარეულოს, რომელიც
სფორცებამდე მართავდა მილანს და ამიტომ გარკვეულ პრეტენზიას აც-
ხადებდა ზემოხსენებულ საჰერცოგოზე. მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ
აჯანყებამ იფეთქა და მილანის მაშინდელმა მთავარმა ლოდოვიკო სფორ-
ცამ (1451–1508), მეტსახელად მორომ, შესძლო მოკლე ხნით დაებრუნე-
ბინა ძალაუფლება, თუმცა 1500 წელს ის კვლავ დაამარცხეს და ტყვედ
ჩაიგდეს ფრანგებმა.
2. ნორმანდია საფრანგეთს შეუერთა ფილიპე II-მ (1204), გასკონია (გასკო-
ნი) – შარლ VII-მ (1453), ბურგუნდია – ლუი XI-მ (1477), ბრეტანია (ბრე-
ტანი) – შარლ VIII-მ (1491).
3. თურქ-ოსმალები 1357 წელს შეიჭრნენ ევროპაში და თანდათანობით
მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიმორჩილეს. ამევე დროს მათ
დაიპყრეს ბიზანტიის სამფლობელოები მცირე აზიაში: 1354 წ. აიღეს
ჰალიპოლისი, ხოლო 1362 წ. – ადრიანოპოლისი, რომელიც სულთანმა
თავის დედაქალაქად გამოაცხადა. 1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონს-
ტანტინოპოლი და საბოლოოდ დაამხეს ბიზანტიის იმპერია.
4. იგულისხმება ე. წ. „პირველი მაკედონური ომი“ (215–205 ძვ. წ. ა.), რომ-
ლის საბაბიც გახდა მაკედონიის მეფის ფილიპე V-ის დახმარება რო-
მაელთა დაუძინებელი მტრის კართაგენისადმი. ამ ომში რომაელებს
მხარს უჭერდა „ეტოლიელთა კავშირი“ (შუა საბერძნეთის პოლისების
პოლიტიკური გაერთიანება), ხოლო „აქაიელთა კავშირი“ ფილიპეს მხა-
რეზე გამოდიოდა.
5. იგულისხმება „მეორე მაკედონური ომი“, რომლის დროსაც რომაელე-
ბი ფილიპე V-ის წინააღმდეგ ისევ „ეტოლიელთა კავშირს“ ემყარებოდ-
მთავარი
221
ნენ, მაგრამ როცა მათმა სარდალმა ტიტუს კვინციუს ფლამინინუსმა 197
წ. (ძვ. წ. ა.) კინოსკეფალესთან სასტიკად დაამარცხა ფილიპე V, „ეტო-
ლიელთა კავშირმა“ ვერავითარი საზღაური ვერ მიიღო რომაელებისა-
გან მათთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ. ამის შემდეგ ეტოლი-
ელები სირიის მეფეს ანტიოქე III-ს (223–187 ძვ. წ. ა.) მიემხრნენ და ხელი
შეუწყეს მის შეჭრას საბერძნეთში (192- ძვ. წ. ა). ამჯერად რომაელებს
უკვე ფილიპე V და „აქაიელთა კავშირი“ უჭერდნენ მხარს, მაგრამ ანტი-
ოქეს დამარცხების შემდეგ რომაელებმა არც თავიანთ ახალ მოკავში-
რეებს აღირსეს რამე გამოსარჩენი. ანტიოქე ტავროსს გადაღმა განდევ-
ნეს, ხოლო „ეტოლიელთა კავშირი“ დაშლილ იქნა (167 ძვ. წ. ა.).
6. იგულისხმება საფრანგეთის მეფე შარლ VIII (1483–1498), რომელიც 1494
წელს შეიჭრა იტალიაში, რათა ანჟუს დინასტიისათვის დაებრუნებინა
ნეაპოლის სამეფო და მოკლე ხანში დაიპყრო კიდეც იგი. მაგრამ მალე
„პაპმა, იმპერატორმა, ვენეციელებმა და მილანის დუკამ კავშირი შეკრეს
მის წინააღმდეგ“ (მაკიაველი, „კლიცია“). ფრანგების წინააღმდეგ მიმარ-
თული კავშირი დადებულ იქნა ვერონაში 1495 წლის 31 მარტს. კოალი-
ციის ლაშქარმა მანტუის მარკიზის ფრანჩესკო გონზაგას (1466–1519)
მეთაურობით აიძულა შარლ VIII დაეტოვებინა ნეაპოლი. 1495 წლის 6
ივლისს ფორნოვოსთან გამართულ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ
მიაღწია გადამწყვეტ უპირატესობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შარლ
VIII-მ იმავე ღამეს დაიხია პიემონტისკენ, ხოლო იქიდან საფრანგეთს
დაბრუნდა, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა 1498 წლის 7 აპრილს,
როცა იტალიაში ხელახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა.
7. ლუი XII; იხ. კომენტ. თ. I, 2; თ. III, I.
8. ვენეცია ცდილობდა გაეფართოებინა თავისი სამფლობელოები იტალი-
აში. ბლუას ხელშეკრულების თანახმად (1499 წლის აპრილი), მის ხელში
უნდა გადასულიყო კრემონა და კიარა დ’ადა.
9. გენუა საფრანგეთის უშუალო გავლენის ქვეშ მოექცა და იქ დანიშნულ
იქნა ფრანგი გუბერნატორი.
10. ფლორენციამ ვალდებულება იკისრა ლუი XII-სთვის ლომბარდიისა და
ნეაპოლის დაპყრობაში შეეწყო ხელი, ხოლო საფრანგეთის მეფე, თავის
მხრივ, პიზის დაუფლებაში უნდა დახმარებოდა ფლორენციელებს.
11. „მანტუის მარკიზი“ – იგულისხმება ფრანჩესკო გონზაგა (იხ. აქვე, კომენტ.
6), რომელმაც ფორნოვოსთან უკუაქცია შარლ VIII.
12. „ფერარის დუკა“ – ერკოლე I დ’ესტე (იხ. კომენტ. თ. II, 2).
13. „ბენტივოლიები“ – XV–XVI სს. ბოლონიის მმართველი დინასტია. აქ იგუ-
ლისხმება ბოლონიის მთავარი ჯოვანი ბენტივოლიო (1443–1508).
14. „ფორლელი გრაფინია“ – კატარინა სფორცა რიარიო (1463–1509), რო-
ნიკოლო მაკიაველი
222
მელიც თავისი ქმრის ჯიროლამო რიარიოს სიკვდილის შემდეგ (1488)
მართავდა იმოლას და ფორლის.
15. „ფაენცას, პეზაროს, რიმინის, კამერინოს, პიომბინოს მბრძანებლები“ –
იგულისხმებიან შესაბამისად: ასტორე III მანფრედი (1488–1502) – ფაენ-
ცას მმართველი საგვარეულოს – მანფრედების უკანასკნელი წარმომად-
გენელი. მოკლულ იქნა რომში ჩეზარე ბორჯას ბრძანებით… პეზაროს
მთავარი ჯოვანი სფორცა (1466–1510) – პაპ ალექსანდრე VI-ის ასულის
ლუკრეცია ბორჯას პირველი ქმარი. ცოლისძმამ – ჩეზარე ბორჯამ პეზა-
როდან განდევნა იგი. გარდაიცვალა ვენეციაში… პანდოლფო მალატესტა
(1475–1534) – რიმინის მთავარი, მალატესტების საგვარეულოს უკანასკ-
ნელი წარმომადგენელი… ჯულიო ჩეზარე და ვარანო – კამერინოს მმარ-
თველი. 1502 წლის ივნისში ჩეზარე ბორჯამ აიღო პიომბინო და შვილებ-
თან ერთად მოაშთო და ვარანო… იაკოპო IV დ’აპიანო (გარდ. 1510) –
პიომბინოს მმართველი.
16. თუმცა არც ვენეციელები დარჩენილან ხელცარიელნი: მათ გამგებლობა-
ში გადავიდა კრემა, კრემონა, ბერგამო, ბრეშია, ხოლო ლუი XII-მ ხელთ
იგდო მილანის საჰერცოგოს დანარჩენი ნაწილი.
17. იგულისხმება პაპი ალექსანდრე VI (1492–1503), ერისკაცობაში როდერი-
გო ბორჯა (დაიბ. 1431) – ცნობილი თავისი პატივმოყვარული მისწრაფე-
ბებით, აღვირახსნილობით და სისასტიკით. თავდაპირველად ფრანგების
მოწინააღმდეგე, შემდეგ კი – მომხრე. ყოველნაირად ცდილობდა აღეზე-
ვებინა თავისი ძე ჩეზარე ბორჯა, რისთვისაც არ თაკილობდა არავითარ
საშუალებას.
18. ლუი XII 1502 წლის ივლისში ჩავიდა იტალიაში, მაგრამ იმიტომ კი არა,
რომ ჩეზარე ბორჯასათვის ტოსკანის დაპყრობის ნება არ მიეცა: საფრან-
გეთის მეფე ესპანეთთან საომრად იჭერდა თადარიგს.
19. იხ. კომენტ. თ. I, 2… გრანადის 1500 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულების
თანახმად, ლუი XII-ს უნდა მიეღო ნეაპოლის მეფის ტიტული და სამეფოს
ჩრდილოეთი ნაწილი, ხოლო ესპანეთის მეფეს ფერდინანდ V კათოლი-
კეს – პულიისა და კალაბრიის ოლქები და მათივე ჰერცოგის ტიტული.
20. იგულისხმება ნეაპოლის მეფე ფედერიკო I არაგონელი (1496–1501), რო-
მელმაც ტახტის დაკარგვის შემდეგ ლუი XII-საგან მიიღო მენის გრაფის
ტიტული (გარდ. 1504).
21. იგულისხმება ესპანეთის მეფე ფერდინანდ V კათოლიკე.
22. ლუი XII 1508 წლის 10 დეკემბერს შევიდა კამბრეს ლიგაში და ანიადე-
ლოსთან რომ დაამარცხა ვენეციელები (ეს მოხდა 1509 წლის 14 მაისს),
ხელთ იგდო მათი სამფლობელოები – ბრეშია, ბერგამო, კრემონა.
23. 1498 წელს ლუი XII გაეყარა თავის პირველ ცოლს ჟანას, შარლ VIII-ს დას,
მთავარი
223
და ცოლად შეირთო შარლ VIII-ს ქვრივი ანა ბრეტანელი. მეფეს სურდა
ამ ქორწინებით საბოლოოდ შემოემტკიცებინა ბრეტანი, რომლის ერ-
თადერთი მფლობელი ანა ბრეტანელი იყო. პაპ ალექსანდრე VI-მ ნებარ-
თვა განქორწინების თაობაზე 1498 წლის 12 ოქტომბერს მეფეს პირადად
ჩაუტანა ჩეზარე ბორჯამ, რომელსაც ლუი XII-მ ვალენტინუას ჰერცო-
გის (იტალიური ტრანსკრიპციით – „ვალენტინო“) ტიტული უბოძა.
