ამონარიდებიბიზნესიწიგნები

ენდრიუ ჰეივუდი – ეკონომიკური სისტემები

წიგნიდან – ენდრიუ ჰეივუდი “პოლიტიკა”

ეკონომიკა და საზოგადოება
„ეკონომიკაა ყველაფერი, ტუტუც!“

პოსტერი ბილ კლინტონის სამუშაო მაგიდაზე.

პოლიტიკა თითქმის ყველა დონეზე ეკონომიკასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებასთანაა გადახლართული. იდეოლოგიური დავა-კამათი, ტრადიციულად, ორი დაპირისპირებული ეკონომიკური ფილოსოფიის – კაპიტალიზმისა და სოციალიზმის პაექრობას უკავშირდება. არჩევნების ხასიათსაც საზოგადოებრივი დაყოფა-დანაწევრება განაპირობებს: პარტიები ძალაუფლებისათვის ბრძოლისას ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის შემცირების, სიღარიბის დაძლევის და სხვა მსგავსი დაპირებებით ცხილობენ ამომრჩეველთა გულის მოგებას. როგორც პრეზიდენტმა კლინტონმა აღნიშნა, არჩევნების შედეგებს ხშირად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს: თუ ეკონომიკა ყვავის, ხელისუფლება არჩევნებს იგებს, ხოლო თუ საქმე პირიქითაა – მარცხდება. ორთოდოქსი მარქსისტები უფრო შორსაც მიდიან და ამტკიცებენ – პოლიტიკა, უბრალოდ, ეკონომიკური „ბაზისით“ განპირობებული „ზედნაშენის“ დანამატია და პოლიტიკური პროცესიც სხვა არაფერია, თუ არა კლასობრივი სისტემის ანარეკლიო. მართალია, დღეს ამ უკიდურესად გამარტივებულ ხედვას ცოტანი თუ იზიარებენ(მარქსისტების ჩათვლით), მაგრამ პოლიტიკური ანალიზისას სოციო-ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობას მაინც ვერავინ უარყოფს. პოლიტიკის გააზრება ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტექსტის გაუთვალისწინებლად, უბრალოდ, შეუძლებელია.

ამ თავში შემდეგი ძირითადი საკითხებია განხილული:

  •  როგორ და რამდენად განსაზღვრავს ეკონომიკა პოლიტიკას?
  •  რომელი მთავარი ეკონომიკური სისტემები არსებობს დღევანდელ სამყაროში? რაშია მათი ძალა თუ სისუსტე?
  •  რამდენად უნდა აკონტროლოს ხელისუფლებამ ეკონომიკა?
  •  ეკონომიკური თვალსაზრისით, რა უმთავრესი ეკონომიკური და სოციალური წყალგამყოფეიბ არსებობს თანამედროვე საზოგადოებებში?
  •  რამდენად დიდია კლასის, რასისა თუ სქესის გავლენა პოლიტიკური ცხოვრების ხასიათზე?

ეკონომიკა და საზოგადოება

ეკონომიკური სისტემები

ეკონომიკური სისტემა ორგანიზების იმგვარი ფორმაა, რომელიც საქონლისა და მომსახურების წარმოებას, დანაწილებასა და გაცვლა-გამოცვლას უწყობს ხელს/ მარქსისტები ეკონომიკურ სისტემებს „წარმოების სახეობებს“ უწოდებენ. ოღონდ საქმეც ისაა, რომ კაპიტალიზმი, მაგალითად, ხშირად გამნიხილება არა როგორც უბრალოდ ეკონომიკური სისტემა, არამედ თავისთავადი იდეოლოგიაც, რომელიც განსაკუთრებით კერძო საკუთრებას იცავს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კონკურენციის დადებით მხარეებს და მიიჩნევს, რომ საყოველთაო კეთილდღეობა მხაოლოდ კერძო ინტერესის შედეგი შეიძლება იყოს. სოციალიზმის შემთხვევაში,ორგვარი გაგება უფრო თვალსაჩინოა: ეს ტერმინი როგორც ღირებულებათა, თეორიათა და შეხედულებათა გამოკვეთილ ერთიანობას, ასევე ეკონომიკური მართვის იმგვარ სისტემასაც აღიშნავს, ეომელმაც ეს ღირებულებები უნდა დაამკვიდროს. ამ თავში ძირითადად ეკონომიკური სისტემების ძლიერ და სუსტ მხარეებზე ვისაუბრებთ, თუმცა უფრო სოციო-ეკონომიკური ორგანიზების და არა ნორმატიული პოლიტიკური თეორიის კუთხით. ამ საკითხებთან დაკავშირებული იდეოლოგიური დავის უფრო სრული ანალიზი III თავში შეგიძლიათ იხილოთ.

თითქმის ორასი წელია, კაპიტალიზმი და სოციაალიზმი ეკონომიკური მართვის სახეებზე დაობენ. უთანხმოება იმდენად გაღრმავდა, რომ ამან თავად სამყაროს პოლიტიკურ სპექტრზეც კი ჰპოვა ასახვა და ფაქტიურად, პოლიტიკური შეხედულებანი იმ საკითხის გადაჭრამდე დაიყვანა, თუ ეკონომიკური ორგანიზების რომელ ფორმას მიენიჭოს უპირატესობა. მემარცხენეობა, როგორც წესი, სოციალიზმს ემხრობოდა; მემარჯვენეობა – კაპიტალიზმის მხარდაჭერით გამოირჩეოდა მუდამ. დაპირისპირებულ სისტემათა ამგვარი ძირეული შეუთავსებლობა კიდევ უფრო ამძაფრებდა განხეთქილებას.

ჩვეულებრივ, კაპიტალისტურ ეკონომიკას შემდეგი უმთავრესი ნიშან-თვისებებით ახასიათებდნენ:

  •  არსებობს ზოგადი საქონელწარმოება, და ეს საქონელი – ნაწარმისა თუ მომსახურების სახით – გაცვლა-გამოცვლისთვუსაა გამიზნული, ანუ – საბაზრო ღირებულება გააჩნია.
  •  საწარმოო ქონება(„წარმოების საშუალებები“) ძირითადად, კერძო მფლობელობაშია.
  •  ეკონომიკური ცხოვრება საბაზრო პრინციპების თანახმადაა მოწყობილი და მოთხოვნა-მოწოდების კანონებს ემორჩილება.
  •  მატერიალური დაინტერესება და მეტი მოგების მიღების სურვილი მეწარმეობისა და დაუღალავი შრომის სერიოზული მოტივაციაა.

საპირისპიროდ, სოციალისტურ ეკონომიკებს შემდეგი პრინციპების მატარებლად მიიჩნევდნენ:

  •  სისტემა საქონელს აწარმოებს მოხმარებისათვის, და თეორიულად მაინც, მხოლოდ ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
  •  საწარმოო საშუალებები, უმეტეს წილად, საზოგადო ან „საერთო“ საკუთრებაა
  •  ეკონომიკა დაგეგმვას ემყარება, ანუ – რესურსების გადაწილების წინასწარ გათვლილ პროცესს.
  •  შრომა კოლექრიური ქმედების გამოხატულებაა და საყოველთაო კეთილდღეობას ისახავს მიზნად.

რეალურად კი ეკონომიკური სისტემები გაცილებით უფრო რთული დასახარისხებელია. ჯერ ერთი, მცდარია აზრი, თითქოს როდისმე არსებობდა კაპიტალიზმისა თუ სოციალიზმის ერთი, საყოველთაოდ აღიარებული რაიმე მოდელი; სინამდვილეში, ყოველი საზოგადოება კაპიტალიზმისა თუ სოციალიზმის საკუთარ მოდელს ქმნის – ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე და საკუთარი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის სათვალისწინებით. ამდენად, უმჯობესი იქნება, „კაპიტალიზმების“ და „სოციალიზმების“ თაობაზე ვისაუბროთ. ეგეც არ იყოს, გამარტივებული მოდელი „კაპიტალიზმი – სოციალიზმის წინააღმდეგ“ – სრულიად ამახინჯებს ორ სისტემას შორის არსებულ რეალურ განსხვავებებს.

1989-91წწ. ევროპული რევოლუციების შემდგომ, ცენტრალიხებული დაგეგმვის პოლიტიკის სწრაფმა აღსასრულმა არა მარტო სახელმწიფო სოციალიზმის სისტემა დაასამარა, არამედ ნათლად აჩვენა „წმინდად“ სოციალისტური და „წმინდად“ კაპიტალისტური სისტემების არსებობის მითიურობა. არც ერთი კაპიტალისტური სისტემა არაა თავიდან ბოლომდე თავისუფალი „სოციალისტური“ მინარევებისაგან – როგორიცაა შრომითი კანონმდებლობა თუ საარსებო მინიმუნის ცნება; ასევე არასოდეს არსებულა იმგვარი სოციალისტური სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელი არ ყოფილიყოს შრომის ბაზარი და „შავი ეკონომიკის“ ესა თუ ის ფორმა. არაერთი მცდელობა იყო, შეექმნათ რაღაც გამორჩეული, კაპიტალიზმისგან და სოციალიზმისგან განსხვავებული მოდელი. ეპოვათ ე.წ. „მესამე გზა“: კორპორატიზმი ფაშისტურ იტალიაში, პერონიზმი არგენტინაში თუ შვედური სოციალ-დემოკრატია სწორედ ამ მცდელობის გამოხატულებებია. თავის მხრივ, ხმა აღიმაღლეს გარემოს დამცველებმაც – მათი აზრით, კაპიტალიზმი და სოციალიზმი არსებითად ერთი და იგივეა – ორივე წარმოებაზე ორიენტირებული და მომხვეჭელობის ჟინით შეპყრობილი ეკონომიკური სისტემაა: „მწვანეთა“ ეკონომიკური მოდელი კი გულისხმობს ეკონომიკური პრიორიტეტების მკვეთრ გადანაცვლებას გარემოს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური წონასწორობის დაცვის სასარგებლოდ.

კაპიტალისტური ქვეყნები

ეკონომიკის კაპიტალისტური ფორმები თავდაპირველად XVI-XVII საუკ. ევროპაში გაჩნდა, ძირითადად ფეოდალური საზოგადოებების შიგნით,
რომელსაც მიწათმფლობელთა მიერ დადგენილი სოციალური იერარქიისა და უფლება-მოვალეობების მკაცრი კოდექსის მოთხოვნებთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება ახასიათებდა. კაპიტალიზმი თავდაპირველად სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობაში გამოვლინდა – ყმა გლეხების ნახვლად, ის დაქირავებული მუშახელის გამოყენებასა და ბაზრის განვითარებას გულისხმობდა. საბაზრო მექანიზმები – ახლად ჩასახული კაპიტალისტური სისტემის გულისგული – აშკარად უწყობდა ხელს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასა და შრომის ნაყოფიერების ზრდას.

XVII საუკ. შუა ხანებში ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც, დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც მთლიანად შეცვალა საზოგადოება – მანქანა-იარაღებზე დამოკიდებული მანუფაქტურული წარმოების განვითარებასთან ერთად, თანდათან მოწყვიტა ადამიანები მიწას და ქალაქებში მიიზიდა. კაპიტალიზმი და ინდუსტრიალიზმი მართლაც იმდენად არიან ერთმანეთთან დაკავშირებყლნი, რომ ინდუსტრიულ კაპიტალიზმს, ხშირად ამ ფორმაციის კლასიკურ გამოვლინებად მიიჩნევენ. დღევანდელ სამყაროში კაპიტალისტური სისტემის სამი ტიპი უნდა გამოვყოთ:

  •  საწარმოო კაპიტალიზმი
  •  სოციალური კაპიტალიზმი
  •  კოლექტიური კაპიტალიზმი

საწარმოო კაპიტალიზმი

სააწარმოო კაპიტალიზმს ძალიან ბევრი, განსაკუთრებით, ანგლო-ამერიკულ სამყაროში, „წმინდა“ კაპიტალიზმად აღიარებს: ანუ, თავისებულ იდეალად კაპიტალიზმის ნებისმიერი სხვა გამოვლინებისათვის. არადა ისიც აშკარაა, რომ ეს მოდელი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იქნა უარყოფილი, ა.შ.შ.-ს გარდა, და II მსოფლიო ომის შემდგომ, კენზიანურ სოციალ-დემოკრატიასთან ხანმოკლე ფლირტის მიუხედავად, დიდ ბრიტანეთშიც. საწარმოო კაპიტალიზმი კლასიკური ეკონომიკის ფუძემდებლების, ადამ სმიტისა და დეივიდ რიკარდოს(1772-1823) იდეებს ემყარება, რომლებიც, თავის მხრივ, თანამედროვე თეორეტიკოსებმა, მილტონ ფრიდმენმა და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა განავითარეს. მისი მთავარი სიშანი საბაზრო კონკურენციის შეუქცევადობაა, და იმ რწმენას ემყარება, რომ ბაზარი თვითრეგულირებადი მექანიზმია, ანუ – თუ ადამ სმიტის სიტყვებს მოვიშველიებთ – „უხილავი ხელი“. ამ შეხედულებას ნათლად გამოხატავს ადამ სმიტის ცნობილი ფრაზაც: „სადილზე ხორცი, ლუდი და პური მხოლოდ იმიტომ გვაქვს – ყასაბს, მელუდესა და ხაბაზსაც რომ უნდათ ჭამა.“ თავისუფალი ბაზრის ამგვარმა პრინციპებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მინიმუმამდე დაიყვანა საზოგადოებრივი საკუთრება და საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვაც, ფაქტიურად, სოციალური დაცვის სფეროთი შემოიფარგლა. ნებისმიერი ამერიკული ბიზნესი ტიპიურად მოგებაზეა ორიენტირებული, და უმთავრეს მიზნად შრომის ნაყოფიერებასა და ეფექტიანობას სახავს. პროფესიული კავშირები, როგორც წესი, სუსტია, რაც იმ შიშის გამოხატულებაა, რომ მუშათა ძლიერი გაერთიანებები მაქსიმალური მოგების შემაფერხებელი ფაქტორია. წარმოებისა და მოგების ზრდაზე ყურადღების გამახვილება იმითიცაა გამოწვეული, რომ ამერიკაში საწარმოო საშუალებებს ძირითადად ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვეო კომპანიები და საპენსიო ფონდები ფლობენ, და შესაბამისად დაინტერესებულნი არიან, რაც შეიძლება მეტგზის ამოიღონ დანახარჯი.

