ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიგამოკითხვაკვლევები

TradingView: ამერიკელებში Bitcoin-ზე პოპულარული მხოლოდ Tesla-ა

Bitcoin-მა პოპულარობით გაუსწრო აშშ-ის წამყვან კომპანიებს და მხოლოდ Tesla-ს ჩამორჩება. ამას მოწმობს ფინანსური ანალიტიკური პორტალის, TradingView-ს მონაცემები. 

Tesla-ს კოტირებები გახდა ყველაზე ხშირად განხილვადი ივლისში 31 შტატში. Bitcoin-ი ყველაზე მეტად პოპულარული აღმოჩნდა კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ორეგონში. განხილვების კუთხით მესამე ადგილი დაიკავა Boeing-ის აქციებმა. 

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, Tesla-ს აქციების ფასი 283%-ზე მეტით გაიზარდა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასმა მოიმატა 60 %-ით. 

image.png

წყარო: TradingView 

Apple, რომლის კოტირებები წლის დასაწყისიდან მოყოლებული გაიზარდა 53%-ით, ვერ გახდა ლიდერი ვერც ერთ შტატში. TradingView-ში აღნიშნავენ, რომ ტრეიდერებისა და ინვესტორების ინტერესი კომპანიის მიმართ მეტად დაბალია. 

Bitcoin-ის, როგორც ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტის ალტერნატივის როლს, ბევრი ექსპერტი აღნიშნავს. 

ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა BTC-ს უწოდა მსოფლიო ეკონომიკის ვარდნისგან დაზღვევა, Nasdaq-ზე კოტირებადმა კომპანია MicroStrategy-მ 250 მლნ აშშ დოლარი შეიტანა Bitcoin-ში. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button