24. იგულისხმება ჟორჟ დ’ამბუაზი (1460–1510) – მონტობანის ეპისკოპოსი,
შემდეგ – ნარბონისა და რუანის არქიეპისკოპოსი, ლუი XII-ის მინისტრი,
რომელიც მეფემ კარდინალად აარჩევინა 1498 წ., ჭკვიანი და ცბიერი სა-
ხელმწიფო მოღვაწე.
25. იხ. თ. XVIII.
26. 1500 წლის ნოემბერში, საფრანგეთში მაკიაველის პირველი ელჩობის
დროს.
27. ჩეზარე ბორჯა (1476–1507) – პაპ ალექსანდრე VI-ის ვაჟი; თექვსმეტი
წლისა უკვე ეპისკოპოსი იყო, თვრამეტისა კი კარდინალი, მაგრამ შემდეგ
უარი თქვა საეკლესიო კარიერაზე; 1498 წლიდან ვალენტინუას ჰერცო-
გი (იხ. აქვე, კომენტ. 17); 1499 წ. – ეკლესიის გონფალონიერი; ცნობილი
თავისი გულმხეცობითა და აღვირახსნილობით. მამის დახმარებით ხელ-
ში ჩაიგდო რომანია და ძალ-ღონის დაუზოგავად ცდილობდა გაეფარ-
თოებინა თავისი სამფლობელოები, რისთვისაც არ ერიდებოდა არავი-
თარ საშუალებას. მამის სიკვდილმა და პაპის ტახტზე იულიუს II-ის ასვ-
ლამ (1503) ბოლო მოუღო მის პატივმოყვარულ მისწრაფებებს. სიცოც-
ხლის ბოლო წლები გაატარა ნავარაში. მაკიაველი პირადად იცნობდა
ჩეზარე ბორჯას: ორჯერ – 1502 წლის ივნისსა და ოქტომბერში ელჩად
იყო მის კარზე. ჩეზარე ბორჯას შესახებ დაწვრილებით იხ. „მთავარი“, თ.
VII.
28. იგულისხმება ჟორჟ დ’ ამბუაზი (იხ. აქვე, კომენტ. 18)
თავი IV
1. ალექსანდრე – ალექსანდრე მაკედონელი (356–323 ძვ. წ. ა.) – მაკედო-
ნიის მეფე, შემდეგ მთელი საბერძნეთისა და აზიის მბრძანებელი.
2. ალექსანდრე მაკედონელის დამპყრობლური ომები აზიაში დაახლოებით
შვიდ წელიწადს გაგრძელდა – 334–327 ძვ. წ. ა.
3. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი უზარმაზარი იმპერია ე. წ. „დი-
ადოქოსებმა“ – ალექსანდრეს უახლოესმა თანამებრძოლებმა და მემკ-
ვიდრეებმა დაინაწილეს: მაგ., პტოლემაიოს ლაგოსს წილად ხვდა ეგვიპ-
ტე, ანტიგონოსს – დიდი ფრიგია და მცირე აზია, ლისიმაქეს თრაკია და
ა.შ.
ნიკოლო მაკიაველი
224
4. სანჯაყი – თურქეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული.
5. დარიოსი – დარიოს III (336–330 ძვ. წ. ა.) – სპარსეთის მეფე. აქემენიდთა
დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.
6. ესპანეთში რომაელების შეღწევა დაიწყო III ს. დამლევს (ძვ. წ. ა.), ხოლო
კოლონიზაციის პროცესი ორი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. კელ-
ტიბერები დაიმორჩილა ტიბერიუს გრაქხუსმა (180–178 ძვ. წ. ა.); ლუ-
ზიტანების ნაწილმა ნუმანციის დაცემის შემდეგ (133 ძვ. წ. ა.) მოიხარა
ქედი რომაელების წინაშე, მეორე ნაწილი კი 61 წ. (ძვ. წ. ა.) დაიმორჩი-
ლა იულიუს კეისარმა; ასტურებისა და კინტაბრების მიწა-წყალი მხო-
ლოდ 22 წ. (ძვ. წ. ა.) დაიპყრო ავგუსტუსის სარდალმა ვიპსანიუს აგრი-
პამ… გალიის – დღევანდელი საფრანგეთის უმეტესი ნაწილი – იულიუს
კეისარმა დაუმორჩილა რომის იმპერიას, ხოლო საბერძნეთში რომაელე-
ბის შეღწევა ე. წ. „მაკედონური ომების“ (იხ. კომენტ. თ. III, 4, 5) დრო-
იდან იღებს დასაბამს. ამ ქვეყნების მოსახლეობა არაერთხელ ამბოხებუ-
ლა რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ; საკმარისია დავასახელოთ
აჯანყებები: კელტიბერებისა (195–179 ძვ. წ. ა.), კელტიბერებისა და ლუ-
ზიტანებისა (155–154; 149–133 ძვ. წ. ა.); ვერცინგეტორიქსის გალიაში
(53–52 ძვ. წ. ა.); „ეტოლიელთა კავშირის“ ანტირომაული პოზიცია სი-
რიის მეფის ანტიოქე III-ის ომის დროს და „აქაიელთა კავშირისა“ „მაკე-
დონური ომების“ განმავლობაში.
7. პიროსი (295–272 ძვ. წ. ა.) – ეპირის მეფე; იტალიაში (280–275) და სი-
ცილიაში (277–276) ეომებოდა რომაელებს და ორჯერ – ჰერაკლეასა და
ასკულუმთან დაამარცხა ისინი, მაგრამ უკანასკნელი გამარჯვება ძალიან
ძვირად დაუჯდა („ერთი ასეთი გამარჯვებაც და ჩემი საქმე წასულიაო“, –
უთქვამს ასკულუმთან მოგებული ბრძოლის შემდეგ).
თავი V
1. პელოპონესის ომში (431–404 ძვ. წ. ა.) გამარჯვების შემდეგ სპარტელებ-
მა ათენში დაამყარეს ე. წ. „ოცდაათი ტირანის“ მმართველობა (404 –
403 ძვ. წ. ა.), რომელმაც თავისი სისასტიკით, თვითნებობითა და ძალ-
მომრეობით საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია და ამიტომ მალე დაემ-
ხო… თებეში 382 წ. ძვ. წ. ა. მმართველობის სადავე, სპარტელების დახ-
მარებით, ხელთ იგდეს ოლიგარქებმა, რომლებიც სამიოდე წლის შემდეგ
დაამხეს დემოკრატებმა პელოპიდასა და ეპამინონდას მეთაურობით.
2. მეორე პუნიკური ომის დროს (218–201 ძვ. წ. ა.) კამპანიის ქალაქი კა-
პუა ჰანიბალს უჭერდა მხარს, რის გამოც რომაელები, გამარჯვების შემ-
დეგ, სასტიკად გაუსწორდნენ მას: ჩამოართვეს ყველა მუნიციპალური
პრივილეგია, კონფისკაცია უყვეს მთელს კერძო თუ საზოგადო საკუთრე-
ბას, სიკვდილით დასაჯეს სამოცდაათი ყველაზე წარჩინებული მოქალა-
მთავარი
225
ქე და ქალაქის თითქმის მთელი თავისუფალი მოსახლეობა გადაასახლეს
ან მონებად გაჰყიდეს… ჩრდ. აფრიკის ძველისძველი ქალაქი კართაგე-
ნი, ძლიერი საზღვაო რესპუბლიკის დედაქალაქი, დიდხანს წარმატებით
ეტოქებოდა რომს, რაც გახდა ამ ორ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი
სისხლისმღვრელი ომების მიზეზი: ე. წ. „პუნიკური ომები“ – I პუნიკური
ომი – 264–241 ძვ. წ. ა; II – 218–201; III – 149–146. ამ უკანასკნელ ომში
დამარცხებული კართაგენი მიწასთან გაასწორეს რომაელებმა… ნუმან-
ცია – კელტიბერების ქალაქი, რომელიც 133 წ. ძვ. წ. ა. თხუთმეტთვიანი
ალყის შემდეგ აიღეს და დაანგრიეს რომაელებმა სციპიონ აფრიკელის
(უმცროსის) წინამძღოლობით.
3. რომაელებმა დაანგრიეს თებე (167 ძვ. წ. ა.) და კორინთო (146 ძვ. წ. ა.),
გაძარცვეს და გააპარტახეს ბევრი სხვა ბერძნული ქალაქიც.
4. 1405 წ. მილანის მთავარმა ვისკონტიმ, ვის სამფლობელოშიც შედიოდა
ქალაქი პიზა, 206 000 ეკიუდ მიჰყიდა იგი ფლორენციელებს, მაგრამ პი-
ზელები მხოლოდ თავგანწირული ბრძოლის შემდეგ დანებდნენ თავიანთ
„მყიდველებს“ , რომლებმაც 1494 წელს იტალიაში შემოჭრილ შარლ VIII-ს
დაუთმეს ქალაქი, ხოლო საფრანგეთის მეფემ თვითონ პიზელებს მიჰყი-
და მათივე ციხე-სიმაგრეები. უფრო გვიან მილანის დუკასა და ვენეცი-
ელების დახმარებით პიზამ ერთხელ კიდევ სცადა ქედიდან გადაეგდო
ფლორენციის ბატონობის უღელი, მაგრამ ბოლოს იძულებული შეიქნა
დანებებოდა ფლორენციელებს (1509 წ.) და სამუდამოდ დაკარგა დამო-
უკიდებლობა.
თავი VI
1. მოსე (XII ს. ძვ. წ. ა.) – ებრაელთა ბიბლიური თავკაცი და კანონმდებე-
ლი… კიროსი – კიროს I (558–529 ძვ. წ. ა.) – სპარსეთის სახელმწიფოს
დამაარსებელი… რომულუსი (VIII ს. ძვ. წ. ა.) – რომის ლეგენდარული
დამაარსებელი… თეზევსი (XII ს. ძვ. წ. ა.) – ნახევრად მითიური გმირი,
ათენის მეფე.
2. იხ. „გამოსლვათა“ , II, 2 და შმდ.
3. უფლის ბრძანებით მოსემ ეგვიპტელთა ტყვეობიდან გამოიყვანა ისრა-
ელის ერი, რათა „აღთქმული ქვეყნისაკენ“ წაეყვანა იგი.
4. რომულუსი და მისი ტყუპისცალი რემუსი ლათინთა ქალაქის ალბა
ლონგის მეფის ნუმიტორის შვილიშვილები იყვნენ (მითი ნუმიტორის
ასულის რეა სილვიასა და მაოსის შვილებად მიიჩნევს მათ). ამულიუსმა,
ნუმიტორის უმცროსმა ძმამ, ტახტიდან ჩამოაგდო მეფე, ხოლო ახალშო-
ბილი ყრმები მდინარე ტიბერისში ჩაყარა. მდინარემ ნაპირზე გამორიყა
ძმები, რომლებიც მარსის მიერ მიგზავნილმა ძუ მგელმა გაზარდა; შემ-
დეგ კი მათ ზრდიდნენ მწყემსი ფაუსტულუსი და მისი ცოლი აკა ლარენ-
ნიკოლო მაკიაველი
226
ცია. როდესაც ძმები წამოიზარდნენ, მოკლეს ამულიუსი და ძალაუფლე-
ბა კვლავ ნუმიტორს დაუბრუნეს, ხოლო იმ ადგილას, სადაც ისინი ძუ
მგელმა იპოვა, ქალაქი დააარსეს, რომელსაც შემდეგ რომულუსის სა-
ხელის მიხედვით რომი ეწოდა. უფრო გვიან ძმებს შორის შუღლი ჩამო-
ვარდა, რომულუსმა მოკლა რემუსი და თვითონ გახდა ქალაქის პირვე-
ლი მეფე.