ამერიკის შეერთებული შტატების უდაო ეკონომიკური სიძლიერე საწარმოო კაპიტალიზმის სიცოცხლისუნარიანობის ცხადი დასტურია. ზრდის ტემპების შედარებით ვარდნის მიუხედავად(1945 წლისთვის ამერიკა ლამის იმდენივე პროდუქციას აწარმოებდა, რასაც მსოფლიოს ნახევარი; ოღონდ 1990წ. კი ეს მაჩვენებელი 1/5 გაუტოლდა), საშუალო პროდუქტიულობის მხრივ ის მაინც უსწრებს გერმანიასა თუ იაპონიას. ამერიკა აშკარად სარგებლობს იმ უპირატესობით, რაც საბაზრო პრინციპების ერთგულებამ განაპირობა: კერძოდ, მთელი კონტინენტის მასშტაბის შიდა ბაზრით, უმდიდრესი წიაღისეულით, და იმ უაღრესად ტრადიციული ინდივიდუალისტური კულტურით, რასაც „საკუთარი თავის მოიმედე“ იდეოლოგიასაც ეძახიან. ასეა თუ ისე, ამერიკის წარმატება მხოლოდ ბაზრის დამსახურებად ვერ ჩაითვლება: მაგალითად, ამ ქვეყნის შვილებს ეროვნული მიზნის ძლიერი და აშკარა განცდა გამოარჩევთ,მარეგულირებელ ინსტიტუტთა მთელი ქსელი კი პრაქტიკულად ანეიტრალებს კონკურენციის მახინჯი გამოვლინებების შედეგებს.

ეკონომიკური გლობალიზაციის გავლენით, საწარმოო კაპიტალიზმის პრინციპენბი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გასცდა და მარკეტიზაციის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას შეუწყო ხელი. მაგალითად, დაძაბულმა საერთაშორისო კონკურენციამ აიძულა მთავრობები, უარი ეთქვათ ეკონომიკის რეგულირებაზე თავინთ ქვეყნებში და საგადასახადო ტარიფებიც დაეწიათ საგარეო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. შეიზღუდა საზოგადოებრივი დანახარჯები – კერძოდ, სოციალური დაცვის განხრით, რაკიღა ინფლაციის შეკავება უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა, ვიდრე სრული დასაქმების ფროგრამები. მეტიც, პროდუქციისა და შრომის ნაყოფიერების ზრდის მოთხოვნილებამ საჭირო გახადა პროფკავშირების აქტივობის უკვე კანონმდებლობითა და სხვა მსგავსი ზომებით გაკონტროლება. ამ ხასიათის იძულებითმა ნაბიჯებმა, საბოლოო ჯამში, ე.წ. „ახალი“ პოლიტიკური ეკონომიკა გამოკვეთა: ეკონომიკური მართვის დეპოლიტიზირებული ფორმა, სადაც სახელმფიფოს პირდაპირი ჩარევა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული და ეკონომიკური ცხოვრების საყრდენი უკვე ბაზარი ხდება. ასეა თუ ისე, ამ „ახალ“ პოლიტიკურ ეკონომიკას სულ ცოტა, ორი სხვა ნიშანიც გამოარჩევს: პირველი – ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციების მნიშვნელობის ზრდა; უფრო კონკრეტულად, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. ამგვარი ტექნოლოგიების განვითარებამ, განსაკუთრებით კი ამერიკაში, XX საუკ. 90-იან წწ.
„ტურბოკაპიტალიზმად“ ცნობილი მოვლენაც კი წარმოშვა. მეორე ნიშანი ის გახლავთ, რომ ხელისუფლებებმა სულ უფრო მეტი ინვესტიციების დაბანდება იწყეს „ ადამიანურ რესურსში“ – იმ მოსაზრებით, რომ განათლებისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე სასიკეთოდ აისახება ეკონომიკის მიწოდების მხარეზე, მოქალაქეებს მეტი ინიციატივის შანსს მისცემს და მეტად გაუფართოვებს სამოქმედო არეალს.

თუმცა, საწარმოო კაპიტალიზმს სერიოზული საკლოვანებებიც ახასიათებს: მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ქონებრივი უთანასწორობისა და საზოგადოებრივი გათიშულობის ტენდენციებია. ეს ნათლად ჩანს ამერიკაში, სადაც აბსოლიტური სიღატაკის იმგვარ მაგალითებს წავაწყდებით, რაც ევროპაში ფაქტიურად, წარმოუდგენელია. ასევე ბევრია იქ უსწავლელი და მხოლოდ სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული, ე.წ. „ქვედა ფენის“ ადამიანი.

სოციალური კაპიტალიზმი

სოციალური კაპიტალიზმი ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა. მის სამშობლოდ გერმანია ითვლება, თუმცა სოციალური კაპიტალისმის პრინციპები, სხვადასხვა ფორმით დაინერგა ავსტრიაშიც, ნენილუქსის ქვეყნებსა, საფრანგეთსა თუ შვედეთში. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ფრიდრიხ ლისტის(1789-1946) ყაიდის ეკონომისტების მოქნილი და პრაგმატული იდეები იყო განმსაზღვრელი, და არა სმიტისა და რიკარდოს მიერ ჩამოყალიბებული, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის მკაცრი საბაზრო პრინციპები. ლისტი მხარს უჭერდა პოლიტიკისა და პოლიტიკური ძალაუფლრბის როლის ზრდას ეკონომიკაში – ასე მაგალითად, იგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელი იყო უცხოური კონკურენციისაგან სუსტი ინდუსტრიების დასაცავად. ამ მოდელის მთავარი აზრი სოციალური ბაზრის არსებობაა: ანუ, საბაზრო კონკურენციის მოთხოვნების შეჯვარება საზოგადოებრივი თანხმობისა და ერთსულოვნების საჭიროებასთან.

სოციალური ბაზარი:

„სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ იდეა 1950-იანი წლების გერმანიაში გაჩნდა. იდეა მისაღები აღმოჩნდა ქრისტიან-დემოკრატი პოლიტიკოსებისთვისაც, და კერძოდ, მათი მოთავე ლუდვიგ ერჰარდისათვის. სოციალური ბაზარი ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე აგებული სისტემაა, მთავრობის მხრივ ჩარებისგან თავისუფალი და იმ საზოგადოებაში „მუშაობს“,სადაც ერთიანობა საყოველთაო კეთილდღეობის მიზანსა და კარგად გაწყობილ საჯარო სამსახურს ეფუძნება. ბაზარი არა იმდენად თვითმიზანი, რამდენადაც დოვლათის შექმნის საშუალებაა, საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად. სოციალური თავისუფალი ბაზრისგან იმით განსხვავდება, რომ გაბნსაკუთრებულ ყურადღებას პარტნიორობას, თანამშრომლობასა და სუბსიდირებას აქცევს. სოციალური ბაზრის სტრატეგიის წყალობით, გერმანია იმ პოლიტიკურ თანხმობას ინარჩუნებს, რაც კონსერვატიულ და სოციალურ ხედვას არიგებს ერთმანეთთან და რასაც ევროკავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ მიბაძა.

გერმანიაში ეს სისტემა ინდუსტრიული და ფინანსური კაპირალის დაკავშირების შედეგად აღმოცენდა: მას შემდეგ რაც ბიზნეს-კორპორაციების ინტერესები მჭიდროდ გადაიხლართა იმ რეგიონალური ბანკების ინტერესებთან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი კორპორაციების მსხვილ აქციონერებსაც წარმოადგენენ ხოლმე. სწორედ ამ ღერძზე ბრუნავს მთელი გერმანული ეკონომიკა, II მსოფლიო ომიდან მოყოლებული, და უფრო ხანგრძლივ ინვესტიციებზეა გათვლილი, ვიდრე სწრაფ მოგებაზე. ე.წ. „რეინალპიური“ კაპიტალიზმის ბიზნესის ორგანიზება ასევე განსხვავდება ანგლო-ამერიკული კაპიტალიზმისაგან, რამდენადაც საზოგადოებრივ პარტნიორობას ირჩევს თავის საყრდენად: პროფკავშირები მართვაში მონაწილეობენ საწარმოთა საბჭოების მეშვეობით, და ამა თუ იმ დარგის ყოველწლიურ სახელფასო განაკვეთების დადგენაშიც ეთქმით სიტყვა. ურთიერთობების მსგავსი ფორმა სოციალური დაცვის სერიოზულ მექანიზმებს გულისხმობს და მუშებსა თუ სხვა „დამოკიდებულ“ ჯგუფებს მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფს. ამგვარად, ამან „აქციონერთა კაპიტალიზმის“ ფორმის გაჩენას შეუწყო ხელი, რომელიც არა მარტო მუშების, არამედ საერთოდ საზოგადოების ფართო ფენების მოთხოვნლებებს ითვალისწინებს. ეს მკვეთრად განსხვავდება იმ „მეწილეთა კაპირალიზმისაგან“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული(ჰატონი, 1995).

სოციალური კაპიტალიზმის უპირატესობანი აშკარად გამოვლინდა იმ „ეკონომიკურ წარსულში“, რამაც ნაომარი გერმანია 1960 წლისთვის ევროპის უმძლავრეს ეკონომიკურ სახელმწიფოდ აქცია: მყარი კაპიტალდაბანდებების მაღალმა დონემ, განათლებისა და პროფესიონალიზმის მნიშნელობის გააზრებასთან ერთად, გერმანია ევროპის მეწინავე ქვეყნების რიგში ჩააყენა. თუმცა, სოციალური საბაზრო მოდელის ღირსებები მაინც არ არის საყოველთაოდ აღიარებული: მისი ერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ მოლაპარაკებების, შეთანხმებებისა და აზრთა ხშირი გაზიარების მიუხედავად, მას მაინც გარკვეული სიხისტე ახასიათებს და ხვლად საბაზრო მოთხოვნილებებსაც რთულად ეგუება. სხვა ნაკლიც ისაა, რომ სოციალური დაცვის მაღალი დონე ასევე მაღალ გადასახადებსაც განაპირობებს, რითიც არა მარტო დამქირავებლები, არამედ დაქირავებულნიც ზარალდებიან. ერთის მხრივ, სოციალური ბაზრის დამხველები აცხადებენ, რომ საზოგადოება და ბაზარი იმთავითვე ურთიერთკავშირშიაო, კროტოკოსები კი გაიძახიან – სოციალური კაპიტალისმი უკვე თავისთავად ტერმინოლოგიური აღრევააო. მათი აზრით, მარად მზარდი სოციალური პროგრემაბის დაფინანსება ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას აქვეითებს და ეკონომიკის, როგორც დოვლათის შემქმნელი ფენომენის, დასუსტებას იწვევსო.

კოლექტიური კაპიტალიზმი

კაპირალისმის მესამე ფორმა ყველაზე მკაფიოდ II მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიაში გამოვლინდა. ესაა მოდელი, რომელიც აღმოსავლეთ აზიის „ვეფხვებმა“ (სამხ.კორეა, ტაივანი, სინგაპური და ა.შ.) დიდი ხალისით აიტაცეს და რომელმაც, მოგვიანებით, დიდი გავლენა იქონია კაპიტალისტური ელემენტების ჩასახვაზე დღევანდელ ჩინეთშიც. კოლექტიურ კაპიტალიზმს ხანგრძლივ ურთიერთობებზე გათვლილ თანამშრომლობისაკენ მიდრეკილება გამოარჩევს. ამის შედეგად, ეკონომიკა იმართება არა თავისთავადი ფასწარმოქმნის მექანიზმებით, არამედ ე.წ. საზიარო ბაზრით. მაგალითად გამოდგება წარმოებასა და ფინანსებს შორის მჭიდრო კავშირი იაპონიაში: ტოკიოს საფონდო ბირჟაზე გამოტანილი აქციების 40%-ს სამრეწველო ჯგუფები ფლობენ, რომლებსაც არაერთი შვილობილი ფირმა გააჩნიათ. საზიარო მფლობელობის მთელი ქსელი სამრეწველო კონცერნებს სხვადასხვა ქვეკონტრაქტორებთან აკავშირებს და უკვე მათზე მოდის ბირჟის აქციათა 30%. საკუთრების ამგვარი სტაბილური ფორმები იაპონურ ფირმებს ჭარბი კაპიტალის შექმნის შესაძლებლობას აძლევს და დროში გათვლილი ინვესტიციების მარაგს უქმნის.

თავად ფირმები იაპონური საზოგადოებრივი ყოფის ქვაკუთხედია. თანამშრომლები(კერძოდ კომპანიებში დასაქმებული მამაკაცები) ამა თუ იმ ფირმის წევრებად ითვლებიან, რაც ამერიკასა თუ სოციალური ბაზრის მომხრე ევროპაში სრულიად წარმოუდგენელია. ერთგულების, თავდადებისა და მუყაითი შრომის სანაცვლოდ, თანამშრომლებს, როგორც წესი, სიცოცხლის ბოლომდე არ ემუქრებათ დათხოვნა, უზრუნვერლოფილნი არიან პენსიით, სოციალური დაცვით, და არც დასვენებასა თუ მკურნალობაზე არაფერი აქვთ სანერვიულო. იაპონიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუნდურობასა და კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბებას, რასაც ხელს უწყობს შედარებით მცირე განსხვავება მენეჯერებისა და მუშების ხელფასებს შორის. მსგავსმა ვითარებამ იაპონურ სისტემას „ხალხურობის“ სახელიც კი შესძინა. ამ ეკონომიკური კოქტეილის ბოლო შტრიხი ხელისუფლებაა – მართალია, საზოგადო ხარჯებისა და დაბეგვრის დონე, საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით, დაბალია(სადღაც, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 30%), სახელმწიფო დიდ როლს თამაშობს ინვესტიციების „მიმართვასა“ თუ სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ საქმის მოთავე საგარეო ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროა, რომელიც დღემდე უწევს მეთვალყურეობას ქვეყნის მთელ ეკონომიკას – ე.წ. „ინდიკატორული“, ანუ საორიენტაციო დაგეგმვის სისტემის მეშვეობით.

