Hi-Techტექნოლოგია

გამოქვეყნდა თანამგზავრულ ინტერნეტ Starlink-ის პირველი ტესტები: მაღალი სიჩქარე და მისაღები დაყოვნება

SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის დახურული ბეტა-ტესტირების პროგრამის რამდენიმე მონაწილემ ფორუმ Reddit-ზე გამოაქვეყნა Starlink-ის სპეციალური, დედამიწაზე არსებული ტერმინალების გამოყენებით განხორციელებული მონაცემთა გადაცემის სიჩქარის შემოწმების შედეგები. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ აშშ-ის, აგრეთვე კანადის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებლებს. ბეტა-ტესტის დაწყება მიმდინარე ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. 

image.jpeg

ამჟამად Starlink-თანამგზავრული ინტერნეტის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მაჩვენებლები ამგვარად გამოიყურება:  

  • ჩატვირთვის სიჩქარე — 60,24 მბიტ/წმ-მდე (7,2 მბ/წმ); 
  • Ატვირთვის სიჩქარე — 17,64 მბიტ/წმ-მდე (2,1 მბ/წმ); 
  • Დაყოვნება — 31 მწ-დან. 
image.jpeg

სხვადასხვა მონაწილეების ბეტა-ტესტირების სერია გვიჩვენებს, რომ შეფერხების საშუალო მაჩვენებელი 40-50 მილიწამს შეადგენს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში – 94 მილიწამს. როგორც რესურსი FreeNews აღნიშნავს, შედარებისთვის, ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული თანამგზავრული პროვაიდერი HughesNet თავისი თანამგზავრული ინტერნეტ-ქსელის მოქმედებისას უზრუნველყოფდა მონაცემთა ჩატვირთვის სიჩქარეს 25 მბიტ/წმ-მდე, გადაცემას კი – 3 მბიტ/წმ-მდე, დაყოვნების მაჩვენებელი მონაცემთა გადაცემისას იყო 500 მილიწამამდე. წყარო მიუთითებს, რომ მის ფონზე Starlink გამოირჩევა უფრო მაღალი დაფარვის ზონითაც. SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტი მუშაობს მეჩხერად დასახლებულ ადგილებშიც,  ქალაქებიდან ძალიან შორს. 

image.jpeg

SpaceX-მა ადრე პირობა დადო, რომ კომპაქტური ინტერნეტ-თანამგზავრულ ქსელ Starlink-ის სრულად ამოქმედებისას უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა გადაცემა 1 გბიტ/წმ (120 მბ/წმ) სიჩქარით, 25-35 მწ შეფერხებით. კომპანიას ჯერ არ გაუხმაურებია დედამიწაზე არსებული თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალის ფასი და ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის ოდენობა, თუმცა ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სისტემასთან წვდომა მომხმარებელს დაუჯდება დაახლოებით 100 აშშ დოლარი თვეში. 

როგორც წყარო აღნიშნავს, Starlink-ინტერნეტის სიჩქარის შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ამჟამად ისინი თავიანთ პროვაიდერებს უხდიან დაახლოებით 150 აშშ დოლარს თვეში ინტერნეტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ჩატვირთვის სიჩქარეს 10 მბიტ/წმ მაჩვენებლით, ატვირთვის კი 1 მბიტ/წმ-ს. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button