5. სპარსეთი მიდიელთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე
კიროს I-მა არ დაამარცხა მიდიის მეფე ასტიაგე (ბაბილონური ტრანსკ-
რიპციით – „იშთუვეგუ“, დაახლ. 580–550 ძვ. წ. ა.) და არ გაათავისუფლა
თავისი ქვეყანა; მანვე მოკლე ხანში დაიმორჩილა არა მარტო მიდია, არა-
მედ სომხეთიც, კაპადოკიაც, ლიდიაც, ბაბილონიც და სპარსეთის უზარ-
მაზარი სახელმწიფო შექმნა.
6. ჯიროლამო სავონაროლა (1452–1498) – დომინიკელი ბერი, ორატორი
და ღვთისმეტყველი; მედიჩების განდევნის შემდეგ (1494) ფლორენციის
რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი. ამაოდ ცდილობდა ნახევრად თეოკ-
რატიული და ნახევრად დემოკრატიული კონსტიტუციის მიხედვით
ემართა ფლორენცია. დაუნდობლად ამხელდა ეკლესიის გახრწნილებას
და რელიგიური რეფორმის დაუყოვნებლივ გატარებას მოითხოვდა, რის
გამოც რომის კურიის მძაფრი სიძულვილი დაიმსახურა. კოცონზე დაწ-
ვეს 1498 წლის 23 მაისს.
7. ჰიერონ სირაკუზელი (უმცროსი; დაახლ. 306–215 ძვ. წ. ა.) – სირაკუზე-
ლი სტრატეგი, შემდეგ კი – ტირანი. ძალაუფლება დაქირავებული რაზ-
მების წყალობით ჩაიგდო ხელში, მაგრამ შემდეგ დაშალა ისინი და ახალი
ლაშქარი შექმნა. მარჯვედ იყენებდა რომისა და კართაგენის ანტაგონიზმს
და ხან ერთს უჭერდა მხარს, ხანაც მეორეს. თავისი მოქნილი პოლიტიკის
წყალობით შესძლო ნაწილობრივ მაინც აღედგინა სირაკუზის ოდინდე-
ლი ძლიერება, რომელსაც მის სიკვდილთან ერთად მოეღო ბოლო.
თავი VII
1. სპარსეთის მეფის დარიოს I-ის (522-486 ძვ. წ. ა.) აგრესიული პოლიტი-
კის შედეგად დაიწყო სპარსელების შეჭრა საბერძნეთში, რაც მისი მემ-
კვიდრეების ქსერქსე I-ისა (486-465) და არტაქსერქსე I-ის (465-424)
დროსაც გაგრძელდა. ეს იყო ე. წ. „ბერძნულ-სპარსული“ ომები (500-
449 ძვ. წ. ა.) თავდაპირველად სპარსელებმა ხელთ იგდეს მცირე აზიის
(იონია) ბერძნული ქალაქები, რომელთა მმართველებადაც თავიანთი
სატრაპები დანიშნეს.
2. ამის შესახებ იხ. თ. XIX.
მთავარი
227
3. „სიქველე“ (იტალ. „ვირტუ“) აქ, უწინარეს ყოვლისა, სიმამაცეს ნიშნავს,
თორემ ჩეზარე ბორჯას სიქველეზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, კომიკურია.
4. მილანის დუკა ლოდოვიკო სფორცა (მორო) თავის ნათესავებს – ფორ-
ლელ გრაფინიას კატარინა სფორცა რიარიოსა და პეზაროს მმართველს
ჯოვანი სფორცას მფარველობდა, ხოლო ვენეცია თვითონვე იყო დაინ-
ტერესებული იმით, რომ საკუთარი გავლენა გაეფართოებინა რომანიაში.
5. ორსინები რომაელ დიდებულთა სახელგანთქმული საგვარეულო, საიდა-
ნაც გამოვიდა ხუთი პაპი, ოცი კარდინალი და მრავალი კონდოტიერი…
კოლონები – რომაელ დიდებულთა არანაკლებ ცნობილი საგვარეულო,
რომელიც ასევე არაერთ პაპს, კარდინალსა და მხედართმთავარს ითვ-
ლის. ორსინებისა და კოლონების საგვარეულოთა ქიშპობა და ბრძოლა
საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა რომის პოლიტიკურ ისტორიას.
პაპები ხან ერთ საგვარეულოს ეყრდნობოდნენ და ხან მეორეს.
6. იხ. კომენტ. თ. III, 8.
7. იხ. კომენტ. თ. III, 17.
8. იხ. კომენტ. თ. III, 1.
9. მთელ ამ პასაჟს ჩეზარე ბორჯას დაპყრობითი ომებისა და, საერთოდ,
იტალიის ისტორიის დრამატული მოვლენები უდევს საფუძვლად: 1498
წელს საფრანგეთის მეფემ ლუი XII-მ, როგორც ვიცით (იხ. კომენტ. თ. III,
17), ვალენტინუას ჰერცოგის ტიტული უბოძა ჩეზარე ბორჯას, ხოლო
შემდეგ კიდევ უფრო დაიახლოვა იმით, რომ თავისი ნათესავის – ნავარის
მეფის ჟან დ, ალბრეს ასული შარლოტა შერთო ცოლად. იტალიაში შე-
მოჭრილ ლუი XII-ს თან ახლდა ჩეზარე ბორჯა, რომელიც საკმაოდ მრა-
ვალრიცხოვან სამხედრო შენაერთებს ედგა სათავეში. სანამ საფრანგეთის
მეფე მილანს უტევდა (იხ. კომენტ. თ. III, I), „დუკა ვალენტინომ“, როგორც
იტალიელები უწოდებდნენ ჩეზარე ბორჯას, მამამისის – პაპ ალექსანდ-
რე VI-ის დახმარებით, რომანიის ქალაქების დაპყრობა დაიწყო, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ეს ქალაქები დიდი ხანია ეკლესიის გავლენას ექვემდებარე-
ბოდნენ. ასე რომ პაპს ეკლესიის გავლენის განმტკიცება კი არა, მხოლოდ
თავისი ძის აღზევება სურდა. თავდაპირველად ჩეზარე ბორჯა იმოლასა და
ფორლის დაეუფლა, რომლებსაც თავგანწირვით იცავდა კატარინა სფორ-
ცა რიარიო (იხ. კომენტ. თ. III, 9), შემდეგ კი პეზაროს (იხ. კომენტ. იქვე)
და რიმინის (1500 წ.). ფაენცას დაპყრობა უფრო ძნელი საქმე აღმოჩნ-
და, რადგანაც ქალაქის მცხოვრებნი დიდ პატივს სცემდნენ თავიანთ ნორჩ
მთავარს ასტორე მანფრედის და ერთგულად იცავდნენ მას. მაშინ ბორჯამ
მისთვის ჩვეულ ცბიერებას მიმართა: ხელშეუხებლობა და დიდი პატივი
აღუთქვა მანფრედის, მაგრამ როცა ეს უკანასკნელი ძმასთან ერთად ეახლა,
შეიპყრო და რომში გაგზავნა ისინი, სადაც ძმები მისი ბრძანებით მოაშთეს.
ფაენცა დაეცა 1501 წლის 25 აპრილს, ხუთიოდე დღის შემდეგ კი ბორჯამ
ნიკოლო მაკიაველი
228
უკვე ბოლონიის ციხე-სიმაგრე აიღო, მაგრამ ლუი XII-ის ბრძანებით იძუ-
ლებული შეიქნა დაზავებოდა ბოლონიის მთავარს ჯოვანი ბენტივოლიოს.
იმავე წელს ბორჯამ დაიმორჩილა პიომბინო, ხოლო 1502 წლის ივნისში –
ურბინო და კამერინო (იხ. კომენტ. თ. III, 9). შემდგომ ამისა, მან ტოსკანის
დაპყრობაზე დაიწყო ფიქრი და ფლორენციას დაემუქრა. შეშფოთებულმა
ფლორენციელებმა ლუი XII-ს მიმართეს დახმარებისათვის. საფრანგეთის
მეფეს არაფრად ეჭაშნიკებოდა ბორჯას ასეთი აღზევება და თავის მოკავ-
შირეს სასტიკად აუკრძალა ფლორენციაზე თავდასხმა…
10. მაჯონე – პატარა ქალაქია იტალიაში, პერუჯადან თორმეტიოდე კილო-
მეტრით დაშორებული, სადაც 1502 წელს ჩეზარე ბორჯას პოლიტი-
კით უკმაყოფილო დიდებულებმა – ორსინებმა, ვიტელებმა და იტალიის
სხვადასხვა ქალაქის მბრძანებლებმა შეთქმულება მოაწყვეს „დუკა ვა-
ლენტინოს“ წინააღმდეგ; ჩეზარე ბორჯა იმხანად იმოლაში იმყოფებოდა
და „იქიდან აპირებდა თავისი ლაშქრით დაძრულიყო ბოლონიის ტირა-
ნის ჯოვანი ბენტივოლის წინააღმდეგ, რადგანაც სურდა დაემორჩილე-
ბინა ეს ქალაქი და თავისი სამთავროს – რომანიის დედაქალაქად ექცია
იგი. როცა ცნობამ ამის შესახებ ვიტელების, ორსინებისა და მათი მომხ-
რეების ყურამდე მიაღწია, ყველამ გადაწყვიტა, რომ დუკა მეტისმეტად
ძლიერი ხდება და ახლა კი დროა, რომ თავიანთ ტყავს უფრთხილდე-
ბოდნენ, რადგან ბოლონიას თუ დაეუფლა ის, რასაკვირველია, შეეცდე-
ბა მუსრი გაავლოს მათაც, რათა იტალიაში შეიარაღებული მხოლოდ და
მხოლოდ თვითონ დარჩეს. ისინი შეიკრიბნენ მაჯონესთან, პერუჯის მახ-
ლობლად და იქ მიიწვიეს კარდინალი, პაოლო და დუკა გრავინა ორსი-
ნი, ვიტელოცო ვიტელი, ოლივეროტო და ფერმო, ჯანპაოლო ბალიონი,
პერუჯის ტირანი, და სიენის მბრძანებლის პანდოლფო პეტრუჩის მიერ
გამოგზავნილი მესსერ ანტონიო და ვენაფრო. თავყრილობაზე იხილავდ-
ნენ დუკას ძლიერებას, მის ზრახვებს და აგრეთვე იმას, რომ აუცილებე-
ლია მისი ალაგმვა, არა და, ყველას დაღუპვა ელის. ამასთანავე გადაწყვი-
ტეს არ მიეტოვებინათ ბენტივოლი, ეცადათ თავის მხარეზე გადაებირე-
ბინათ ფლორენციელები და ორსავე ქალაქში გაეგზავნათ თავისი ხალხი,
რათა პირველისათვის დახმარება აღეთქვათ, ხოლო მეორე დაერწმუნე-
ბინათ, საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გავერთიანდეთო.
