ალექსანდრე პუშკინი – პიკის ქალი
პიკის ქალი ნიშნავს ფარულ მტრობას.
უახლოესი სამკითხაო წიგნი
თავი პირველი
А в ненастные дни
Собирались они
Часто;
Ганули – бог их прости! –
От пятидесяти
На сто,
И выгрывали,
И отписывали
Мелом.
Так, в ненастные дни,
Занимались они
Делом.
ერთხელ ქაღალდს თამაშობდნენ ცხენოსან გვერდიელ ნარუმოვნთან. გრძელი ზამთრის ღამე შეუმჩნევლად დაილია; ვახშმად დილის ხუთ საათზე დასხდნენ. ვინც მოგებული დარჩა, დიდის მადლით შეექცეოდა ვახშამს, დანარჩენები ფიქრებში გართულნი უსხდნენ ცარიელ თეფშებს. მაგრამ გამოჩნდა შამპანური, საზოგადოება გამოცოცხლდა და ყველა ჩაერია საუბარში.
– მოიგე თუ წააგე? – ჰკითხა სურინს მასპინძელმა.
– წავაგე, როგორც ყოველთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თამაშში ბედი არ მწყალობს: ვთამაშობ მირანდოლით, არ ვცხარობ, არასოდეს არ ვღელავ, მაგრამ მაინც სულ ვაგებ.
– და არასოდეს სულს არ წაუძლევია? არასოდეს არ დაგისვამს რუტეზე? შენი ხასიათის სიმტკიცე მაკვირვებს.
– რა კაცია გერმანი! – თქვა ერთმა სტუმართაგანმა და ახალგარზდა ინჟინრისაკენ გაიხედა, – თავის დღეში კარტი ხელში არ აუღია, თავის დღეში არც ერთი პაროლი არ მოუკეცია. ხუთ საათამდე კი ზის ჩვენთან და თამაშს უყურებს.
– თამაში ძლიერ მიტაცებს, – თქვა გერმანმა, – მაგრამ არ შემიძლია გავწირო უსაჭიროესი ზემდეტი მოგების იმედით.
– გერმანი გერმანელია: ის ანგარიშის კაცია, ესაა და ეს! – შენიშნა ტომსკიმ. – მაგრამ ყვლაზე მეტად მაკვირვეს ბებიაჩემი, გრაფინია ანა ფედოტევნა.
– რატომ? რად? – ხმამაღლა შეეკითხნენ სტუმრები.
– ვერ გამიგია, – განაგრძო ტომსკიმ: – რატომ არ თამაშობს ბებიაჩემი.
– რა გასაკვირია, – თქვა ნარუმოვმა, – რომ ოთხმოცი წლის მოხუცი ქალი არ თამაშობდეს?
– მაშ თქვენ არაფერი იცით?
– არაფერი, სრულებით არაფერი.
– ჰოდა, მომისმინეთ:
უნდა მოგახსენოთ, რომ სამოცი წლის წინათ ბებიაჩემი პარიზში გაემგზავრა და იქ დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ხალხი უკან დასდევდა, რათა დაენახათ la Venus moscovite1; თვით რიშელიეც კი გატაცებული იყო მისი სილამაზით, და ბებია მარწმუნებს, ჩემმა გულცივობამ კინაღამ თავი მოაკვლევინა მასო.
მაშინ ქალებს ჩვეულებად ჰქონდათ ფარაონის თამაში. ერთხელ მეფის კარზე ბებიაჩემმა ორლეანის ჰერცოგს მეტად დიდი თანხა წაუგო. შინ დაბრუნებისას, როცა ლოყებიდან ხელოვნურ ხალებს იცილებდა და ფიჟმანებს იხსნიდა, ბებიამ პაპაჩემს თავისი წაგება გაუმჟღავნა და ვალის გადახდა ურძანა.
განსვენებული პაპაჩემი, რამდენადაც მახსოვს, თითქო ბებიაჩემის მოურავი იყო; მეტად ეშინოდა თავისი ცოლის, მაგრამ ასეთი დიდი თანხის წაგებამ მოთმინებიდან გამოიყვანა. პაპამ მოიტანა ანგარიშები და დაუმტკიცა ბებიას, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი დაეხარჯათ, რომ პარიზთან მათ არ გააჩნდათ არც მოსკოვის და არც სარატოვის მახლობელი სოფლები, და გადაჭრით უარი უთხრა ვალის გასტუმრებაზე. ბებიამ მას სილა გააწნა და იმ ღამეს დასაძინებლად მარტო დაწვა გულისწყრომის ნიშნად.
მეორე დღეს მან დააძახებინა ქმარს იმ იმედით, რომ შინაური სასჯელი მასზე იმოქმედებდა, მაგრამ პაპა ურყევად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე. პირველად თავის სიცოცხლეში ბებიაჩემი მივიდა იქამდე, რომ ახსნა–განმარტების მიცემა დაუწყო პაპაჩემს, ეგონა მის სინდისზე ვიმოქმედებო, უმტკიცებდა ვალიც არის და ვალიცო, რომ განსხვავება არსებობს პრინცსა და ეტლის ხელოსანს შორისო. არაფერმა არ გასჭრა. პაპა აჯანყდა. არა და არა! ბებიამ არ იცოდა, რა ექნა.
მას ძლიერ ახლოს იცნობდა ერთი მეტად გამოჩენილი კაცი. თქვენ გაგიგონიათ გრაფი სენ–ჟერმენი, რომლის შესახებ ბევრ შესანიშნავ რამეს გვიამბობენ. თქვენ ისიც გაგიგონიათ ალბათ, რომ ის თავის თავს სამარადისო ურიად ასაღებდა, ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის ელექსირი და ფილოსოფიური ქვა გამოვიგონეო და სხვა. გრაფს ყველა დასცინოდა როგორც შარლატანს: კაზანოვა თავის მემუარებში მის გარშემო შექმნილი საიდუმლოებისა, მეტად ღისეული გარეგნობის და ზრდილობიანი კაცი იყო. ბებიას ახლაც თავდავიწყებით უყვარს ის და გული მოსდის, თუ სენ–ჟერმენს ვინმე ავად იხსენიებს.
ბებიამ იცოდა, რომ სენ–ჟერმენს შეიძლებოდა დიდი ფული ჰქონოდა და გადაწყვიტა მისთვის მიემართა. მისწერა ბარათი და სთხოვა დაუყოვნებლივ მოდიო.
უხიაკი მოხუცი მაშინვე გამოცხადდა საშინლად დაჯავრიანებული ბებიაჩემთან. ქალმა მეტად შავი ფერადებით აუწერა ქმრის ბარბაროსობა და ბოლოს განუცხადა, მთელ იმედს თქვენს მეგობრობაზე და გულკეთილობაზე ვამყარებო.
სენ–ჟერმანი ჩაფიქრდა. – “მე შემიძლია ეს თანხა გიშოვოთ, – თქვა მან, – მაგრამ თქვენ მანამდე არ დაწყნარდებით, სანამ არ გამისტუმრებთ. მე კი არ მსურს ახალი საზრუნავი გაგიჩინოთ. არის სხვა საშუალება: თქვენ შეგიძლიათ ამ თანხის ამოგება“.
“მაგრამ, ჩემო გრაფო, – უპასუხა ბებიამ, – ჩვენ სრულებით არა გვაქვს ფული“.
“ფული აქ არ არის საჭირო, – უპასუხა სენ–ჟერმენმა: – კეთილ ინებეთ და მომისმინეთ“. და მან გაანდო ბებიას ერთი საიდუმლოება, რისთვისაც არც ერთი თქვენთაგანი არაფერს დაიშურებდა.
ახალგაზრდა მოთამაშეთა ყურადღება გაორკეცდა. ტომსკიმ მოუკიდა ჩიბუხს, მოსწია და განაგრძო:
_________
1 მოსკოვის ვენერა (ფრანგ.).
იმავე საღამოს ბებია გამოცხადდა ვერსალში, au jeu de la Reine1. ორლეანის ჰერცოგი ქაღალდს არიგებდა, ბებიამ ცოტა მოიბოდიშა, როჯმ ვალი არ მოუტანია, რაღაც ისტორია მოიგონა თავის გასამართლებლად და თამაში დაიწყო. მან ამოირჩია სამი კარტი, დასვა ზედიზედ: სამივემ ბანკი მოახსნევინა. ამრიგად, მან ამოიგო მთელი წაგებული თანხა.
– შემთხვევაა! – თქვა ერტმა სტუმართაგანმა.
– ზღაპარია! – შენიშნა გერმანმა.
– შეიძლება დაჩითული კარტები იყო, – დაუმატა მესამემ.
– არა მგონია, – უპასუხა დინჯად ტომსკიმ.
– როგორ! – ტქვა ნარუმოვმა: შენ გყავს ბებია, რომელიც ხვდება სამ კარტს ზედიზედ, შენ კი აქამდე ვერ გამოგიტყუებია მიი კაბალისტიკა?
– ასე ადვილი ნუ გგონია ეს საქმე, – უპასუხა ტომსკიმ; – ბებიას ჰყავდა ოთხი ვაჟი, მათ შორის იყო მამაჩემიც; ოთხივე თავგანწირული მოთამაშე იყო, მაგრამ მან არც ერთს არ გაანდო თავისი საიდუმლოება; თუმცა მისი გაგება არ აწყენდა არც მათ და არც მე. მაგრამ აი რა მიამბო ბიძამ, გრაფ ივან ილიჩმა, და რას მარწმნებდა იგი პატიოსნების ფიცით. ნეტარხსენებულმა ჩიპლიცკიმ, სწორედ იმან, რომელიც ასეთ სიღარიბეში მოკვდა მილიონების გაფლანგვის შემდეგ, ერთხელ ახალგაზრდობაში, მგონია ზორიჩს, სამას ათას მანეთამდე წაუგო თურმე. ჩაპლიცკი საშინელ სასოწარკვთილებაში ჩავარდნილა. ბებია ყოველთვის მკაცრი იყო და ახალგაზრდებს ცელქობას არ აპატიებდა ხოლმე, მაგრამ რატომღაც შეეცოდა ჩაპლიცკი, გაუმჟღავნა სამი კარტი პირობით, რომ ზედიზედ დაესვა; ამასთანავე პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა, რომ შემდეგ აღარ ეთამაშნა. ჩაპლიცკი მოვიდა თავის მეტოქესთან: ისინი დასხდნენ სათამაშოდ. ჩაპლიცკიმ პირველ ხელზე ორმოცდაათიათასი გამოაცხადა და მოიგო. მოკეცა პაროლ–პე და ამოიგო წაგებულიც და ზედმეტიც. . .
