Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

მსოფლიოში უდიდესმა სენსორმა გადაიღო ისტორიაში პირველი ფოტო 3200 მპ გაფართოებით

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეროვნულ ლაბორატორიაში გადაიღეს სატესტო ფოტოები ახალი ფოტოკამერის შემოწმების მიზნით. მიღებულ კადრს რეკორდული – 3200-მეგაპიქსელიანი გაფართოება აქვს. მაგალითად, თუკი ამ კამერით ციდან დედამიწის ზედაპირს გადაუღებთ ფოტოს, გოლფის ბურთის ზომის ობიექტს 24 კილომეტრის დაშორებიდან დაინახავთ. 

კამერა წარმოდგენს პროექტ Legacy Survey of Space and Time-ის (LSST) ნაწილს, რომელიც კოსმოსის კვლევას ეძღვნება. იგი განთავსდება ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპზე, ჩილეში. პროექტის ამოცანა ამბიციურია: ამ კამერის მეშვეობით ასტრონომებმა უნდა დაიჭირონ სამყაროს შორეული სივრცეებიდან არეკლილი სინათლე, რომელიც 100 მილიონჯერ მკრთალია, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ხილული სინათლე. 

image.jpeg
image.jpeg

მსოფლიოში უდიდესი ფოტოსენსორით გადაღებული ბროკოლის ფოტო 

კამერის კონსტრუქციას საფუძვლად უდევს 189 მატრიცა, თითოეული მათგანის გაფართოება 16 მეგაპიქსელია. კამერის მუშაობა ხორციელდება კრიოსტატში  -101,1 °C-ზე გაციებისას, გადაღებული ასლების ანალიზისთვის კი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება. მიღებული ფოტოს მარტივად ნახვა შეუძლებელია – ამისთვის საჭირო იქნება 4K ფორმატის 378 მონიტორი. 

image.jpeg

მას შემდეგ, რაც ხსენებული ფოტოსესია წარმატებით ჩატარდა, მკვლევარების გუნდი იწყებს მთლიანი კამერის აწყობას. მის შემადგენლობაში იქნება ლინზების ნაკრები, სხვადასხვა ფილტრი, ჩამკეტი – მთლიანი კონსტრუქცია დაახლოებით ყველგანმავალი მანქანის ზომის იქნება. 2021 წლის შუა პერიოდში ჩატარდება ფინალური ტესტირებები, შემდეგ კი კამერა ობსერვატორიაში, ჩილეს უდაბნოში გაიგზავნება. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2RihEjN 

https://bit.ly/2GTqnqC
წყარო
https://www.overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close