ამ თავყრილობის ამბავი მალე მთელს იტალიაში გახმიანდა და ყველას,
ვინც უკმაყოფილო იყო დუკას ძალაუფლებით, მათ შორის, ურბინოს
მცხოვრებლებსაც ცვლილების იმედი აღეძრათ გულში“ (მაკიაველი, „აღ-
წერა იმისა, თუ როგორ მოიცილა თავიდან დუკა ვალენტინომ ვიტელო-
ცო ვიტელი, ოლივეროტო და ფერმო, სინიორ პაოლო და დუკა გრავი-
ნა ორსინი“). ურბინო ამბოხდა. აჯანყებებმა იფეთქა სხვა მხარეებშიაც.
ჩეზარე ბორჯას მდგომარეობა კრიტიკული გახდა. მაგრამ ფლორენცი-
ელებმა მხარი არ დაუჭირეს შეთქმულებს; პირიქით, გააფრთხილეს დუკა
მთავარი
229
და თავიანთი საგანგებო ელჩის – ნიკოლო მაკიაველის მეშვეობით თავ-
შესაფარიც კი შესთავაზეს მას. ბორჯამ თავისი მზაკვრობით მოახერხა
დროის მოგება, მაშველ ძალებს მოუყარა თავი, შემდეგ მოსალაპარაკებ-
ლად მიიწვია შეთქმულნი და ანკონის მახლობლად მდებარე ციხე-სიმაგ-
რე სინიგალიასთან მუსრი გაავლო მათ.
11. პავოლო – პაოლო ორსინი (გარდ. 1503 წ.), იტალიელი კონდოტიერი,
ემსახურებოდა მედიჩებს, ვენეციელებსა და ჩეზარე ბორჯას.
12. იხ. აქვე, კომენტ. 10.
13. რემირო დ’ორკო – რამირო დე ლორკვა (სიკვდილით დასაჯეს 1502 წ.),
ჩეზარე ბორჯას სახლთუხუცესი, შემდეგ მისი ნაცვალი რომანიაში. პატ-
რონმა ბრალად დასდო მაჯონეს შეთქმულებაში მონაწილეობა და სურ-
სათით სპეკულაცია, რისთვისაც სიკვდილით იქნა დასჯილი.
14. ჩეზენა – პატარა ქალაქი ფორლის მახლობლად.
15. 1503 წელს, როცა ფრანგები ესპანელებს ეომებოდნენ ნეაპოლის სამე-
ფოსათვის, პაპმა ალექსანდრე VI-მ და მისმა ვაჟმა ჩეზარე ბორჯამ ესპა-
ნელებთან დააპირეს კავშირის შეკვრა და დაიწყეს კიდეც მოლაპარაკება,
რომელიც შეწყვეტილი იქნა პაპის სიკვდილის გამო.
16. გაეტა – პატარა ქალაქი სამხრეთ იტალიაში.
17. ჩეზარე ბორჯამ პიომბინო დაიმორჩილა 1501 წლის 3 სექტემბერს, პერუ-
ჯა – 1503 წლის იანვარში და ცდილობდა პიზაც ჩაეგდო ხელში.
18. ჩეზარე ბორჯამ თავისი დამპყრობლური ომები დაიწყო 1498 წელს,
ხოლო პაპი ალექსანდრე VI 1503 წელს გარდაიცვალა.
19. ფრანგებისა და ესპანელების ლაშქარი იგულისხმება.
20. ალექსანდრე VI 1503 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა, იულიუს II-მ კი
მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიაღწია იმას, რომ ჩეზარე ბორჯას ბრძანება
გაეცა რომანიის ქალაქების გუბერნატორებისადმი დანებების შესახებ.
21. ბალიონებიც, ვიტელებიცა და ორსინებიც ჩეზარე ბორჯას მოსისხლე
მტრები იყვნენ.
22. ალექსანდრე VI-ის სიკვდილის შემდეგ პაპად აირჩიეს პიუს III. მაგრამ
მისი პონტიფიკატობა მხოლოდ ოცდაექვს დღეს გაგრძელდა. პიუს III-ის
შემდეგ, 1503 წლის 28 ოქტომბერს პაპის ტახტზე აყვანილ იქნა ჯული-
ანო დელა როვერე, კარდინალი სან პიეტრო ად ვინკულა, პაპობაში –
იულიუს II (1503–1513). ესპანელ კარდინალთა ხმები რომ მიეღო, მან
აღუთქვა ჩეზარე ბორჯას (ბორჯები – ბორხები – ესპანური წარმომავ-
ლობის გვარია და მათ, რასაკვირველია, თავიანთი მომხრეები ჰყავდათ
ესპანეთში). ეკლესიის გონფალონიერის პოსტს შეგინარჩუნებ და რომა-
ნიკოლო მაკიაველი
230
ნიასაც დაგიმტკიცებო, მაგრამ პაპად არჩევის შემდეგ არც ერთი დაპი-
რება არ შეასრულა.
23. მაკიაველი პირადად ესწრებოდა კონკლავს (1503 წლის 23 ოქტომბრი-
დან 18 დეკემბრამდე).
24. გადმოცემით, ერთ-ერთი წვეულების დროს პაპმა ალექსანდრე VI-მ და
მისმა ძემ ჩეზარე ბორჯამ შეცდომით დაცალეს სასმისები, რომლებშიაც
მოწამლული ღვინო ესხა და მათთვის არასასურველი ორი სტუმრისათ-
ვის იყო განკუთვნილი. პაპი მალე გარდაიცვალა, მისი ვაჟი კი მძიმედ
დასნეულდა.
25. სან პიეტრო ადვინკულა – ჯოვანი დელა როვერე (1441–1513), 1503 წლი-
დან პაპი იულიუს II… კოლონა – ჯოვანი კოლონა (გარდ. 1508), კარდი-
ნალი (1480 წლიდან), კოლონების საგვარეულოს (იხ. აქვე კომენტ. 5)
ერთ-ერთი წარმომადგენელი…
26. სან ჯორჯო – რაფაელო გალეოტო რიარიო (1451–1521), კარდინალი სან
ჯორჯო ინ ველაბრო (1477 წლიდან), კატარინა ფორლელის (იხ. კომენტ.
თ. III, 9) მაზლი… ასკანიო – ასკანიო სფორცა (გარდ. 1505), ფრანჩესკო
სფორცას (იხ. კომენტ. თ I) ვაჟი, კარდინალი.
27. იგულისხმება ჟორჟ დ’ამპუაზი (იხ. კომენტ. თ. III, 18).
თავი VIII
1. აგათოკლე (361–289 ძვ. წ. ა.) – სირაკუზის ტირანი (317 წლიდან ძვ. წ. ა.).
2. აგათოკლეს მამა კარკინე მართლაც მეთუნე იყო (იუსტინე, XXII, ს. 2) და
თვითონაც ყმაწვილკაცობაში მეთუნეობით ირჩენდა თავს, მაგრამ შემდეგ
თავი გაანება ამ ხელობას და სამხედრო სამსახურში შევიდა.
3. ჰამილკარ კართაგენელი – ჰამილკარ ბარკა (დაიღუპა 229 წ. ძვ. წ. ა.),
სახელგანთქმული კართაგენელი მხედართმთავარი, რომელიც იმ ხანად
სიცილიაში ომობდა კართაგენის სამფლობელოების შესანარჩუნებლად.
4. იუსტინეს მოწმობით (XXII, 2 და შმდ.) აგათოკლემ ოთხი ათასზე მეტი სი-
რაკუზელი მოქალაქე გაჟლიტა.
5. 312–311 წ. ძვ. წ. ა. კართაგენელებმა ორჯერ დაამარცხეს აგათოკლე, რო-
მელიც მტრის მიერ ალყაშემორტყმულ კართაგენში აღმოჩნდა გამომწყ-
ვდეული. შევიწროებულმა ტირანმა შლეგური გადაწყვეტილება მიიღო:
დააპირა საპასუხო დარტყმა აფრიკაში მიეყენებინა კართაგენელებისათ-
ვის. სახსრების შესაგროვებლად გაძარცვა სირაკუზის ტაძრები, ქონება
ჩამოართვა მოქალაქეებს, ქალაქში საკმაოდ ძლიერი გარნიზონი დატო-
ვა თავისი ძმის ანტანდრეს მეთაურობით, თვითონ კი სამოცი ხომალდით
დაუსხლტა კართაგენელების ფლოტს და აფრიკაში გადასხა თავისი ლაშ-
ქარი. თოთხმეტი ათასი ჯარისკაცით დაამარცხა კართაგენელების სამჯერ
უფრო მრავალრიცხოვანი არმია და თვით კართაგენს დაემუქრა…
მთავარი
231
6. შევიწროებულმა კართაგენელებმა დახმარებისათვის მიმართეს თავიანთ
სარდალს ჰამილკარს, რომელიც გარს ადგა სირაკუზას. ჰამილკარი იძუ-
ლებული შეიქნა მოალყეთა ნაწილი სასწრაფოდ გაეგზავნა აფრიკაში
კართაგენის მისაშველებლად.
7. ოლივეროტო და ფერმო – ოლივეროტო ევფრედუჩი (1475–1502), იტა-
ლიელი კონდოტიერი, რომელიც თავდაპირველად ემსახურებოდა ჩეზა-
რე ბორჯას, ხოლო შემდეგ მის წინააღმდეგ გამოდიოდა. მაჯონეს შეთქმუ-
ლების სხვა მონაწილეებთან ერთად მოკლულ იქნა ჩეზარე ბორჯას მიერ
სინიგალიასთან (იხ. კომენტ. თ. VII, 10).
8. პავოლო (პაოლო) ვიტელი (სიკვდილით იქნა დასჯილი 1499 წელს) –
იტალიელი კონდოტიერის, ჩიტა დი კასტელოს მბრძანებლის ნიკოლო
ვიტელის ვაჟი, თავადაც კონდოტიერი; ემსახურებოდა ფლორენცი-
ელებს, რომლებმაც პიზის დაპყრობა დაავალეს მას, მაგრამ, რაკი ამ და-
ვალების შესრულება ვერ შესძლო, ფლორენციელებმა შეიპყრეს და სას-
ტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
9. ვიტელოცო – ვიტელოცო ვიტელი (მოკლულ იქნა 1502 წ.) პაოლო ვი-
ტელის ძმა, ჩიტა დი კასტელოს მთავარი; მხარს უჭერდა ორსინებს პაპ
ალექსანდრე VI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგვიანებით თავის ძმასთან
ერთად ემსახურებოდა ფლორენციელებს, მაგრამ პაოლოს სიკვდილით
დასჯის შემდეგ პიზელების მხარეზე გადავიდა. მონაწილეობდა მაჯონეს
შეთქმულებაში. ოლივეროტო და ფერმოსთან ერთად მოკლულ იქნა ჩე-
ზარე ბორჯას მიერ სინიგალიის მახლობლად.