მაგრამ ძილის დროა: ექვსს თხუთმეტი წუთი აკლდა.
მართლაც თენდებოდა უკვე: ახალგაზრდებმა გამოსცალეს ჭიქები და წავიდ–წამოვიდნენ.
თავი მეორე
- II parait que monsieur est decidement
pour les suivantes.
- Quee voulez-vous, madame? Elles sont Plus franiches1.
დარბაისლური საუბარი.
მოხუცი გრაფინია სარკის წინ იჯდა თავის საპირფარეშოში. სამი გოგო ეხმარებოდა. ერთს ხელში ეკავა საღებავის ქილა, მეორეს – თმის ჩხირების ყუთი, მესამეს – მაღალი თავსაფარი ცეცხლისფერი ლენტებით. გრაფინია არავითარ პრეტენზიას აღარ აცხადებდა უკვე დიდი ხნის წინათ დამქრალ სილამაზეზე, მაგრამ თავისი ახალგაზრდობის ჩვეულებები ახლაც შერჩენოდა, სასტიკად იცავდა სამოცდაათიანი წლების მოდას და იმდენსავე დროს ანდომებდა ჩაცმას და ისეთივე გულმოდგინებით ირთვებოდა, როგორც სამოცი წლის წინათ. ფანჯარასთან ქარგას ________
1 ქაღალდის თამაშობაზე დედოფალთან (ფრანგ.).
უჯდა ახალგაზრდა ქალი, გრაფინიას გაზრდილი.
– სალამი qrand’ maman2, – თქვა შემოსულმა ახალგაზრდა ოფიცერმა. Bonjour, madamoiselles Lise3, ერთი რამე უნდა გთხოვოთ.
– რა გინდა, Paul?
– ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ერთი ჩემი მეგობართაგანი და პარასკევს ბალზე თქვენთან მოვიყვანო.
– მოიყვანე პირდაპირ ბალზე და იქ გამაცანი. იყავი თუ არა გუშინ***-თან?
– როგორ არა. დიდი მხიარულება იყო, დილის ხუთ საათამდე ვიცეკვეთ. რა მშვენიერი იყო ელეცკაია!
- რა ნახე იმ ქალში კარგი? რა შედარებაა მის ბებიასთან, კნეინა დარია
პეტროვნასთან. . . ვინძლო, კნეინა დარია პეტროვნა მოხუცდა ძლიერ?
– როგორ თუ მოხუცდა? – იკითხა ფიქრებში გართულმა ტომსკიმ: – ის უკვე შვიდი წლის წინათ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალმა თავი ასწია და ნიშანი მისცა ვაჟს. მაშინ მას გაახსენდა, რომ მოხუც გრაფინიას უმალავდნენ მისი ასაკის მეგობრების სიკვდილს. . .
ვაჟმა ხმა გაკმინდა. მაგრამ გრაფინია ამ მისთვის ახალ ამბავს გასაკვირველი გულგრილობით შეხვდა.
– გრდაიცვალა! – თქვა მან: – მე კი არ ვიცოდი. ჩვენ ერთად მივიღეთ ფრეილინის თანამდებობა და როცა მეფეს წარვუდექით, მაშინ დედოფალმა. . .
და გრაფინიამ მეასეჯერ გაიმეორა შვილიშვილისათვის კარგად ცნობილი ანეკდოტი.
– ახლა, Paul, – თქვა მან შემდეგ, – მომეხმარე, რომ წამოვდგე. ლიზიკო, სად არის ჩემი სათუთუნე?
და გრაფინია თავის გოგოებთან ერთად შირმებს ამოეფარა ტუალეტის დასამთავრებლად. ტომსკი ახალგაზრდა ქალთან დარცა.
– ვინ უნდა წარმოუდგინოთ დიდედას? – ჩუმად ჰკითხა ლიზავეტა ივანოვნამ ვაჟს.
– ნარუმოვი, ხომ არ იცნობთ?
– არა. ის სამხედრო პირია?
– სამხედრო.
– ინჟინერი?
– არა! ხენოსანი. რატომ გეგონათ ის ინჟინერი?
ახალგაზრდა ქალს გაეცინა, მაგრამ სიტყვაც აღარ უთქვამს საპასუხოდ.
– Paul! – დაიძახა გრაფინიამ შორიდან: – გამომიგზავნე რომელიმე რომანი, მხოლოდ თანამედროვე არ მინდა.
– მაშ როგორი, grand’ maman?
– ესე იგი ისეთი, სადაც გმირი არ ახრჩობდეს არც დედას და არც მამას, და სადაც არ იყვეს დამხრჩვალის გვამი. მე ძლიერ მეშინია დამხრჩვალი ადამიანების.
– ასეთი როამნები ახლა აღარ არის. რუსულს ხომ არ ინებებთ?
– განა არის რუსული რომანები? . . . გამომიგზავნე, შვილო, გამომიგზავნე!
_________
1 – თქვენ, მგონი, კამერისტებს ანიჭებთ უპირატესობას. – რა ვქნა? უფრო ნორჩები არიან (ფრანგ.)
2 დიდედა (ფრანგ.)
3 სალამი, ქალბატონო ლიზა! (ფრანგ.).
– მაპატიეთ, grand’ maman, მეჩქარება. . . მაპატიეთ, ლიზავეტა ივანოვნა! რატომ გეგონათ, რომ ნარუმოვი ინჟინერია?
და ტომსკიმ დასტოვა საპირფარეშო.
ლიზავეტა ივანოვნა მარტო დარჩა; თავი მიანება მუშაობას და დაიწყო ფანჯარაში ცქერა. მალე ქუჩის მეორე მხარეზე კუთხის ასხლიდან გამოჩნდა ახალგაზრდა ოფიცერი. წითელი ფერი გადაეკრა ქალის ლოყებს; ისევ მიუბრუნდა ხელსაქმეს, თავი დახარა და დააცქერდა საქარგავს. ამ დროს შემოვიდა უკვე ჩაცმული გრაფინია.
– ლიზიკო, უბრძანე, რომ ეტლი გამოიყვანონ, სასეირნოდ წავიდეთ.
ლიზიკო ადგა, ქარგა გადასდო და დაიწყო ხესალქმის ალაგება.
– დაყრუვდი, თუ რა დაგემართა, ქალო, – დაიყვირა გრაფინიამ. – უბრძანე, რომ ეტლი შეაბან.
– ახლავე. – უპასუხა ხმამაღლა ახალგაზრდა ქალმა და გაიქცა დერეფნისაკენ.
შემოვიდა მსახური და გრაფინიას თავად პირველ ალექასნდროვიჩის იერ გამოგზავნილი წიგნები გადასცა.
– კეთილი, მადლობა გადეცით. ლიზიკო, ლიზიკო, საით გარბიხარ?
– უნდა ჩავიცვა.
– მოესწრები. აქ დაჯექ. გახსენი პირველი ტომი; წაიკითხე ხამაღლა.
ახალგაზრდა ქალმა წიგნი აიღო და რამდენიმე სტრიქონი წაიკითხა.
– უფრო ხმამაღლა! – უბრძანა გრაფინიამ. – რა დაგემართა, ხმა ჩაგიწყდება თუ? . . . მოიცადე: მოსწიე ეს სკამი; უფრო ახლო. . . ახლა განაგრძე.
ლიზავეტა ივანოვნამ კიდევ ორი გვერდი წაიკითხა. გრაფინიამ დაამთქნარა.
– გადააგდე ეს წიგნი, რა სისულელეა! გაუგზავნე თავად პაველს და მადლობა მიუძღვენი. ეტლის სად არის?
– ეტლი მზად არის, – უპასუხა ლიზავეტა ივანოვნამ და ქუჩისაკენ გაიხედა.
– რტომ ჩაცმული არა ხარ? – უთხრა გრაფინიამ, – ყოველთვის უნდა გიცადოს კაცმა. ეს პირდაპირ აუტანელია, ჩემო კარგო.
ლიზა გაიქცა თავის ოთახისაკენ. არ გაუვლია ორ წუთს და გრაფინიამ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დიწყო ზრის რეკვა. სამი გოგო შემოვარდა ერთი კარიდან, მეორეში კამერდინერი გამოჩნდა.
– რა არის, რომ კაცი ვერაფერს გაგაგონებთ? – უთხრა მათ გრაფინიამ. – უთხარით ლიზავეტა ივანოვნას, რომ მას ვუცდი.
ლიზავეტა ივანოვნა შემოვიდა კაპოტში გამოწყობილი და თავდახურული.
– მადლობა ღმერთს, გვეღირსა თქვენი გამოსვლა, – თქვა გრაფინიამ. – რა ჩაგიცვამს! რისთვის არის საჭირო ასე მორთვა?. . . ვინ უნდა მოხიბლო? . . . როგორი ამინდია? ქარია, მგონი.
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ! მყუდრო ამინდია, – უპასუხა კამერდინერმა.
– თქვენ ყოველთვის ალალბედზე ლაპარაკობთ! გააღეთ სარკმელი. როგორც ვთქვი, ქარია და ისიც ცივი. დააბრნეთ ეტლი. ლიზიკო, ჩვენ არ წავალთ: სულ ზედმეტი იყო მართვა.
“ეს არის ჩემი ცხოვრეა” – გაიფიქრა ლიზავეტა ივანოვნამ.
