Hi-Techავტომობილიახალი ამბები

შედგა იაპონური მფრინავი ავტომობილის ტესტირება ბორტზე მძღოლით

მფრინავი ავტომობილების იაპონურმა მწარმოებელმა კომპანია SkyDrive-მა ჩაატარა SD-03 მოდელის ტესტირება ბორტზე ადამიანით, თუმცა ინჟინრები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე გასვლისთვის საჭიროა უსაფრთოხების დონის გაუმჯობესება. 

ვიდეოზე, რომელიც კომპანიამ წარადგინა, მოცემულია, რომ აპარატი აფრინდა 1-2 მეტრ სიმაღლეზე და ასეთ მდგომარეობაში გაჩერდა 1 წუთის განმავლობაში. თანაც, ამ მოწყობილობის მოქმედებისას მასში პირველად იმყოფებოდა ადამიანი. 

SkyDrive-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მფრინავი ავტომობილი ბაზარზე 2023 წელს გამოვა. მან აღნიშნა, რომ ინჟინრებს კიდევ მოუწევთ უსაფრთხოებაზე მუშაობა – სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი არგუმეტი ხელისუფლებისთვის, რათა მოწყობილობა საზოგადოებრივი მოხმარების სფეროში დაინერგოს. 

„მსოფლიოში არსებული მფრინავი ავტომობილების 100 პროექტიდან მხოლოდ რამდენიმემ მიაღწია წარმატებას და შეძლო ბორტზე ადამიანის აყვანა“ – დაამატა მან. 

SkyDrive-ის ტესტირების ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2EONS2N 

ამჟამად მანქანას შეუძლია იფრინოს მხოლოდ 5-10 წუთის განმავლობაში, თუმცა თუკი ინჟინრები შეძლებენ ფრენის გახანგრძლივებას 30 წუთამდე, დაიწყება ექსპორტირება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისგან განსხვავებით, მანქანის ვერტიკალური აფრენა უზრუნველყოფს უფრო სწრაფ გადაფრენას ერთი წერტილიდან მეორემდე. 

image.jpeg

„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო – თუკი მოწყობილობა 10 მლნ აშშ დოლარი ეღირება, მას არავინ იყიდის. თუკი იგი მხოლოდ 5 წუთს იფრენს  არავინ იყიდის. თუ ჩამოვარდება – არავინ იყიდის“ – დაამატა კომპანიის ხელმძღვანელმა. 

პროექტი SkyDrive ამოქმედდა, როგორც მოხალისეობრივი პროექტი 2012 წელს. მას აფინანსებენ წამყვანი იაპონური კომპანიები – Toyota Motor Corp., Panasonic Corp. და ვიდეოთამაშების მწარმოებელი Bandai Namco. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button