10. ეს მოხდა 1501 წლის 26 დეკემბერს.
თავი IX
1. ნაბიდე – სპარტის ტირანი (205–192 ძვ. წ. ა.), „მაკედონური ომების“
დროს (იხ. კომენტ. თ. III, 5). თავდაპირველად მხარს უჭერდა ფილიპე V
მაკედონელსა და რომაელებს, ხოლო შემდეგ სირიის მეფეს ანტიოქე III-ს
მიემხრო. რომაელთა სარდალმა ფლამინინუსმა ალყა შემოარტყა სპარ-
ტას და 195 წ. ძვ. წ. ა. აიძულა ნაბიდე მის მიერ შეთავაზებული პირო-
ბები მიეღო.
2. გრაკხები – ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსი (162–133 ძვ. წ. ა.) რომა-
ელი სახელმწიფო მოღვაწე, სახალხო ტრიბუნი; ცდილობდა განეხორ-
ციელებინა პროგრესული აგრარული რეფორმა; მის წინააღმდეგ გამო-
სულმა სენატორებმა ისე მოკლეს თავის სამას მომხრესთან ერთად, რომ
გარშემოჯარულ პლებსს ხელიც არ გაუნძრევია თავისი ლიდერის დასა-
ცავად… გაიუს სემპრონიუს გრაკხუსი (154–121 წ. ძვ. წ. ა.) – სახალხო
ტრიბუნი (123 წ.), თავისი ძმის – ტიბერიუსის საქმის განმგრძობი; ისიც
რომის სენატთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.
ნიკოლო მაკიაველი
232
3. ჯორჯო სკალი – ფლორენციელი პოპოლანების (მდაბიორების) ერთ-ერთი
ლიდერი ჩომპების (საფეიქრო მრეწველობის მუშები) აჯანყების დროს
(1378 წ.); სიკვდილით იქნა დასჯილი 1382 წელს.
თავი X
1. იგულისხმება გერმანიის იმპერატორი მაქსიმილიანე I (1493–1519).
თავი XI
1. პაპმა იულიუს II-მ ვენეციელების განადგურება შესძლო, ე. წ. „კამბ-
რეს ლიგის“ (1508–1509) მეშვეობით, რომელშიაც მის გარდა შედიოდ-
ნენ გერმანიის იმპერატორი მაქსიმილიანე I, საფრანგეთის მეფე ლუი XII
და ესპანეთის მეფე ფერდინანდ V კათოლიკე (შდრ. კომენტ. თ. III. 16).
შემდეგ პაპმა კამბრეს ლიგაში თავისი ყოფილი მოკავშირის ლუი XII-ის
წინააღმდეგ დარაზმა ძალები, რადგანაც საფრანგეთის მეფემ მილანის
სამთავროში ეკლესიის კუთვნილი ზოგიერთი ოლქი მიიტაცა. 1511 წელს
იულიუს II-ის ინიციატივით შეიქმნა ე. წ. „წმინდა ლიგა“ („საღვთო კავ-
შირი“), რომელშიაც პაპთან ერთად შევიდნენ ესპანეთი, ვენეცია, გერმა-
ნია და სხვ., და რომლის მეშვეობითაც იგი საფრანგეთს დაუპირისპირდა.
2. იხ. კომენტ. თ. III, 6.
3. ეს იყო ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები იტალიაში.
4. 1482 წელს ფერარას მხარს უჭერდნენ ნეაპოლი, ფლორენცია, მილანი,
მანტუა, ურბინო და პაპი სიქსტე IV, რომელიც თავდაპირველად ვენეცი-
ელების მხარეზე გამოდიოდა. ომი დამთავრდა ბანიოლის ზავით (1484),
რომლის თანახმადაც, ვენეციის ხელში გადავიდა პოლეზინა და როვიგო.
5. სიქსტე – ფრანჩესკო დელა როვერე (1414–1484), ფრანცისკანელთა ორ-
დენის გენერალი, 1471 წლიდან – პაპი სიქსტე IV.
6. იგულისხმება: ათი წელი ცოცხლობდა პაპად არჩევის შემდეგ. ყოველ
შემთხვევაში ეს ზუსტია მაკიაველის (1469–1527) დროინდელ პაპებთან
დაკავშირებით: სიქსტე IV (1471–1484). ინოკენტი VIII (1484–1492), ალექ-
სანდრე VI (1492–1503), პიუს III (1503), იულიუს II (1503–1513); ლეონ X
(1513–1521), ადრიანე IV (1522–1523), კლემენტე VII (1523–1534).
7. შდრ. კომენტ. თ. VII, 5.
8. იულიუს II ბოლონიაში შევიდა 1506 წლის 11 ნოემბერს.
9. იხ. აქვე, კომენტ. 1.
10. პაპი ლეონი – ჯოვანი მედიჩი (1475–1521). ლორენცო I დიდებულის
(1448–1492) ძე, 1513 წლიდან – პაპი ლეონ X.
მთავარი
233
თავი XII
1. ამას ამტკიცებდა ჯიროლამო სავონაროლა (იხ. კომენტ. თ. VII. 6) 1494
წლის 1 ნოემბერს წარმოთქმულ ქადაგებაში, როცა საფრანგეთის მეფე
შარლ VIII ფლორენციას უახლოვდებოდა: „აჰა, მოვიდა მახვილი, აჰა,
აღსრულდა წინასწარმეტყველება, აჰა, მოიწია რისხვა, აჰა, მოგვევლინა
სასჯელი: თვითონ უფალი მიუძღვის ურჯუკთა ბრბოებს! ო, ფლორენ-
ცია, გარდახდა ჟამი სიმღერისა და ჟამი როკვისა, – ცრემლის მდინარე-
ბით გმართებს დაიტირო ამიერიდან ცოდვანი შენნი, იტალია, – აი, მი-
ზეზი ჩვენი წახდენის!“
2. პირველი პუნიკური ომის (264–241 წ. ძვ. წ. ა.) დამთავრების შემდეგ,
რომელმაც უზარმაზარი სახსრები შეიწირა, კართაგენის ხაზინა დაცა-
რიელებული აღმოჩნდა. დაქირავებულ ჯარისკაცებს ჯამაგირი ვეღარ გა-
დაუხადეს და არმიაში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულებს მიემხრნენ მო-
ნები და კართაგენზე დამოკიდებული ლიბიელები, აგრეთვე თავისუფალ
ნუმიდიელთა ტომები. მეამბოხეებს მეთაურობდნენ ლიბიელი მატო-
ნი და კამპანიელი მონა სპენდიუსი. მათ მიემხრო თვით ორი პუნიკური
ქალაქი – უტიკა და ბიზერტა. აჯანყებამ, რომელიც 241 წლის ზამთარ-
ში დაიწყო და სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, გამოავლინა კართაგენის
სახელმწიფოებრივი წყობილების ყველა სუსტი მხარე, ყველა შინაგანი
წინააღმდეგობა: მონებსა და მონათმფლობელებს, კართაგენელებსა და
ლიბიელებს, სახელმწიფოსა და დაქირავებულ ლაშქარს შორის. აჯანყება
დიდი გაჭირვებით ჩაახშო სახელგანთქმულმა კართაგენელმა სარდალმა
ჰამილკარ ბარკამ (იხ. კომენტ. თ. VIII, 3).
3. ეპამინონდა (დაახლ. 420–362 ძვ. წ. ა.) – სახელგანთქმული თებელი სარ-
დალი; წარმატებით ებრძოდა ლაკედემონელებს და ორჯერ დაამარცხა
ისინი ლევკტრასა და მანტინეასთან. ამ უკანასკნელ ბრძოლაში სასიკვ-
დილოდ იქნა დაჭრილი; „მე ვტოვებ ორ უკვდავ შვილს, – უთქვამს მო-
მაკვდავს, – ლევკტრასა და მანტინეასო“.
4. იგულისხმება ფილიპე II (359–336 ძვ. წ. ა.) – ალექსანდრე მაკედონელის
მამა, მაკედონიის ძლიერი სახელმწიფოს შემქმნელი. სიჭაბუკე თებეში,
ეპამინონდას სასახლის კარზე გაატარა, როგორც მძევალმა. ე. წ. „წმინ-
და ომის“ დროს (356–346 ძვ. წ. ა.). თებელების ლაშქარს სარდლობდა
ფოკიდელების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ თვითონ თებე დაიმორჩილა.
5. იგულისხმება ფილიპო მარია ვისკონტი, მილანის დუკა (1412–1447), ვის-
კონტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომლის შემდე-
გაც მილანის მმართველობა სფორცების ხელში გადავიდა.
6. იხ. კომენტ. თ. I, 1.
ნიკოლო მაკიაველი
234
7. ფრანჩესკო სფორცამ ვენეციელები დაამარცხა კარავაჯოსთან 1448 წლის
15 სექტემბერს.
8. ფრანჩესკო სფორცას მამა – ჯაკომუცო ატენდოლო სფორცა (1369
–1424) თავისი დროის ერთი ყველაზე ცნობილი კონდოტიერი იყო. თავ-
დაპირველად ემსახურებოდა ფლორენციელებს (1405), შემდეგ – პაპს
და ფერარის მთავარს, ხოლო 1412 წლიდან – ნეაპოლის მეფეს ვლადის-
ლავს ანუ ლანსელოტს (1376–1414) და მის დასა და მემკვიდრეს ჯოვანა
II-ს (1370–1435; დედოფალი – 1414 წლიდან), 1420 წ. კი – პაპ მარტინ
V-ს (1417–1431)… ჯოვანა იძულებული იყო ეშვილა და თავის მემკვიდრედ
გამოეცხადებინა ალფონსო V არაგონელი (დაახლ. 1369–1458).
9. ჯოვანი აკუტო (აუკუტა) – სერ ჯონ ჰოქვუდი, ინგლისელი კონდოტი-
ერი, იტალიაში ომობდა 1361–1393 წწ. თავდაპირველად ემსახურებოდა
რომს და ჩეზანას, შემდეგ – ვისკონტებს, ხოლო 1377 წლიდან – ფლო-
რენციელებს.
10. იგულისხმება ფრანჩესკო სფორცას მამა – ჯაკომუცო ატენდოლო სფორ-
ცა (იხ. აქვე, კომენტ. 8).
11. ბრაჩო – ბრაჩო და მონტონე (1368–1424), იტალიელი კონდოტიერი, ემ-
სახურებოდა პაპსა და იტალიის სხვადასხვა სამთავროთა მბრძანებლებს.
ბოლოს იმდენად გაძლიერდა, რომ 1417 წელს ქალაქი რომიც კი აიღო,
მაგრამ იქედან განდევნა მისმა მუდმივმა მეტოქემ ჯაკომუცო სფორცამ.
