Topბუნება & სამყაროსია

დედამიწის ყველაზე იზოლირებული სილამაზეები

ადამიანები უკვე დიდი ხანია დაეპატრონნენ დედამიწას. უკვე რთულია იპოვო ისეთი ადგილი სადაც ადამიანებს თავისი კვალი არ დაუტყვიათ. ყველაზე შორეულ ტყეებში უკვე ვიღაც იყო, ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილშიც კი ჩვენი ნაკვალევია დარჩენილი.

მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადგილი ადამიანების გემოზეა მოწყობილი. მრავლად გვხვდება ისეთი ადგულებიც სადაც ადგილობრივები ცხოვრობენ, თუმცა მოწყვეტილია ციფრულ განვითარებას.

ყველა წარმოდგენილ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა ყავს, ძალზედ მცირე, თუმცა მუდმივი. სტატიაში წარმოგიდგენთ დედამიწის საოცრებებს, რომელთაც ადამიანთა დამანგრეველი ხელი ჯერ კიდევ არ შეხებია.

პალმერსტონის კუნძული

პალმერსტონის კუნძული ახალი ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთით, 2000 მილის მოშორებით მდებარეობს. კუნძულზე 62 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 59 პირდაპირი შთამომავალია უილიამ მარსტერის, რომელიც პირველი მაცხოვრებელი იყო კუნძულის.

კუნძულზე არაა მაღაზიები, მას პროდუქტების გემი წელიწადში მხოლოდ ორჯერ სტუმრობს.

კუნძული სტუმართმოყვარეა, მასზე ტაჰიტიდან დადის ნავები, სტუმრებს ადგილობრივები თავიანთ სახლებში დარჩენას სთავაზობენ. კუნძულზე დღეში 6 საათი ელექტროენერგიაა ჩართული, 4 საათით კი ინტერნეტით სარგებლობასაც შეძლებთ.

ოიმიაკონი, რუსეთი

ექსტრიმის მოყვარული თუ ხარ, ეს ადგილი ნამდვილად საშენოა. ოიმიაკონი ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტია ჩვენს პლანეტაზე, საშუალოდ -58 გრადუსი ტემპერატურით.

ოიმიაკონში მოსახვედრად მოსკოვიდან 560 მილი უნდა გაიარო, გზად კი “ძვლების გზა” შეგხვდება.

ადგილზე არ შეგხვდებათ გამდინარი წყალი, რადგან ყველაფერი გაყინულია. კლიმატის გამო შეუძლებელია მიწათმოქმედება, ამიტომ, ადგილობრივების ჩვეული საჭმელი გაყინული თევზი, ირმის ხორცი დაა ცხენის სისხლიანი ყინულის-კუბებია, მაკარონით. ოიმიაკონში 500 ადამიანამდე მცხოვრებია, ადგილზე სადაც ყველაფერი გაყინულია და დღეში 21 საათი ბნელა.

სივას ოაზისი, ეგვიპტე

სივა კლეოპატრას აბაზანების ისტორიული ადგილია თუმცა, მას იშვიათად სტუმრობენ, რადგან 5 საათიანი ავტობუსის გზაა კაიროდან. ადგილის იზოლირებულმა მდებარეობამ, ადგილობრივებს სივის ენა და საოცარი კულტურა შეანარჩუნებინა.

ავტობუსით მგზავრობა თუ არ შეგეზარებათ, უნიკალური შესაძლებლობა გექნებათ კლეოპატრას ბუნებრივ მინერალურ წყაროებში იბანაოთ და დააგემოვნოთ ადგილობრივი ზეთისხილის ნაყოფი. ასევე ადგილზე მარილით და ტალახით დამზადებული ეკო-ლოჟაც შეგხვდებათ.

სოკოტრას კუნძული, იემენი

სოკოტრას 40 000 – მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მხოლოდ 2011 წელს დააგო პირველი გზა. კუნძულზე 800-მდე იშვიათი ჯიშის მცენარე გვხვდება. მათი 1/3 დედამიწის სხვა კუთხეებში არ გვხვდება.

კუნძული იემენის დედაქალაქიდან 400 მილითაა დაშორებული და ტროპიკული უდაბნოს კლიმატი გააჩნია. იქ სანაადან შეძლებთ გადაფრენას.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button