მრავალი თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომამდელი იაპონიის ეკონომიკა საწარმოო კაპიტალიზმის ნიშან-თვისებებს ატარებდა – მაქსიმალურ მოგებაზე იყო ორიენტირებული და მოკლევადიან კაპიტალდაბანდებებსაც არ ერიდებოდა. თუმცა, სწორედ ომამდე ცოტა ხნით ადრე წამოწყებულმა და შემდგომში აქტიურად განხორციელებულმა ეკონომიკის სრულმა რესტრუქტურიზაციამ, გასაოცარი შედეგები მოიტანა. იაპონურმა „ეკონომიკურმა სასწაულმა“ ისეთი სამრეწველო პოტენციალი შეუქმნა ქვეყანას, რომ ინვესტიციების ამჟამინდელი დონის შენარჩუნების შემთხვევაში, სულ მალე იაპონია ალბათ ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოდ იქცევა მსოფლიოში. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, იაპონური წარმატებები ცოტა ხანში ჩინეთის სულ უფრო და უფრო მზარდმა ეკონომიკურმა მიღწევებმა დაჩრდილოს, რომლის ზრდის ტემპებმა უკვე აღმოსავლეთ აზიური „ვეფხვების“ რეკორდიც კი მოხსნა. და მაინც, მსგავსი წარმატებები გარკვეულ „მსხვერპლსაც“ მოითხოვს: ერთიანობისა და თანამშრომლობის მიმზიდველი ფასადის მიღმა, იაპონური ეკონომიკური მოდელი საკმაოდ მძიმე მოთხოვნებს უყენებს დასაქმებულებსაცდა მათ ოჯახებსაც. გრძელი სამუშაო დღე და შრომის მკაცრად დისციპლინირებული პირობები შეიძლება ინდივიდუალიზმის წაშლის სადრთხეს შეიცავდეს, ხოლო ადამიანის ცხოვრებაში შრომა აკვიატებულ თვითმიზნადაც კი გადაიქცეს. სხვათა შორის, ამა თუ იმ ფირმის „ერთ ოჯახად“ მიიჩნევა, იაპონური საზოგადების ცნობიერებაში ვალდებულების ნეოფეოდალური განცდის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს და ადამიანის უფლებების [ატივისცემაზე მეტად, სწორედ მოვალეობას აღიარებს. კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, კოლექტიურ კაპიტალიზმს უდავოდ ავტორიტარიზმი ასაზრდოებსო და ამის ნათელ დადასტურებას ჩინეთის მაგალითზე ხედავენ, სადაც მზარდი კაპიტალისტური ეკონომიკა და მყარად ფესვგადგმული ერთპარტიული კომუნისტური მმართველობა გვერდიგვერდ თანაარსებობს. არადა, საბაზრო ეკონომიკისა და სტალინური პოლიტიკური კონტროლის მსგავსი ნაზავი, მაინც მაინც საოცრად ეფექტიანი გამოდგა მუდმივი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით,რასაც იადი მუშახელის დიდი რაოდენობა და ეკონომიკის ინფრასტრუქტურაში მასიური კაპიტალდაბანდებებიც უწყობს ხელს.

მართული თუ თვითრეგულირებადი კაპიტალიზმი?

როგორც მსოფლიოს კაპიტალისტური ქვეყნების ეს მიმოხილვაც ადასტურებს, ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი საკითხი ზუსტი ბალანსის დადგენაა პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის – შესაბამისად, სახელმწიფოსა და ბაზრის „გაწონასწორება“. სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის გარეშე უკეთ მუშაობს კაპიტალისტური ეკონომიკა თუ სტაბილური ზრდისა და საყოველაო კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ ეკონომიკური მართვის სისტემების მეშვეობითაა შესაძლებელი? რეალურად, ეს კითხვა ორი საპირისპირო ეკონომიკური სტრატეგიის – კეინზიანიზმისა და მონეტარიზმის შეფასებამდე დაიყვანება: თავის ნაშრომში – „დასაქმების ინტერესისა და ფულის ზოგადი თეორია“ – (1936), კეინზი ეწინააღმდეგება კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპებს და უარს ამბობსთვითრეგულირებად ბაზარზე დამყარებული, ბუნებრივი ეკონომიკური წესრიგის იდეაზე. მისი მოსაზრებით, თავისუფალი საბაზრო პოლიტიკა, რამაც მკვეთრად გამიჯნა ხელისუფლება და ეკონომიკა, საბოლოო ჯამში, არასტაბილურობისა და უმუშევრობის მიზეზი გახდა და ამის ყველაზე ნათელი დადასტურება XX საუკ. 30-იანი წწ. „დიდი დეპრესია აღმოჩნდა“

კეინზის თვალსაზრისით, კაპიტალისტური ეკონომიკის ეს კონკრეტული დაღმასვლა უმუშევრობის ზრდამ და ხელფასების შემცირებამ გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნილება საქონელზეც და მომსახურებაზეც. იგი მკაცრად აკრიტიკებდა, რომ ეკონომიკური აქტივობის ხარისხი განპირობებულია „ერთიანი მოთხოვნით“, ანუ მოთხოვნათა მთლიანი დონით ეკონომიკაში, რის მართვასაც ხელისუფლება დაბეგვრისა და ხარჯვის პოლიტიკის საშუალებით ახერხებს – ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდის, ანდა გადასახადების შემცირების გზით. კეინზის ვარაუდით, ამ შემთხვევაში წარმოქმნილი საბიუჯეტო დეფიციტი კრიტიკულ დონეს ვერ მიარწევს,რამდენადაც ამ გზით მიღწეულ ეკონომიკურ ზრდას, თავის მხრივ, დაბეგვრის შედეგად ამონაგების მატება მოაქვს და ხელისუფლებას აღარ მოუწევს ხაზინიდან ფულის გამოტანა. მეტიც, ეკონომიკის ყოველი მსგავსი სტიმულირება მრავალჯერადობის ეფექტს იძლევა.

II მსოფილიო ომის შემდგომ პერიოდში, კეინზიანური მართული მოთხოვნის თეორია ეკონომიკურ პოლიტიკაში რევოლუციური გარდაქმნების მიზეზი გახდა და ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლებას მისცა საშუალება, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სულ უფრო მეტი კეთილდღეობისთვის მიეღწიათ. უმრავლესობისათვის სწორედ კენზიანიზმი აღმოჩნდა XX საუკ. 5060-იანი წწ. „დიდი ბუმის“ მთავარი გსარები. თუმცა, კენზიანიზმის სანდოობა ძლიერ შეარყია XX საუკ. 70-იანი წწ. „სტაგფლაციამ“ – უმუშევრობისა და ინფლაციის ერთდროულმა ზრდამ,რასაც თავად კეინზი თეორიულადაც კი ვერ დაუშვებდა და ვერც ახსნას მოუძებნიდა. პოლიტიკურიად, კეინზიანური იდეები დაბეგვრისა და ხარჯვის იმგვარმა ტაქტიკამ გააუფასურა, რაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მომხრეთა აზრით, აფერხებდა წარმოებას, პირად ინიციატივას ზღუდავდა და მუდმივად მაღალი ინფლაციის გამო, ხელს უშლიდა ეკონომიკურ ზრდას. მსგავს ვითარებაში ახალი სიცოცხლე შეიძინეს უფრო ადრეულმა მონეტარისტულმა იდეებმა, განსაკუთრებით, მემარჯვებეთა შორის.

მონეტარიზმის აღმავლობა – კერძოდ, ფრიდრიჰ ფონ ჰაიეკისა და მილტონ დრიდმენის ნაშრომების მზარდი პოპულარობა, ეკონომიკური პრიორიტეტების აშკარა გადანაცვლების ნიშანი გახლდათ – უმუშევრობის შემცირებიდან, ინფლაციის კონტროლის მიმართულებით. იმ კამპანიების შედეგად, რასაც XX საუკ. 80-იან წწ. ბრიტანეთში ტეტჩერის მთავრობა, ამერიკაში კი რეიგანის ადმინისტრაცია აწარმოებდა, ხელისუფლებათა უმთავრეს ეკონომიკურ პასუხისმგებლობად „მყარი ფულის“ უზრუნველტოდა გამოიკვეთა. მთავრობის საქმე ეკონომიკური სისტემიდან ინფლაციის აღმოფხვრა გახდა, ხოლო ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და შრომის ნაყოფიერება, ბაზრის ბუნებრივ სიცოცხლისუნარიანობას იქნა მინდობილი. მონეტარიზმის თვალსაზრისით, ინფლაცია „ყოველთვის და ყველგან მხოლოდ და მხოლოდ ფულის ამბავია“(ფრიდმენი). მონეტარისტები გულისხმობენ, რომ ხარჯების ზრდისა და უმუშევრობის შემცირებისაკენ მიმართული კეინზიანური პოლიტიკა, უბრალოდ, ინფლაციას აძლიერებს, რაკი ხელისუფლებას მეტი და მეტი ფულის „მოჭრას“ აიძულებს. შესაბამისად, გამოსავალი მოთხოვნის პოლიტიკიდან მიწოდების პოლიტიკისკენ გადახრაა, რამდენადაც პირველი მომხმარებელს მეტის მოხმარებისკენ, მეორე კი მწარმოებელს მეტის წარმოებისაკენ უბიძგებს. მონეტარისტებისთვის მსგავსი გამოსავალი ეკონომიკის მართვაზე უთუოდ უარის თქმასა და გადასახადების შემცირებას ნიშნავს.

თუმცა, ფართო გაგებით, თანამედროვე ეკონომიკა უკვე გაცდა როგორც კენიზიანიზმს, ისე მონეტარიზმის გამარტივებულ გაგებას და ბევრად უფრო რთული ეკონომიკური სტრატეგიები – შეიძლება ითქვას, „ახალი“ პოლიტიკური ეკონომიკა შეიმუშავა. სხვა თუ არაფერი, მონეტარიზმმა მოახერხა კეინზის მიმდევრები დაერწმუნებინა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ეკონომიკაში ინფლაცია და მიწოდების ფენომენი. კეინზიანიზმმა ვერც ეკონომიკური გლობალიზაციის გამოცდას გაუძლო, რამდენადაც XX საუკ. 50-60-იანი წწ. ეკონომიკური მართვის სტილი ცალკეული ეროვნული ეკონომიკების არსებობას ემყარებოდა. მეორეს მხრივ, ვერც არარეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის იდეების პირველადი სახით შენარჩუნება მოხერხდა, იმიტომ რომ ამ ტიპის ეკონომიკას ახასიათებს ინვესტიციების დაბალი დონე, მოკლევადიან პერსპექტივებზე გათვლა და საზოგადოების გახლეჩა თუ კრიზისები. როგორც ფრენსის ფუკუიამამ შენიშნა, ნებისმიერი სახით ქონების დაგროვება დამოკიდებულია საზოგადოებრივ კაპიტალზე, რაც თავის მხრივ ნდობის გამოხატულებაა და არა უბრალოდ, განუპიროვნებელი საბაზრო ძალებისა. შესაბამისად, გაჩნდა „ახალი კეინზიანიზმი“, რომელიც უარს ამბობს ეკონომიკის ვერტიკალურ მართვაზე, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ შიშველ საბაზრო ურთიერთობების განვითარებას გარკვეული დაუცველობა, უთანასწორობა და ცოდნის განსხვავებული დონეც ბორკავს.

სოციალიზმის ნაირსახეობანი

თანამედრობე სოციალისთები უკვე მზად არიან აღიარონ, რომ დოვლათის დაგროვების ერთადერთი საიმედო საშუალება კაპიტალიზმია. შედეგად, ისინი უკვე კაპიტალიზმის არა მოსპობას, არამედ მის რეფორმირებას, თუ გნებავთ, „გაადამიანურებას“ ისახავენ მიზნად; ამას კი ბუნებრივად მოჰყვება ხოლმე კეინზიანისმისა და სოციალურ-საბაზრო იდეებისაკენ გადახრა. ტრადიციულად, ისინი კაპტალისტური საბაზრო ურთუერთიბების ალერტნატივის შექმნას ცდილობენ და სოციალიზმსაც კაპიტალიზმისაგან ხარისხობრივად, განსხვავებულ ეკონომიკურ ფორმაციად მიიჩნევენ. მსგავსი მცდელობები იმ შეხედულებას ემყარება, რომ სოციალიზმი გაცილებით უკეთესია, ვიდრე კაპიტალიზმი – როგორც ზნეობრივი, ისე წარმოების ეფექტიანობის მზრივ. სოციალიზმის თეორეტიკოსებს ყოველთვის აინტერესებდათ ეკონომიკური მოდელები – სენ-სიმონი, მაგალითად, „ტექნოკრატიულ ინდუსტრიალიზმზე“ ლაპარაკობდა, კროპოტკინი კი ეკონომიკიდ დეცენტრალიზებულ თვითმმართველობაზე. თუმცა, ყველაზე მყარი მოდელის შექმნა მაინც მარქსისტულ ტრადიციას უკავშირდება. ოღონდ ეგაა – ნებისმიერ სოციალისტურ მოდელს ერთუ თვისება გამოარჩევს: საბაზრო მექანიზმი უცილობლად ეკონომიკური დაგეგმარების ამა თუ იმ ფორმით უნდა შეიცვალოს.