ბრაჩოსა და სფორცას ბანდები მათი სიკვდილის შემდეგაც დიდხანს ებ-
რძოდნენ ერთმანეთს.
12. პაოლო ვიტელი – იხ. კომენტ. თ. VIII, 8.
13. კარმინუოლა (კარმანიოლა) – ფრანჩესკო ბუსონე, კარმანიოლას გრაფი
(დაახლ. 1380–1432), იტალიელი კონდოტიერი, ემსახურებოდა ვისკონ-
ტებს, ხოლო შემდეგ – ვენეციელებს; მაკლოდიოსთან დაამარცხა მილა-
ნელები (1427 წლის 11 ოქტომბერს). ვენეციას დაუმორჩილა ბრეშია და
ბერგამო; 1431–1432 წწ. ამაოდ ცდილობდა აეღო ლოდი და კრემონა;
ბოლოს ღალატი დასწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
14. ბარტოლომეო და ბერგამო – ბარტოლომეო კოლონი (1400–1475), იტა-
ლიელი კონდოტიერი, მსახურობდა ბრაჩო და მონტონესა და კარმინუ-
ოლას ლაშქარში, თავი გამოიჩინა კრემონასთან ბრძოლის დროს, რისთ-
ვისაც ვენეციელებმა ქვეითი ლაშქრის სარდლობა მიანდეს…
15. რობერტო სან სევერინო (1418–1487) – იტალიელი კონდოტიერი, ემსა-
ხურებოდა ფრანჩესკო სფორცასა და ლოდოვიკო მოროს, ხოლო შემდეგ
– ვენეციელებს. მოკლულ იქნა 1487 წელს ადიჯის პირას, გერმანელების
წინააღმდეგ ბრძოლაში.
მთავარი
235
16. გრაფი და პილიანო (პიტილიანო) – ნიკოლო ორსინი (მოკლული იქნა
1510 წ.), ვენეციელთა სარდალი კამბრეს ლიგის წინააღმდეგ ბრძოლაში.
17. იგულისხმება შემდეგი: მაკიაველის მიხედვით, დაქირავებული ლაშქა-
რი, რომელსაც კონდოტიერი უდგას სათავეში, გამარჯვების შემთხვევაში
არანაკლებ საშიში ხდება, ვიდრე ამ ლაშქრის მიერ ძლეული მტერი; მაგ-
რამ ასევე საშიშია დაქირავებულთა დამარცხებაც, ვინაიდან ახლა უკვე
საშიში ხდება მათი მძლეველი მტერი. ვენეციელებს კი ნაკლებად ჰქონ-
დათ თავიანთი ზემოხსენებული სარდლების იმედი და ამიტომ მათ და-
მარცხებას უფრო უფრთხოდნენ, ვიდრე გამარჯვებასაო, – გვეუბნება მა-
კიაველი.
18. ვაილა იგივე ანიადელოა, ადგილი ლოდის მახლობლად, სადაც კამბრეს
ლიგის (იხ. კომენტ. თ. XI, 1) ერთ-ერთი მონაწილის – საფრანგეთის მე-
ფის ლუი XII-ის ლაშქარმა 1509 წლის 14 მაისს სასტიკად დაამარცხა ვე-
ნეციელთა დაქირავებული არმია, რომელსაც ორი კონდოტიერი – ზე-
მოხსენებული პიტილიანო (ნიკოლო ორსინი) და მისი მოგვარე ალვიანო
ედგა სათავეში.
19. ალბერიგო და კონიო – ალბერიგო და ბარბიანო (გარდ. 1409 წ.), კონიოს
(კუნიოს) გრაფი, კონდოტიერი, ემსახურებოდა პაპ ურბინო VI-ს (1378–
389), ნეაპოლის მეფეს, მილანის მთავარს.
20. იგულისხმებიან ბრაჩო და ბანდონე (იხ. აქვე, კომენტ. 11) და ჯაკომუცო
სფორცა (კომენტ. 8).
21. ფერანდო – ესპანეთის მეფე ფერდინანდ V კათოლიკე.
22. შვეიცარიელებმა ორჯერ დაამარცხეს იტალიელთა დაქირავებული რაზ-
მები: ნოვარასთან (1500 წ.) და რავენასთან (1512 წ.).
თავი XIII
1. იულიუს II-მ „წმინდა ლიგა“ (იხ. კომენტ. თ. XI, 1) შექმნა და სხვებთან
ერთად ესპანეთის მეფეს ფერდინანდ V-ს მოუხმო მაშველად მას შემდეგ,
რაც ალფონსო დ’ესტემ დაიბრუნა ფერარა და აიძულა პაპი ბოლონიაც
დაეტოვებინა (1510).
2. იგულისხმება ესპანეთის მეფე.
3. 1512 წლის 11 აპრილს ფრანგებმა რავენასთან დაამარცხეს პაპისა და ეს-
პანეთის შეერთებული ძალები, მაგრამ მათი მხედართმთავრის გასტონ
დე ფუას სიკვდილმა და შვეიცარიელების მაშველმა რაზმებმა, რომლებ-
მაც სულზე მოუსწრეს გასაჭირში ჩავარდნილ მოკავშირეებს, აიძულეს
ფრანგები დაეტოვებინათ რომანია და ლომბარდია.
ნიკოლო მაკიაველი
236
4. 1500 წლის ივნისში ლუი XII-მ რვა ათასი შვეიცარიელი და გასკონელი
ჯარისკაცი მისცა ფლორენციელებს პიზის დასაპყრობად.
5. ბიზანტიის იმპერატორმა იოანე VI კანტაკუზენმა (1347–1354), რომელიც
ტახტს ეცილებოდა იოანე V პალეოლოგს (1341–1391), 1353 წელს მაშვე-
ლად მოუხმო ოსმალთა სულტანს ურხანს (1326–1362), რომელსაც მე-
გობრული კავშირის განსამტკიცებლად თავისი ასული მიათხოვა.
6. იხ. კომენტ. თ. VII, 9.
7. იხ. კომენტ. თ. VII, 10.
8. იხ. კომენთ. თ. VI, 7.
9. „ძველი აღთქმის“ ერთ-ერთი ეპიზოდი, იხ. მეფეთა წ. ი, XVIII, 38-40.
10. საფრანგეთის მეფემ შარლ VIII-მ (1422–1461), რომლის დროსაც დამ-
თავრდა (1453) ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, დააარ-
სა ე. წ ორდონანსული ასეულები (1445), ცხენოსანთა კორპუსები და
„თავისუფალ მსროლელთა“ ქვეითი რაზმები, რომლებიც მუდმივი არმიის
ბირთვს შეადგენდნენ. ხოლო მისმა ძემ ლუი XI-მ (1461–1483) გააუქმა
„თავისუფალ მსროლელთა“ რაზმები და დაქირავებულ შვეიცარიელთა
ქვეითი ლაშქრით შეცვალა ისინი.
11. იგულისხმება ფრანგების დამარცხება ნოვარასთან 1513 წლის ივნისში.
12. ტაციტუსი, ანალები, XIII, 19.
თავი XIV
1. ფრანჩესკო სფორცას (იხ. კომენტ. თ. I, 1) უფროს შვილს ჯოვანი გალე-
აცო სფორცას (1444–1476), რომელმაც მამამისი შეცვალა მილანის სამ-
თავროს ტახტზე დუკის (ჰერცოგის) ტიტული არ დაუკარგავს. იგი შეთქ-
მულების მსხვერპლი შეიქმნა. მაკიაველი, ალბათ, გულისხმობს ფრანჩეს-
კო სფორცას მეორე ვაჟს – ლოდოვიკო სფორცას, მეტსახელად მოროს
(იხ. კომენტ. თ. III, 1).
2. ფილოპომენე (252–183 ძვ. წ. ა.) – „აქაიელთა კავშირის“ მხედართმთა-
ვარი.
3. მაკიაველი შესაბამისად ეყრდნობა შემდეგ წყაროებს: პლუტარქე,
„ალექსანდრეს ცხოვრება“, VIII; კურციუს რუფუსი, „ალექსანდრეს ის-
ტორია“, IV, 6; სვეტონიუსი, „ღვთაებრივი იულიუსი“, VII; ციცერონი, „ძმა
კვინტუსისადმი“, I, 8-23.
4. იგულისხმება ბერძენი მწერლის ქსენოფონტეს (დაახლ. 430–352 ძვ. წ.
ა.) თხზულება „კიროსის აღზრდა“.
მთავარი
237
თავი XVI
1. იგულისხმება ფერდინანდ V კათოლიკე.
2. ცეზარის (იულიუს კეისრის) სიუხვისა და ხელგაშლილობის შესახებ იხ.
პლუტარქე, „გაიუს იულიუს კეისარი“, V.
თავი XVII
1. ხელი შეუწყო იმით, რომ წინ არ აღუდგა შინააშლილობას, რამაც საში-
ნელი ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა გამოიწვია ქალაქში (1501-1502).
2. „ძნელია საქმე, ახალია ჩვენი სამეფო, რაც მაიძულებს ფხიზლად ვიცავდე
მის საზღვრებს“, – ვერგილიუსი, „ენეიდა“, – 1, 563–564.
3. ჰანიბალი (247–183 ძვ. წ. ა.) – სახელგანთქმული კართაგენელი მთავარ-
სარდალი, ჰამილკარ ბარკას შვილი, რომაელების მოსისხლე მტერი.
4. შდრ. ტიტუს ლივიუსი, XXI, 4.
5. იგულისხმება პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი, უფროსი
(234–183 ძვ. წ. ა.) – სახელგანთქმული რომაელი სახელმწიფო მოღვაწე
და მხედართმთავარი.
6. 206 წ. ძვ. წ. ა. ესპანეთში აჯანყდა სციპიონის რვა ათასი ჯარისკაცი, მაგ-
რამ სარდალმა შესძლო აჯანყების ჩახშობა და იმავე წელს დაბრუნდა
რომში.
7. იგულისხმება კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი (დაახლ. 257–203 ძვ. წ. ა.) –
ხუთგზის კონსული, დიქტატორი (217 წ. ძვ. წ. ა.), მხედართმთავარი; ებ-
რძოდა ჰანიბალს.
8. რომში დაბრუნების შემდეგ (იხ. აქვე, კომენტ. 6) სციპიონმა, რომელიც
205 წ. ძვ. წ. ა. უკვე კონსული იყო, სიცილია დალაშქრა, სადაც მისმა
ლეგატმა კვინტუს პლემინიუსმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა ლოკრე-
ბის წინაშე, რის გამოც სციპიონი კინაღამ მთავარსარდლის პოსტიდან
გადააყენეს, მაგრამ ბოლოს მაინც შესძლო თავის მართლება.
თავი XVIII
1. კენტავრი ქირონი – კრონისისა და ფილირას ძე, ძველი თესალიური
ღვთაება, მრავალი მითიური გმირის, მათ შორის, აქილევსის აღმზრდე-
ლი.
2. იგულისხმება ესპანეთის მეფე ფერდინანდ V კათოლიკე.
