“მთვარის აგური” და კონცეპტებად დარჩენილი სხვა კოსმოსური სადგურები
100 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16-მა ქვეყანამ და ემსახურება სამყაროს შესახებ მეტი ცოდნის მიღებას, “ნასას” მიერ შერაცხულია უპრეცედენტო მიღწევად ადამიანთა შემოქმედების ისტორიაში.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური წლების, ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ფიქრისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შედეგია. ის უკვე 11 წელია მოქმედებაშია, თუმცა მის შექმნამდე არსებობდა სხვა იდეებიც, რომლებიც ვერ განხორციელდა და კონცეპტებად დარჩა.ეს უცნაური აპარატურა კოსმოსური საგურის პირველი ცნობილი იდეაა. ის 1869 წელს დახატა ამერიკელმა მწერალმა ედვარდ ევერეტ ჰეილმა. მისი აღწერით, “მთვარის აგური” დედამიწას გარს შემოუვლიდა და გემებს გზის გაგნებაში დაეხმარებოდა.
გასული წლის 2 ნოემბრისთვის, როცა საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა 10 წლის იუბილე აღნიშნა, უკვე გავლილი ჰქონდა 2.5 მილიარდი კმ, რაც დედამიწის მზის გარშემო ორბიტის მაჩვენებელზე რვაჯერ მეტია.
სადგურის აწყობისას კოსმონავტები 160-ჯერ გავიდნენ ხომალდის გარეთ. მთლიანობაში ეს დრო 1015 საათს (42 დღე და 7 საათი) შეადგენს. ბოლო ნაწილი ამ წლის დასაწყისში დაუმონტაჟეს, რაც კონსტრუქციის აგების დაწყებიდან მეათე წელია.
კოსმოსური სადგური თავისი მზის პანელების ჩათვლით ამერიკული ფეხბურთის სტადიონის ზომისაა და 450 000 კგ-ს იწონის. საცხოვრებლად ვარგისი ადგილი აქ უფრო მეტია, ვიდრე 5 საწოლოთახიან სახლში, არის 2 სააბაზანო, სპორტული დარბაზი და 360 გრადუსიანი ფანჯარა (ერკერი).აშშ-ის საჰაერო ძალების შემადგენლობით დაკომპლექტებული ორბიტაზე მოძრავი ლაბორატორიის დიზაინი 1960 წელს შეიქმნა იმ მიზნით,რომ სამხედრო ოპერაციები კოსმოსში განხორციელებულიყო. მაგრამ 1969 წელს პროგრამა შეწყდა, რადგან ხარჯებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.