საკითხავი

ფაშისტების 10 ზესაიდუმლო იარაღი, რომლებსაც უნდა გარდაეტეხათ ომის მსვლელობა

ფაშისტები 10 ზესაიდუმლო იარაღი, რომლებსაც უნდა გარდაეტეხათ ომის მსვლელობა.

Heinkel He 162
4f39b26e908b
1944 წელს შექმნილი და 3 თვით წარმოებაში ჩაშვებული He 162 არჩეული იქნა როგორც კონკურს Volksjäger-ის გამარჯვებული. ნაცისტებს სურდათ შეექმნათ თავდაცვითი თვითმფრინავი რომელიც იქნებოდა იაფი, მასიური და უბრალო, რომ ისინი ემართათ მოუმზადებელ პილოტებსაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხის ფრთებიანი თვითმფრინავის მართვა ძალზედ რთული აღმოჩნდ, რამაც ის გახადა უსარგებლო. მიუხედავად იმისა, რომ საცდელი გაფრენის დროს პირველ პროტოტიპს მოტყდა ფრთა, თვითმფრინავი, მაინც ჩაეშვა წარმოებაში. სულ წარმოებული იქნა 116 თვითმფრინავი, მაგრამ საბრძოლო გაფრენიდან, მხოლოდ რამდენიმე თუ დაბრუნდა აეროდრომზე.

Panzer VIII Maus
6ea99ab99fef
Maus იყო სუპერმძიმე ტანკი, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ყველაზე დიდ საბრძოლო ბრონირებულ მანქანად. ის შექმნა ფერდინანდ პორშემ და ის იყო 50 პროცენტით უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტანკი. იმის გამო, რომ ხიდები უბრალოდ ვერ უძლებდნენ ამ ტანკის წონას, Maus დააპროექტეს ისე, რომ მას შეძლებოდა 13 მეტრის სიღრმეზე წყალში გაცურვა. გერმანელებმა მაინც ვერ მოახერხეს ტანკის მასიურად წარმოებაში ჩაშვება, სულ აშენდა ორი ასეთი მანქანა.

Junkers Ju 322 Mammut
d08983fcc8cd
თავიანთი სატვირთო თვითმფრინავებისთვის შესაფერისი იაფი მასალის ძებნისას, გერმანელებმა დადეს კონტრაქტი კომპანია Junkers-თან, რომელსაც უნდა აეშენებინა ხის თვითმფრინავი. Ju 322 Mammut-ს ჰქონდა უზარმაზარი ფრთა. გამოსაცდელი ფრენის დროს 1941 წელს თვითმფრინავი აღმოჩნდა გაუმართავი და მის ბუქსირებას უკან აეროდრომზე დასჭირდა თითქმის ორი კვირა. ამასთან ერთად თვითმფრინავს არ შეეძლო იმდენი ტვირთის აწევა რამდენსაც ვარაუდობდნენ და ამან გამოიწვია ის რომ ერთ-ერთი გამოსაცდელი ფრენის დროს Panzer III ჩამოვარდა პირდაპირ თვითმფრინავის იატაკიდან. პროგრამაზე უარი ითქვა ერთი თვის შემდეგ.

წყალქვეშა რაკეტმზიდი
f1a576787ce2
მსოფლიოს დამონების გადაწყვეტის შემდეგ, ნაცისტებმა გამოიგონეს უამარვი გიჟური სქემა, რომელთაგან არცერთი არ იქნა რეალიზირებული. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პროექტი იყო Rocket U-Boat – წყალქვეშა ნავები, რომლებზეც მიმაგრებული იყო სარაკეტო დანადგარები. U-511 გახდა პირველი სუბმარინი, რომელიც იყო აღჭურვილი რაკეტებით, მაგრამ რთული იყო მათი მართვა, მითუმეტეს წყლის ქვეშ. პროექტზე უარი ითქვა 1943 წლამდე, როდესაც რაკეტა ფაუ-2 გამოიგონეს. ეს რაკეტა იყო ძალზედ დიდი რომ მოთავსებულიყო წყალქვეშა გემზე. გერმანელებმა გადაწყვიტეს რაკეტის მოდერნიზირება, მაგრამ პროექტი ვერ დასრულდა ომის დასრულებამდე.

Fieseler Fi 103R
8d5bb70fd038
ცნობილმა ოფიცერმა ოტო სკორცენმა როდესაც გაიგო, რომ რაკეტები V-1 ეცემოდნენ და ფეთქდებოდნენ აფრენისთანავე, მან ინჟინრებს შესთავაზა რაკეტების პილოტირებადი რაკეტები, რომ გამოესწორებინა პრობლემა. პროექტი კოდური სახელით “რაიხენბერგი” ითვალისწინებდა იმას, რომ პილოტს ემართა რაკეტა და ბოლო წუთს მოეხდინა კატაპულტირება, მაგრამ გამოცდებმა აჩვენა, რომ პილოტს პარაშუტით ამოხტომა უჭირდა ძლიერი ქარის გამო. მიუხედავად ამისა 100 ჯარისკაცი მოხალისედ ჩაეწერა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ამის შემდეგ მათ არაოფიციალურად უწოდეს “თვითშეწირვაზე წარგზავნილები”. წარმოებული იქნა დაახლოებით 70 პილოტირებადი რაკეტა, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, იმის გამო, რომ ნაცისტებმა ჩათვალეს, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა “გერმანული ომების ტრადიციებს”.