თავი XIX
1. იხ. კომენტ. თ. IX, 1.
ნიკოლო მაკიაველი
238
2. ანიბალე ბენტივოლი (ან ბენტივოლიო) – ბოლონიის მთავარი (1438–
1445). მოკლულ იქნა მის წინააღმდეგ შეთქმული ბატისტა კანესკის მიერ
1445 წლის 24 ივნისს.
3. იგულისხმება ანიბალე II ბენტივოლი (1469–1540), რომელიც ბოლონიას
მართავდა 1510–1512 წწ. ძალაუფლება დაკარგა რავენასთან გამართუ-
ლი ბრძოლის შემდეგ (იხ. კომენტ. თ. XIII, 2).
4. ჯოვანი – ჯოვანი ბენტივოლი, ბოლონიის მთავარი, ანიბალე II-ის მამა;
დიდხანს წარმატებით იგერიებდა ჩეზარე ბორჯას იერიშებს: ბოლოს, პაპ
იულიუს II წაგებული ბრძოლის შემდეგ (1508) დაკარგა ძალაუფლება.
5. იგულისხმება სანტი ბენტივოლი (1426–1462), ანიბალეს ბიძაშვილის ერ-
კოლე ბენტივოლის ვაჟი, რომელიც მართავდა ბოლონიას, სანამ ანიბა-
ლეს ძე – ჯოვანი სრულწლოვანი გახდებოდა.
6. იგულისხმება ე. წ. „გენერალური შტატები“, პირველად მოწვეული 1302
წელს საფრანგეთის მეფის ფილიპე IV-ის (1285–1314) მიერ. „გენერალუ-
რი შტატების“ უპირველეს მიზანს იმ ხანად მეფის ძალაუფლების განმტ-
კიცება და გაფართოება შეადგენდა.
7. ამ იმპერატორების შესახებ ცალ-ცალკე იხ. ქვემოთ.
8. II-III სს. რომის იმპერიაში (ისევე როგორც მაკიაველის დროინდელ იტა-
ლიაში) სულ უფრო თვალსაჩინო ხდება არმიის როლი ქვეყნის პოლი-
ტიკური ცხოვრების ასპარეზზე. უკვე რესპუბლიკის დამლევს რომის
ყველა არმია ფაქტიურად გადაიქცა დაქირავებულ არმიად, მაგრამ მისი
რიგები ჯერ კიდევ მხოლოდ რომის მოქალაქეებით, უპირატესად, იტა-
ლიის მცხოვრებლებით კომპლექტდებოდა. იმპერიის დამდეგს არმიაში
უკვე პროვინციების მკვიდრთა მიღება დაიწყეს, ხოლო ადრიანეს მმარ-
თველობიდან მოყოლებული თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს არმიის
პროვინციალიზაციისა და ბარბარიზაციის პროცესი, რასაც კიდევ უფრო
აღრმავებს და ამძაფრებს სეპტიმიუს სევერუსის რეფორმები. მრავალ-
მა ჯარისკაცმა მოქალაქეობის უფლება მიიღო, ხოლო კარაკალას დრო-
იდან რომის მოქალაქე ხდება პროვინციების თითქმის ყველა მცხოვრე-
ბი. ლეგიონებში სამსახური პროფესიად იქცევა და ხშირად მემკვიდრე-
ობით გადადის მამიდან შვილზე. ამა თუ იმ პროვინციაში დაბანაკებუ-
ლი ლაშქარი თითქმის დამოუკიდებელ მნიშვნელობას იძენს. სამხედრო
დისციპლინა თანდათანობით სუსტდება და მის ადგილს იკავებს პრო-
ფესიული ერთობის გრძნობა, რაც „ამქრული“ სულისკვეთებით, მრავა-
ლი წლის მანძილზე ერთად სამსახურითა და საბანაკო თუ სალაშქრო
ცხოვრებითაა განმტკიცებული. როცა ხელსაყრელი ვითარება იქმნება,
ცალკეული ლეგიონები არავითარ ანგარიშს აღარ უწევენ მმართველ მო-
ნარქს და თავიანთი ნება-სურვილით ახალ იმპერატორს ირჩევენ, რათა
მისი მეშვეობით უფრო პრივილეგირებული მდგომარეობა მოიპოვონ სა-
მთავარი
239
ხელმწიფოში, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი მასზე დამყარებულ იმედებს
არ გაამართლებს, დაუყოვნებლივ იცილებენ თავიდან. არმია ანარქიის
წყაროდ იქცევა.
9. მარკუსი – მარკუს ავრელიუსი (121–180), რომის იმპერატორი (161–180),
ანტონინუსთა დინასტიის (196–192) წარმომადგენელი.
10. პერტინაქსი – პუბლიუს ჰელვიუს პერტინაქსი, რომის იმპერატორი კო-
მოდუსის სიკვდილის შემდეგ; ცდილობდა დაბრუნებოდა ანტონინუს პი-
უსისა და მარკუს ავრელიუსის პოლიტიკას, როგორმე შეევსო დაცარი-
ელებული ხაზინა, შეემსუბუქებინა გადასახადები და სამხედრო დისციპ-
ლინა განემტკიცებინა არმიაში.
11. პერტინაქსის მმართველობა უდღეური აღმოჩნდა: მხოლოდ ორიოდე
თვე (193 წ. იანვარი – მარტი) გაძლო იმპერატორის ტახტზე. მისი პო-
ლიტიკით უკმაყოფილო პრეტორიანელთა კოჰორტებმა (იმპერატორის
მცველი რაზმები) აჯანყება მოაწყეს და მოკლეს იმპერატორი.
12. ალექსანდრე – მარკუს ავრელიუს სევერუს ალექსანდრე (222–235), რო-
მის იმპერატორი, ჰელიოგაბალის (ელაგაბალის) ბიძაშვილი. ალექსანდ-
რე თოთხმეტი წლისა ავიდა ტახტზე და მის მმართველობაზე დიდ გავ-
ლენას ახდენდნენ ბებია – იულია მესა და დედა – მამეა. მის დროს კვლავ
დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სენატს. ალექსანდრე ცდილობდა შეემსუბუ-
ქებინა გადასახადები და შეემცირებინა სამხედრო ხარჯები, რითაც მისი
ავტორიტეტი საგრძნობლად დაეცა არმიის თვალში. იბრძოდა აღმოსავ-
ლეთში – სასანიდების დინასტიის დამაარსებლის არდაშირის წინააღ-
მდეგ (231–232) და დასავლეთში – გერმანელების წინააღმდეგ (232–
235). ამ უკანასკნელ ომში მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ჯარისკაცებ-
მა ალექსანდრეს ერთ-ერთი სარდლის გაიუს იულიუს ვერუს მაქსიმინეს
(მომავალი იმპერატორის) მეთაურობით შეთქმულება მოაწყეს და მოკ-
ლეს იმპერატორიცა და დედამისიც.
13. სევერუსი – ლუციუს სეპტიმიუს სევერუს ავრელიუს ანტონინუსი (193–
211), რომის იმპერატორი. პერტინაქსის (იხ. აქვე, კომენტ. 10) სიკვდილის
შემდეგ თავაშვებულმა პრეტორიანელთა კოჰორტებმა ნამდვილი აუქ-
ციონი გამოაცხადეს საიმპერატორო ტახტზე და იმპერატორად გამოაც-
ხადეს მარკუს დიდიუს იულიანე. პრეტორიანელებს არც პროვინციების
არმიები ჩამორჩნენ: ბრიტანეთის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხა-
დეს დეციმუს კლოდიუს ალბინუსი, პანონიის ლეგიონებმა – ლუციუს
სეპტიმიუს სევერუსი, აღმოსავლეთის ლეგიონებმა კი – სირიის ლეგა-
ტი გაიუს პესცენიუს ნიგერი. ასე რომ, სეპტიმიუს სევერუსი იძულებუ-
ლი შეიქნა მძაფრი ბრძოლებითა და დიპლომატიური ხრიკებით ჩამო-
ეცილებინა დანარჩენი კონკურენტები. რაკიღა რომთან ყველაზე ახლოს
იყო, სწრაფად დაიკავა იმპერიის დედაქალაქი. დაამარცხა იულიანე, რო-
ნიკოლო მაკიაველი
240
მელიც ბრძოლაში დაიღუპა, და სასტიკად დასაჯა პერტინაქსის მკვლე-
ლები. შემდგომ ამისა დაუზავდა კლოდიუს ალბინუსს, იშვილა და ცეზა-
რის (ტახტის მემკვიდრის) ტიტული უბოძა მას. ამან საშუალება მისცა
აღმოსავლეთით გადაესროლა თავისი ძალები, ნიგერის წინააღმდეგ, რო-
მელიც დაამარცხა 194 წელს. თვითონ ნიგერი ბრძოლაში იქნა მოკლუ-
ლი. სევერუსი სასტიკად გაუსწორდა ნიგერის მომხრე ქალაქებს, აგრეთ-
ვე პართელებს, რომლებიც მის მეტოქეს ეხმარებოდნენ. შემდეგ კი კვლავ
დასავლეთში დაბრუნდა, სადაც მის წინააღმდეგ ამბოხდა კლოდიუს ალ-
ბინუსი. მათი ბრძოლა სევერუსის სრული გამარჯვებით დამთავრდა (197
წ.) ახალი იმპერატორი თავის პოლიტიკაში, უწინარეს ყოვლისა, ეყრდ-
ნობოდა არმიას. ისტორიკოსმა დიონკასიუსმა შემოგვინახა სევერუსის
სიტყვები, რომლებითაც მას სიკვდილის წინ მიუმართავს თავისი ვაჟე-
ბისათვის: „ძმობა გაუწიეთ ერთმანეთს, გაამდიდრეთ ჯარისკაცები, და-
ნარჩენზე ნუ ზრუნავთ“.
14. ანტონინუსი – მარკუს ავრელიუს ანტონინუს კარაკალა (211–217), რომის
იმპერატორი, სეპტიმიუს სევერუსის ძე; თავდაპირველად თავის ძმასთან
გეტასთან ერთად მართავდა სახელმწიფოს, მაგრამ 212 წელს მოკლა იგი
და იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. ეს იყო აღვირახსნილი,
ვერაგი და დაუნდობელი, ეჭვიანი და სულმოკლე კაცი, რომელიც არნახუ-
ლი სისასტიკით უსწორებდა ანგარიშს თავის მტრებს. იბრძოდა გალიასა
და დუნაისპირეთში, ეგვიპტესა და სირიაში, სადაც ჯარისკაცებმა, მაკრი-
ნუსის მეთაურობით, შეთქმულება მოუწყეს და მოკლეს.
15. ცენტურიონი – რომის არმიის ოფიცერი, „ასისთავი“.
16. კომოდუსი – ლუციუს ელიუს ავრელიუს კომოდუსი (180–192), რომის
იმპერატორი, მარკუს ავრელიუსის ძე, ანტონინუსთა დინასტიის უკა-
ნასკნელი წარმომადგენელი. რაც უფრო ღირსეული კაცი იყო მამა, მით
უფრო უღირსი იყო შვილი. მოკლულ იქნა შეთქმულთა ხელით, რომელ-
თა შორისაც იყო მისი ხარჭა მარცია.
