როგორ ემზადებიან ჩინელი ბავშვები ოლიმპიადისთვის
ამ ბავშვებს დაუნდობლად ავარჯიშებენ და მთელი მონდომებით წვრთნიან, რათა ოლიმპიადაზე ჩინეთის ანგარიშზე მაქსიმალურად ბევრი ოქროს მედალი დაგროვდეს.
პეკინის ოპერის შენობაში მდებარე ხელოვნების სკოლაში, რომელიც შენიანგის უნივერსიტეტს ეკუთვნის, მასწავლებელი (მარჯვნივ) ეხმარება მოსწავლეს გაწელვაში. ამ განყოფილებაში დაახლოებით 200 მოსწავლეა, რომელთა ასაკი 4-დან 17 წლამდეა. ისინი გადიან 12 წლიან წვრთნასა და გადამზადებას, სანამ ხელოვნების კოლეჯში შესვლის უფლება მიეცემათ.
პატარა მოსწავლეები ვარჯიშობენ და თავიანთ ფიზიკურ მონაცემებს აუმჯობესებენ.
ერთი მოსწავლე ეხმარება მეორეს ფეხების გაშლაში ფიზიკური ვარჯიშების სესიის დროს.
ჩზეცზიანის პროვინციის ქალაქ ჯიაქსინგში ტანვარჯიშის დარბაზში 5-7 წლის მოსწავლეები ფიზიკურ მომზადებას გადიან.
პატარა ტანმოვარჯიშე თავდაყირა დგომაში ვარჯიშობს.
ტანმოვარჯიშე გოგონა ჯიაქსინგის სპორტულ სკოლაში.
პატარა ტანმოვარჯიშე ბიჭები რიგრიგობით ასრულებენ დავალებას.
პატარა სპორტსმენები სავარჯიშო კიბეზე იწელებიან.
ვარჯიშის დროს ერთ-ერთი ტანმოვარჯიშე ხტება სავარჯიშო კიბიდან.
ძელზე დაკიდებული პატარა ტანმოვარჯიშე.
სპორტსმენი ბიჭი რგოლებზე ვარჯიშისას.
მწვრთნელი პატარა მოსწავლეს ფეხების გაწელვაში ეხმარება.
პეკინში მდებარე შიჩაჩაის სპორტულ სკოლაში 7-დან 10 წლამდე სპორტსმენები არიან. ტანმოვარჯიშე ბიჭი სავარჯიშო რგოლებზე ილეთებს ასრულებს.
მწვრთნელის დახმარებით პატარა მოსწავლე სალტოებს აკეთებს.
ბიჭები გაწელვასა და თავდაყირა დგომაში ვარჯიშობენ.
ტრიუკის შესრულებისას ბიჭი ცდილობს რგოლს მოეჭიდოს.
ლიაონინგის პროვინციის ქალაქ შენიანგის რეკრეაციულ ცენტრში 30-ზე მეტი მოსწავლეა, მათი უმეტესობა 6-დან 14 წლამდე ასაკისაა და შაბათ-კვირას ცეკვის გაკვეთილებს გადიან
ტანვარჯიშის გაკვეთილზე მწვრთნელი ინსტრუქციებს აძლევს ბავშვებს და გაჭიმვაში ეხმარება.