ახალი ამბებივიდეომსოფლიოსაზოგადოება
ბარაკ ობამამ ბავშვთა ჰოსპიტალს საახალწლო საჩუქრები დაურიგა
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბავშვთა ჰოსპიტალს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.
საჩუქრებით სავსე ხურჯინი და სანტას ქუდი – ასე გამოწყობილი ეწვია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2018/12/ობამამ-ბავშვთა-ჰოსპიტალს-საახალწლო-საჩუქრები-დაურიგა2.jpg?w=780&ssl=1)
“ჩემი ირმები სადღაც თოვლში ჩაეფლნენ. ამიტომ გამოვიყენე შანსი, პირადად მენახა ყველა თქვენგანი,” – თქვა ობამამ. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა საჩუქრები ბავშვებსა და ჰოსპიტლის თანამშრომლებს დაურიგა.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2018/12/ობამამ-ბავშვთა-ჰოსპიტალს-საახალწლო-საჩუქრები-დაურიგა1.jpg?w=780&ssl=1)
ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს 2009-14 წლებში ტრადიციულად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა სტუმრობდა.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2018/12/ობამამ-ბავშვთა-ჰოსპიტალს-საახალწლო-საჩუქრები-დაურიგა.jpg?w=780&ssl=1)