17. მაქსიმინე – გაიუს იულიუს ვერუს მაქსიმინე (235–238), რომის იმპერა-
ტორი, ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა ალექსანდრეს (იხ. აქვე კომენტ.
11) მკვლელობის შემდეგ. მაქსიმინე მდაბიური წარმომავლობის კაცი
იყო: ახალგაზრდობაში, როგორც მისი ბიოგრაფები გადმოგვცემენ, ღო-
რებს მწყემსავდა თრაკიაში. რაკი ძალაუფლება არმიის წყალობით ჩაიგ-
დო ხელში, უწინარეს ყოვლისა, ჯარისკაცებზე ზრუნავდა. დაუნდობლად
ყვლეფდა და ძარცვავდა კერძო პირებს, ქალაქებს, ტაძრებს. მისმა პო-
ლიტიკამ თანდათანობით მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია არა მარტო
ხალხში, არამედ არმიაშიც. მაქსიმინეს წინააღმდეგ რამდენჯერმე მოეწყო
შეთქმულება. ბოლოს, მისმავე ჯარისკაცებმა მოკლეს.
18. ჰელიოგაბალი – სექსტუს ვარიუს ავიციუს ჰელიოგაბალი (218–222),
მთავარი
241
რომის იმპერატორი, სეპტიმიუს სევერუსის ცოლის ნათესავი; როცა კა-
რაკალას სიკვდილის შემდეგ ტახტზე აიყვანეს ჯარისკაცებმა, ჰელიოგა-
ბალი მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო და რეალური ძალაუფლება ხელთ
იგდეს მისმა დედამ და ბებიამ. ცდილობდა თავიდან მოეცილებინა თავი-
სი ბიძაშვილი ალექსანდრე სევერიუსი; აღვირახსნილობითა და დამთხ-
ვეულობით საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია სახელმწიფოში; დედა-
მისთან ერთად მოკლულ იქნა პრეტორიანელების მიერ.
19. მაკრინუსი – მარკუს ოპელიუს მაკრინუსი (217–218), კარაკალას სიკვ-
დილის შემდეგ იმპერატორად გამოაცხადეს აღმოსავლეთის ლეგიონებ-
მა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტახტზე ავიდა ჰელიოგაბალი, ხოლო თვი-
თონ სამარცხვინო ზავი დადო პართიასთან, მის წინააღმდეგ შეთქმულე-
ბა მოეწყო და ის მოკლულ იქნა.
20. იულიანე – მარკუს დიდიუს იულიანე (იხ. აქვე კომენტ.12).
21. იგულისხმება ეგვიპტელ მამელუკთა სახელმწიფო, დაარსებული 1250
წელს; 1517 წელს შეიერთა თურქეთმა.
თავი XX
1. შდრ. კომენტ. თ. XVIII, 1.
2. იგულისხმება პერიოდი ლოდის საზავო ხელშეკრულებიდან (1454) იტა-
ლიაში შარლ VIII-ის შეჭრამდე (1494).
3. გველფები და გიბელინები – ერთმანეთის მოქიშპე ორი პარტია, რომ-
ლებმაც, XII საუკუნიდან მოყოლებული, შუა გათიშეს იტალიის ქალაქე-
ბი. გველფები მხარს უჭერდნენ პაპებს, ხოლო გიბელინები – გერმანიის
იმპერატორებს. მათი სისხლისმღვრელი ბრძოლები იტალიაში შარლ
VIII-ის შეჭრამდე გაგრძელდა.
4. იხ. კომენტ. თ. XII, 16.
5. ვაილასთან მარცხის შემდეგ ვენეციელთა მბრძანებლობას თავი დააღ-
წიეს ბრეშიამ, ვერონამ, ვიჩენცამ, პადუამ და სხვ.
6. პანდოლფო პეტრუჩი (დაახლ. 1450–1512) – სიენის მთავარი; თავისი
სამფლობელოდან განდევნა ჩეზარე ბორჯამ, მაგრამ ხელახლა დააბრუ-
ნეს ფრანგებმა (1503).
7. ნიკოლო ვიტელი (გარდ. 1497) – იტალიელი კონდოტიერი, პაოლო და
ვიტელოცო ვიტელების (იხ .კომენტ. თ. VIII, 8, 9) მამა, ჩიტა დი კასტე-
ლოს მბრძანებელი, საიდანაც იგი 1474 წელს განდევნა პაპმა სიქსტე IV-მ,
მაგრამ ექვსი წლის შემდეგ ფლორენციელების დახმარებით დაიბრუნა
და სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა თავისი საბრძანებელი.
8. გვიდო უბალდო (1472–1508) – ურბინოს მბრძანებელი; 1502 წელს ჩე-
ნიკოლო მაკიაველი
242
ზარე ბორჯამ განდევნა თავისი სამფლობელოდან, რომელიც მან კვლავ
დაიბრუნა პაპ ალექსანდრე VI-ის სიკვდილის შემდეგ (1503).
9. ბენტივოლიები ბოლონიაში დაბრუნდნენ 1511 წელს.
10. იგულისხმება ჯიროლამო რიარიო (დაიღუპა შეთქმულთა ხელით 1488
წლის 14 აპრილს), იმოლასა და ფორლის მბრძანებელი, კატარინა სფორ-
ცა რიარიოს (იხ. კომენტ. თ. III. 9), ქმარი.
11. ფორლიში აჯანყებამ იფეთქა 1499 წლის 15 დეკემბერს; ჩეზარე ბორჯა
ქალაქში შევიდა 19 დეკემბერს, ხოლო ორი დღის შემდეგ ფორლის ცი-
ხე-სიმაგრეც აიღო.
თავი XXI
1. გრანადის დაპყრობა თორმეტ წელიწადს (1480–1492) გაგრძელდა; მისი
აღებით დასრულდა რეკონკისტა.
2. ეს მოხდა 1501–1502 წწ.
3. 1509 წელს ესპანეთმა დაიმორჩილა ჩრდ. აფრიკის სანაპირო ორანიდან
ტრიპოლიმდე.
4. 1512 წელს ფერდინანდ V-მ ნავარა დაიპყრო.
5. ბერნაბო მილანელი (1319–1385) – მილანის მთავარი, რომელიც თავის
ძმებთან მატეო II-სა და გალეაცო II-სთან ერთად მართავდა საჰერცოგოს;
საკუთრივ მის სამფლობელოდ კი ითვლებოდა კრემონა, კრემა, ბრეშია
და ბერგამო, რომლებსაც 1354 წელს ლოდი და პარმაც შეუერთა, მას
შემდეგ, რაც მოწამლა თავისი ძმა მატეო. 1378 წლიდან მილანის ერთ-
პიროვნული მმართველი გახდა. უფრო გვიან ეს სასტიკი და ვერაგი კაცი
ჯერ დილეგში ჩააგდო, ხოლო შემდეგ მოწამლა მისმა ძმისწულმა, გალე-
აცო II-ის ვაჟმა ჯოვანი გალეაცომ (1347–1402).
6. ანტიოქე – სირიის მეფე ანტიოქე III; ეტოლიელები და აქაიელები – ეტო-
ლიელთა და აქაიელთა კავშირები (იხ. კომენტ. თ. III, 4, 5).
7. იხ. ტიტუს ლივიუსი, XXXV, 49.
8. იხ. კომენტ. თ. III, 16; თ. XII, 16.
9. ფლორენციელები ყოყმანობდნენ: ვერც იმას ბედავდნენ, რომ აშკარად
მიმხრობოდნენ ლუი XII-ს და ვერც იმას, რომ „წმინდა ლიგისათვის“ (იხ.
კომენტ. თ. XI, 1) დაეჭირათ მხარი. ეს ორჭოფული პოზიცია ფლორენ-
ციის რესპუბლიკის დაცემის მიზეზი გახდა.
თავი XXII
1. ანტონიო და ვენაფრო (1459–1530) – სიენის უნივერსიტეტის პროფესო-
რი, პანდოლფო პეტრუჩის (იხ. კომენტ. თ. XX, 6) მრჩეველი.
2. იხ. ტიტუს ლივიუსი, XXII, 29.
მთავარი
243
თავი XXIII
1. პრელატი ლუკა – ლუკა რინალდი, ტრიესტის ეპისკოპოსი (1500–1502),
იმპერატორ მაქსიმილიანე I ჰაბსბურგელის (1493–1519) ნდობით აღ-
ჭურვილი პირი.
თავი XXIV
1. ფილიპე მაკედონელი – იგულისხმება ფილიპე V (221–179 ძვ. წ. ა.), მაკე-
დონიის მეფე (იხ. კომენტ. თ. III, 4, 5).
2. ტიტუს კვინციუსი – ტიტუს კვინციუს ფლამინინუსი (გარდ. 175 წ. ძვ.
წ.ა.) – იხ. კომენტ. თ. III, 5.
თავი XXV
1. იხ. კომენტ. თ. XIX, 4.
2. იხ. კომენტ. თ. I, 2; თ. III, 13.
3. იხ. კომენტ. თ. IX, 1; თ. XII, 16.
თავი XXVI
1. იხ. კომენტ. თ. VI, 1, 2, 5.
2. იგულისხმება პაპი ლეონ X (1513–1521), ერისკაცობაში – ჯოვანი მედიჩი
(დაიბ. 1475), ლორენცო I დიდებულის (1448–1492) ძე.
3. იხ. ტიტუს ლივიუსი, IX, 1.
4. ბიბლიური სასწაულები, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი მფარველობ-
და და თავის კეთილგანწყობას უდასტურებდა ისრაელის ერს ეგვიპტი-
დან გამოსვლის შემდეგ.
5. ტარო – პატარა მდინარე ფორნოვოს მახლობლად, სადაც ფრანჩესკო
გონზაგამ უკან დაახევინა ფრანგებს (იხ. კომენტ. თ. III, 6)… ალექსანდ-
რია (ალექსანდრია) – ლომბარდიის ქალაქი, რომელიც 1499 წელს აიღეს
ფრანგებმა… კაპუა – 1501 წელს აიღეს და გაძარცვეს ფრანგებმა… გენუა
– 1507 წელს დანებდა ფრანგებს… ვაილა – იხ. კომენტ. თ. XII, 16… ბო-
ლონია – 1510 წელს დაატოვებინა პაპს ფერარის მთავარმა ალფონსო
დენსტემ… მესტრი – პატარა დაბა ვიჩენცას მახლობლად, რომელიც ლა
მოტასთან ბრძოლის წინ (1513 წლის 7 ოქტომბერს) დაწვეს ესპანელებმა.
6. იხ. პეტრარკას კანცონა „ჩემი იტალია“ (93–96): „სიქველე აღმართავს
იარაღს სისასტიკის წინააღმდეგ და ხანმოკლე იქნება შეტაკება, რადგან
ძველი მხნეობა ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა იტალიელთა გულში“.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button