შვეიცარიის ბანკი მომხმარებლებს შესთავაზებს Bitcoin-ში ინვესტირებას
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი შვეიცარიული Basler Kantonalbank მომდევნო წლიდან მომხმარებლებს შესთავაზებს Bitcoin-ში ინვესტირების შესაძლებლობას.
ციფრული აქტივების შენახვისა და ვაჭრობის შეთავაზებას აამოქმედებს ბანკის შვილობილი კომპანია Cler.
ცნობილია, რომ Basler Kantonalbank გახდება შვეიცარიის პირველი კანტონური ბანკი, რომელიც საქმიანობას კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში დაიწყებს. ამჟამად ციფრული ვალუტების სფეროში ქვეყნის მასშტაბით დომინირებენ კრიპტო-ბანკები Seba და Sygnum, აგრეთვე ტრადიციული საკრედიტო-საფინანსო მონაწილეები, რომელთა შორისაა Falcon და Maerki Baumann.
ბანკში აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტების მხარეს გადასვლა განაპირობა იმ ახალგაზრდა კლიენტურის მხრიდან არსებულმა მოთხოვნამ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრულ აქტივებში ინვესტირებით.
Cler-მა უკვე დაიქირავა კრიპტოვალუტების ექსპერტი, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ციფრული აქტივების ქვეგანყოფილებას.
შეგახსენებთ, ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის მოგება გაიზარდა წლის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების სერვისების ამოქმედების ფონზე.