მართლაც, ლიზავეტა ივანოვნა უბედური არსება იყო. მწარეა სხვისი პური, ამბობს დანტე, მძიმეა სხვისი კიბის საფეხურები. ვის უნდა ეწვნია დამოკიდებულების მთელი სიმწარე, თუ არა წარჩინებული დედაბრის საწყალ გაზრდილს? გრაფინია***-ს, რასაკვირველია, ბოროტი სული არ ჰქონია, მაგრამ მეტად ჭირვეული იყო, როგორც საზოგადოების მიერ განებივრებული ადამიანი, ამასთანავე ძუნწი და ცივი ეგოიზმით შეპყრობილი, როგორც ეს შეეფერება მოხუცებულს, რომელმაც თავისი დრო მოსჭამა და დაშორდა ყოველივე ახალს. ის მონაწილეობდა მაღალი საზოგადოეის ყვალა ამაო ფაციფუცში: დადიოდა ბალებზე, სადაც იჯდა კუთხეში, შეფერადებული და ძველებურად მორთული, როგორც დიდი დარბაზის მახინჯი, მაგრამ აუცილებელი სამკაული. მას თავს მდაბლად უკრავდნენ ახლად შემოსული სტუმრები, თანახმად სავალდებულო წესისა, და შემდეგ არავინ ყურადღებას არ აქცევდა. თავის სახლში ის იღებდა მთელ ქალაქს, იცავდა სასტიკ ეტიკეტს და არავის პირადად არ სცნობდა. მრავალირცხოვანი შინაყმები, გასუქებულნი და დაბერებულნი მის კარზე და სადიაცოში, რაც უნდოდათ იმას შვრებოდნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ სასიკვდილოდ გამზადებული მოხუცის გაქურდვაში. ლიზავეტა ივანოვნა სახლის წამებული იყო; ის ჩაის უსხამდა სტუმრებს და მას შენიშვნებს აძლევდნენ, ზედმეტ შაქარს ხარჯავო; ხმამაღლა კითხულობდა რომანებს და დამნაშავედ სთვლიდნენ ავოტირ სყველა შეცდომისათვის, ის გრაფინიას ახლდა სეირნობის დროს და პასუხს აგებდა ამინდისა და ქვაფენილისათვის. მას დანიშნული ჰქონდა ჯამაგირი, რომელსაც სრულად არასოდეს არ იღებდა, მაგრამ მოითხოვდნენ, რომ ჩაეცვა ისე, როგორც ყველას, ე.ი. როგორც მეტად ეცვა. საზოგადოებაში საცოდავ როლს თამაშობდა, ყველა იცნობდა, მაგრამ არავინ არ ამჩნევდა; ბალებზე ცეკვავდა მხოლოდ მაშინ, როცა არ ჰყოფნიდათ vis–a–viz, ხოლო მანდილოსნები ხელს ხელში უყრიდნენ ხოლმე, როდესაც საპირფარეშოში წასვლა სჭირდებოდათ ტუალეტის რომელიმე ნაწილის გასასწორებლად. ის მეტად თავმოყვარე იყო. კარგად გრძნობდა თავის მდგომარეობას და მოუთმენლად აცეცებდა თვალებს მშველელის მოლოდინში;პ მაგრამ ანგარიშიანი და თავქარიანი თავმოყვარე ახალგაზრდები ყურადღებას არ აქცევდნენ მას, თუმცა ლიზავეტა ივანოვნა ასჯერ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ცივი და თავხედი პატარძლები, რომელთაც ისინი თავს ევლებოდნენ. რამდენჯერ დაუტოვებია ჩუმად ბრწყინვალე და მოსაწყენი დარბაზი, რათა ეტირა თავის ღარიბ ოთხში, სადაც იდგა ქაღალდგადაკრული შირმები, კამოდი, სარკე და შეღებილი საწოლი, და სადაც ქონის სანთელი ძლივს ბჟუტავდა სპილენძის შანდალში.
ერთხელ, – ეს ამბავი მოხდა ამ მოთხრობის დასაწყისში აწერილი საღამოს ორი დღის შემდეგ და იმ სცენის ერთი კვირით ადრე, რომელზედაც ჩვენ შევჩერდით, – ლიზავეტა ივანოვნა ფანჯარასთან იჯდა. წინ ქარგა ედგა. უცაბედად ქუჩაში გაიხედა და თვალი მოჰკრა უძრავად მდგარ ინჟინერს, რომელსაც ფანჯარაზე მეიპყრო თვალები. ქალმა თავი დაღუნა და ისევ ხელსაქმეს მიუჯდა. ხუთი წუთის შემდეგ გაიხედა, – ახალგაზრდა ოფიცერი იმავე ადგილზე იდგა. ლიზა ჩვეული არ იყო გამვლელ ოფიცრებთან კეკლუცობას, თავი დაანება ქუჩისკენ ცქერას; ამრიგად თავაუღებლივ უჯდა საქარგავს ორი საათის განმავლობაში. სასადილოდ სუფრა გაშალეს, ქალი ადგა, დაიწყო ქარგის ალაგება, ქუჩაში უცაბედად გაიხედა და ოფიცერი ისევ დაინახა. ეს საკმარისად ეუცნაურა.
სადილის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ოდნავ შეფიქრიანებული მიუახლოვდა ფანჯარას, მაგრამ ოფიცერი არ ჩანდა და ქალს კიდეც დაავიწყდა ის კაცი. . .
ორი დღის შემდეგ, როცა გრაფინიასთან ერთად ეტლში ჯდებოდა, ქალმა კვლავ მოჰკრა თვალი იმავე ოფიცერს. ის იქვე იდგა კარიბჭესთან, სახეს წავის საყელო უფარავდა; ქუდის ქვევით შავი თვალები უბრწყინავდა. ლიზავეტა ივანოვნას შეეშინდა, არ იცოდა კი რისი, და ეტლში გამოუთქმელი აღელვებით ჩაჯდა.
შინ დაბრუნებისას ქალმა ფანჯარასთან მიირბინა: ოფიცერი ისევ ძველ ადგილზე იდგა, თვალები მისკენ მიეპყრო: ქალი გასცილდ ფანჯარას; მას ცნობისმოყვარეობა აწვალებდა და სრულებით უცნობი გრძნობა აღელვებდა.
ამის შემდეგ არ გაუვლია დღეს, რომ ახალგაზრდა კაცი არ გამოჩენილიყო სახლის ფანჯაარსთან. მათ შორის დამყარდა წინასწარ შეუთანხმებელი ურთიერთობა. თავის ხელსაქმესი გართული ქალი გრძნობდა მის მოახლოეაბს, თავს ასწევდა და დღითი დღე უფრო ხანგრძლივად უცქერდა. ახალგაზრდ კაცი თითქოს ემადლიერებოდა ამისათვის: ახალგაზრდული თვალის სიმახვილით ქალი ამჩნევდა, როგორ აინთებოდა ყოველთვის ვაჟის მკრთალი ლოყები, როცა მათი თვალები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთი კვირის შემდეგ ქალმა გაუღიმა. . .
როცა ტომსკიმ გრაფინიას თავისი მეგობრის წარდგენის ნებართვა სთხოვა, ახალგაზრდა ქალს გული აუჩქროლდა. მაგრამ გაიგო თუ არ, რომ ნარუმოვი ცხენოსანი გვარდიელი იყო და არა ინჟინერი, მაშინვე სინანულმა შეიპყრო: რდ გავუმჟღავნე აჩქარებული შეკითხვით ჩემი საიდუმლოება ქარაფშუტა ტომსკისო.
გერმანი გარუსებული გერმანელის შვილი იყო: მას მამამ პატარა კაპიტალი დაუტოვა. რადგან მტკიცედ იყო დარწმუნებული, აუცილებლად ჩემი დამოკიდებულება უნდა გავამტკიცოვო, ის სრულებით არ ეხებოდა პროცენტებსაც კი და მარტო ჯამაგირით ცხოვრობდა. არავითარ ზედმეტს უფლებას არ აძლევდა თავს. ამასთანავე გულჩათხრობილი და პატივმოყვარე იყო და ამხანაგებს ძვირად თუ მიეცემოდათ შემთხვევა, რომ სასაცილოდ აეგდოთ მისი გადამეტებული მომჭირნეობა. გერმანს ძლიერი ვნება და ცეცხლოვანი ფანტაზია ჰქონდა, მაგრამ სიმტკიცემ იხსნა ის ახალგაზრდობის ჩვეულებრივი შეცდომებისაგან. ასე, მაგალითად, თუმცა გულით მოთამაშე იყო, არასოდეს ხელში კარტი არ აუღია, რადგან გამოიანგარიშა, რომ მისი ქონება ნებას არ აძლევდა (როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე) გ ა ე წ ი რ ა უ ს ა ჭ ი რ ო ე ს ი ზ ე დ მ ე ტი მ ო პ ო ვ ე ბ ი ს ი მ ე დ ი თ. მიუხედავად ამისა, მთელი ღამეებით უჯდა სათამაშო მაგიდას და გულის ფანცქალით ადევნებდა თვალყურს თამაშის ცვალებადობას.
სამიკარტის ანეკდოტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანზე, არ ასვენებდა, მთელი ღამე თავში უტრიალებდა. – ვინ იცის, – ფიქრობდა მეორე საღამოს გერმანი, როცა პეტერბურგის ქუჩებში დახეტიალობდა: – იქნებ მოხუცმა გრაფინიამ გამანდოს თავისი საიდუმლოება ან დამისახელოს ეს სამი უეჭველად მომგები კარგი. რატომ არ სცადოს კაცმა თავისი ბედი? კაცი უნდა წარუდგეს, გაეცნოს, დაიმსახუროს მისი ყურადღება და წყალობა, შეიძლება მისი საყვარელიც გახდეს. მაგრამ ამისათვის საჭირო დრო, მოხუცი კი ოთხმოცი წლისაა, – ის შეიძლება ერთ კვირაში მოკვდეს, ორიდ დღის შემდეგაც. . . რა ითქმის თვით ანეკდტოდზე? განა ეს დასაჯერებელია? არა, ანგარიში, ზომიერება და შრომისმოყვარეობა: აი, ჩემი სამი უეჭველად მომგები კარტი, აი, რა მოაწყობს, გააშვიდკაცებს ჩემს კაპიტალს და მომცემს მშვიდობას და დამოუკდიებლობას.
ასეთ ფიქრებში გართული გერმანი პერტებურგის ერთ–ერთ მთავარ ქუჩაზე მოხვდა ძველებური ხუროთმოძღვრების წესზე აგებული სახლის წინ. ქუჩა დაკავებული იყო ეტლებით, კარტებით ერთიმეორის მიყოლებით უახლოვდებოდნენ კარიბჭეს. ეტლიდან ხან მოხენილი ახალგაზრდა ლამაზი ქალის ფეხი გამოჩნდებოდა, ხან ხმაური ბოტფორტი, ხან ზოლიანი წინდა და დიპლომატიური ფეხსაცმელი. დარბაისელი მეკარის წინ ერთიმეორეს ცვილდა ქურქი და მოსახამი. გერმანი შეჩერდა.
– ვისი სახლია? – ჰკითხა მან კუთხის ყარაულს.
– გრაფინია***-სი, – უპასუხა ყარაულმა.
გარმანი აცახცახდა. საოცარი ანეკდოტი კვლავ გაახსენდა. მან დაიწყო სახლთნ სიარული. ფიქრობდა მის დიასახლისზე და ამ უკანასკნელის სასწაულებრივ ნიჭზე. ის გვიან დაბრუნდა თავის ღარიბულ კუთხეში; დიდხანს არ დასძინებია, და როცა ძილი ოერია, კარტები, მწვანე მაგიდა, ასიგნაციების დასტები და ჩერვონეცების ხვავი ეზმანებოდა. ის კარტს კარტზე აცხადებდა, კუთხეებს კეცავდა, განუწყვეტლივ იგებდა, ოქროს ხვეტავდა და ასიგნაციების ჯიბეში იტენიდა. გვიან გაღვიძებულმა ღრმად ამოიოხრა: გული დასწყდა თავისი ფანტასტიკური სიმდიდრის დაკარგვის გამო. ისევ ქალაქში წავიდა. ხეტიალი დაიწყო და ისევ გრაფინია***-ს სახლთან გაჩერდა; თითქოს რაღაც უხილავი ძალა იზიდავდა მას ამ სახლისაკენ. გაჩერდა და ფანჯრებს მზერა დაუწყო. ერთ ფანჯარაში დაინახა შავთმიანი თავი, რომელიც წიგნზე თუ ხელსაქმეზე იყო დახრილი. თავი აიწია. გერმანმა დაინახა ახალგაზრდა სახე და შავი თვალები. ამ წუთმა გადაწყვიტა მისი ბედი.
თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე
Vous M’ecrivez, mon ange, des letters
die quater pages plus vite que je ne
puis Ies lire1
მ ი მ ო წ ე რ ა
ლიზავეტა ივანოვნამ კაპოტის და ქუდის გახდა ვერ მოასწრო, რომ გრაფინიამ მოაკითხა და ეტლის გაბმა ბრძანა; ისინი ჩავიდნენ კიბეზე, რათა ეტლში ჩამსხდარიყვნენ. იმ დროს, როცა ორმა ლაქიამ მოხუცი ქალი ხელში აიყვანა და ეტლის კარებში შესვა, ლიზავეტა ივანოვნამ თვალი მოჰკრა კარეტის თვალთან მდგომ ინჟინერს; მან ხელი სტაცა ახალგაზრდა ქალს; ქალი შიშმა შეიპყრო და დაიბნა. ახალგაზრდა კაცი მიიმალა. ქალს ხელში ბარათი შერჩა, რომელიც მან ხელთათმანში დამალა; მთელი გზა გაშტერებული იჯდა ეტლში, ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა. გრაფინიას ჩვეულებად ჰქონდა ყოველ წუთში რაიმე შეკითხვის მიცემა: – ეს ვინ შეგვხვდება ჩვენ? ეს რა ხიდია? რა წერია იმ აბრაზე? – ლიზავეტა ივანოვნა დაფიქრებულად და აბნეულად უპასუხებდა და გული მოაყვანინა გრაფინიას.
– რა დაგემართა? დამბლა ხომ არ დაგეცა? შენ ჩემი არ გესმის ან ვერ გაგიგია! მადლობა ღმერთს, ჯერ ენა არ მებმება და გონება არ დამიკარგავს!
ლიზავეტა ივანოვნა მოხუცს ყურს არ უგდებდა. შინ დაბრუნებისთანავე თავის ოთახს მიაშუარ და ხელთათმანიდან ბარათი ამოიღო: წერილი არ იყო დაბეჭდილი. წაიკითხა. ის სიყვარულის ახსნას შეიცავდა: ნაზი და მოკრძალებული იყო და სიტყვასიტყვით გერმანული რომანიდან იყო გადმოწერილი. მაგრამ ლიზავეტა ივანოვნამ არ იცოდა გერმანული და ამ ბარათით მეტად კმაყოფილი დარჩა.
მიუხედავად ამისა, მიღებული წერილი ერთობ აწუხებდა ქალს. პირველად უხდებოდა საიდუმლო, მჭიდრო ურთიერთობის გაბმა ახალგაზრდა კაცთან. მისი თავხედობა თავზარს სცემდა და არ იცოდა რა ექნა: ფანჯარასთან აღარ მისულიყო და უყურადღებობით მიეხვედრებინა ახალგაზრდა ოფიცერი ხელი აეღო შემდგომ დევნაზე? ბარათი დაებრუნებინა? ცივად და გადაჭრით ეპასუხნა? არ იცოდა, ვისთვის ეკითხა რჩევა: მას არ ჰყავდა არც მეგობარი, არც დამრიგებელი. ლიზავეტა ივანოვნამ გადაწყვიტა პასუხის გაგზავნა.
_________
1 თქვენ, ჩემო ანგელოზო, ოთხგვერდიან წერილებს მწერთ უფრო ჩქარა, ვიდრე მე მათი წაკითხა შემიძლია (ფრანგ.).
ის საწერ მაგიდას მიუჯდა, აიღო კალამი, ქაღალდი და დაფიქრდა. რამდენჯერმე დაიწყო თავისი წერილი და დახია; თავისი გამოთქმები ხან მედიდური ეჩვენებოდა, ხან მკაცრი. ბოლოს, როგორც იქნა, რამდენიმე სტრიქონი დასწერა, რომლითაც კმაყოფილი დარჩა: “დარწმუნებული ვარ, სწერდა ის, რომ თქვენ პატიოსანი განზრახვები გაქვთ და არ გსურთ ჩემი შეურაცხყოფა მოუფიქრებელი საქციელით; მაგრამ ჩვენი გაცნობა ამნაირად არ უნდა დაწყებულიყო. გიბრუნებთ თქვენს წერილს და იმედი ამქვს, რომ კვლავ მიზეზი არ მომეცემა დაუმსახურებელი უპატივცემულობა დაგაბრალოთ”.
მეორე დღეს, როცა მომავალი გერმანი დაინახა, დარბაზში შევიდა, ფანჯარის პატარა სარკმელი გააღო და ბარათი ქუჩაში გადააგდო იმ იმედით, რომ ოფიცერი საკმარის სიმარდეს გამოიჩენდა. გერმანმა მოირბინა, წერილი აიღო და საშაქარლამოში შევიდა. როგორც კი ბეჭედი ააცალა, თვალში ეცა საკუთარი წერილი და ლიზავეტა ივანოვნას პასუხი. ისიც ამას მოელოდა; შინ დაბრუნდა ძლიერ დაინტერესებული თავისი ინტრიგით.
სამი დღის შემდეგ ლიზავეტა ივანოვნას ახალგაზრდა, თვალებდაცეცებულმა მამზელმა მოდების სავაჭროდან ბარათი მოუტანა. ლიზავეტა ივანოვნამ შიშით გახსნა წერილი, რადგან ფულის მოთხოვნას მოელოდა, მაგრამ გერმანის ხელი იცნო.
– ჩემო კარგო, – უთხრა ლიზავეტამ, – თქვენ შემცდარი ხართ, ეს წერილი ჩემი არ არის.
– არა, სწორედ თქვენ გეკუთვნით! უპასუხა გაბედულმა ქალიშვილმა, რომელიც ფარავდა ეშმაკურ ღიმილს. – ინებეთ და წაიკითხეთ!
ლიზავეტა ივანოვნამ თვალი გადაავლო ბარათს. გერმანი პაემანს მოითხოვდა.
– შეუძლებელია! – წამოიძახა ლიზავეტა ივანოვნამ. მას შეეშინდა აჩქარებული მოთხოვნილების და იმ საშუალების, რომლისთვისაც ვაჟს მიემართნა, – შეუძლებელია ეს ჩემთვის მოეწერათ, – და წერილი ნამცეცებად აქცია.
– თუ წერილი თქვენი არ იყო, რად დახიეთ? – უპასუხა მამაზელმა: – მე დავუბრუნებდი გამომგზავნს.
– ჩემო კარგო, – თქვა ლიზავეტა ივანოვნამ და სახეზე ალისფერმა გადაუარა ქალიშვილის შენიშვნის გამო: – კლვავ ბართები არ მომიტანოთ. გამომგზვნს კი Uუთხარით, რომ მას უნდა რცხვენოდეს. . .
მაგრამ გერმანი არ დაცხრა. ლიზავეტა ივანოვნა ყოველდღე ღებულობდა წერილებს ხან ერთი, ხან მეორე საშუალებით. წერილები უკვე აღარ იყო გერმანულიდან ნათარგმნი. გერმანი ვნებით შთაგონებული და ვნებისთვის დამახასიათებელი ენით წერდა. აქ მისი ნებისყოფის შეუდრეკელობა და მოთოკავი ფანტაზიის არევ–დარევა ჩანდა. ლიზავეტა ივანოვნას აზრადაც აღარ მოსდიოდა მათი დაბრუნება: ის სტკბებოდა ამ ბარათებით; პასუხსაც აძლევდა და თანდათან მატულობდა მისი ბარათების სიგრძე და სინაზე. ბოლოს ქალმა ფანჯარაში შემდეგი შინაარსის წერილი გადაუგდო:
“დღეს***-ს ელჩთან ბალია. გრაფიია იქ იქნება. დავრჩებით საათის ორამდე. აი, შემთხვევა, როცა თქვენ შესძლებთ ჩემს მარტო ნახვას. გრაფინიას წასვლის შემდეგ მისი მსახურნიც, ალბათ, დაიშლებიან; წინკარში მხოლოდ მეკარე დარჩება, მაგრამ ჩვეულებრივად ისიც მიდის თავის ოთახში. მოდით თორმეტის ნახევარზე. ამოდით პირდაპირ კიბეზე. თუ წინკარში ვინმე დაგხვდათ, ჰკითხეთ, სინ არის თუ არა გრაფინია–თქო. თუ გიპასუხეს –არაო, მაშინ რაღა გაეწყობა, უნდა დაბრუნდეთ. მაგრამ, ალბათ, არავის შეხვდებით. გოგოები ყველანი ერთ ოთახში არიან თავმოყჰრილი. წინკარიდან მარცხნივ წადით, პირდაპირ გრაფინიას დასაძინებელ ოთახამდე, სადაც შირმის უკან ორი პატარა კარს დაინახავთ: მარჯვნივ კაბინეტია, სადაც გრაფინია არასოდეს არ შედის; მარცხნივ კარი გადის დერეფანში და აქვეა ვიწრო ხვეული კიბე: ეს კიბე ჩემს ოთახში ამოდის“.
