ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: Bitcoin-ი ინსტიტუციონალებს მიიზიდავს დოლარის გაუფასურების გამო

ამერიკელი ინსტიტუციონალი ინვესტორების ინტერესი ოქროს მიმართ დადებითად აისახება Bitcoin-ის მასობრივი მიღების საკითხზე – დარწმუნებულია კომპანია Gold Bullion International-ისა და 10T Holdings-ის თანადამფუძნებელი დენ ტაპიერო. 

მისი თქმით, ამ მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა შტატ ოჰაიოს პოლიციისა და სახანძრო დაცვის ფონდმა, რომელმაც 16 მლრდ აშშ დოლარი ჩადო ოქროში – საერთო ინვესტიციების 5%. ამგვარად ორგანიზაციამ თავი დაიზღვია ინფლაციისგან დოლარის გლობალური რეცესიის ფონზე. 

„ფიატური ვალუტის გაუფასურება ასტიმულირებს ინვესტირებას ოქროში ამჟამად და Bitcoin-ში – სამომავლოდ“ – აღნიშნა ტაპიერომ. 

აგვისტოს დასაწყისში უნცია ოქროს ფასმა მიაღწია რეკორდულ 2089 აშშ დოლარიან მაჩვენებელს აშშ-ის ეკონომიკური გაურკვევლობის, საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და მოსახლეობის ფულადი სტიმულირების ფონზე.  

ადრე მილიარდერმა უორენ ბაფეტმა ძვირფასი ლითონის ინვესტიცია მოახდინა – მან შეიძინა ოქროს მომპოვებელი კომპანია Barrick Gold-ის თითქმის 21 მლნ აქცია 562 მლნ აშშ დოლარად. 

ამასთან, ფასის კორელაცია ოქროსა და Bitcoin-ს შორის გაორმაგდა ბოლო სამი თვის განმავლობაში და მიაღწია რეკორდულ 67.1 %-იან მაჩვენებელს. 

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში დენ ტაპიერომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ნეგატიური განაკვეთები “მეგახარული” სიგნალია Bitcoin-ისთვის. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button