ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი – ეს არის მონაცემთა განაწილებული ბაზა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერში არსებობს. ეს ბაზა მუდმივად იზრდება მასში ახალი ჩანაწერების ან „ბლოკების“ დამატების შედეგად. თითოეული ბლოკი შეიცავს დროის ნიშნულს და ბმულს წინა ბლოკზე, ამიტომ ისინი ფაქტობრივად ქმნიან ჯაჭვს ( block chain – ბლოკების ჯაჭვი). 

მონაცემთა ბაზა არ იმართება ვინმე კონკრეტულის მიერ, ამის ნაცვლად ქსელის თითოეულ მომხმარებელს აქვს მონაცემთა მთელი ბაზის ასლი. ძველი ბლოკები სამუდამოდ ინახება, ახალი ბლოკები კი ემატება რეესტრში, რაც შეუძლებელს ხდის მანიპულირებას დოკუმენტების, ტრანზაქციებისა და სხვა ინფორმაციის გაყალბების მეშვეობით. ერთი ჩანაწერის ფალსიფიკაცია გამოიწვევს მთლიანი ჯაჭვის ფალსიფიკაციას. 

ნებისმიერს აქვს წვდომა ბლოკჩეინზე სრულ ინფორმაციაზე, თუმცა მხოლოდ სპეციალური პრივატული გასაღების მფლობელს შეუძლია დაამატოს ახალი ჩანაწერი კონკრეტულ ჯაჭვზე. სანამ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვინც გასაღებს ფლობს, ვერავინ შეძლებს თქვენი ტრანზაქციებით მანიპულირებას. გარდა ამისა, კრიპტოგრაფია გამოიყენება იმისთვის, რომ გარანტირებულ იქნას ბლოკჩეინის ასლის სინქრონიზაცია ქსელში არსებულ ყველა კომპიუტერზე ან ნოუდზე. 

ბლოკჩეინი არ საჭიროებს ტრანზაქციების საფასურს – საჭიროა მხოლოდ დანახარჯები ინფრასტრუქტურაზე. 

ბლოკჩეინი დეცენტრალიზებულია, გამჭვირვალე და უსაფრთხო. ამ თვისებების წყალობით ახალ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი – შეცვალოს ფინანსური სისტემა. 

დეცენტრალიზაცია 

ბლოკჩეინი ძირს უთხრის მომსახურების გაწევის ცენტრალიზებული სისტემის საფუძველს. ტექნოლოგია ტრანზაქციების განხორციელების საშუალება იძლევა შუამავლების (მაგალითად, ბანკების) გარეშე. 

ბლოკჩეინის მეშვეობით ნებისმიერი კონტრაქტი გარდაიქმნება პროგრამად, რომელიც შესრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარე შეასრულებს მოლაპარაკების პირობებს. ამ მექანიზმს ეწოდება „სმარტ-კონტრაქტები“ და მათი გამოყენების სივრცე პრაქტიკულად უსაზღვროა.  

ამავე პროგრამას შეუძლია გამოიკვლიოს ინფორმაცია მონაცემთა გარე წყაროებიდან (მაგალითად, აქციების ფასი, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა დანარჩენი, რისი გაანალიზებაც კომპიუტერს შეუძლია) და შექმნას კონტრაქტები, რომლებიც ავტომატურად შესრულდება განსაზღვრული პირობების შესრულებისას. სმარტ-კონტრაქტების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სიტუაციაში: ფინანსური დერივატივებიდან დაწყებული – სადაზღვევო შენატანით, უძრავი ქონების არენდით, იურიდიული პროცესებითა და ქრაუდფანდინგით დამთავრებული. 

გამჭვირვალობა 

ბლოკჩეინი ფარავს კომპანიის ან პირის ვინაობას და აჩვენებს მხოლოდ საჯარო მისამართს. საჯარო მისართი წვდომას იძლევა საფულეში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციაზე და არა მისი მფლობელის პირად ინფორმაციაზე. 

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იხილოს ყველა ტრანზაქცია, რომლებიც კონკრეტული მისამართიდან შესრულდა. ამგვარი გამჭვირვალობა განაპირობებს ანგარიშვალდებულების მაღალ დონეს. 

უსაფრთხოება 

ბლოკჩეინის უსაფრთხოება – უპირველეს ყოვლისა, ეს არის მონაცემების შეცვლის შეუძლებლობა ჯაჭვში მათი თავდაპირველი შეყვანის შემდეგ. 

ამ თვისებას უზრუნველყოფს ჰეშ-მაჩვენებელი. მონაცემთა გადაცემისას ჰეშ-მაჩვენებელი შეიცავს არა მხოლოდ წინა ბლოკის მისამართს, არამედ წინა ბლოკში არსებული მონაცემების ჰეშს. ამიტომ ერთი ბლოკის ჩანაწერების მინიმალური ცვლილებაც კი ააქტიურებს ყველა ბლოკის ჰეშის ცვლილების „ჯაჭვურ რეაქციას“. ეს პარამეტრი ბლოკჩეინზე ჩაწერილ მონაცემებს აქცევს უცვლელად და უსაფრთხოდ. 

თავად განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის იდეა სიახლე არ არის: თავდაპირველად იგი ჩაიდო 1976 წელს კვლევით სტატიაში „ახალი მიმართულებები კრიპტოგრაფიაში“, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მისი რეალიზაცია მეტად რთულად და საფრთხისშემცვლელად ითვლებოდა. 

თუმცა 2008 წელს უცნობმა პროგრამისტმა (ან ადამიანთა ჯგუფმა) ფსევდონიმით – სატოში ნაკამოტომ წარადგინა Bitcoin – ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის უფრო მარტივი, უსაფრთხო და გაცილებით ეფექტური რეალიზაცია. 

Bitcoin  გახდა ერთ-ერთი პირველი ციფრული ვალუტა, რომელშიც გამოიყენებოდა ეს ტექნოლოგია გადახდების განხორციელებისთვის. ბლოკჩეინის წყალობით Bitcoin ასევე გახდა პირველი ციფრული ვალუტა, რომელმაც გადაჭრა ორმაგი ხარჯის პრობლემა.  

ამგვარი განაწილებული რეესტრის უპირატესობები აშკარაა: ხარჯებისა და რისკების შემცირების, მონაცემთა უსაფრთხოებისა და ყველა ტრანზაქციის გამჭვირვალობის წყალობით კომპანიებსა და კორპორაციებს შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ამ ტექნოლოგიისგან. ბევრმა კომპანიამ და ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ბლოკჩეინის გამოყენება საერთაშორისო გადარიცხვების ღირებულების შემცირების მიზნით. ზოგიერთმა ქვეყანამ კი უკვე შეიმუშავა საკუთარი ეროვნული ბლოკჩეინი. 

დეველოპერებმა დაიწყეს საკუთარი ბლოკჩეინებისა და კრიპტოვალუტების შექმნა. მათი თქმით, ახალ ბლოკჩეინებს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ, ვიდრე Bitcoin-ის ბლოკჩეინს. გამოჩნდა უამრავი ლიდერი, პოპულარული ინვესტორი, ტრეიდერები და კრიპტო მედია, რომელთაც მილიონობით ხალხი უსმენს. პრაქტიკულად ყველა მათგანი თანხმდება ერთზე – სამომავლოდ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია რადიკალურად შეცვლის არა მხოლოდ ფინანსურ სისტემას, არამედ ადამიანთა ცხოვრების უმეტეს სფეროს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button