გერმანი დანიშნული დროის მოლოდინში ვეფხვივით ბორგავდა, საღამოს ათ საათზე ის უკვე გრაფინიას სახლთან იყო. საშინელი ამინდი იდგა. ქარი ზუზუნებდა. თოვლჭყაპი მოდიოდა, სანათურები ოდნავ ბჟუტავდნენ; ქუჩებზე არავინ ჩანდა. ხანდახან გამოჩნდებოდა მეეტლე ჯაგლაგა ცხენით დაგვიანებული მუშტრის მოლოდინში. თუმცა გერმანს მხოლოდ სერთუკი ეცვა, მაგრამ არც თოვლსა და არც ქარს არ გრძნობდა. ბოლოს გრაფინიას ეტლი გამოჩნდა. გერმანმა დაინახა, როგორ გამოიყვანეს მოკუნტული დედაბერი სიასამურის ბეწვის ქურქში გახვეული; უკან მისი გაზრდილი მისდევდა, მას მსუბუქი მოსასხამი ეხურა და თავი ქორფა ყვავილებით ჰქონდა შემკული. კარები მიიკეტა. ეტლი მძიმედ გაგორდა ფხვიერ თოვლში. შვეიცარმა კარი დახურა; ფანჯრები ჩაბნელდა. გერმანმა დაცარიელებულ სახლთან დაიწყო სიარული: მიუახლოვდა ქუჩის სანათურს, შეხედა საათს, – თორმეტის ოცი წუთი იყო. სანათურის ქვეშ გაჩერდა და თვალები საათის ისარს მიაბჯინა დარჩერნილი წუთების მოლოდინში. სწორედ თორმეტის ნახევარზე გერმანმა ფეხი შედგა გრაფინიას სახლის შესავალი კარების კიბეზე და განათებულ დერეფანში შევიდა. შვეიცარი არ იყო. გერმანმა აირბინა კიბეზე, შეაღო კარი და ლამპის ქვეშ მთვლემარე მსახურს მოჰკრა თვალი. ის ძველებურ, ბინძურ სავარძელში იჯდა. მსუბუქი და მტკიცე ნაბიჯით გერმანმა წინ გაუარა. დარბაზში და სასტუმრო ოთახში ბნელოდა. წინა ოთახიდან კი ლამპა ოდნავ ანათებდა. გერმანი დასაძინებელ ოთახში შევიდა. ძველებური ხატებით სავსე კანკელის წინ ოქროს კანდელი ბჟუტავდა. გახუნებული, ვარაყჩამოცლილი სავარძლები და დივნები ბუმბულის ბალიშებით სევდიანი სიმეტრიით იდგნენ კედლებთან, რომლებზედაც ჩინური შპალერი იყო გაკრული. კედელზე ორი პორტრეტი ეკიდა პარიზში დახატული მადამ Lebrun-ს1 მიერ. ერთზე ორმოცი წლის მამაკაცი ეხატა. ფეროვანი და მსუქანი, მას ღია მწვანე ფერის მუნდირი ეცვა და მკერდს ვარსკვლავი უმშვენებდა. მეორე სურათი ახალგაზრდა ლამაზ ქალს წარმოადგენდა არწივისებური ცხვირით, გადავარცხნილი საფეთქლებით და ვარდით გაპუდრულ თმებში. ყოველ კუთხეში იდგა ფაიფურის მწყემსი ქალები, სასადილოს საათი, სახელოვანი Leroy-ს 2 ნამუშევარი, კილოფები, რულეტები, მარაოები და ქალის სხვადასხვა სათამაშოები, გამოგონილი გასული საუკუნის დამლევს მონგოლფიეს ბურთთან და მესმერის მაგნეტიზმთან ერთად. შირმის უკან რკინის პატარა საწოლი იდგა; მარჯვნივ კარი მოცანდა, რომელიც კაბინეტში შედიოდა, მარცხნივ მეორე – კორიდორისაკენ. გერმანმა გააღო ეს კარი და დაინახა პატარა, ვიწრო და ხვეული კიბე, რომელიც საბრალო ლიზას ოთახში ადიოდა. . . მაგრამ ის გამობრუნდა და ბნელ კაბინეტში შევიდ.
დრო ნელა გადიოდა. ყოველივე დუმილს მოეცვა. სასტუმრო ოთახში საათმა თორმეტი დაჰკრა; ყველა ოთახში ერთიმეორის შემდეგ საათებმა თორმეტი დარეკეს,
– და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. გერმანი ცივ ღუმელზე იყო მიყუდებული. ის დამშვიდებული იყო: გული თანაბრად უცემდა, როგორც ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა სახიფათო, მაგრამ აუცილებელი რამ ჩაიდინოს. საათებმა დარეკეს დიდლისნ პრიველი და მეორე საათი, – და მას ეტლის შორეული ხმაური მოესმა. ________
1 ლებერნი (ფრანგ.)
2 ლერუა (ფრანგ.)
უნებურმა აღელვებამ აიტანა. ეტლი მოახლოვდა და შეჩერდა. მან გაიგონა საფეხურის ხმაური. შინაურებმა ფუსფუსი დაიწყეს. სირბილი და ლაპარაკი ატყდა და სახლი გაანათეს; დასაძინებელ ოთახში სამი მოხუცი მსახური ქალი შემოიჭრა; ცოცხალ-მკვდარი გრაფინია შემოსვლისთანავე ვოლტერის სავარძელში ჩაიკეცა. გერმანი ჭუჭრუტანიდან უცქერდა: ლიზავეტა ივანოვნამ ახლო გაუარა. გრმანმა გაიგონა მისი აჩქარებული ნაბიჯი კიბის საფეხურზე. გულში რაღაც სინდისის ქენჯნის მსგავსმა გრძნობამ გაუელვა და ისევ გაჰქრა. ის გაქვავდა. გრაფინიამ გახდა დაიწყო სარკის წინ ჯერ ვარდებით შემკული თავსაფარი მოხსნეს, მერე გაპუდრული პარიკი ჭაღარა და მოკლედ შეკრეჭილი თმიდან. ქინძისთავები წვიმასავით ცვიოდა. ვერცხლით ნაქარგი ყვითელი ტანსაცმელი გასიებულ ფეხებთან დაეშვა. გერმანი გახდა მისი ტუალეტი საძაგელი საიდუმლოების მოწმე. ბოლოს ღამის პდრანგის და თავსაფრის ამარა დარჩა; ამ ტანსაცმელში, რომელიც უფრო შეეფერებოდა მის ასაკს, ის ნაკლებ საშინელი და საძაგელი ჩანდა.
როგორც თითქმის ყველა მოხუცს, გრაფინიას უძილობა სჭირდა. ტანთგახდილი ფანჯარასთან ჩაჯდა ვოლტერის სავარძელში და მსახურები გაისტუმრა. სანთლები გაიტანეს, ოთახს მხოლოდ კანდელი ანთებდა. გრაფინია მთლად გაყვითლებული იყო. დაშავებულ ტუჩებს აცმაცუნებდა, ხან მარჯვნივ ირხეოდა და ხან მარცხნივ. მის ამღვრეულ თვალებში სრული უაზრობა იხატებოდა. შეიძლებოდა კაცს ეფირქ, ამ საშინელი ბებრის რხევა გამოწვეულია არა მისი სურვილით და ნებით, არამედ ფარული გალვანიზმის ზეგავლენითო.
უეცრად ეს მკვდარი სახე გამოუთქმელად შეიცვალა. ტუჩებმა შესწყვიტეს ცმაცური, თვალები გამოცოცხლდნენ: გრაფინიას წინ უცნობი მამაკაცი იდგა.
– ნუ შეშინდებით, ნუ შეშინდებით, ღვთის გულისათვის! – უთხრა მან გარკვეული და ჩუმი ხმით. – მე განზრახვა არ მაქვს ზიანი მოგაყენოთ; მე მოვედი ერთი წყალობა გთხვოვოთ.
მოხუცი დუმილით უცქერდა გერმანს და თითქოს არ ესმოდა მისი. გერმანმა იფიქრა, ალბათ ყრუაო, დაიხარა და ყურთან გაუმეორა ნათქვამი. მოხუცი უწინდებურად სდუმდა.
– თქვენ შეგიძლიათ, – განაგრძო გერმანმა, – ჩემი სიცოცხლე გააბედნიეროთ და ეს თქვენთვის არაფერი ეღირება: მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ სამი კარტის გამოცნობა ზედიზედ. . .
გერმანი შეჩერდა, გრაფინია თითქოს მიხვდა, თუ რას მოითხოვდნენ მისგან: თითქოს საპასუხოდ სიტყვებს ეძებდა.
– ეს ხუმრობა იყო, –თქვა ქალმა ბოლოს: – გეფიცებით, ეს ხუმრობა იყო.
– ეს სახუმარო საქმე არ არის, – უპასუხო გულმოსულმა გერმანმა. – გაიხსენეთ ჩაპლიცკი, რომელსაც თქვენ დაეხმარეთ ფულის ამოგებაში.
გრაფინია თითქოს დაიბნა. სახეზე აღებეჭდა სულის ძლიერი მოძრაობა; მაგრამ მალე ისევ უგრძნობლობაში ჩავარდა.
– შეგიძლიათ თუ არა, – განაგრძო გერმანმა, – დამინიშნოთ ეს სამი უეჭველი კარტი.
გრაფინია სდუმდა; გერმანმა განაგრძო:
– ვის უდნა შეუნახოთ თქვენი საიდუმლოება? შვილიშვილებს? ისინი უამისოდაც მდიდრები არიან; მათ ფულის ფასიც კი არ იციან. მფლანგველისათვის ფუჭი იქნებოდა თქვენი სამი კარტი. ვისაც არ შეუძლია მამაპაპურ მემკვიდრეობას გაუფრთხილდეს, ის მაინც სიღატაკეში მოკვდა, მიუხედავად დემონური ღონისძიებისა. მე მფლანგველი არა ვარ; მე ვიცი ფულის ყაირათი. თქვენი სამი კარტი არ დაიკარგება ჩემთვის. ჰოდა. . .
ის შეჩერდა და ცახცახით მოელოდა მოხუცის პასუხს. გრაფინია სდუმდა; გერმანმა დაიჩოქა.
– თუ ოდესმე, – თქვა მან, – თქვენს გულს სიყვარული უგრძვნია, თუ მისი აღტაცება გახსოვთ, თუ ერთხელ მაინც გაგიღიმიათ ახლად დაბადებული ვაჟის ტირილის გაგონებაზე, თუ ოდესმე რაიმე ადამიანური გრძნობა ფეთქავდა თქვენს გულში, გევედრებით და გაფიცებთ მეუღლის, მიჯნურის, დედის გრძნობებს, უარს ნუ მეტყვით! გამიმჟღავნეთ თქვენი საიდუმლოება! რად გინდათ თქვენ ის?. . . იქნებ ეს დაკავშირებულია საშინელ ცოდვასთან, საუკუნო ცხონების დაკარგვასთან, ეშმაკის პირობასთან. . . იფიქრეთ: თქვენ მოხუცი ხართ, დიდხანს ვეღარ იცოცხლებთ, მე კი მზად ვარ თქვენი ცოდვა ვიკისრო. მხოლოდ გამიმჟღავნეთ თქვენი საიდუმლოება. ადამიანის ბედნიერება თქვენს ხელთ არის; არა მარტო მე, ჩემი შვილები და შთამომავლობა დალოცავს თქვენს ხსოვნას და პატივს სცემს მას, როგორც წმინდა საუნჯეს.. . .
დედაბერმა კირინტიც არ დასძრა.
გერმანი ადგა.
– ბებერო კუდიანო! – თქვა მან კბილების ღრჭენით: – მაშ მე ძალით გათქმევინებთ. . .