სამწუხაროდ, მარქსმა არ დაგვიტოვა მომავლის სოციალისტური საზოგადოების ეკონომიკური ორგანიზების კონკრეტული ნიმუში და მხოლოდ რამოდენიმე ძირეული პრინციპის ჩამოთვლით შემოიფარგლა. თუმცა კი იწინასწარმეტყველა, რომ კერძო საკუთრებას კოლექტიური მფლობელობის სისტემა შეცვლიდა, ეკონომიკაც უპირატესად საზოგადოების მატერიალური მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოემსახურებოდა და არა „ყოვლისშემძლე“ ბაზარს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველობაში ხალხის მონაწილეობას უჭერდა მხარს და, ამავე დროს, კომუნიზმის სრული გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფოს „გაქრობასაც“ ქადაგებდა, მარქსი მაინც ემიჯნებოდა სახელმწიფო კოლექტივიზაციასა და ცენტრალური დაგეგმვის იიმგვარ გამოვლინებებს, რაც XX საუკ. საბჭოურ ეკონომიკებს ახასიათებდათ.

დროთა განმავლობაში სოციალისტური ეკონომიკის ორი, საკმაოდ განსხვავებული მოდელი ჩამოყალიბდა:

  •  სახელმწიფო სოციალიზმი
  •  საბაზრო სოციალიზმი

სახელმწიფო სოციალიზმი

1917 წლის ბოლშევიკური რევლოუციის შემდგონ, საბჭოთა კავშირი იყო ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური ორგანიზების გამოკვეთილად სოციალისტურ მოდელს იყენებდა, თუმცა ეს მოდელი საბოლოო სახით მხოლოდ XX საუკ. 30-იანი წწ. სტალინისეული ე.წ. „მეორე რევოლუციის“ შემდეგ ჩამოყალიბდა, როცა საბაზრო პრინციპებთან დაზავებული ლენინის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (NEP) საბოლოოდა აღმოიფხვდა. სტალინისეული ვარიანტი შემდგომში აღმოსავლეთ ევროპაშიც იქნა ექსპორტირებული და მთელ ორთოდოქსულ კომუნიზმის სამყაროში ბატონობდა II მსოფლიო ომის შემდგომ – ე.წ. „ეკონომიკური სტალინიზმის“ სახით. ეს სისტემა სახელმწიფოს სრულ კოლექტივიზაციას ემყარებოდა პარტიულ-სახელმწიფო აპარატის კონტროლისადმი ეკონომიკური რესურსების სრულ დაქვემდებარებას გულისხმობდა.

1989-91წწ. სახელმწიფო სოციალისმის აშკარა კრახმა ნათლად გამოავლინა ცენტრალური დაგეგმვის თანდაყოლილი მანკიერებანი და საერთოდ, ამგვარი დაგეგმვის იდეაც კი ეჭვის ქვეშ დააყენა. თუმცამ არ შეიძლება ბოლომდე დავივიწყოთ საბჭოური დაგეგმვის შედეგად მიღწეული წარმატებებიც: ასე მაგალითად, სწორედ მისი წყალობით მიაღწია სსრკ-მ მძიმე მრეწველობის განვითარებას, რამაც მეორე მსოფლიო ომში ქვეყბუს წარმატება განაპირობა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმარებამ საზოგადოება დასავლური ტიპის სამომხმარებლო სიკეთეებით ვერ უზრუნველყო, მისი მეშვეობით საბჭოთა კავშირსა და მთელს აღმოსავლეთ ევროპაში მაინც მოისპო უბინაობა და სრული სიღატაკე – რაც დღემდე რჩება ბევრი კაპიტალისტური სახელმწიფოს მოუგვარებელ საზრუნავად. ქრონიკული ეკონომიკური ჩამორჩენილობის მიუხედავად, კუბაში მაგალითად, წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვმა 98% გადააჭარბა და პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემა ბევრ დასავლურ ქვეყანას არაფრით ჩამოუვარდება.

და მაინც, ცენტრალიზებული დაგეგმვის უბედურებაც ის იყო, რომ თუმცა საბჭოთა მშრომელები სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფილნი კი იყვნენ მაგრამ დიდი უმრავლესობას სახმა მაინც არ ჰქონდა. საბოლოოდ, ცენტრალურმა დაგეგმარებამ საზოგადოების ახალი ფენა წარმოშვა, რომელიც პოლიტიკურ ან ბიუროკრატიულ ზედა ეშელონებს განეკუთვნებოდა. მილოვან ჯილასის(1957) თქმით, ეს „ახალი კლასი“ იმგვარივე პრივილეგიებით სარგებლობდა და ისეთსავე პოზიციებს იკავებდა, რასაც კაპიტალისტები დასავლეთში. საყოველთაო აზრით, საბჭოთა გეგმიურობამ, ფაქტიურად, სახელმწიფო კაპიტალიზმი შვა.

საბაზრო სოციალიზმი

როგორც მოუქნელი ცენტრალიზებული საბჭოური მოდელის ალტერნატივა, გაჩნდა მისი საბაზრო კონკურენციასთან „შეჯვარების“ სურვილიც. ამგვარი რამ მოხერხდა იუგოსლავიაში, პრეზიდენტ ტიტოსა და სტალინის 1949 წლის განხეთქილების შემდგომ და უნგრეთშიც, მას მერე რაც 1945წ. საბჭოთა კავშირმა სისხლში ჩააღრჩო პოლიტიკური ჯანყი. მსგავსი იდეები გაჩნდა თავად საბჭოთა კავშირშიც, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა, 1985-1990 წწ. „პერესტროიკისა“(ე.წ.გარდაქმნის) და ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის იდეები წამოაყენა. „გარდაქმნების ეს პროგრამა თავდაპირველად გულისხმობდა კოოპერატივებისა და ინფივიდუალური მეწარმეობის ხელშეწყობას ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემის დანამატის სახით, თუმცა, საბოლოოდ, მან საბჭოურ წარმოებებს ნება დართო, დაგეგმვის სისტემას საერთოდ გამოყოოდნენ და თვითმმართველობისა და თვითდააფინანსების გზას გაუყენეს.

საბაზრო სოციალიზმის მიმზიდველობა ისაა,რომ ცენტრალური დაგეგმვის ბევრი სერიოზული დეფექტის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. საბაზრო გარემო არა მარტო მომხმარებლის ინტერესებს ემსახურება, არამედ ბიუროკრატიულ ბარიერებსაც ასუსტებს. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ სოციალისტური ბაზარი ბოლომდე ამბობდეს უარს დაგეგმვასა და „ზემოდან“ მართვაზე; სხვათა შორის, დიდი იმედების მიუხედავად ვერც იუგოსლავიამ და უნგრეთმა შექმნეს საბჭოური ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემაზე უფრო წარმატებული თუ გამძლე რაიმე მოდელი. საბაზრო სოციალიზმის ერთი უმთავრესი სისუსტეც ისაა, რომ ეკონომიკური თვითმმართველობა საბაზრო დისციპლინასთან შეუთავსებელია.

არსებობს თუ არა ეკონომიკური „მესამე გზა“?

ეკონომიკური „მესამე გზის“, როგორც კაპიტალიზმის, ასევე სოციალიზმის ალტერნატივის იდეა, მომხიბვლელი იყო ბევრი სხვადასხვა წარმომავლობის პოლიტიკური მოაზროვნისათვის. ასე მაგალითად, ამ თემას ჯიუტად უტრიალებდა ფაშისტური იდეოლოგია. ამას გულისხმობდა მუსოლინი, როცა კორპორატიზმის დანერგვას ცდილობდა; მოგვიანებით კი – მოკლი ინგლისსა და პერონი არგენტინაში. ფაშისტური კორპორატიზმი, მისი ლიბერალური ვარიანტისაგან განსხვავებით, გულისხმობს,რომ ბიზნესი და შრომა ერთი ბუნებრივი, გნებავთ, სულიერი მთლიანობაა, ოღონდ სინამდვილეში, იტალიური კორპორატიზმი იმ იარაღად იქცა, რითაც ფაშისტურმა სახელმწიფომ დამოუკიდებელი პროფკავშირები გაანადგურა და შეეცადა, საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ქვეყნის მთავარი ბიზნეს-ინტერესები. საკმაოდ განსხვავებული, კეინზიანური სოციალ-დემოკრატიის ტიპის „მესამე გზა“ წარმატებულად გამოინახა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შვედეთში. შვედური ეკონომიკური მოდელი როგორც სოციალიზმის, ასევე კაპიტალიზმის ელემენტების შერწყმას ცდილობდა: წარმოების საშუალებები ძირითადად, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა სოციალური დაცვის უპრეცედენტო სისტემისა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადების მეშვეობიით, აქ სოციალური სამართლლიანობის მაღალი დონეც უზრუნველყვეს. ამ თვალსაზრისით, სოციალ-დემოკრატიული „მესამე გზა“ სოციალური კაპიტალიზმის მემარცხენე ვარიანტადაც შეიძლება განვიხილოთ. თუმცა როგორც სოციალური ბაზრის მოდელის შემთხვევაში, აქაც ჩნდება კითხვები – რამდენად მოხერხდება სოციალური დაცვის ასეთი მაღალი დონის შენარჩუნება მზარდი გლობალური კონკურენტული ეკონომიკის პირობებში.

საფრთხე თავად შვედეთშიც იგრძნეს და XX საუკ. 80-90-იან წწ. საერთაშორისო კონკურენციის წნეხის გავლენით, თანდათანობით უარი თქვეს საყოველთაო კეთილდღეობის პრიორიტეტულ ტენდენციებზე. ეკონომიკური ორგანიზებისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომა გარემოს დამცველთა თეორიებშია საძიებელი. მათი აზრით, კაპიტალიზმიცა და სოციალიზმიც ერთი და იგივე, „სუპერ-იდოელოგიის“, ინდუსტრიალიზმის გამოვლინებაა. სხვა სიტყვებით, ორივე ეს ალტერნატიული გზა თანაბრად ანადგურებს ბუნებას კაცობრიობის მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. „მწვანეები“ – ალტერნატივის სახით – იმგვარ ეკონომიკურ პრიორიტეტებს გვთავაზობენ, რაც პრანეტის გადარჩენას და მასზე სიცოცხლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მათი აზრით, გარე სამყაროს ნგრევა-დაბინძურებაში ერთნაირად მიუძღვით წივლილი როგორც მოგებას გამოკიდებულ კაპიტალიზმს, ასევე სოციალისტურ რეჟიმებსაც. გარე სამყაროს გადარჩენის პრინციპის თანახმად, საკუთრების ფლობისა თუ მართვის საკითხები მეორადია, უმთავრესი კი კაცობრიობისა და სამყაროს ურთიერთობაა: ეკონომიკაზე წინ ეკოლოგია უნდა დავაყენოთ, ხოლო მატერიალიზმზე წინ – ზნეობა. სწორედ ამას უწოდებს ე.ფ. შუმახერი „ბუდისტურ ეკონომიკას“.

საზოგადოების სტრუქტურა და დაყოფა

პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება მუდამ მჭიდროდაა გადახლართული. პოლიტიკა, თავისი არსით, საზოგადოებრივი საქმიანობაა და ბევრი მას უბრალოდ იმ პროცესად მიიჩნევს, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებრივი დაპირისპირებები ვლინდება და ზოგჯერ, გვარდება კიდეც. ამ თვალსაზრისით, საზოგადოება უკვე არა მხოლოლდ „კონტექსტია“, არამედ თავად პოლიტიკის ძირისძირი. თუმცა, ცნებები „საზოგადოებრივი“ და „პოლიტიკური“ – ურთიერთდაკავშირებულ, მაგრამ მაინც განსხვავებულ სფეროებს აღნიშნავს.

რას ვგულისხმობთ საზოგადოებაში? ყველაზე გართო გაგებით, საზოგადოება ერთ ტერიტორიულ არეალში მცხოვრები ხალხის კრებულია; თუმცა, ადამიანთა ყველა ჯგუფი როდი ქმნის საზოგადოებას – ეს სოციალური ურთიერთობების მუდმივი მახასიათებელია და საზოგადოებრივი სტრუქტურის გარკვეულ ფორმებს მოიცავს. უფრო მეტიც, „საზოგადოებრივი“ ურთიერთობები ურთიერთნდობას და თანამშრომლობის გარკვეულ ხარისხს მოითხოვს. ასე მაგალითად, ერთმანეთთან მეომარი ტომები საზოგადოებას ვერ ქმნიან – მიუხედავად იმისა, რომ გვერდიგვერდ სახლობენ და მუდმივად „ეჯახებიან“ ერთმანეთს. საზოგადოებებს სოციალური დაყოფაც ახასიათებს და ამ დაყოფის შედეგად, არათანაბარი სტატუსის, ქონების, თუ ძალაუფლების მატარებელი ფგუფები და ინდივიდები საზოგადოებაში განსხვავებულ პოზიციას იკავებენ. ამგვარი დაყოფისა თუ გახლეჩის ხარისხი, ისევე როგორც ამა თუ იმ კლასობრივი, რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი, რელიგიური თუ სხვა რამ ჯგუფის მნიშვნელობა სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვაგვარია.

ყველა შემთვევაში, საზოგადოება რამდენიმე ნიშნით ახდენს გავლენას პოლიტიკაზე:

  •  დოვლათისა და სხვა რესურსების განაწილება განაპირობებს სახელმწიფო ძალაუფლების ხასიათს.
  •  საზოგადოება ზეგავლენას ახდენს ადამიანთა შეხედულებებზე და ზოგადად პოლიტიკურ კულტურაზე.
  •  საზოგადოებრივი დაყოფა და შიდა დაპირისპირება განაპირობებს პოლიტიკურ ცვლილებებს რეფორმებისა თუ რევოლუციების სახით.
  •  საზოგადოებრივი სტრუქტურა მოქმედებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ანუ იმაზე, ვინ და როგორ აძლევს ხმას, ვინ რომელ პარტიაში ერთიანდება და ა.შ.