ზენიტური ყუმბარმტყორცნი Fliegerfaust
b0a0260e0f08
ზენიტური ყუმბარტმყორცნი Fliegerfaust(პილოტის მუშტი) შეიქმნა ომის ბოლოს 1944 წელს. ასევე ცნობილი როგორც Luftfaust(საჰაერო მუშტი) წარმოადგენდა პორტატულ სარაკეტო დანადგარს მიწა-ჰაერი, რომელიც განკუთვნილი იყო ერთი ჯარისკაცისთვის სახმარად. იმის გამო, რომ სროლის სიშორე მცირე ჰქონდა – სულ 460 მეტრი ის გამოიყენებოდა მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავებისთვის. შეკვეთილი იქნა დაახლოებით 10 000 ეგზემპლარი, მაგრამ როგორც ჩანს გამოუშვეს შედარებით ნაკლები, რადგან აპრილის ბოლოს ბერლინში აღმოაჩინეს მხოლოდ 80 ეგზემპლარი.

Zeppelin Rammer
69be490a81af
1944 წლის ნოემბერში წარდგენილი იქნა სარაკეტო გამანადგურებელი Zeppelin Rammer-ის პროექტი. იგეგმებოდა, რომ ამ თვითმფრინავს ბუქსირით მიიტანდნენ სამიზნემდე, ხოლო მას შემდეგ რაც ის განთავისუფლდებოდა მბუქსირებლისგან Rammer-ი ჩართავდა სარაკეტო ძრავს და გაფრინდებოდა მოწინააღმდეგის თვითმფრინავების მიმართულებით და ამგვარად მოახდენდა სამიზნეების რაკეტებით განადგურებას. მეორე შეტევის დროს პილოტს უნდა მოეხდინა მოკავშირეების ბომბდამშენებზე თავისი ძლიერი ფრთებით დაჯახება და ამგვარად შეეცადა მათი ჩამოგდება. ყველაფრის შესრულების შემდეგ პილოტს უნდა მოეხდინა თვითმფრინავის დაშვება შესაფერის ადგილას. ქარხანა, სადაც აშენებდნენ ამ თვითმფრინავის პროტოტიპებს განადგურებული იქნა დაბომბვის დროს.

Taifun
97db2b6212c7
Taifun იყო უმართავი რაკეტა, რომელიც გამოიგონა კლაუს შოიფელენმა 1944 წელს. ის გამოიყენებოდა ქვეითების მიერ მტრის თვითმფრინავების წინააღმდეგ. რაკეტების წარმოება ძალზედ იაფი ჯდებოდა და მათი გამოყენებაც სასიამოვნო იყო, რადგან მოკავშირეთა თვითმფრინავებს ჰქონდათ დიდი ფრთები და უმართავი რაკეტით მათი ჩამოგდება ძალზედ ადვილი იყო. ტაიფუნში ჩადებული იყო ტაიმერიც იმ შემთხვევისთვის, თუკი მსროლელი ვერ მოარტყამდა სამიზნეს. გერმანელებმა შეუკვეთეს 2 მილიონი ასეთი რაკეტა, მაგრამ 600 შექმნა მოასწრეს.

Krummlauf
8906dddb1916
შექმნილი იქნა ამ იარაღის ორი ვერსია – ქვეითებისთვის და ტანკისტებისთვის, ეს იარაღი ჯარისკაცს საშუალებას აძლევდა ესროლა კუთხიდან. 1944 წელს შეკვეთილი იქნა 10 000 ასეთი იარაღი ქალაქის პირობებში საბრძოლველად.

მზის შაშხანა
5d909192e72d
“მზის შაშხანის” იდეა მოუვიდა ცნობილ მეცნიერ გერმან ობერტს 1923 წელს. გიგანტური 1,5 კილომეტრის დიამეტრის სარკე უნდა გასულიყო დედამიწის ზედაპირის გეოსადგურის ორბიტაზე. ნაცისტები ამ პროექტს სერიოზულად მიუდგნენ და მისი საშუალებით აპირებდნენ მთელი ქალაქების ამობუგვას დედამიწაზე. პროექტის შესახებ არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტები, მაგრამ ცნობილია რომ მისი შექმნა გათვლილი იყო 15 წელზე და მისი ღირებულება შეადგენდა სამ მილიონ მარკას.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button