გამორჩეული ადამიანებისურათები

არნოლდ შვარცენეგერის კარიერა ფოტოებში

არნოლდ შვარცენეგერმა დიდი ხანია, ღირსეული ადგილი დაიკავა ჰოლივუდის იმ მსახიობებს შორის, რომლებმაც კინემატოგრაფიის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს. პოლიტიკური კარიერის დასრულებისა და ცოლთან სამარცხვინო განქორწინების შემდეგ არნოლდმა გადაწყვიტა, კინოს დაბრუნებოდა. ქვემოთ მოყვანილი ფოტორეტროსპექტივა ბევრისთვის საყვარელი მსახიობის წარსულს ასახავს.


1968 წელი: ავსტრიელი ბოდიბილდერი არნოლდ შვარცენეგერი პოზირებს ლონდონში, სადაც მან გაიმარჯვა მისტერ სამყაროს კონკურსში. ეს ტიტული მოგვიანებით კიდევ ოთხჯერ მოიპოვა, ხოლო მისტერ ოლიმპია შვიდჯერ გახდა.


1970 წელი: არნის პირველი როლი დაბალბიუჯეტიან ფილმში “ჰერკულესი ნიუ-იორკში”, სადაც ტიტრებში მისი სახელი გამოჩნდა, როგორც Arnold Strong (Strong – ძლიერი). მისი აქცენტი იმდენად უხეში იყო, რომ ყველა ფრაზას დუბლირება გაუკეთეს.


1976 წელი: შვარცენეგერი მონაწილეობას იღებს ფილმში “დარჩი მშიერი” სალი ფილდთან, ჯეფ ბრიჯისთან და რობერტ ენგლუნდთან ერთად.


1977 წლის 29 იანვარი: არნოლდ შვარცენეგერი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე აღიარეს საუკეთესო დამწყებ მამაკაც მსახიობად ფილმისთვის “დარჩი მშიერი”.


1977 წელი: დოკუმენტური ფილმი “Pumping Iron”, რომელიც ასახავს ბოდიბილდერების მზადებას 1975 წლის მისტერ ოლიმპიისა და მისტერ სამყაროს კონკურსებისთვის.


1977 წლის 19 მაისი: არნოლდი პოზირებს კანის 38-ე საერთაშორისო ფესტივალზე, რათა რეკლამა გაუწიოს ფილმს “Pumping Iron”.


1982 წელი: ფილმი “კონან ბარბაროსი”


1983 წლის 5 ოქტომბერი: არნი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხდება და ფიცს დებს.


1984 წლის ფილმი “კონან დამანგრეველი”


1984 წელი: ფილმი “ტერმინატორი”


1985 წელი: ფილმი “წითური სონია”


1986 წლის 26 აპრილი: არნოლდ შვარცენეგერი ახალშერთულ ცოლთან, მარია შრაივერთან ერთად საქორწინო ცერემონიისას მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰიანისში.


1987 წელი: ფილმი “მტაცებელი”


1987 წელი: ფილმი “მორბენალი ადამიანი”


1988 წელი: ფილმი “ტყუპები” (დენი დევიტოსთან ერთად)


1990 წელი: ფილმი “საბავშვო ბაღის პოლიციელი”


1990 წელი: ფილმი “სრული გახსენება”


1991 წელი: ფილმი “ტერმინატორი 2: განკითხვის დღე”


1993 წელი: ფილმი “უკანასკნელი კინოგმირი”


1993 წლის 17 მაისი: სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცენეგერი და ბრიუს უილისი ზეიმობენ ლონდონში რესტორნების ქსელის “პლანეტა ჰოლივუდის” გახსნას.


1994 წელი: ფილმი “ჯუნიორი”


1994 წელი: ფილმი “მართალი ტყუილი” (ჯეიმი ლი კერტისთან ერთად)


2000 წელი: ფილმი “მეექვსე დღე”


2001 წლის 12 სექტემბერი: 11 სექტემბრის ტერაქტის მეორე დღეს ბილბორდზე არნოლდის ახალი ფილმის “ზარალის ანაზღაურების” რეკლამაა, ქვესათაურად კი შემდეგი ტექსტია: “ვეტერანი მეხანძრის ცოლი და ბავშვი ბომბის აფეთქებისას დაიღუპნენ”. კინოკომპანია “უორნერ ბრაზერსმა” ფილმის პრემიერა გადადო “ტრაგიკული მოვლენის მსხვერპლებისა და მათი ახლობლების პატივსაცემად”.


2003 წელი: ფილმი “ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი”


2003 წლის 7 აგვისტო: ლოს-ანჯელესის სარეგისტრაციო ოფისში არნოლდ შვარცენეგერმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებზე.


2003 წლის 17 ნოემბერი: კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი კოცნის ცოლს, მარია შრაივერს, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ქალაქ საკრამენტოში.


2007 წლის 5 იანვარი: კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი საკრამენტოში ხელმეორედ დებს ფიცს.


2010 წლის 3 აგვისტო: არნოლდ შვარცენეგერი, ბრიუს უილისი და სილვესტერ სტალონე ჰოლივუდში, გრაუმანის ჩინურ კინოთეატრში ფილმ “გასაღებულების” პრემიერაზე. არნის ამ ფილმში პატარა, მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა.


2011 წლის 3 იანვარი: ქალაქ საკრამენტოში კალიფორნიის გადამდგარი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი და მისი ცოლი მარია შრაივერი უსმენენ გუბერნატორ ჯერი ბრაუნს, რომელიც კალიფორნიის რიგით 39-ე მმართველად იქნა არჩეული.


2011 წელი: მილდრედ პატრიცია ბაენა, არნოლდის სახლის მოსამსახურეთა ჯგუფის წევრი 20 წლის განმავლობაში. არნი და მარია 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ, რადგანაც აღმოჩნდა, რომ კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს ფარულად რამდენიმე საყვარელი ჰყავდა, მილდრედთან კი შვილიც გაუჩნდა და ეს ამბავი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა.


2011 წლის 6 ოქტომბერი: არნოლდ შვარცენეგერი შვილთან, პატრიკთან ერთად ესწრება მისი ძეგლის გახსნასა და მისი სახელობის მუზეუმის ოფიციალურ პრეზენტაციას იმ სახლში, სადაც ბავშვობა გაატარა. სახლი მდებარეობს ავსტრიულ სოფელ ტალში, ვენის სამხრეთით 220 კმ-ის მოშორებით.


2011 წლის 11 ოქტომბერი. არნიმ ამ ფოტოს გამოქვეყნებისას განაცხადა: “უკან იღებენ ფილმს «გასაღებულნი 2»! ბრიუსთან და სლაისთან ერთად ბულგარეთში ფილმის გადაღებისას არაჩვეულებრივი შეგრძნებები მქონდა”.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button