ამ სიტყვების წამორთქმისთანვე ჯიბიდან დამბაჩა ამოიღო.
დამბაჩის დანახვაზე გრაფინიამ მეორედ გამოიჩინა ძლიერი მღელვარება. დაიწყო თავის ქნევა და ხელები ასწია, თითქოს თავს იფარავდა გასროლის მოლოდინში. . . შემდეგ წატორტმანდა, გულდაღმა დაეცა და უძრავად გაშეშდა.
– ნუ ბავშვობთ, – თქვა გერმანმა და ხელი მოჰკიდა ხელზე, – უკანასკნელად გეკითხებით: გსურთ თუ არა მითხრათ თქვენი სამი კარტი. ჰო თუ არა?
გრაფინიას ხმა არ ამოუღია. გერმანმა დაინახა, რომ მოხუცი ქალი მომკვდარიყო.
თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე
7 Mai 18**
Homme sans moeurs et sans religioni1
ლიზავეტა იავანოვნა თავის ოთახში იჯდა; ჯერ კიდევ არ გაეხადა სადღესასწაულო ჩაცმული ტანსაცმელი და ღრმა ფიქრებში იყო გართული. შინ მისვლისთანავე ნაჩქარევად გაისტუმრა ნამძინარევი მსახური ქალი, რომელიც უხალისოდ აპირებდა დახმარებოდა ტანსაცმლის გახდაში. უთხრა, თვითონ გავიხდიო, და ცახცახით შევიდა თავის ოთახში იმ იმედით, რომ გერმანი იქ დახვდებოდა, და თან სურვილითაც, რომ ის იქ არ დახვედროდა. თვალის ეთი მოვლებით დარწმუნდა, რომ ვაჟი იქ არ იყო და ბედს მადლობა შესწირა, რომ მან ხელი შეუშალა მათ შეხვედრას. ჩამოჯდა გაუხდელი და მოიგონა ყველა გარემოება, რომელმაც ასე მოკლე ხანში ასე შორს გაიტაცა ის. ჯერ კიდევ სამ კვირას არ გაუვლია, რაც პირველად ფანჯრიდან დაინახა ახალგაზრდა კაცი თა მას უკვე მიწერ-მოწერა აქვს მასთან, ხოლო ვაჟმა უკვე ღამის პაემანი გამოსთხოვა. ქალმა ვაჟის სახელი
________
1 7 მაისი 18** წ. უზნეო და ურწმუნო ადამიანი (ფრანგ.)
იცოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი მისი წერილი ხელოწერილი იყო. არასოდეს არ ულაპარაკნია მასთან, მისი ხმაც კი არ გაუგონია. საკვირველი რამაა! სწორედ ამ საღამოს, ბალზე, თავადის ასულ პოლინზე გაბუტული ტომსკი შურს იძიებდა გარეგნული გულგრილობით, რადგან პოლინა ჩვეულების წინააღმდეგ მას კი არა, სხვას ეაშიკებოდა. ტომსკიმ დაუძახა ლიზავეტა ივანოვნას და ცეკვავდა მასთან დაუსრულებელ მაზურკას. მთელი საღამოს განმავლობაში უკიჟინებდა მის განსაკუთრებულ მიკერძოებას სამხედრო ინჟინრისადმი, არწმუნებდა, რომ მან გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ლიზავეტასნ ჰგონია; და ზოგიერთი მისი ხუმრობა საკვირველად უახლოვდებოდა სინამდვილეს; ლიზავეტა იავანოვნამ რამდენიმეჯერ გაიფიქრა, ჩემი საიდუმლოება გაგებული აქვს ტომსკისო.
– ვისგან იცით თქვენ ეს ყველაფერი? – ჰკითხა ქალმა სიცილით.
– თქვენი ნაცნობი მეგობრისაგან, – უპასუხა ტომსკიმ; – მეტად შესანიშნავი კაცისაგან.
– ვინ არის ეგ შესანიშნავი კაცი?
– მას გერმანი ჰქვია.
ლიზავეტა იავანოვნამ არაფერი უპასუიხა, მაგრამ ხელ–ფეხი ყინვასავით გაუხადა. . .
– ეს გერმანი, – განაგრძო ტომსკიმ, – ჭეშმარიტად რომანტიკული პიროვნებაა: მას ნაპოლეონის პროფილი აქვს, სული კი მეფისტოფელის. ვფიქრობ, რომ მის სინდისს სამი ბოროტმოქმედების ცოდვა მაინც აწევრ. როგორ გაფითრდით! . . .
– თავი მტკივა. . . რაზე გელაპარაკათ გერმანი? მგონი გერმანი ჰქვია მას?. .
– გერმანი ძლიერ უკმაყოფილოა თავისი მეგობრისა: მის აგილზე რომ ვიყო, სრულებით სხვანაირად მოვიქცეოდიო. . . მგონია თვით მას მოსწონხართ, ყოველ შემთხვევაში გულგრილად ვერ ისმენს თავისი მეგობრის სატრფიალო სიტყებს.
– სად მნახა ნეტავ იმ კაცმა?
– საყდარში, იქნებ სეირნობის დროს! . . . ღმერთმა უწყის! იქნებ თქვენს ოთახში, როცა თქვენ გეძინათ. მისგან ყველაფერს მოელოდეთ. . .
სამმა მანდილოსანმა თავიანთი შეკითხვით – oubli ou regret?1 – შესწყვიტა საუბარი, რომელიც ლიზავეტა იავანოვნაში მწვავე ცნობისმოყვარეობას იწვევდა.
ტომსკის მიერ ამორჩეული ქალი იყო თავად***-ის ასული; მან მოასწრო მასთან მოლაპარაკება, როცა ზედმეტჯერ წრეს უვლიდა და თავის სკამს უტრიალებდა გარშემო. თავის ადგილზე დაბრუნებული ტომსკი უკვე აღარ ფიქრობდა არც გერმანზე და არც ლიზავეტა ივანოვნაზე. ლიზას ძალიან უნდოდა შეწყვეტილი საუბრის განახლება, მაგრამ მაზურკა გათავდა და მალე მოხუცი გრაფინია შინ წავიდა.
ტომსკის სიტყვები მხოლოდ სამაზურკე მასლაათი იყო, მაგრამ ღრმად ჩაუვარდა გულში ახალგაზრდა მეოცნებე ქალს. ტომსკის მიერ დახატული პორტრეტი ჰგავდა მის მიერ წარმოდგენილ სურათს. ახალი რომანების კითხვის გავლენით ეს პიროვნება საშინელ და მომხიბლავ არსებად გადაიქცა ქალის ოცნებაში. ქალს ტიტველი მკლავები გულზე დაეკრიფა, ღია მკერდზე თავი დაეხარა. თმა ჯერ კიდევ ყვავილებით ჰქონდა მორთული. . . უცებ კარი გაიღო და გერმანი შემოვიდა, ქალი აკანკალდა. . .
– სად იყავით? – შეეკითხა ქალი შეშინებული ჩურჩულით.
– მოხუც გრაფინიას დასაძინებელ ოთახში, – უპასუხა გერმანმა: – მე ეს–ეს არის ________
1 დავიწყება თუ სინანული (ფრანგ.)
იქიდან მოვდივარ. გრაფინია გარდაიცვალა.
– ღმერთო ჩემო! . . . რას ამბობთ?
– და მგონია, – განაგრძო გერმანმა, – მისი სიკვდილის მიზეზი მე ვარ.
ლიზავეტა იავანოვნამ შეხედა გერმანს და ტომსკის სიტყვები ახმაურდა მის სულში: “მის სინდისს სამი ბოროტმოქმედების ცოდა მაინც აწევს“, გერმანი ფანჯარაზე ჩამოჯდა ქალის ახლოს და ყველაფერი უამბო.
ლიზავეტა იავანოვნა თავზარდაცემული უსმენდა. მაშ ეს ვნებიანი წერილები, ეს ვნებიანი წერილები, ეს გაშმაგებული მოთხოვნა, ეს თავხედი, ჯიუტი დევნა, ყველაფერი ეს არ იყო სიყვარული! ფული, აი რა სწყუროდა ვაჟის სულს! – მას ქალს არ შეეძლო მისი სურვილების დაკმაყოფილება და მისი გაბედნიერება. საწყალი ქალი მხოლოდ ბრმა თანაშემწე ყოფილა ამ ავაზაკისა, მისი მოხუცი კეთილისმყოფელის მკვლელისა. . . ის მწარედ ატირდა, დაგვიანებული სინანულით შეპყრობილი. გერმანი ჩუმად უყურებდა: მისი გულცი იტანჯებოდა; მაგრამ არც ახალგაზრდა ქალის ცრემლები, არც გასაკვირი მშვენება მისი სევდისა არ აწუხებდა ვაჟის მკაცრ სულს. გერმანი სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა მკვდარი მოხუცის გახსენებაზე. ერთი რამ სცემდა თავზარს: დაუბრუნებლად დაკარგა საიდუმლოება, რომლიდანაც გამდიდრებას მოელოდა.
– თქვენ საშინელება ხართ! – თქვა ბოლოს ლიზავეტა იავანოვნამ.
– მე არ მინდოდა მისი სიკვდილი, – უპასუხა გერმანმა, – ჩემი დამბაჩა არ არის გატენილი.
ისინი დაჩუმდნენ.
თენდებოდა. ლიზავეტა იავანოვნამ ჩააქრო დამწვარი სანთელი: ოთახი მკრთალმა სინათლემ გაანათა. ქალმა მოიწმინდა ნამტირალევი თვალები და გერმანს შეხედა. ის ფანჯარაზე იჯდა გულზე ხელებდაკრეფილი და წარბებშეკრული. ამ მდგომარეობაში ის საოცრად ჰგავდა ნაპოლეონის პორტრეტს. ამ მსგავსებამ ლიზავეტა იავანოვნაც გააოცა.
– როგორ გახვალთ სახლიდან? – თქვა ბოლოს ლიზავეტა იავანოვნამ. – მე მინდოდა თქვენი გატარეაბ საიდუმლო კიბით, მაგრამ საჭიროა დასაძინებელ ოთახთან გავლა და მეშინია.
– ამიხსენით, როგორ ვნახო ეს საიდუმლო კიბე, და მე გავალ.
ლიზავეტა იავანოვნა ადგა, ამოიღო გასაღები, გადასცა გერმანს და დაწვრილებით აუხსნა. გერმანმა ჩამოართა გაციებული და უძლური ხელი, აკოცა ჩაღუნულ თავზე და გავიდა.