ოღონდ, საზოგადოების ბუნება პოლიტიკური და იდეოლოგიური დებატების ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რამდენადაც ეს თემა არანაკლებ წინააღმდეგობრივია, ვინემ თავად ადამიანის ბუნების შეცნობის მცდელობა. ასე მაგალითად, თუკი მარქსისტები და არამარტო ისინი, საზოგადოების დამახასიათებელ თვისებად გადაუჭრელ კონფლიქტს მიიჩნევენ, ლიბერალები მუდმივად ამტკიცებენ, რომ თვით მეტოქე ინტერეს-ჯგუფებსაც კი შეუძლიათ ჰარმონიული თანაარსებობა. სწორედ ასევე, ლიბერალები საზოგადოებას ინდივიდთა მიერ მათი სხვადასხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – ანუ საგანგებოდ მიაზნმიმართულად შექმნილ ფენომენად მიიჩნევენ; კონსერვატორები კი, ტრადიციულად, მას ბუნებრივ, სწორედაც რომ ორგანულ მთლიანობად აღიქვამენ და მაინც ყველაზე გაცხოველებული კამათი იმის თაობაზეა, რა ურთიერთობა არსებობს პიროვნებასა და საზოგადოებას შორის და საერთოდ თუ არსებობს ბუნებაში იმგვარი მთლიანობა, რასაც ჩვენ „საზოგადოებად“ მოვიაზრებთ. მოკლედ, ამ საკითხის მთავარი წინააღმდეგობა საზოგადოებაზე ორგვარი თვალსაზრისია: ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური.

თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებების ჩამოყალიბების შემდეგ, კლასობრივი დაყოფა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლებოდა. მყარი სოციალური იერარქიები და დაყოფის პრეინდუსტრიული სისტემები მხოლოდ უფრო ტრადიციულ საზოგადოებებში ინარჩუნებენ გავლენას. ასე მაგალითად ინდოეთში კასტური სისტემის როლი კი შესუსტდა, მაგრამ „გარიყულთა“ კასტა, თავისი მრავალრიცხოვნებით, მაინც ანგარიშგასაწევ პოლიტიკუ ძალად რჩება. კლასობრივი დაყოფა საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ განსხვავებას ირეკლავს და ამდენად, ქონების შემოსავლისა თუ სტატუსის უთანაბრობას ემყარება. აქედან გამომდინარე, სოციალური კლასი იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელთაც ერთნაირი ეკონომიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობა უკავიათ და შესაბამისად, სასერთო ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებთ. უნდა ითქვას, რომ კლასებისა და პოლიტიკის ურთიერთობის ანალიზს რამდენიმე პრობლემა ართულებს: მაგალითად, ძნელი სათქმელია, სად რა პრინციპით ხდება კლასებად დაყოფა და რა ურთიერთობები არსებობს ერთის მხრივ კლასთა შორის, მეორეს მხრივ კი თავად ამა თუ იმ კლასის ფარგლებში.შესუსტდა თუ არა კლასის გავლენა, და თუ ასეა, რა მიზეზით?

კლასობრივი პოლიტიკის აღმავლობა და დაცემა

კლასობრივი პოლიტიკის თეორიის მთავარი დამცველები იმ მარქსისტული ტრადიციის მიმდევრები არიან, ვინც კლასს ძირეულ, პოლიტიკურად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საზოგადოებრივ დანაყოფად მიიჩნევს. როგორც მარქსი თავის „კომუნისტური მანიფესტის“ შესავალში წერდა, ნებისმიერი არსებული საზოგადოების ისტორია – კლასობრივი ბრძოლის ისტორიაა. ამ გამონათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ მარქსი პოლიტიკას, ისევე როგორც კანონმდებლობას, კულტურას, ხელოვნებასა და რელიგიას, ეკონომიკური ბაზოსოთ განსაზღვრული თუ განპირობებული ზედნაშენის შემადგენელ ნაწილად სახავდა. უხეშად რომ ვთქვათ, მისთვის პოლიტიკური პროცესი უბრალოდ, კლასობრივი დაძაბულობიდა და დაპირისპირების გამოხატულებაა, რასაც, თავის მხრივ, კერძო საკუთრების ინსტიტუტი განაპირობებს.

ამ თვალსაზრისით, კაპიტალისტურ სისტემაში მესაკუთრეთა მმართველი კლასი (ბურჟუაზია) ჩაგრავს და ბატონობს დაქირავებული მუშახელის კლასსზე (პროლეტარიატზე). ამ შეხედულებებიდან მომდინარეობს ინდუსტრიული კაპიტალიზმის ორკლასიანი მოდელი, რომლისთვისაც უმთავრესი მახასიათებელი – კონფლიქტი და მზარდი პოლარიზაციაა. მარქსის შეხედულებით, პოლიტიკურ სცენაზე მთავარი მოქმედი პირები სწორედ კლასებია და მათ ისტორიის შექმნის უნარიც გააჩნიათ. მისი მტკიცებით, პროლეტარიატი „კაპიტალიზმის მესაფლავის“ ფუნქციით იყო აღჭურვილი და ამ ფუნქციას მაშინ აღასრულებდა, როდესაც „კლასობრივ თვითშეგნებას“ შეიძენდა – ანუ საკუთარ კლასობრივ ინტერესებს გააცნობიერებდა და ჩაგრულ მდგომარეობასაც თავს დააღწევდა. აქედან გამომდინარე, პროლეტარიატი როგორც „თავისთავადი კლასი“ (ეკონომიკური კატეგორია) გარდაიქმნებოდა „სათავო კლასად“ (რევოლუციურ ძალად). მარქსის რწმენით, სწორედ ეს იქნებოდა კაპიტალიზმის გაღრმავებული კრიზისისა და მუშათა კლასის სულ უფრო მზარდი გაღატაკების საბოლოო შედეგი.

თუმცა, მარქსის წინასწარმეტყველებას საფუძვლიანად შეუყენა წყალი კლასთაშორისი ბრძოლის არარსებობამ ჩვენს დროში. უკვე XIX საუკ. ბოლოსთვის ნათელი გახდა, რომ ინდუსტრიული საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურა სულ უფრო რთულდებოდა და დროთა განმავლობაში, განსხვავებულ ფორმებსაც იძენდა. მაქს ვებერი პირველი იყო, ვინაც ეს ტენდენცია შეიმუშავა და მრავალშრიანობის თეორიაც წამოაყენა. ვებერი ეკონომიკურ თუ კლასობრივ განსხვავებას კი აღიარებდა, მაგრამ ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი სტატუსის მნიშვნელობასაც ითვალისწინებდა. მან სტატუსს, როგორც ამა თუ იმ ჯგუფის ცხოვრების სტილში გამოხატულ „ღირსების სოციალურ გამოვლინებას“, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და დასაქმებულთა კლასის ცნება შემოიტანა, რასაც დღეს ფართოდ იყენებენ სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების მკვლევარები. უხეში, ორკლასიანი მოდელის დახვეწას თანამედროვე მარქსისტებიც შეეცადნენ: თუმცა მათ საკუთრების მფლობელობის მნიშვნელობა არ უარყვიათ, მაგრამ ისიც აღიარეს, რომ გაჩნდა მენეჯერთა და ტექნიკოსთა გარკვეული „გარდამავალი“ კლასი, და რომ აგრეთვე არსებობს შიდა დაყოფაც

-თავად ბურჟუაზიასა თუ პროლეტარიატის რიგებში. ასე მაგალითად, დაპირისპირებაა ფინანსურსა და ინდუსტრიულ კაპიტალს, დიდ ბიზნესსა და მცირე მეწარმეთა შორის, აგრეთვე იმ მუშებს, ვისაც სხვებზე მეთვალყურეობა ევალებათ და მათდამი დაქვემდებარებულ კოლეგებს შორისაც.

ზოგიერთისათვის, XX საუკ. მიწურული კლასობრივი პოლიტიკის საბოლოო მოსპობით აღინიშნა. ამ საუკუნის 60-იან წწ. ჰერბერტ მარკუზეს მსგავსი ნეომარქსისტები ქალაქის პროლეტარიატის დერადიკალიზაციაზე წუწუნებდნენ, და რევოლუციურ პოტენციალს უფრო სტუდენტობაში, ქალებში ეთნიკურ უმცირესობებში და „მესამე სამყაროს“ მოსახლეობაში ეძიებდნენ. ტრადიციული კავშირი სოციალიზმსა და მუშათა კლასს შორის, ფაქტობრივად, უარყოფილ იქნა იმ ტიპის ნაშრომებში, როგორიცაა ვთქვათ, ანდრე გორცის „მშვიდობით მუშათა კლასო! (1982).“ იმავე პერიოდში, საარჩევნო პროცესტებზე დაკვირვებამ კლასობრივი განმჭიდროების ტენდენცია გამოავლინა, კავშირის შესუსტება საზოგადოებრივ კლასსა და პარტიულ მხარდაჭერას შორის. აღმოჩნდა, რომ ხმის მიცემა სულ უფრო და უფრო მეტად გადაიქცა კერძო საქმედ, და პიროვნებისთვის მთავარი მატერიალური მიზანშეწონილობა გახდა კლასობრივი სოლიდარობის გნცდა.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, კლასის პოლიტიკური მნიშვნელობის შესუსტება დეინდუსტრიალიზაციის ფენომენმა და „განათლებული ეკონომიკის“, ანუ ინფორმაციული საზოგადოების გაჩენამ განაპირობა. დეინდუსტრიალიზაცია იმ ტრადიციულ, შრომატევად დარგებში მუშახელის მნიშვნელობის დაქვეითებაა. შესაბამისად, ეკონომიკის სამომსახურეო სექტორის განვითარებამ უფრო ინდივიდუალისტური და ინსტრუმენტალისტური მიდგომების წახალისებას შეუწყო ხელი. თავიანთ ნაშრომში „მეორე ინდუსტრიული მიჯნა: კეთილდღეობის შესაძლებლობანი“ (1984) პიორე და სეიბელი გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ეკონომიკაში მსგავსი ხასიათის ცვლილებები ფორდიზმიდან „ფორდისშემდგომ“ ეპოქაზე გადასვლის მანიშნებელი გახლდათ. მასობრივი წარმოებისა და მასობრივი მოხმარების ფორდიზმისათვის დამახასიათებელი სისტემის რღვევა კი უფრო მრავალმხრივი კლასობრივი სტრუქტურის გაჩენის მიზიზი გახდა. პოლიტიკურ სფეროში ეს კლასებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების გავლენის შესუსტებაში გამოვლინდა – გაჩნდა ახალი სოციალური მოძრაობები, რომლებიც ძირითად უკვე ფემინიზმის, მსოფლიო მშვიდობის, ცხოველთა უფლებების თუ გარემოს დაცვის იდეების პროპაგანდას ისახავდა მიზნად.

რა არის „ქვედა ფენა“?

თუმცა, უნდა ითქვას რომ მითქმა-მოთქმა კკლასთა გარდაცვალების თაობაზე მაინც გაზვიადებულია. სოციალისტთა ჩივილს ამ თემაზე მწარე იმედგაცრუების ელფერი დაჰკრავს, ხოლო ლიბერალთა და კონსერვატორთა მხრივ, ეს უფრო არსებულის სასურველად მიჩნევას ჰგავს. დღევანდელი ინდუსტრიული, თუ გნებავთ, „ფორდისშემდგომი“ საზოგადოებები უკლასოდ ვერ ჩაითვლება ვერც საკუთრების კოლექტიური ფლობის მატრქსისტული თვალსაზრისით და ვერც შესაძლებლობების თანასწორობის ლიბერალური გაგებით. ასე მაგალითად, 2002 წელს, დიდ ბრიტანეთში მდიდარია 1% საბაზრო ღირებულების მქონე ფასეულობათა 35%-ს ფლობდა (საცხოვრებლის გამოკლებით), ხოლო შეძლებული მოსახლეობის 50% – სიმდიდრის 98%; და ეს იმ დროს, როცა 12 000 000 ადამიანი (მოსახლეობის 22%) საშუალო შემოსავლის 50%-ზე ნაკლებით კმაყოფილდებოდა. რეალურად, ძველი კლასობრივი დაყოფის ნაცვლად, ახლა უთანაბრობისა და უტანასწორობის ახალი პარამეტრები გაჩნდა.

ამ ცვლილებების და მათი პოლიტიკური მნიშვნელობის კვლევის ერთ-ერთი სერიოზიული მცდელობაა ჯ.კ. გელბრაიტის ნაშრომი „დაკმაყოფილების კულტურა“ (1992). გლბრაიტი მიათითებს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურად აქტიურში, გაჩნდა „მაძღარი უმრავლესობა“, რომელსაც მატერიალური მდგომარეობა და ეკონომიკური უსაფრთხოება პოლიტიკურ კონსერვატიზმისკენ უბიძგებს. სწორედ ამგვარი უმრავლესობაა ის საარჩევნო ბაზა, რომელიც, როგორც წესი, სოციალური ხარჯების ზრდის პოლიტიკას მხარს არ უჭერს. მოსახლეობის უმცირესობაში სიღარიბისა და უთანასწორობის კონცენტრირება აისახა ე.წ. „2/3 და 1/3“ გამიჯნული საზოგადოების კონცეფციაში. თუმცა, თუ უილ ჰატონს ვერწმუნებით, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებაში შეძლებნულთა და შედარებით ხელმოკლეთა ეს პროპორცია 3/5 და2/5 ნაწილდება. სოციალურ უთანასწორობის თაობაზე დავა-კამათი ძირითადად იმ თემას შეეხება, რასაც დღეს „ქვედა ფენად“ იხსენიებენ ხოლმე.

