კრეატივისხვადასხვა

150 დოლარად აწყობილი ველოსახლი მოგზაურობისათვის

ზოგიერთი მიეჩვია კომფორტულად მოგზაურობას “ლუქს” კლასით, ზოგიერთისათვის კი საკმარისია უბრალოდ ღამის გასათევი ადგილი ჰქონდეს. ამერიკელმა მოგზაურმა პოლ ელკინსიმ გადაწყვიტა ქვეყნებში მოგზაურობა ასეთი უჩვეულო თვითნაკეთი სატრანსპორტო საშუალებით.

27 კილოგრამიანი ველოსახლის ასაშენებლად მას დაახლოებით 150 დოლარი დაეხარჯა: ველოსიპედი სულ რაღაც 20 დოლარი დაუჯდა, აგრეთვე ამ თანხით მან შეიძინა 4 პლასტიკატის სარეკლამო ფანერი, წებოვანი ლენტი, ჭანჭიკები, ხამუთები და 6 ცალი ფიჭვის დაფა.

ამ პატარა საცხოვრებელ ფართში თითქმის ყველა საჭირო საშუალებაა განთავსებული, გაკეთებული: საწოლი, გამათბობელი, სათავსოები, პროდუქტებისათვის განკუთვნილი კარადა, დიოდური განათება, ლუქი, რომლითაც შესაძლებელია ღამის ცის სილამაზით ტკბობა.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button