ის ჩამოვიდა ხვეული კიბით და ისევ შევიდა გრაფინიას დასაძინებელ ოთახში. მკვდარი დედაბერი გაქვავებული იჯდა. მისი სახე ღრმა სიმშვიდეს გაოხატავდა. გერმანი მის წინ შეჩერდა, თითქოს სურდა საშინელ სინამდვილეში დარწმუნებულიყო; შემდეგ შევიდა კაბინეტში, ხელების ფათურით მონახა კარები და, უცნაური გრძნობებით აღელვებულმა, ბნელ კიბეზე დაიწყო ჩასვლა. სწორედ ამ კიბით, ფიქრობდა ის, იქნება სამოცი წლის წინათ, სწორედ ამ ოთახში, სწორედ ამ საათზე, კაფტანში გამოწყობილი, თავდავარცხნილი –a l’oiseaur royal1, ხელში სამკუთხა ქუდით, მიიპარებოდა ახალგაზრდა ბედნიერი, რომელიც უვკე დაფერფლილია სამარეში; მისი მოხუცი სატრფოს გული კი დღემდე დადუმდა. . .
კიბის ქვემოთ გერმანმა იპოვე კარი, რომელიც იმავე გასღებით გააღო და გავიდა დერეფანში, საიდანაც ქუჩას მიაღწია.
___________
1 “წეროსავით” (ფრანგ.).
თ ა ვ ი მ ე ხ უ თ ე
ამ ღამით გამომეცხადა გარდაცვალებული
ბარონესა ფონ ვ***-ის სულ თეთრებში
იყო გაოწყობილი და მითხრა:
“სალამი, ბატონო მრჩეველო!”
შ ვ ე დ ე ნ ბ ო რ გ ი
ამ საბედისწერო ღამიდან სამი დღის შემდეგ, დილის ცხრა საათზე, გრმანი***-ის მონასტერში გაეშურა, სადაც უნდა გადაეხადათ გარდაცვლილი გრაფინიას პანაშვიდი. სინანულს არ გრძნობდა, მაგრამ სავსებით ვერ დაეხშო სინდისის ხმა, რომელიც ჩასჩიჩინებდა: – შენ ხარ მოხუცი ქალის მკვლელი! ნამდვილი რწმენა არ ჰქონდა, მხოლოდ მრავალი ცრუმორწმუნეობით იყო შეპყრობილი. სწამდა, რომ გრაფინიას შეეძლო მავნე გავლენა მოეხდინა მის ცხოვრებაზე და ამიტომ გადაწყვიტა გასვნებაზე მისვლა, რათა პატიება გამოეთხოვა.
ეკლესია ხალხით იყო სავსე. გერმანმა ხალხში ძლივს გაიკვლია გზა. კუბო მდიდარ კატაფალკაზე იდგა ხავერდის ბალდახინის ქვეშ. მიცვალებული იწვა გულზე ხელებდაკრეფილი, არშიის თავსაფარსა და თეთრ ატლასის ტანსაცმელში გამოწყობილი, ირგვლივ შინაურები იდგნენ: მსახურები შავი ხიფთანებით, ღერბიანი ლენტებით მხარზე და სანთლებით ხელში; ნათესავები შავებში, – შვილები, შვილიშვილები, შვილთა შვილიშვილები. არავინ ტიროდა, ცრემლები une affectation1 იქნებოდა. გრაფინია ისე მოხუცებული იყო, რომ მისი სიკვდილი არავის გაჰკვირებია, ყველა ნათესავი ისე უყურებდა, როგორც დროგადასულს. ახალგაზრდა ეპისკოპოსმა სიტყვა წარმოთქვა. უბრალო და ამაღელვებელ სიტყვაში გამოხატა მართალი ქალის მშვიდი მიძინება, მისი ხანგრძლივი სიცოცხლე დასახა როგორც მშვიდობიანი გულისამაჩუყებელი მზადება ქრისტიანული გარდაცვალებისათვის. “სიკვდილის ანგელოზმა იპოვა იგი, – თქვა ორატორმა, – კეთილი ზრახვით შეპყრობილი, შუაღამის სასიძოს მოლოდინში“. მღვდელმსახურება მწუხარედ და წესიერად მიმდინარეობდა. ნათესავები პირველი მიუახლოვდნენ ცხედარს გამოსამშვიდობებლად. შემდეგ მრავალრიცხოვანი სტუმრებიც დაიძრნენ. სტუმრები მოვიდნენ ამ მოხუცი ქალის პატისაცემად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობდა მათს ამაო და ფუქსავატ დროსტარებაში. მათ შინაურები მოჰყვნენ. შემდეგ მიუახლოვდა მისი ძველი მსახური, მიცვალებულის ხნის ქალი; ორ ახალგაზრდა ქალს მიჰყავდა ხელით. მოხუც ქალს ძალა არ შესწევდა დაბალი მეტანიისათვის, – და მან ერთმა დაღვარა რამდენიმე ცრემლი და აკოცა თავის ქალბატონის ცივ ხელს. ამის შემდეგ გერმანმა კუბოსთან მიახლოება გაბედა; თაყვანი სცა და რამდენიმე ხანი დაჩოქილი იყო ნაძვის ტოტებით მოფენილ ცივ იატაკზე. როგორც იქნა ბოლოს წაოდგა, მიცვალებულივით ფერმკრთალი, კატაფალკის საფეხურებს აჰყვა და თავი დახარა. . . ამ წუთში მოეჩვენა, რომ მიცვალებულმა დაცინვით შეხედა და ერთი თვალი მოხუჭა. გერმანმა აჩქარებით დაიხია უკან, ფეხი დაუცდა და გულაღმა მიწას დაენარცხა. აიყვანეს. იმავე წუთში ლიზავეტა იავანოვნა გულშეწუხებული გაიყვანეს გარეთ. ამ შემთხვევამ მწუხარე წესის დარბაისლური მსვლელობა რამდენიმე წუთით შეაშფოთა. დამსწრეთა შორის გაისმა ყრუ ბუტბუტი, ხოლო გამხდარმა კამერჰერმა, მიცვალებულის ახლო ნათესავმა, ყურში ჩასჩურჩულა ის ახლო მდგომ ინგლისელს, ახალგაზრდა ოფიცერი მიცვალებულის უკანონო ________
1 არაბუნებრიობა, თვალთმაქცობა (ფრანგ.)
შვილიაო, რაზედაც ინგილისელმა ცივად უპასუხა: “Oh?”
მთელი დღე გერმანი მეტად ცუდ გუნებაზე იყო. ერთ მიყრუებულ ტრაქტირში სადილის დროს, ჩვეულების წინააღმდეგ, მეტად ბებრი დალია, რათა შინაგანი მღელვარება დაეყუჩებინა. მაგრამ ღვინო კიდევ უფრო აღელვებდა ის ფიქრებს. შინ დაბრუნებისთანავე გაუხდელი ჩავარდა ლოგინში და ღრმად დაეძინა.
როცა გაეღვიძა, უკვე ღამე იყო: მთვარეს გაეშუქებინა მისი ოთახი. საათს დახედა, სამს თხუთმეტი წუთი აკლდა. გამოფხიზლდა, ლოგინზე წამოჯდა და გრაფინიას გასვენებაზე დაიწყო ფიქრი.
ამ დროს ქუჩიდან ვიღაცამ მის ფანჯარაში შემოიხედა და მაშინვე მიიმალა. გერმანმა ამას არავითარი ყურადღება არ მიაქცია. ერთი წუთის შემდეგ მოესმა, რომ წინა ოთახში კარებს აღებდნენ. გერმანმა იფიქრა, რომ მისი მსახური ჯარისკაცი მთვრალი ბრუნდებოდა ჩვეულებისამებრ. მაგრამ მას უცხო სიარული მოესმა: ვიღაც დადიოდა ფლოსტების ჩუმი ხმაურით. კარი გაიღო, შემოვიდა ქალი თეთრ ტანსაცმელში. გერმანს ის თავის მოხუცი ძიძა ეგონა და გაუკვირდა მისი ასე გვიან მოსვლა. მაგრამ თეთრი ქალი სრულიად უეცრად მის წინ გაჩნდა, – და გერმანმა გრაფინია იცნო.
– მე შენთან მოვედი ჩემი ნების წინააღმდეგ, – თქვა მან მტკიცე ხმით: – მაგრამ მე მიბრძანეს შენი სურვილის შესრულება. სამიანი, შვიდიანი და ტუზი ზედიზედ მოიგებენ, მაგრამ იმ პირობით, რომ დღე და ღამეში ერთ კარტზე მეტი არ დასვა, და რომ მერე არასოდეს შენს სიცოცხლეში აღარ ითამაშო. გაპატიებ ჩემს სიკვდილს, მხოლოდ იმპირობით, რომ შეირთო ჩემი გაზდილი ლიზავეტა იავანოვნა. . .
ამ სიტყვების შემდეგ ის მიბრუნდა კარისაკენ, წავიდა და მიიმალა ფლოსტების შრიალით. გერმანმა გაიგონა დერეფნის კარის დახურვა და დაინახა, რომ ვიღაცამ ისევ შემოიხედა ფანჯარაში.
გერმანი დიდხანს ვერ მოსულიყო გონს. ის მეორე ოთახში გავიდა. ჯარისკაცს იატაკზე ეძინა, გერმანმა ის ძლივს გააღვიძე. ჩვეულებრივად მთვრალი იყო, მისგან კაცი ვერაფერს ვერ გაიგებდა. დერეფნის კარი დაკეტილი იყო. გერმანი გამობრუდნა, სანთელი აანთო და თავის მოჩვენების ამბავი ჩასწერა.
თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე
– ატანდე!
– როგორ გამიბედეთ და მითხარით ატანდე?
– თქვენო აღმატებულებავ, მე ვთქვი
ატანდეს–ს!
ორი უძრავი იდეა ერთად ვერ იარსებებს ზნეობრივ ბუნებაში, ისე როგორც ორი სხეული ფიზიკურ მსოფლიოში ვერ დაიკავებს ერთსა და იმავე ადგილს. სამიანი, შვიდიანი, ტუზი, – ამან მალე დაფარა მკვდარი ბებრის სახე გერმანის წარმოდგენაში. სამიანი, შვიდიანი, ტუზი, – განუწყვეტლივ თავში უტრიალდებად მას და ამოძრავებდა მის ტუჩებს. ახალგაზრდა ქალის დანახვაზე იტყოდა: რა ტანადია!. . . პირდაპირ სამიანია. როცა ჰკითხავდნენ, რომელი საათიაო, ის უპასუხებდა: – შვიდიანს აკლია ხუთი წუთი. ყოველი ღიპიანი კაცი ტუზს აგონებდა. სამიანი, შვიდიანი, ტუზი მოსვენებას არ აძლევდნენ ძილშიც. იღებდნენ ათასნაირ სახეს. სამიანი ის წინაშე ჰყვაოდა როგორც მედიდური გრანდიფლორა, შვიდიანი გოთურ კარიბჭედ ეჩვენებოდა, ხოლო ტუზი უზარმაზარ ობობად. მთელი აზრი ერთად შეიკრა, შეერთდა, – მას უნდა ესარგებლა, გამოეყენებინა საიდუმლოება, რომელიც ასე ძვირად დაუჯდა. ის ფიქრობდა სამსახურიდან გასვლასა და მოგზაურობაზე. პარიზის ბანქოს სათამაშო სახლებში მას სურდა მოხიბლული ფორტუნისათვის საუნჯე წაერთმია. შემთხვევამ იხსნა დავიდარაბისაგან.