ტერმინი „ქვედა ფენა“ თავისთავად საკმაოდ ბუნდოვანია და პოლიტიკური გაგებითაც წინააღმდეგობრივი. ზოგადად მასში ის ადამიანები მოიაზრებიან , ვისაც მრავალი ყოფილი პრობლემა აწუხებს (უმუშევრობა თუ დაბალი ხელფასი, უვარგისი საცხოვრებელი პირობები, არასაკმარისი განათლება და ა.შ.). ისინი სოციალურად მარგინალიხირებულნი არიან – ასე ვთქვათ „გარიყულნი“ . თუმცა, მემარჯვენე თეორეტიკოსები – მაგალითად, ჩარლზ მიურეი – ამ კლასის წარმოშობას ძირითადად, უხერხემლობასა და პიროვნულ უნიათობას უკავშირებენ. ამ კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული სოციალური დახმარება პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით, უფრო აღრმავებს მას. ამგვარი თვალსაზრისით, სხვისი ხელის შემყურეობის ჩვევა დამღუპველია და საფუძველშვე კლავს პიროვნულ ინიციატივას, ადამიანს სახუთარი თავის პატივისცემას უკარგავს და უფუნქციობის განცდას უჩენს. მიურეი კიდევ უფრო შორს მიდის და იმასაც ამტკიცებს, რომ სოციალური დახმარების არსებობა, მართალია, ქალებს “მარჩენალ” მამაკაცებზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის, მაგრამ ამავე დროს, ოჯახური განხეთქილებების უმთავრეს მიზეზადაც იქცევა ხოლმე. მისი აზრით ამ “ქვედა ფენის” რიგები ძირითადად, მარტოხელა დედებითა და უმამო ბავშვებით ივსება. როჩარდ ჰერსტინთან ერთად დაწერილ წიგნში “გაუსის მრუდი: ინტელექტი და კლასობრივი სტრუქტურა ამერიკულ ყოფაში” (1995) მიურეი წერს, რომ სოციალური გაჭირვება ამერიკელი ზანგობის თანდაყოლილ უუფლებობასაც უშუალოდ უკავშირდება.

თავის მხრივ, მემარცხენეები ქვედა ფენას გლობალური ეკონომიკის სტრუქტურული უთანასწორობისა და ცვალებადი წონასწორობის შედეგად განიხილავენ. მათი აზრით, პრობლემის თავი და თავი ალბათ მოსალოდნელი უმუშვერობაა, რამდენადაც ტექნოლოგიური ნოვაციებისა და საერთაშირისო კონკურენციის გამკაცრების პირობებში, არც თუ ბევრი ქვეყანა მოახერხხებს სამსახურით უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების დიდი რაოდენობა. გელბრაიტისათვის ქვედა ფენა “ფუნქციონალური კატეგორიაა”. და მისი გაჩენა განპირობებულია ყველა ინდუსტრიული სახელმწიფოს საჭიროებით,მრავლად ჰყავდეს დაბალანაზღაურებადი მუშები იმგვარ სამუშაოთა შესასრულებლად, რასაც მათზე “თავმოყვარენი” არ დათანხმდებიან და იუკადრისებენ კიდეც. რამდენადაც ამგვარ ანაზღაურებას მეტწილად ეთნიკური უმცირესობები და იმიგრანტი მუშები თანხმდებიან, “ქვედა ფენა” ხშირად ორგვარი ჩაგვრის ობიექტი ხდება ხოლმე – იგი ერთდროულად საზოგადოებრივი გარიყულობისა და რასობრივი ცრურწმენის მსხვერპლად იქცევა.

რასა

რასობრივი და ეთნიკური დაყოფა ბევრი თანამედროვე საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია, თუმცა რასასა და პოლიტიკას შორის კავშირი ნამდვილად არაა ახალი მოვლენა. პირველი, აშკარად რასობრივი პოლიტიკური თეორიები XIX საუკ. შეიქმნა, ევროპული იმპერიალიზმის ფონზე. ისეთმა ნაშრომებმა, როგორებიც გახლდათ გობინოს “საკაცობრიო რასების უთანასწორობის თობაზე” [1855] და ჰ.ს. ჩემბერლენის “XIX საუკუნის ქვაკუტზედი”[1899] ცდილობდნენ ფსევდომეცნიერული მოსაზრებებით გაემართლებინათ ევროპისა და ჩრდ. ამერიკის “თეთრი” რასების ბატონობა აფრიკისა და აზიიზ “შავ”,”ყავისფერ” თუ “ყვითელ” ხალხებზე. XIX საუკ. ბოლოს, გერმანიაში, ავსტრიასა და რუსეთში ანტი-სემიტური პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები გაჩნდა. ამგვარი სიმახინჯის ყველაზე თვალნათელი გამოხატულება XX საუკ. გერმანული ნაციზმი იყო, რომელიც ე.წ. “საბოლოო გადაწყვეტის” პროექტის მეშვეობით ცდილობდა ევროპული ებრაელობის სრულ განადგურებას. 1948-1994 წწ. სამახრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდი(აფრიკანერთა გამორჩეულობის პოლიტიკა) უფლებრივად და მკაცრად მიჯნავდა ერთმანეთისაგან თეთრკანიანებისა და აბორიგენ არათეთრკანიანეს. სხვა ქვეყნებში, რასიზმი არსებობას აგრძელებდა იმიგრანტთა საწინააღმდეგო კამპანიების სახით, რასაც მაგ. ბრიტანეთში ბრიტანეთის ნაციონალური პარტია თაოსნობდა, საფრანგეთშ კი – ლეპენის ნაციონალური ფრონტი.

ბევრ დასავლურ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობები ძალზე მწირად არიან წარმოდგენილნი და სოციალურადაც მეტად არიან დაჩაგრულნი – ადგილობრივ თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით. ასე მაგალითად ამერიკელი შავკანიანების 31.9% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მაშინ როცა თეთრკანიანებისათვის ეს 8.8%ია. რასობრივი და სოციალური უთანაბრობის მსგავსმა გამოვლინებებმა პოლიტიკური გააქტიურების სხვადასხვაგვარ ფორმებს მისცა ბიძგი: XX საუკ. 60-იან წწ. ამერიკაში არაძალადობრივი პროტესტის მოძრაობა დაიწტო მარტინ ლუთერ კინგის (1929-68) ხელმძღვანელობით, რომელიც სამოქალაქო უფლებების გათანაბრებას ისახავდა მიზნად. თუმცა, სწორედ ამ პერიოდშს გააქტიურდა გასამხედროებული ” შავი ხელისუფლების” მოძრაობაც,რომელიც რევოლკუციური გარდაქმნების მოწოდებებით გამოირჩეოდა და მალკოლმ X-ისა(1926-65) – “შვკანიანი მაჰმადიანების” შემთხვევაში, ვინაც რასობრივი სეგრეგაციისაკენ მოუწოდებდა თავის მიმდევრებს. სხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ რასიზმის წინააღმდეგ დარაზმულიყვნენ და საპროტეტსტო მსვლელობებისა თუ სხვა მშვიდოებიანი გზებით წინააღდგომოდნენ ნეო-ფაშისტურ გამოვლინებებს. დიდ ბრიტანეთში ეს საქმე ანტი-ნაცისტურმა ლიგამ იკისრა, რომელიც “ნაციონალური ფრონტის” საპირისპიროდ შეიქმნა 1970წ. და შემდგომ, 90-იან წწ. უკვე ბრიტანეთის ნაციონალურ პარტიას დაუპირისპირდა. XXსაუკ. 80-იან წწ. საფრანგეთში ჩამოყალიბდა მოძრაობა “SOS – რასიზმია!” რომელიც ასევე ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია ლეპენის ნაციონალური ფრონტისათვის, მსგავსი ქმედებები, როგორც წესი, ორგანიზაციულად არანაირ პარტიულ სისტემაზე არაა ხოლმე მიბმული, რადგან სერიოზული პარტიები შიშობენ,რომ რასიზმთან აშკარა დაპირისპირებით, შესაძლოა ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა დაკარგონ. დღესდღეობით, ეთნიკური და რასობრივი ჰარმონიის მიღწევის გზად, ჩვეულებრივ, მულტიკულტურალიზმის იდეის პროპაგანფას ხედავენ, რაზეც უფრო ვრლად X თავში მოგახსენებთ.

სქესი

საზოგადოების სქესთა მიხედვით, ანუ გენდერული დაყოფა -ტრადიციულად ნაკლები ყურადღებით სარგებლობდა, ვიდრე ვთქვათ, კლასობრივი განსხვავებები. უპირატესად მამრობითი სქესის მეცნიერნი და მკვლევარები ან ვერ ახერხებდნენ ქალთა დაქვემდებარებული მდგომარეობის ფესვები გაეშიშვლებინათ, ანდა უბრალოდ ამას ბუნებრივ და გარდაუვალ მოცებულობად თვლიდნენ. ფემინიზმის “მეორე ტალღამ” XX საუკ.60-იან წწ. მდგომარეობა აშკარად შემოაბრუნა და ნაღლად წარმოაჩინა სქესის პოლიტიკური მნიშვნელობა. თვით გაეროც აღიარებს, რომ გენდერული უთანასწორობის შემცირების მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით მთელი დახარჯული შრომითი საათების 66% ქალებზე კი მოდის, მაგრამ ისინი მსოფლიო შემოსავლის მხოლოდ 10%-ს გამოიმუშავებენ და მთელი ქონების მხოლოდ 1% ფლობენ. დიდ ბრიტანეთშ თავი კომპანიების მმართველ ელიტაში ქალების რიცხვი 4% არ აღმატება. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ხმის უფლება ქალებმა 1918 წელს მოიპოვეს, 2006წ. პარლამენტის წევრ მანდილოსანთა რაოდენობა ზოგადად 20% არ აღემატებოდა.

ისეთ ტრადიციულ საზოგადოებებში, როგორიცაა ვთქვათ იაპონური, ჯერაც არსებობს მკაცრი, თუმცა დაუწერელი( და ზოგჯერ დაწერილიც კი) კანონები, რომელთა თანახმადაც, ქალებმა უნდა მიატოვონ სამსახური და ოჯახს დაუბრუნდნენ – გათხოვების, დაორსულების, თუ 30 წლის ასაკის მიღწევისთანავე, ისლამურ სახელმწიფოებშ ქალებს პირბადის ტარება და ჩაცმულობის სხვა პირობების მკაცრი დაცვა მოეთხოვებათ. ხშრად იძულებითაც ამწყვდევენ შინ და საერთოდ უკრძალავენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. თვით პროგრესულ სკანდინავიაში, სადაც ქალებმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს პოლტიკური წარმომადგენლობის თვალსაზრისით, ეროვნულ ასაბლეაში მათი რაოდენობა1/4 დან 1/3-მდე მერყეობს.
კეიტ მილესა და მერი დეილის მსგავსი რადიკალი ფემინისტების აზრით, სოციალურ განსხვავებათა შორის გენდერული დაყოფა ყველაზე თვალშისაცემი და პოლიტიკურად მნიშნელოვანია, რადგან ყოველი თანამედროვე თუ ძირძველი საზოგადოება პატრიარქალურობით ხასიათდება. ამ კუთხით, გენდერულ უთანაბრობას წერტილი მხოლოდ სექსუალურმა რევოლუციამ თუ შეიძლება დაუსვას, რომელიც კულტურულ და პიროვნულ ურთიერთობებს, ისევე, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყობის დღეს არსებულ ფორმებს ძრფესვიანად შეცვლის.
თუმცა, ქალთა ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია უფრო ლიბერალური და რეფორმისტული მოთხოვნებით გამოირჩევა. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ, მმართველობით და პროფესიონალურ თანამდებობებზე ქალთა მეტ წარმომადგენლობას მოითხოვენ და იმ უსამართლობის აღმოფხვას ცდილობენ, რასაც აბორტის საწინააღმდეგო კანონმდებლობა და ბავშვებზე ზრუნვის არათანაბარი გადანაწილება გულისხმობს – ანუ, მათთვის უფრო რეფორმების გზაა მისაღები ვიდრე სქესთა ომი ქალსა და მამაკაცს შორის.

შეჯამება

 ეკონომიკა თითქმის ყველა დონეზე განაპირობებს პოლიტიკას და პარტიებიც ეკონომიკური კეთილდღეობის მომხიბლავი ლოზუნგებით ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამომრჩევლის გადაწყვეტილებები ძირითადად, კლასობრივი დაყოფისა და საზოგადოებრივი უთანხმოებების ანარეკლია და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც უთუოდ ახდებს გავლენას არჩევნების შედეგებზე. ისეოლოგიური განხეთქილებანიც, როგორც წესი, საკუთრებისა და ეკონომიკური მოწყობის აობაზე კამათის შედეგია ხოლმე.

 ისსტორიულად, კაპიტალიზმსა და სოციალიზმს მკაფიოდ გამიჯნულ ეკონომიკურ ფორმაციებად მიიჩნევდნენ. კაპიტალიზმს დოვლათის დაგროვება, კერძო საკუთრება და ეკონომიკური ცხოვრების საბაზრო პრონციპებით მართვა ახასიათებდა; სოციალიზმი კი საზოგადოებრივი თუ საერთო საკუთრების დაგეგმვაზე დამყარებულ მოდელს წარმოადგენდა და არა ბაზრის, არამედ ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილით ხელმძღვანელობდა.

 თუმცა, “წმინდა” სახით არც კაპიტალიზმი და არც სოციალისმი არ არსებულა ოდესმე. მსოფლიო კაპიტალიზმის სისტემათა შორის გვხვდება ისეთები, რომლებიც აქცენტს წარმოებასა და საბაზრო ინდივიდუალიზმზე აკეთებენ: ისეთებიც, რომლებიც სამართლიანობის მნიშვნელობასაც აღიარებენ და ისეთებიც, სადაც მთავარი ერთობლივი, ხანგრძლივ დროზე გათვლილი ურთიერთობებია. ხოლო სოციალირტური სისტემები ან სახელმწიფო კოლექტივიზმის სახეს იძენდნენ ანდა ბაზართან მორგებას ცდილობდნენ მართული უ რეგულირებადი კაპიტალიზმის ფორმიც.

