
კემერონ უინკლუოისი: არ გქონდეს Bitcoin-ი – ეს იგივეა, არ გეყიდა Amazon-ის აქციები 2000-იან წლებში
კრიპტო-ბირჟა Gemini-ს თანადამფუძნებელმა კემერონ უინკლუოსმა განაცხადა, რომ დღესდღეობით Bitcoin-ის არქონა უფრო უხეში საინვესტიციო შეცდომაა, ვიდრე 2000-იან წლებში ტექნოლოგიურ კომპანიებში თანხის ჩადებისგან თავის შეკავება.
2000 წლის 1 იანვარს Amazon-ის აქციის ღირებულება 76 აშშ დოლარი იყო – ამჟამად ფასიანი ქაღალდების კოტირება 3165 აშშ დოლარის დონეზეა. 20-წლიანმა ზრდამ 4000 %-ს გადააჭარბა.

უინკლუოსი პირველი არ არის, ვინც Bitcoin-ი შეადარა იმდროინდელ ტექნოლოგიურ გიგანტებს – Apple-ს, Google-ს, Microsoft-ს ან Amazon-ს, რომელთა კაპიტალიზაცია სწრაფად იზრდებოდა ინტერნეტის განვითარებასთან ერთად.
გასული წლის შემოდგომაზე Morgan Creek Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ კრიპტოვალუტას უწოდა მომდევნო რევოლუციური ტექნოლოგია. მისი აზრით, Bitcoin-ი უფრო მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობაა, ვიდრე Аmazon. მან მოუწოდა ამ უკანასკნელის აქციების გაყიდვისკენ, რომელთა ფასი იმ დროს დაახლოებით 1755 აშშ დოლარს შეადგენდა.
ადრე, კრიპტოვალუტის არასტაბილურობაზე საუბრისას, მან გაიხსენა, რომ Amazon-ის კოტირებები ყოველ წელს განიცდიდა ვარდნას და ორჯერ დაეცა 90%-ით.
შეგახსენებთ, იუსკოს აზრით Bitcoin-ი 2020-2021 წლებში შესაძლოა აღმოჩნდეს 50-100 ათასი აშშ დოლარის დიაპაზონში.