ნუ ენდობი შენი თავის მომავლის ვერსიას!
“როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ჩემი თავის მომავლის ვერსია როგორღაც ყველაფერ იმას გააკეთებდა, რასაც მე ვერ ვახერხებდი.
არ ვიყავი თავდაჯერებული გოგოებთან – მომავლის მე იქნებოდა.
მეშინოდა საჯარო გამოსვლების – მომავლის მეს ეს არ გაუჭირდებოდა.
არაფერი ვიცოდი ბიზნესის შესახებ – მომავლის მე კი ბრწყინვალე ბიზნესმენი იქნებოდა.
არ ვიცოდი საიდან მოვიდოდა ეს ყველაფერი და ვფიქრობდი, რომ თავდაჯერებულობა, ცოდნა და სხვა უნარები უბრალოდ ასაკთან ერთად მოვიდოდა.
მაგრამ რეალობა სხვაგვარია.
იმის ნაცვლად, რომ უკეთესი გახდე, უბრალოდ ასაკი გემატება.
დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ გამეცნობიერებინა:
- არაფერი მეცოდინებოდა, სანამ არ ვისწავლიდი.
- ვერაფერს გამოვცდიდი, სანამ არ მოვინდომებდი.
- არაფერი მექნებოდა, სანამ რამის მიღებას არ შევეცდებოდი.
ჩემი შიშები, დაუცველობა და სისუსტეები ყოველთვის ჩემთან დარჩებოდა, რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, თუ მე არაფერს მოვიმოქმედებდი.
ნუ იქნებით ჩემსავით დელუზიური
იმის ნაცვლად, რომ ჩემსავით ცრუ იმედები გქონდეთ, გირჩევთ თქვენი თავი ისეთივე წარმოიდგინოთ მომავალში, როგორიც ახლაა ხართ. იგივე პრობლემებით, უბრალოთ, ნაკლები დროით.
არ გეუბნებით რომ ნეგატიურად შეხედოთ მომავალს, უბრალოდ, იყავით რეალისტები.
მარტივია:
- ვარჯიში
- დიეტაზე დაჯდომა
- წონის დაკლება
- მედიტაცია
- ცუდი ჩვევის დავიწყება
- კომფორტის ზონიდან გაღწევა
- რთული დიალოგის აწყობა
- დანაპირებების შესრულება
- ფულის დაზოგვა
- სწავლა
ხვალ… ეს ყველაფერი მარტივია. მაგრამ, შეგიძლია ეს დღეს გააკეთო?
თუ დღეს შიში უკან გხევთ, რა შეიცვლება ხვალ?
ნუ ენდობი შენი თავის ხვალინდელ ვერსიას
რამდენჯერ მითქვამს:
“ორშაბათს დიეტას დავიწყებ.”
“მომდევნო თვიდან ჩემი მიზნის შესრულებას შევუდგები.”
“ახალი წლიდან შევიცვლები.”
თუმცა, როგორც კი ის მომენტი მოსულა, ისევ მომდევნო თარიღისთვის გადამიდია ჩემი გეგმები…
მაგრამ, რატომ ხდება ეს? ჩემ თავს სერიოზულად არ ველაპარაკები?
თითქმის შევფიცე ჩემ თავს, რომ ამას გავაკეთებდი.
თუმცა მომავლის მე მარტივად ახერხებს ძველი მეს პირობების შეცვლას, რადგან იცვლება მომენტი და ეცვლება გული.
სწორედ ესაა მიზეზი. მომავლის ვერსიას ვერ დაეყრდნობი, რადგან არ იცი რას იგრძნობ ხვალ, როგორ განწყობაზე იქნები მომავალში?
თუ რაიმე თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, ნუ გადადებთ მას ხვალისთვის. გააკეთეთ დღესვე, ამ წუთასვე და ის გამოგივათ.
დღეს ყველაზე დიდი ხართ, რაც ოდესმე ყოფილხართ და ყველაზე პატარა, რაც აწი იქნებით.
არასდროს გექნებათ მეტი დრო იმ მიზნის განსახორციელებლად, რაც ახლა გაქვთ.
დაუმეგობრდი შენი თავის მომავალ ვერსიას
“დღეს ისეთი რამ გააკეთე, რისთვისაც ხვალინდელი შენი თავი მადლობას გეტყვით.” – ანონი
ადამიანების უმეტესობა იმის გაკეთებას არჩევენ, რაც მათთვის მარტივია იმ მომენტში და არა იმის რაც უფრო ჭკვიანური ან სასარგებლო იქნებოდა მათთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში.
მოდი დავიწყოთ ადრე დაწოლით და მივცეთ შენი თავის მომავლის ვერსიას საუკეთესო წინაპირობა.
გაუნაღდე შენი თავის მომავალს შემდეგი:
- 8 საათიანი ძილი.
- სუფთა და დალაგებული სახლი.
- ჯანმრთელი საკვები მაცივარში.
- ფული საფულეში და ბანკში.
- მკაფიო მიზნები და სწორად განსაზღვრული დღის გეგმა.
იყავი შენი თავის მომავლის ვერსიის მეგობარი და არ ინანებ.
დასკვნისთვის:
- ცხოვრება ახლა უმჯობესდება – არა ხვალ.
- ხვალისთვის იმას ნუ გადადებ, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლია.
- ნუ დაეყრდნობი “რასაც გააკეთებ”. ეს არ ითვლება.
- თუ გინდათ რამე მოხდეს – თქვენ უნდა მოახდინოთ ის.
- თუ არ გინდათ, რომ მოხდეს – არ მოხდება.
- თქვენი წიგნი მანამ არ დაიწერება, სანამ წერას არ დაიწყებთ.
- თქვენი ფილმი მანამ არ შეიქმნება, სანამ თქვენ არ შექმნით მას.
- თქვენი ბიზნესი თქვენს გარეშე არ დაიწყება.
- თავის ნებაზე მიშვებული დრო, არაფერს გაგიუმჯობესებთ.”
ამ წუთას განხორციელებული კარგი გეგმა, უკეთესია ვიდრე სხვა დროისთვის გადადებული ბრწყინვალე გეგმა. – გენერალი, ჯორჯ ს. პეიტონი
ხვალ, ამოუცნობი მიწაა, სადაც ადამიანების მოტივაცია, პროდუქტიულობა და მიღწევები 99%-ითაა გაზრდილი. – ანდაზა
წარმატებებს გისურვებთ!!!