 გარკვეული თვალსაზრისით, ყველა საბაზრო ეკონომიკა რეგულირებადია და რეგულირების მომხრეები ამტკიცებენ, ეკონომიკური მართვა გადამწყვეტია ბაზრის არასტაბილურიბოს თავიდან ასაცილებლადო. თუმცა ოპონენტები გვაფრთხილებენ, რომ ეკონომიკურმა მართვამ შესაძლოა ბაზრის მყიფე წონასწორობა დაარღვიოს, კონკურენციას და ეფექტიანობას შეუქმნას საფრთხე და შედეგად, უკონტროლო ინფლაცია მოიტანოს.

 საზოგადოების სტრუქტურა, კერძოდ – მისი დაყოფა სხვადასხვაგვარად ახდენს გავლენას პოლიტიკაზე და დოვლათის განაწიელბაც სახელმწიფო ძალაუფლების ხასიათს განაპირობებს. ტავის მხრივ, საზოგადოება საერთო აზრის ქმნის და პოლიტიკურ კულტურას აყალიბებს. სწორედ საზოგადოებრივი კონფლიქტები გვეხმარება ცვლილებების განხორციელებაში – რეფორმებისა თუ რევოლუციების გზით. საზოგადოებრივი სტრუქტურა კი განსაზღვრავს პოლიტიკური ქმედებებისა და მართვაში თანამონაწილეობის ნებისმიერ ფორმას.

 თანამედროვე საზოგადოებაში, სოციალური დაპირისპირებების თვალსაზრისით, კლასობრივი, რასობრვი და გენდერული დაყოფებია ყველაზე მნიშვნელოვანი. კლასობრივი პოლიტიკა გახუნდა კიდეც “პოსტფორდიზმის” ეკოქაში, თუმცა “ქვედა ფენის” სერიოზული გავლენის გამო ჯერაც ბოლომდე არ აღმოფხვრილა. სამოქალაქო და ქალთა უფლებების დამცველი მოძრაოობების გააქტიურებამ დაადასტურა, რომე ერთ დროს უგულებელყოფილი რასობრივი და გენდერული დაყოფა დღეს საყოველთაოდაა აღოარებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია – კლასობრივ დაყოფასთან შედარებით

****

ბაზარი

ბაზარი სავაჭრო გაცვლა-გამოცვლის იმგვარი სისტემაა, რომელიც გარკვეული საქონლისა თუ მომსახურების მიღების მსურველს მიმწოდებელთან აკავშირებს. თუ ყველაზე პრიმიტიულ ფორმებს არ ჩავთვლით, ნებისმიერ ბაზარზე გაცვლა-გამოცვლის ყველაზე ხელსაყრელ საშუალებად ფული ითვლება და არა ბარტერი. ბაზარი განუპიროვნებელი მექანიზმია იმ თვალსაზრისით, რომ მას ფასების ცვლა არეგულიერბს, რაც თავის მხრივ, ე.ს. „საბაზრო ძალების“ – მოთხოვნისა და მიწოდების – წონასწორობის ანარეკლია.

ბაზრის მომხრეები მის შემდეგ უპირატესობებს აღიარებენ:

  • ეფექტიანობას იგი სარგებლის მიღების სურვილით აღწევს
  •  ხელს უწყობს მუდმივ განახლებას, როგორც ახალ-ახალი პროდუქციის შექმნის, ასევე წარმოების პროცესის გაუმჯობესების პროცესის თვალსაზრისით.
  •  მწარმოებლებსაც და მომხმარებლებსაც საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს და არჩევანის თავისუფლებასაც უზრუნველყოფს
  •  იგი უამრავი განსხვავებული აზრისა და გადაწყვეტილების დაბალანსებას ახერხებს.

თუმცა, კრიტიკოსები ბაზრის სერიოზულ ნაკლოვანებიბზეც მიათითებენ:

  • იგი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, რამდენადაც ადამიანთა ყოფას მათგან დამოუკიდებელი ძალები განსაზღვრავენ.
  • აღრმავებს მატერიალურ უთანაბრობას და გაღარიბების მიზეზიც ხდება.
  • ამძაფრებს სიხარბესა და ეგოიზმს და საზოგადოების ფართო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.
  • ეკონომიკის პერიოდული ზრდისა და ვარდნის გამო, არასტაბილურობის განცდას აჩენს.

***
სახელმწიფო სოციალიზმი: სოციალიზმის ნაირსახეობა, როდესაც სახელმწიფო საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებას აკონტროლებს და წარმართავს, თეორიულად მაინც – ხალხის ინტერესების შესაბამისად.

***
ეკონომიკური გლობალიზაცია: ზე-ეროვნული წარმოებისა და კაპიტალის დაუბრკოლებელი მოზრაობის მეშვეობით, ეროვნული ეკონომიკის ფარგლებში.
მარკეტიზაცია: სავაჭრო საქონელბრუნვასა და მატერიალურ დაინტერესებაზე აგებულ საბაზრო ურთიერთობათა გავრცობა – ეკონომიკისა და შეძლებისდაგვარად, მთელი საზოგადოების მასშტაბით.

***
მონეტარიზმი: თეორია, რომლის თანახმად ინფლაციის მიზეზი ფულადი ემისია ხდება, ანუ „ზედმეტი ფული ცოტას ყიდულობს“
სოციალური კაპიტალი: ის კულტურული და მორალური რესურსი, რაც საფუძვლად ედება საზოგადოებრიბ თანხმობას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

თავისუფალი ბაზარი

(ფრანგ. Laissez-fair, რაც სიტყვა-სიტყვით „ნებაზე მიშვებას“ ნიშნავს). სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ჩაურეველობის პრინციპი. ამ დებულების თავი და თავი ისაა, რომ ეკონომიკა უკეთ მაშინ მუშაობს, როდესაც საქმეში ხელისუფლება არ ერევა. ცნების წარმოშობა მე-18 საუკუნის ფრანგ ფიზიოკრატებს უკავშირდება – სსწორედ ამ უკანასკნელებმა ისროდეს მაქსიმა „Laissez-faire est Laissez passer”(ანუ, აცადეთ ადამიანს და ნურც საქონლის თავისუფალ ბრუნვას შეუშლით ხელსო). კლასიკური ეკონომიკის ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორებიც დევიდ რიკარდო და ალფრედ მარშალი იყვნენ(1842-1924), აღნიშნული იდეა ადამ სმიტისაგან ისესხეს. აქ მთავარი საზრისი ისაა, რომ ბაზრის ეკონომიკა – თუკი მას გარედან არ მართავ – თავისთავად მოწესრიგდება, და ამას, როგორც წესი, „სამართლიანი კონკურენციის თეორიით“ ხსნიან. ამ გაგებით, ეკონომიკაშ ხელისუფლების ჩარევა მანკიერად მიიჩნევა, თუკი მხოლოდ საბაზრო კონკურენციის ხელშემწყობი ზომებით არ შემოიფარგლა; მაგ. მონოპოლიებზე სტაბილური ფასების შენარჩუნებით.

***
დაგეგმვა

ესაა ეკონომიკის იმგვარი ორგანიზება, როცა დასახული ამოცანების შესაბამისად, რესურსების მიზანმიმართული განაწილება ხდება და წარმოებაც, გასაღებაცა და ვაჭრობაც ან ნაწილობრივ, ან მთლიანად წინასწარგანსაზღვრულია. რეალურად, დაგეგმვის სხვადასხვა სისტემა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სახელმწიფო სოციალიზმის რეჟიმების პირობებში, ზემოდან პირდაპირი დაგეგმვის სისტემა მოქმედებს, რომელიც მთელ სამრეწველო პოტენციალს აერთიანებს და ცენტრალიზებულად იმართება პარიულ-სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ; ე.წ. ინდიკატორული დაგეგმვა კი კაპიტალისტურ საფრანგეთში, ჰოლანდიასა და იაპონიაში არსებობდა, სადაც ეკონომიკა სწორედ რომ ეკონომიკური ბერკეტებით იმართებოდა და არა სახელმწიფო დირექტივების მეშვეობით.

დაგეგმვას შემდეგი უპირატესობები გააჩნია:
 ამ დროს ეკონომიკა ადამიანის „ხელთაა“ და ბაზრის განუპიროვნებელ და ზოგჯერ, ჭირვეულ გუნება-განწყობაზე ნაკლებადაა დამოკიდებული
 მისთვის უმთავრესი ადამიანთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა და არა პირადი მოგების მაქსიმალური ზრდა.
 ბაზართან შედარებით, იგი მეტადაა დაცული რყევებისა და კრიზისებისაგან.
 დაგეგმვას მატერიალური თანასწორობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა შეუძლია.

თუმცა, მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, რომ:

 თანამედრობე ინდუსტრიალიზებული ეკონომიკის სირთულეებს დაგეგმვა თავს ვერ ართმევს
 შეგნებულად თუ შეუგნებლად, იგი ავტორიტარულია, რადგან ეკონომიკის ცენტრალიზებულ მართვას გულისხმობს
 ზედაფენის აზრს სავალდებულოს აქცევს მასისათვის და მომხმარებელთა მოთხოვნილებებს უგულებელყოფს.
 ვერ ახერხებს წარმოების წახალისებას და ბიუროკრატიული უძრაობისაკენ მიდრეკილება ახასიათებს

***
სახელმწიფო კაპიტალიზმი: სახელმწიფო საკუთრების სისტემა, როცა ეკონომიკური ძალაუფლების პარტიულპსახელისუფლებო ზედაფენის ხელში მოქცევით, კაპიტალისტური კლასობრივი წყობის მახინჯი ანალოგი იქმნება.

კრიტიკოსთა აზრით, მხოლოდ იერარქიულად მოწესრიგებულ კერძო ბიზმესს ძალუძს სასურველი შედეგის მოტანა, რამდენადაც მხოლოდ იგი პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს და ნებისმიერ სხვა მიზანთან შედარებით, მაქსიმალურ მოგებას ანიჭებს უპირატესობას.

***
ინდუსტრიალიზაცია: ეკონომიკური თეორია ან პრაქტიკა, რომელიც სრულმასშტაბიან ქარხნულ წარმოებასა და კაპიტალის უსასრულო დაგროვებას ეფუძნება.

***
ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი

ინდივიდუალიზმი პიროვნების უპირატესობის რწმენაა ნებისმიერ სოციალურ ჯგუფთან თუ კოლექტიურ ორგანიზაციასთან შედარებით, და გულისხმობს რომ ყოველი პოლიტიკური თეორიისა თუ სოციალური განმარტების თავი თავი – კერძო პიროვნებაა. ეს თვალსაზრისი ისტორიულად კლასიკურ ლიბერალიზმს, დღესდღეობით კი ახალ მაემარჯვენეობას ახასიათებს. ამგვარად, ნებისმიერ საზოგადოებაზე საუბრისას, ყოველთვის მის შემადგენელ პიროვნებებს უნდა მიექცეს უმთავრესი ყურადღება; უხეშად რომ ვთქვათ, „საერთოდ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა საზოგადოება“ (მარგარეტ ტეტჩერი). როგორც წესი, მსგავსი შეხედულება იმ რწმენითაა გამაგრებული, რომ ადამიენებს ბუნებრივად ახასიათებთ კერძო ინტერესი და ისინი მეტწილად მხოლოდ საკუთრი თავის იმედად არიან – ნიჭისა და უნარის თვალსაზრისით, მათ საზოგადოებისა არაფერი მართებთ.

კოლექტივიზმი ყურადღებას ერთობლივი ქმედებებისაკენ ადამიანთა მიდრეკილებაზე ამახვილებს – მათ სურვილზე არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად მიაღწიონ დასახულ მიზანს. კოლექტივიზმი იმ რწმენიდან მომდინარეობს, რომ ადამიანის ბუნებას საზოგადოებრივი გაერთიანებისკენ ლტოლვა გამოარჩევს და ნებისმიერი ჯგუფიც (თავად „საზოგადოების“ ჩათვლით) ანგარიშგასაწევი პოლიტიკური მთლიანობაა. ასეთი გაგება მოჩანს როგორც სოციალისტების მიერ აქცენტირებულ კლასობრივ ანალიზში, ასევე ფემინისტირებულ გენდერულ კატეგორიებად დაყოფაშიც. იგი უცხო არაა არც ნაციონალისტური და არც რასისტული მოძღვრებებისათვის. ზოგჯერ კოლექტივიოზმს სტეიტიზმთანაც აკავშირებენ, თუმცა ეს კავშირი არანაირად არ შეიძლება გადამწყვეტად მივიჩნიოთ.

***
სოციალური კლასი

ფართო გაგებით, კლასი – მსგავსი საზოგადოებრივი და ეკონომიკური მდგომარეობით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფია. მარქსისტები კლასის ცნებას ეკონომიკურ ძალაუფლებას – ანუ, პიროვნების წარმოების საშუალებებთან მიმართებას უკავშირებენ. ამ თვალსაზრისით, კლასობრივი დაყოფა, ესაა დაყოფა „კაპიტალსა“ და „შრომას“ შორის – მესაკუთრე ბურჟუაზიასა და საკუთარი შრომის გაყიდვით თავის გამტან პროლეტარიატს შორის. კლასის ნეომარქსისტული გამნმარტება, ჩვეულებრივ, დასაქმებულ ადამიანთა შემოსავლისა და სტატუსის განსხვავებას ეფუძნება. ამის მაგალითი საშუალო კლასისა („თეთრსაყელოიანები“) და მუშათა კლასის („ლურჯსაყელოიანები“) – იგივე გონებრივად და ფიზიკურად მშრომელების – გამიჯვნაა. საბაზრო ურთიერთობებით გაჩენილი, უფრო გართულებული და დაყოფილი ერთმანეთისაგან ანსხვავებს სპეციალისტებს (ა), მენეჯერებს (ბ), სამღვდელოებას (გ-1) მუშა-ოსტატებს (გ-2), ქვეოსტატებსა და შავ მუშებს (დ) და მათ, ვისაც სამსახური არ გააჩნიათ, ან საერთოდ არ შეუძლიათ მუშაობა (ე).