მოსკოვში მდიდარ მოთამაშეთ საზოგადოება შედგა სახელოვანი ჩეკალინსკის მეთაურობით; ჩეკალინსკიმ ბანქოს თამაშში გაატარა მთელი თავისი სიცოცხლე; ოდესღაც მან მოიგო მილიონები, იგებდა თამასუქებს და აგებდა ნაღდ ფულს. . . ხანგრძლივი გამოცდეილების წყალობით მან დაიმსახურა ამხნაგების ნდობა, სტუმართმოყვარეობამ საზოგადოების პატივისცემა მოუპოვა. როცა პეტერბურგში ჩამოვიდა, მას დაედო ახალგაზრდობა, რომელმაც ბალები დაივიწყა ბანქოს გულისათვის და ფარაონის ეშხი აშიკობის ეშხს ამჯობინა. ნარუმოვმა მასთან გერმანი მიიყვანა.
გერმანმა და ნარუმოვმა ზრდილობიანი ოფიციანტებით სავსე და დიდედბულად მორთული ოთახების მთელი რიგი გაიარეს. რამდენიმე გენერალი და ტაინი სოვეტნიკი ვისტს თამაშობდა; ახალგაზრდები ხალვათად ისხდნენ სავარძლებზე, ჭამდნენ ნაყინს და აბოლებდნენ ჩიბუხებს. სასტუმრო ოთახში გრძელ მაგიდას, რომლის ირგლივ თავი მოეყარა ოცამდე მოთამაშეს, უჯდა მასპინძელი და ბანკი ეკავა. ასე სამოცი წლის იქნებოდა, მეტად დარბაისელი შეხედულების, ჭაღარანარევი თმა ჰქონდა, სახე სათნოებას გამოხატავდა, თვალები მუდმივი ღიმილით უბრწყინავდა. ნარუმოვმა გერმანი წარუდგინა. ჩეკალინსკიმ მეგობრულად ჩამოართვა ხელი, სთხოვა, რომ არ მოეწყინა და განაგრძო ქაღალდის დარიგება.
თალია დიდხანს გაგრძელდა. მაგიდაზე ოცდაათ კარტზე მეტი იყო. თვითეული დარიგების შემდეგ ჩეკალინსკი ჩერდებოდა, რათა მოთამაშეთ მოწესრიგებინათ ურთიერთშორის ანგარიში, წერდა წაგებას, ზრდილობიანად ისმენდა მათ მოთხოვნილებეს, კიდევ უფრო ზრდილობიანად ასწორებდა გულმავიწყი ხელით მოკეცილ ზედმეტ კუთხეს. ბოლოს თალია დასრულდა. ჩეკალინსკიმ ბანქო აჭრა და მოემზადა ხელმეორედ დარიგებისათვის.
– მიბოძეთ ქაღალდი, – წამოიძახა გერმანმა და ჩასუქებული მოთამაშის უკან მდგომმა ხელი გაიშვირა. ჩეკალინსკიმ გაიღიმა და მდუმარედ დახარა თავი ნიშნად თანხმობისა. ნარუმოვმა სიცილით მიულოცა გერმანს, რომ მან გაიხსნილა ასეთი ხანგრძლივი მარხვის შემდეგ და კეთილი დაწყება უსურვა.
– მოდის! – თქვა გერმანმა და თავის ქაღალდს ზევით წააწერა გაოცხადებული თანხა.
– რამდენი? – იკითხა ბანკის დამრიგებელმა და თვალები მოჭუტა, – მაპატიეთ, მე ვერ ვხედავ.
– ორმოცდაშვიდი ათასი, – უპასუხა გერმანმა. ამ სიტყვის გაგონებისთანავე ყველამ თავი მოიბრუნა, ყველა თვალი გერმანს მიაშტერდა. – ეს კაცი გადაირია! – გაიფიქრა ნარუმოვმა.
– ნება მიბოძეთ შეგნიშნოთ, – თქვა ჩეკალინსკიმ თავისთვის ჩვეულებრივი ღიმილით, – რომ თქვენი თამაში ძლიერია: აქ ჯერ არავის ორას სამოცდათხუთმეტზე მეტი არ გამოუცხადებია სემპელზე.
– რა ვუყოთ მერე, – უპასუხა გერმანმა: – მიჭრით კარტს თუ არა?
ჩეკალინსკიმ თავი დახარა იმავე მორჩილი თანხმობის ნიშნად.
– მე მინდოდა მხოლოდ მომეხსენებინა, რომ მე, აღჭურვილს ამხანაგების ნდობით, მხოლოდ ნაღდ ფულზე შემიძლია ქაღალდის დარიგება. ჩემთვის, რასაკვირველია, საკმარისია თქვენი სიტყვა. მაგრამ თამაშის და ანგარიშების წესისათვის გთხოვთ ფული ქაღალდზე დასდოთ.
გერმანმა ჯიბიდან ამოიღო ბანკის ბილეთი და გადასცა ჩეკალინსკის, რომელმაც ერთი გადაიხედა და დასტო გერმანის ქაღალდზე.
ჩეკალინსკიმ დაიწყო დარიგება. მარჯვნივ ცხრიანი გამოვიდა, მარცხნივ სამიანი.
– მოვიგე! – წამოიძახა გერმანმა თავისი ქაღალდის ჩვენებით. მოთამაშეთა შორის ჩურჩული ატყდა. ჩეკალინსკი მოიღუშა, მაგრამ ღიმილი ისევ ათამაშდა მის სახეზე.
– ინებებთ მიღებას? – ჰკითხა მან გერმანს.
– დიახ, ბატონო.
ჩეკალინსკიმ ამოიღო ჯიბიან ბანკის რამდენიმე ბილეთი და მაშინვე გაასწორა ანგარიში. გერმანმა ფული მიიღო და გაშორდა მაგიდას. ნრუმოვი გონს ვერ მოსულიყო. გერმანმა დალია ერთი ჭიქა ლიმონათი და შინ წავიდა.
მეორე დღეს საღამოთი ისევ მოვიდა. ჩეკალინსკი ქაღალდს არიგებდა. გერმანი მიუახლოვდა მაგიდას. პონტერებმა მაშინვე დაუთმეს ადგილი, ჩეკალინსკი ალერსიანად მიესალმა.
გერმანმა დაუცადა ახალ ჩამორიგებას, გამოაცხადა ქაღალდი, რომელზედაც დაადო თავისი ორმოცდაშვიდი ათასი და გუშინდელი მოგება.
ჩეკალინსკიმ დაიწყო დარიგება. ვალეტი გამოვიდა მარჯვნივ, შვიდიანი მარცხნივ.
გერმანმა გახსნა შვიდიანი.
ყველა გაოცდა. ჩეკალინსკი აშკარად შეკრთა. მან გადათვალა ოთხმოცდათოთხმეტი ათასი და გადასცა გერმანს. გერმანმა აუღელვებლად მიიღო ფული და მაშინვე დასტოვა სახლი.
შემდგომჯ საღამოს გერმანი ისევ გამოჩნდა მაგიდასთან. მას ყველა მოელოდა. გენერლებმა და ტაინი სოვეტნიკმა დასტოეს თავიანთი ვისტი, რათა დაენახათ ესოდენ არაჩვეულებრივი თამაში. ახალგაზრდა ოფიცრები სავარძლებიდან წამოხტნენ, ოფიციანტები სასტუმრო ოთახში შექუჩდნენ. ყველა გერმანს შემოეხვია. დანარჩენმა მოთამაშეებმა აღარ დასვეს ქაღალდი; მოუთმენლად მოელოდნენ თამაშის შედეგს. გერმანი იდგა მაგიდასთან და ემზადებოდა მარტო შებმოდა გაფითრებულ, მაგრამ მოღიმარ ჩეკალინსკის. თვითეულმა გახსნა ახალი ბანქოს დასტა. ჩეკალინსკიმ აჭრა. გერმანმა მოხსნა და დასვა თავისი ქაღალდი, რომელსაც თავზე დააფარა ბანკის ბილეთების ხროვა. ეს დუელს ჰგავდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
ჩეკლინსკიმ დაიწყო დარიგება, ხელები უკანკალებდა. მარჯვნივ ქალი, მარცხნივ ტუზი.
– ტუზი მოიგო, – თქვა გერმანმა და გახსნა თავისი ქაღალდი.
– თქვენი ქალი მოკლულია, – ალერსიანად თქვა ჩეკალინსკიმ.
გერმანი შეკრთა, მართლა ტუზის მაგიერ მის წინ იყო პიკის ქალი. ის არ უჯერებდ თავის თვალებს, ვერ გაეგო, როგორ შეცვლოდა ქაღალდი.
იმ წუთში მას მოეჩვენა, რომ პიკის ქალმა თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. არაჩვეულებრივმა მსგავსებამ გააოცა ის. . .
– დედაბერი, – დაიყვირა მან თავზარდაცემით.
ჩეკალინსკიმ თავისკენ მიიწია მოგებული ბილეთები. გერმანი უძრავად იდგა. როცა მაგიდას მოსცილდა, ხმაური ატყდა.
– დიდებულად დასვა, – ამბობდნენ მოთამაშენი, ჩეკალინსკიმ ისევ აჭრა ქაღალდი: თამაში თვისი რიგით წავიდა.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
გერმანი შეიშალ. ის ობუხოვის საავადმყოფოს მე-17 ნომერშია. არც ერთ შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და არაჩვეულებრივი სისწრაფით ბუტბუტებს: – სამიანი, შვიდიანი, ტუზი! სამიანი, შვიდიანი, ქალი!. . .
ლიზავეტა ივანოვნა გათხოვდა მეტად თავაზიან ახალგაზრდაზე, რომელიც სადღაც მსახურობს და კარგი ქოენბაც აქვს. მისი ქმარი მოხუცი გრაფინიას ყოფილი მმართველის შვილია. . . ლიზავეტასთან იზრდება ღარიბი ნათესავის ქალი.
ტომსკიმ როტმისტრობა მიიღო და თავადის ქალი პოლინა შეირთო.