Apple ყიდულობს კომპანიებს, რათა წვდომა მიიღოს ტექნოლოგიებსა და სერვისებზე
გასულ კვირას ამერიკელმა კონგრესმენებმა დაკითხეს Alphabet-ის, Facebook-ის, Amazon-ისა და Apple-ის ხელმძღვანელობა, რათა გაეანალიზებინათ მათი საქმიანობა ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევის კუთხით. CNBC-ისთან ინტერვიუში Apple-ის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განმარტა, რომ ხელისუფლებას არავითარი კითხვა არ ჰქონია მისი კომპანიის მონოპოლიური სტრატეგიის შესახებ.
მისი თქმით, ახსნა-განმარტება გამოწვეულია Apple-ის სწრაფვით – შეიძინოს სხვა კომპანიები არა კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ წვდომა მიიღოს საჭირო ტექნოლოგიებსა და სერვისებზე. საკმარისია იმ ფაქტის გახსენება, რომ P.A Semi-ს ხალხი მონაწილეობს Apple-ის პროცესორების შემუშავებაში. ხსენებული კომპანია Apple-მა შეიძინა 2008 წელს, თანამედროვე iPhone-ების ბევრი ფუნქციონალური შესაძლებლობა კი გამოჩნდა პროფილური ტექნოლოგიების (Touch ID-დან დაწყებული – ანიმირებული ემოჯიების) დეველოპერი კომპანიების შეძენის შედეგად. თავისი განვითარების გარკვეულ ეტაპებზე Apple ყოველ რამდენიმე კვირაში თითო ახალ კომპანიას ყიდულობდა, თუმცა ამგვარი გარიგებები ყოველთვის არ ხდება საჯარო. თითქმის 200 მილიარდი აშშ დოლარის ფლობით Apple-ს შეუძლია თავს განვითარების ამგვარი გზის გავლის უფლება მისცეს.
წყარო: overclockers.ge