***
სტატუსი

ესაა პიროვნების ადგილი გარკვეულ იერარქიულ კიბეზე, ანუ – რა როლი, უფლებები და მოვალეობები გამოარჩებს მას სხვა, იმავე კიბეზე მდგომი ადამიანებისაგან. რამდენადაც სტატუსი ისეთი ფაქტორების ერთობლიობას წარმოადგენს, როგორიცა ღირსება, პრესტიჟი, გავლენა და ძალაუფლებაა, მისი განმარტება, კლასის წმინდად ეკონომიკური კატეგორიისაგან განსხვავებით, საკმაოდ რთულია. ამავე დროს, ის უფრო სუბიექტურია, რამდენადაც საზოგადოების მხრიდან პიროვნებისადმი პატივისცემის საზომად ითვლება. ტრადიციულ საზოგადოებებში, როგორც წესი, მკაფიოდ და მკვეთრადაა გამოხატული სტატუსის იერარქიული ხასიათი, მაშინ, როცა თანამედროვე დინამიურ საზოგადოებებში სტატუსი უფრო ხშირად ქონებასა და საქმიანობის სფეროს უკავშირდება. და მაინც, სტატუსის იერარქიულობა ჯერ კიდევ მოქმედებს ისეთ ფაქტორებთან მიმართებაში, როგორებიცაა ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სქესი, რასა თუ ეთნიკური წარმომავლობა.

ფორდიზმი პოსტფორდიზმი

ფორდისმი და პოტფორდიზმი ის ცნებებია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საზეცვლილების უკეთ ახსნას გვიადვილებს, წარმოების ახლებურ ორგანიზებასა და ფორმებზე ყურადღების გამახვილებით. ფორდიზმი მასობრივი წარმოების ის მეთოდებია, რაც პირველად ჰენრი ფორდმა დანერგა დეტროიტში – სტანდარტული და იაფი პროდუქციის წარმოებისათვის ე.წ. „კონვეიერულ სისტემის“ გამოყენება. პოსტ-ფორდიზმი კი უფრო მოქნილ, მიკროელეკტრონიკაზე დაფუძნებული აპარატურის შექმნამ განაპირობა, რამაც თითოეულ მუშას დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი მისცა და ისეთი სიახლეებიც შემოიტანა, როგორიც სუბკონტრაქტებო და საქონლის ცალკეულ პარტიებად წარმოებაა. პოსტ-ფორდიზმს სამუშაო პროცესის დეცენტრალიზაცია, სოციალური და პოლიტიკური დანაწევრება და ყურადღების პირად ინიციატივაზე გადატანა ახასიათებს.

***
დეინდუსტრიალიზაცია: წარმოების ბაზის საერთო შემცირების პროცესი ეკონომიკაში, რაც მძიმე მრეწველობის დაკნინებით გამოიხატება.

***
რასა

იმ ფიზიოლოგიური და გენეტიკური ნიშნერბის ერთობლიობა, რომლითაც ადამიანთა ერთი ფგუფი ვითომდა ბიოლოგიურად განსხვავდებოდეს მეორისგან: მაგ. კანისა თუ თმის ფერის, ფიზიკური აგებულებით, სახის ნაკვთებით. ამდენად, რასა იომ ხალხთა ჯგუფია, რომელთაც საერთო წინაპრები ჰყავდათ და „ერთი სისხლი“ აქვთ. თუმცა ეს ცნება როგორც პოლიტიკური, ასევე მეცნიერული გაგებითაც სადავოა. ანუ, სამეცნიერო მონაცემებს თუ დავეყრდნობით, არსებობს ისეთი ფენომენი, რომელიც ხალხებს ერთმანეთისაგან თვისობრივად განასხვავებდეს. პოლიტიკურად, რასობრივი დაყოფა სტერეოტიპულ წარმოდგენებს ეფუძნება, რაც საუკეთესო შემთხვევაში – პრიმიტიული, ხოლო უარეს შემთხვევაში – ავადმყოფური აზროვნების შედეგია. მის მაგივრად ზოგჯერ ცნება „ეთნიკურობას“ მოიხმარენ, რადგან იგი კულტურულ და სოციალურ სხვაობებს გულისხმობს, და არა არარსებულ ბიოლოგიურ განსხვავებებს.

***
სქესი, გენდერი

თუმცა ეს ცნებები ყოველდღიურ ხმარებაში ხშირად ერთმანეთის სანაცვლოდ გამოიყენება, მათ შორის სხვაობა მეტად მნიშვნელოვანია. სოციაკურ და პოლიტიკურ თეორიებში გენდერის ცნება მამაკაცებისა და ქალებს შორის სოციო-კულტურულ სხვაობებს გულისხმობს; ხოლო ცნება სქესი – ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ ბიოლოგიურ სხვაობებს. ამდენად, გენდერი სოციალური წარმონაქმნია, რომელიც მამაკაცისა და ქალის ქცევასთან დაკავშირებით არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. ფემინისტური თეორიები როგორც წესი, ამ ცნებებს შორის სხვაობას უსვამენ ხაზს, რათა დაამტკიცონ, რომ ფიზიოლოგიური და ფიზიკური განსხვავება ქალებისა და მამაკაცების განსხვავებულ სოციალურ როლებსა და ადგილს ანუ – გენდერულ უთანასწორობას სულაც არ გულისხმობს. მოკლედ რომ ვთქვათ, გენდერული თანასწორობის მოთხოვნა იმის რწმენას ასახავს, რომ სქესობრივ სხვაობებს რაიმე პოლიტიკური თუ სოციალური მნიშნელობა არ გააჩნია. ანტიფემინისტური პოზიციები კი ხშრად სქესსა და გენდერს შორის სხვაობის უარყოფაზეა დამყარებული, რაც მათთვის იმას ნიშნავს, რომ “ბიოლოგია – ბედისწერაა”.

***
ადამ სმიტი (1723-90)

შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, რომელსაც ე.წ. „მკაცრი მეცნიერების“, ანუ თანამედროვე ეკონომიკის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევენ. გლაზგოს უნივერსიტეტში ჯერ ლოგიკის, ხოლო მოგვიანებით, ეთიკის ფილოსოფიის კათედრის ხელმძღვანელობას თავგანებებული სმიტი ჰერცოგ ბაკლის კერძო მასწავლებელი გახდა, რამაც მას საფრანგეთსა და შვეიცარიაში მოგზაურობისა და საკუთარ ეკონომიკურ თეორიაზე მუშაობის შესაძლებლობა მისცა. ზნეობრივი წინააღმდეგობების თეორიაში (1759) სმიტი შეეცადა ეპოვა ის მოტივაცია, რაც ადამიანის კერძო დაინტერესებასა და თავისუფალ საზოგადოებრივ ყოფას დააზავებდა. სმიტის ყველაზე ცნობილი თხზულება – ერთა სიმდიდრე [1776] შროსმის დანაწილების მნიშვნელობის ხაზგასმისა და ეკონომიკის საბაზრო ცნებებით ახსნის პირველი სისტემატიური მცდელობაა. თავისუფალი ბაზრის თეორეტიკოსად კი ითვლებოდა, მაგრამ სმიტი, ამავე დროს, მის ნაკლოვანებებსაც კარგად ხედავდა.

ჯონ მეინრად კეინზი(1883-1946)

ბრიტანელმა ეკონომისტმა კეინზიმ რეპუტაცია ვერსალის შეთანხმების გაკრიტიკებით მოიპოვა თავის ცნობილ ნაშრომში „მშვიდობის ეკონომიკური შედეგები“(1919) მისი უმთავრესი თხზულება – „დასაქმების, დაინტერესებისა და ფულის ზოგადი თეორია“[1936], მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიებისაგან. კეინზიმ დიდი წვლილი შეიტანა იმ დისციპლინის ჩამოყალიბებაში, რომელიც ამჟამად მიკროეკონომიკის სახელითაა ცნობილი. Laissez-faire პრინციპებთან დაპირისპირებით, მან „მოთხოვნათა მართვის“ პოლიტიკას დაუდო თეორიიული საფუძველი, რაც ფართოდ გამოიყენა ბევრმა დასავლურმა ხელისუფლებამ უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. კეინზიანურმა თეორიებმა უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიბერალიზმსა და სოციალურ დემოკრატიაზე.

მილტონ ფრიდმენი(1912-2006)

ამერიკელი მეცნიერი, ეკონომისტი. 1948 წლიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი და ე.წ. „ჩიკაგოს სკოლის“ დამაარსებელი. ფრიდმენი Newsweek-ის ეკონომიკური გვერდის წამყვანი და ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველიც იყო. 1978 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ეკონომიკის დარგში. მონეტარიზმისა და თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტი, ფრიდმანი კეინზის თეორიისა და „დაბეგვრისა და ხარჯვის“ სახელისუფლებო პოლიტიკის დაუძინებელი კრიტიკოსი გახლდათ, რითაც დიდი წვლილი შეიტანა 1970-იანი და 1980-იანი წლების ამერიკული და ბრიტანული ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლაში. მისმა ნაშრომებმა „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ (1962) და „არჩევანის უფლება“(1980), უდიდესი გავლენა იქონია ახალი მემარჯვენეობის ეკონომიკურ შეხედულებებზე.

ე.ფ. შუმახერი(1911-77)

გერმანიაში დაბადებული ბრიტანელი ეკონომისტი და ენვაირონ-მენტალიზმის თეორეტიკოსი. „ფრიც“ შუმახერი ბრიტანეთში 1930 წელს გადასახლდა და ოქსფორდში გააგრძელა სწავლა. სამეცნიერო მოღვაწეობამდე მან ბიზნესმენის, ფერმერისა და ჟურნალისტის გზა გაიარა. შუმახერი „ბრიტანეთის კონტროლისკომისიისა“(1946-50) და „ქვანახშირის მოპოვების ბრიტანული საბჭოს“(1950-70) ეკონომიკურიუ მრჩეველი იყო. მისი ფუძემდებლური ნაშრომი „სიმცირის მშვენიერება: ეკონომიკის ვითომდა ხალხზე ზრუნვის შესწავლისთვის“(1973) ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის, ადამიანთა მოთხოვნების მორგებულ, ე.წ. „ბუდისტური ეკონომიკის ფილოსოფიას“ გვთავაზობს, რომელშიც ზნეობისა და „სწორად ცხოვრების პრინციპებია ხაზგასმული. მოგვიანებით, საკუთარი იდეების გასავრცელებლად, შუმახერმა „ტექნოლოგიის განვითარების საშუამავლო ცენტრიც“ კი დააფუძნა.

ჯონ კენეთ გელბრაითი (1908 – 2006)

კანადელი ეკონომისტი და სოციალურ მეცნიერებათა თეორეტიკოსი, ეკონომიკის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1961-63 წწ. გელბრაითს ა.შ.შ.-ს ელჩის თანამდებობა ეკავა ინდოეთში. ითვლება კეინზიანური ეკონომიკის ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს მიმდევრად და სოციალური თეორიები ყველაზე გამოჩენილ ინტერპრეტატორად მთელს შეერთებულ შტატებში. მის უდუდეს ნაშრომთა შორისაა: „დოვლათიანი საზოგადოება“ (1958), „ახალი ინდუსტრიული სახელმწიფო“ (1967), „დაკმაყოფილების კულტურა“ (1992). „დოვლათიანი საზოგადოებაში“ გელბრაითი პირად დოვლათსა და საზოგადოების ზნეობრივ სიდუხჭირეს შორის არსებულ წინააღმდეგობას გამოკვეთს და ამტკიცებს, რომ ეკონომიკური რესურსები ხშირად უაზრო, ყოველდღიურ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. „ახალი ინდუსტრიული საზოგადოება” კი, ძირითადად, ამერიკის კორპორატიული ძალაუფლების კრიტიკაა.

***

კითხვები განსასჯელად

 რატომ დაიყვანება პოლიტიკური საკითხები ასე ხშირად ეკონომიკურ პრობლემებამდე? განა ეს ნორმალურია?
 კაპიტალისტური სისტემების რომელი ტიპი მოსჩანს ყველაზე სიცოცხლისუნარიანად XXI საუკუნეში?
 იმთავითვე ახასიათებს თუ არა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას არასტაბილურობა და უთანასწორობისაკენ მიდრეკილება?
 კვლავ ინარჩუნებენ მნიშვნელობას სოციალისტური ეკონომიკური მოდელები?
 რა უნდა გამოარჩევდეს ეკოლოგიურად მდგრად ეკონომიკას?
 გადაიჭრა თუ უბრალოდ შეინიღბა კლასობრივი კონფლიქტები თანამედროვე საზოგადოებაში?
 რამდენად სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია რასობრივი და გენდერული დაყოფის აღიარებამ?

დამატებითი საკითხავი

Hall, P and D. Soskice (eds), Varieties of Capitalism: The institutional Foundations of Comparative Advantage (Oxford university press, 2001).
Hampden-Turner, C. and F. Trompernaars, The Seven Cultures of capitalism (New York: Palgrave Macmillan, 2007)
O’Brieb, R. and M. Williams, Global Political Economy, 2nd edn (Basingstoke and New york: Palgrave Macmillan, 2007)
Rush, M. Politics and society: An Introduction to Political Sociology (Hemel Hempstead: Harvester Wheatsheaf, 1992)

***
ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა. მესამე გამოცემა. საქართველოს უნივერსიტეტი. გამომცემლობა: საქართველოს მაცნე. მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭელიძე

ელექტრონული ფორმით მოამზადა – მარიამ კუპრაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი. კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

PDF ვერსია http://share.pdfonline.com/ენდრიუ ჰეივუდი – ეკონომიკური სისტემები.htm

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button