პოლიტიკა

სააკაშვილი: საქართველოში ერთობლივი ჩასვლის თარიღს და პროცესს ერთად დავგეგმავთ

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მორიგ მიმართვას ავრცელებს და უხოეთში მყოფ ემიგრანბტებს მიმართავს და 10 თებერვალს ლიეში, 20 იანვარს კი ნიუ იორკში, ბრუკლინში იწვევს. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ჩატარდება ქართველთ მსოფლიო კრება, სადაც ემიგრანტებთან ერთად დაგეგმავს საქართველოში ჩამოსვლის თარიღს და პროცესს.

„სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ქართველები არიან ჩამოსული, ასეთი გადინება არ ყოფილა არასდროს საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში. საქართველო იცლება, ივანიშვილს აქვს პოლიტიკა, რომ საქართველო აქციოს თავის კარ-მიდამოდ, სადაც ქართველები არიან სრულიად ზედმეტები. ქართველებმა უნდა დაიბრუნონ სამშობლო, აღარ უნდა გარბოდნენ ქვეყნიდან . უნდა დავანახიოთ ყველას, რომ ქართველ ხალხს აქვს თავმოყვარეობა და მომავალი. არ დავუშვებთ, ჩვენი სამშობლო მიითვისოს ერთმა გაუნათლებელმა მაფიოზმა და მისმა პატარა ჯგუფმა“ – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში

Source
Kavkasia TV

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button