ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

აშშ-ის ფედერალური რეზერვების წარმომადგენლები საუბრობენ ციფრული დოლარის გამოშვების შესახებ კვლევებზე

აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემა ჰიპოთეტური ციფრული დოლარის გამოშვების ექსპერიმენტებს ატარებს კვლევითი მიზნებისთვის, წერს Bloomberg. 

ფედერალური სასამართლოს მმართველთა საბჭოს წევრის, ლაელ ბრეინარდის განცხადებით, საუბარი არ ეხება ციფრული ვალუტის გამოშვებისთვის მზადებას, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. 

ფედერალური რეზერვების სისტემის შიდა კვლევის გარდა ბოსტონის ფედერალური სარეზერვოო ბანკი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) ერთობლივად მუშაობენ „ჰიპოთეტური ციფრული ვალუტის შექმნასა და ტესტირებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ცენტრალური ბანკის მიერ გამოყენებაზე“. 

შემუშავების შედეგები გამოქვეყნდება პროგრამული უზრუნველყოფის სახით ღია კოდით და საჯარო იქნება ექსპერიმენტირებისთვის – აღნიშნა ბრეინარდმა. 

პროექტს ხელმძღვანელობს აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი  James Kunia, რომელმაც განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე სარეზერვო ბანკისა და MIT-ის სპეციალისტებს მოუწევთ შექმნან „მექანიზმი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც CBDC-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“ აშშ-ის ზომის ქვეყნისთვის. მან დაამატა, რომ არსებობს უამრავი პრობლემა: ტრანზაქციების უზარმაზარი რიცხვიდან დაწყებული – უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვით დამთავრებული. 

ბრეინარდმა განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა სწავლობს „ციფრული ვალუტის გამოყენების შედეგებს საგადახდო ეკოსისტემაზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, საბანკო და საფინანსო ოპერაციებსა და მომხარებლების უფლებების დაცვაზე“. ამაზე მუშაობს აპლიკაციების შემქმნელი დეველოპერების გუნდი სარეზერვო ბანკიდან და მმართველთა საბჭოს პოლიტიკური განყოფილება. 

მთელი გატარებული კვლევითი საქმიანობის მიუხედავად, ფედერალური რეზერვების სისტემას არ მიუღია გადაწყვეტილება დაიწყოს თუ არა პოლიტიკური პროცესის ინიცირება ციფრული ვალუტის შესაძლო გამოშვებისთვის – აღნიშნა ბრეინარდმა. 

შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა შეისწავლიდა საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობებს, მან განაცხადა თებერვალში, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ ანალოგიური პროექტის წამოყენების ფონზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button