თვითგანვითარებაინსპირაცია

როგორ მოვიზიდოთ პოზიტიური ენერგია?

სამყარო სავსეა ენერგიებით, ზოგიერთი პოზიტიურია, ზოგიერთი ნეგატიური. ზოგჯერ თავს გამოფიტულად ვგრძნობთ და ცხოვრებაში პოზიტივი გვჭირდება გამოსაცოცხლებლად.

რა თქმა უნდა, ყველანი განსხვავებულად აღვიქვამთ მოვლენებს, თუმცა თუ საკუთარი თავისას ირწმუნებ, შეძლებ დადებითი მუხტის მოზიდვას.

პოზიტიური მაგიური ენერგიის მოზიდვის გზები:

  • აიღე ცხოვრების პასუხისმგებლობა

აიღე პასუხისმგებლობა შენს სიტყვებზე და ქმედებებზე. თუ მუდმივად სხვებს ადანაშაულებთ იმაში, რაც თქვენ გამოიწვიეთ, პოზიტიურ ენერგიებს ნუ ელოდებით. ნეგატიური მოქმედებები, ნეგატიურ ეფექტებს იწვევს.

  • ითხოვე დახმარება, როცა გჭირდება

თუ დახმარება გჭირდება, ნუ იყოყმანებ ითხოვო, თუ არა. ზედმეტი დატვირთვის აღება კარგს არაფერს მოგიტანს. ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებ.

  • დრო გამონახე ბუნებისთვის

გადი ბუნებაში და დაამყარე რეალური კავშირი მასათან. იპოვე შენი თავი და მიეცი სულს საზრდო. დაუბრუნდი რეალურ მეს. გაგაოცებს ბუნებაში გატარებული რამდენიმე წუთის ეფექტიც კი.

  • შეცვალე პერსპექტივა

იყავი მეტად პოზიტიური ცხოვრებაში. როცა რაღაც ცუდი ხდება, ეცადე რომ მასში დადებითი მხარეც დაინახო. ყველა სიბნელეშია მცირე ნათელი, რა რთულიც არ უნდა იყოს მისი დანახვა.

  • ფოკუსირდი იმაზე, თუ ვინ გინდა იყო

კარგად მოიფიქრე, როგორი გინდა იყო და იმუშავე ამისთვის. ნუ შეგიპყრობს, თუმცა იცოდე საით გინდა წასვლა. იდეალური ვერ იქნები, თუმცა, მუდმივად უნდა მუშაობდე.

  • სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ

ეცადე სიკეთე გამოავლინო. სულ თუ ცივი და ბრაზიანი იქნები, პოზიტივი რა თქმა უნდა დაგივიწყებს. თუ სიმშვიდე და სიხარული გინდა, ცოტა შენც უნდა გასცე.

  • გაიაზრე შენი დადებითი მხარეები

იფიქრე, რა გხდის განსაკუთრებულს. შენს დადებით მხარეებზე კონცენტრირდი და განავითარე ისინი.

  • შეეშვი შენი თავის გაფლანგვას

ნუ მისცემ სხვებს საშუალებას გადაგიარონ. დაიცავი შენი ენერგია. მთელ ძალას თუ სხვებს დაუთმობ, შენთვის აღარაფერი დაგრჩება.

  • თავი დააღწიე წარსულს, მომავალი კი ნუშეგიპყრობთ

წარსულში ნუ იცხოვრებ. მას ვერ შევცვლით, ამიტომ მოძრაობა უნდა განვაგრძოთ. მომავალზე დარდი კი არაფერს მოგვიტანს. ცხოვრება არის ახლა და არა ხვალ.

იყავი კეთილი მათთვის ვინც შენთვის ბევრს ნიშნავს. გაეცი და აკეთე კარგი, რათა შენც მიიღო. პოზიტიური ენრგიები შენს ირგვლივ შეგროვდებიან და ყველაფერი გაცილებით გამარტივდება. 🙂

სტატია მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button