მოდა და სტილისაინტერესოსხვადასხვახელოვნება

იანა ნედზვეცკაიას მოდების ჩვენება წყალქვეშ

ალბათ უამრავ ჩვენთაგანს უნახავს ორიგინალური მოდის ჩვენება, სხვადასხვა არაორდინალური კოსტიუმებითა თუ დეკორაციებით. მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება რუსმა დიზაინერმა იანა ნედზვეცკაიამ  წყალქვეშ გამართული მოდის ჩვენებებით მიიპყრო.

დიზაინერს მსგავსი ორიგინალური წარმოდგენისკენ წყლის სიყვარულმა უბიძგა. იანას პირველი წყალქვეშა ჩვენება ჯერ კიდევ 2015 წელს საცურაო აუზზე გაიმართა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ ჩვენებისათვის დიზაინერი დიდი ხანი ემზადებოდა, აღსანიშნავია, რომ ჩვენებაში მონაწილე მოდელებისათვის მან ინსტრუქტორიც კი დაიქირავა, რათა მათთვის წყალში დგომა და სწორად მოძრაობა ესწავლებინა.

იანას მეორე, კიდევ უფრო გრანდიოზული ჩვენება შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართა. ამ ჩვენებისთვის ის ორი წელი ემზადებოდა.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button