ახალი ამბებიდანაშაულიმსოფლიოსაზოგადოება

კაბის ქვეშ ფარული ფოტოგადაღება დასჯადი ხდება

Story Highlights
  • ავსტრალია: აფსქერთინგი ყველა შტატში დანაშაულად არის აღიარებული
  • ახალი ზელანდია: ადამიანის სხეულის ინტიმური ნაწილების ფარული ფოტო და ვიდეოგადაღება და ამ მასალების შენახვა სამ წლამდე ციხით ისჯება.
  • ინდოეთი: ამ დანაშაულისთვის სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული
  • აშშ: სხეულის ინტიმური ნაწილების ფარული ფოტოგრაფირება დასჯადია ზოგიერთ შტატში.

ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ქალის ქვედაბოლოს ქვეშ ჩუმად გადაღება (აფსქერთინგი) ინგლისში და უელსში ორწლიანი პატიმრობით დაისჯება. შოტლანდიაში ეს ქმედება უკვე რვა წელია დანაშაულად ითვლება. 

ლორდთა პალატამ ამ კვირაში მესამე მოსმენით მიიღო დამატებები კანონში სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ. კანონის მიხედვით “აპარატურით ოპერირება“ სხვა ადამიანის ტანსაცმლის ქვეშ მისი გენიტალიების, დუნდულების ან საცვლების ფოტო ან ვიდეო გადაღების მიზნით ვუაიერიზმის ნაირსახეობად არის მიჩნეული და დაისჯება ჯარიმით ან/და პატიმრობით ორ წლამდე. 

აფსქერთინგი (upskirting) სერიოზულ პრობლემად სმარტფონების გამოჩენის შემდეგ იქცა. ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნებში შესაბამის კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერების გაჩენა თანდათანობით, ბოლო წლებში დაიწყო. ასეთი ქვეყნები ჯერ ცოტაა. ინგლისში კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით კამპანია 2017 წელს ლონდონის მაცხოვრებელმა გოგონამ, ჯინა მარტინმა დაიწყო.

2017 წლის ზაფხულში ის ლონდონის ჰაიდ პარკში მიმდინარე კონცერტის დროს თავხედური და დემონსტრატიული აფსქერთინგის მსხვერპლი გახდა. ადამიანს, რომელიც მას თავს არ ანებებდა და ქვედაბოლოს ქვეშ ფოტოებს უღებდა პოლიცია დაელაპარაკა და ფოტოების წაშლა მოთხოვა, თუმცა ეს მაქსიმუმი იყო, რისი გაკეთების უფლებას პოლიციას კანონმდებლობა აძლევდა.

ჯინამ გადაწყვიტა ებრძოლა და კანონის შესაცვლელად კამპანია წამოიწყო. ჯინა მარტინის ონლაინ პეტიციამ ათობით ათასი ხელმოწერა მოაგროვა. როგორც აღმოჩნდა ეს პრობლემა ინგლისში ბევრ ქალს აწუხებდა. წელიწადნახევრიანი ბრძოლა წარმატებით დასრულდა, რის გამოც ჯინა ძალიან გახარებულია.

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პოლიტიკაში ვერაფერს შევცვლიდი, მაგრამ გაირკვა, რომ მაინც შეიძლება რაღაცის გაკეთება. უბრალოდ საჭიროა ნება და სწორი ადამიანების დახმარება“ – ამბობს ჯინა. სწორ ადამიანებში“ ის იურისტებს გულისხმობს, რომლებიც კამპანიაში მონაწილეობდნენ.

Source
newsreport.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button