ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ფიუჩერსებისადმი ღია ინტერესმა ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე მიაღწია 724 მლნ აშშ დოლარიან მაქსიმუმს

Bitcoin-ის აღმასვლის ფონზე ფიუჩერსების ღია პოზიციების რიცხვმა ჩიკაგოს რეგულირებად ბირჟაზე 724 მლნ აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწია. 

ანალიტიკურ სერვის Skew-ის მონაცემების თანახმად, მაჩვენებლის ზედა მიმართულებით ნახტომი მოხდა ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე: 

ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ 1.3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ დრომდე საშუალო მაჩვენებელი 300 მლნ აშშ დოლარს ოდნავ ქვემოთ იყო. 

Arcane Research-ის ანალიტიკოსების დაკვირვებით ღია ინტერესის (OI) წინა მაქსიმუმი – 532 მლნ აშშ დოლარი ბირჟაზე დაფიქსირდა მიმდინარე წლის მაისში. ჯამურმა OI-მ პოპულარულ დერივატივულ ბირჟებზე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს და მიაღწია თებერვლის მაქსიმუმს. 

image.png

წყაროები: Arcane Research, skew. 

ღია ინტერესმა ბირჟა BitMEX-ზე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, გარკვეული დროის განმავლობაში ბირჟა კვლავ ლიდერებში მოხვდა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობა ფიქსირდებოდა Huobi-ზე, ღია ინტერესების მხრივ კი მოწინავეა OKEx. 

„ღია ინტერესის მკვეთრი ზრდა ან ღია პოზიციების ფასის მატება დერივატიულ კონტრაქტებში მოწმობს იმას, რომ ბაზარზე შედის მეტი ფული, ტრეიდერები კი ელიან Bitcoin-ის არასტაბილურობის მატებას უახლოეს მომავალში“ – განმარტავენ The Block-ის ანალიტიკოსები. 

პოპულარულ ფიუჩერსულ ბირჟებზე ვაჭრობის საერთო მოცულობამ მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 

კრიპტოვალუტების „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ მიუთითებს ბაზრის გადახურებაზე: 

image.png

Arcane Research-ის დაკვირვებით, ბოლო ჯერზე ინდექსი მსგავს მაღალ მაჩვენებელზე იმყოფებოდა 2019 წლის ივლისში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button