განხილვამუსიკა

AKA – Love’s Everywhere

post-rock, trance

AKA“ აკა მარტიროსოვის ფსევდონიმია. 2006-ში, როცა მუსიკის შექმნა დაიწყო, ის რომანტიკულ, მაგრამ თხელი ჟღერადობის new age-ზე იყო ორიენტებული, სადაც როიალის ლამაზი მელოდიების მიუხედავად, მუსიკა მაინც ძირითადად ფონად თუ გამოდგებოდა. წლებთან ერთად მისმა სტილმა საკმაო მორფირება განიცადა და ამ ალბომში ძირითადად ვხვდებით საკმაოდ კარგ, მულტიინსტრუმენტალისტურ პოსტ-როკს, თავისი ღირსებებითა და ლიმიტებით. როიალისადმი და რომანტიკული განწყობისადმი მიდრეკილება აქაც ალაგ-ალაგ შეიმჩნევა. ალბომს საერთო სურათიდან გამოვარდნილი ტრანს-რემიქსი ხურავს. რეკომენდებულია პოსტ-როკ მსმენელებისთვის, გასაცნობად.

მოსასმენი ბმული: Love’s Everywhere

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button