ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი შესაძლო მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა რომ სიზმრებს ყველა ვნახულობთ, ყველა ვერ ახერხებს მათ დამახსოვრებას. შემთხვევითობის პრინციპით, ზოგიერთი სიზმარი უფრო გვამახსოვრდება ხოლმე, თუმცა იშვიათად თუ ვაკვირდებით მის მნიშვნელობას და ხშირ შემთვევაში პირდაპირ ვიგებთ ნანახს.
სიზმარში რაც ხდება და რა სიმბოლოებსაც ვხედავთ, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი არსებული მენტალური მდგომარეობის შესაფასებლად. სიზმრების აღქმა და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია. გთავაზობთ ყველაზე სავარაუდო და გავრცელებულ ფსიქოლოგიურ ახსნებს, იმ სიზმრების რომლებსაც ყველაზე ხშირად ნახულობენ ხოლმე.
- ავარია
ჩვეულებრივ ეს სიზმარი იმის მიმართ ნერვიულობას გვიხატავს რაც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. გასაუბრება ან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენი გონება კი გვაფიქრებიებს “იქნებ ცუდათ წარიმართოს”.
თუ ავარია შეგმთხვევიათ, უბრალოდ მოგონებაც შეიძლება იყოს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მომავალი მოვლენის გამო ღელვას ასახავს.
- გველები
გველზე სიზმარი საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ის მარტივად კავშირდება ტყუილებთან. ისტორიულად გველები ტყუილთან და თაღლითობასთან იგივდებოდა, თუნდაც ბიბლიაში. სიზმარი შეიძლება ჩვენ შიშს გვიხატავდეს, ან ჩვენ ფიქრს, რომ ვიღაც გარშემომყოფი რაღაცას გვატყუებს.
- გამოცდების ჩაბარება
ამ ტიპის სიზმარი შესაძლოა უბრალოდ იმას გეუბნებოდეს, რომ ცხადში რაიმე გამოცდის ჩაბარება გიწევს, ან გრძნობდე, რომ გარშემომყოფები შენ განგსჯიან. ცუდი არ უნდა იყოს, ზოგჯერ უბრალოდ გონება გვეუბნება, რომ ყურადღების ცენტრში ვართ.
თუ სკოლაში სწავლობ, შეიძლება უბრალოდ სკოლის გამოცდების გამო ნახულობ ამ სიზმარს. ისინი კი, ვინც სკოლა კარგა ხანია უკან მოიტოვა, შეიძლება ღელავდნენ თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე, ან ღელავდნენ მოსალოდნელი მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ.
- კბილის დაკარგვა
თუ სიზმარში კბილს კარგავთ, ეს იმის ნიშანია რომ ცხოვრების იმ გზაზე მიდიხართ, რომელზეც არ უნდა იყოთ. შესაძლოა ვინმეს ისეთი რამ უთხარით რასაც ნანობთ, ან ზედმეტად ცივად ექცევით იმ ადამიანებს რომლებიც თქვენზე ზრუნავენ. სიზმარი გიჩვენებთ, რომ რაღაცებს უკან ვერ დააბრუნებთ.
- სერიოზული კრახი
სიზმრად თუ ნახავთ, რომ ცხოვრებაში სერიოზული მარცხი იწვნიეთ არ იდარდოთ. ეს იმის ნიშანია რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი შესაძლებლობები გიჩნდებათ, თუმცა ცვლილებების შიშით გამოწვეული სტრესი მძიმედ გაწვებათ. წინსვლის დროა…
- სიკვდილი ან ვინმეს სიკვდილის ნახვა
სიზმრად თუ საკუთარ, ან რომელიმე ახლობლის სიკვდილს ნახავთ, ეს იმის ნიშანია რო თქვენ ცხოვრებაში რაღაც ეტაპი ან მოვლენა დასასრულს უახლოვდება. დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია ხოლმე. ასეთი სიზმარი გვახსენებს ხოლმე, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ.
- სადმე დაგვიანება
როც ასიზმარში ხედავთ, რომ სადმე ძალიან დაგაგვაინდათ, ეს თქვენი სტრესის მაღალ დონეებზე მიუთითებს. გიჩვენებთ, რომ ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობას იღებთ თავზე და ცოტა შესვენების დროა. ასე შეიძლება ბევრი გეგმა ჩაგეშალოთ.
- ღალატი
სიზმრად შეიძლება ნახოთ, რომ გღალატობენ ან განოიცდიდეთ უნდობლობას პარტნიორის მიმართ. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავზე გჭირდებათ მუშაობა, რომ მეტად დაუჯეროთ პარტნიორის სიტყვებს, ან უბრალოდ მეტად ენდეთ მას. სხვა შემთხვევაში, შეიძლება რაიმე დაუცველად გაგრძნობინებდეთ თავს.’
- ცნობილ ადამიანთან შეხვედრა
ეს ინსპირაციების სიზმარია, როცა სიზმარში ცნობილ ადამიანებს ხვდებით და ესაუბრებით. ამ შემთხვევაში ცხოვრებაში იმას იღებთ ხოლმე, რაც დიდი ხანია გაკლდათ.
- ვარდნა
ეს სიზმარი ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან სერიოზულისთვის იბრძვით და ვერ ახერხებთ იქ ყოფნას, სადაც უნდა იყოთ. შესაძლებელია ისეთი სირთულის წინაშე დგახართ, რომლის გადაჭრის გზებიც არ იცით. მიუხედავათ რთული გზისა, როცა დაეცემით ყველაფერი თავის ადგილას დადგება. გახსოვდეთ ეს!
- ფრენა შეგიძლია
ასეთ დროს, გსურთ იმ სიტუაციიდან თავის დაღწევა რომელშიც იმყოფებით. შესაძლოა რაღაც ისეთისგან განთავისუფლდით, რაც დიდი ხანია გაწუხებდათ, ან გსურთ რომ ასე მოხდეს.
- ვინმეს მოკვლა
ასეთი სიზმრები შეიძლება დიდი რაოდენობის ვიდეო თამაშების ან ძალადობრივი ფილმების შედეგი იყოს. ან გვესიზმროს როცა ჩვენი ბრაზის დათრგუნვას ვცდილობთ.
ყველა შემთხვევაში ეს სიზმარი ნეგატიურია. თუ სისტემატიურად ნახულობ სიზმარს, რომელშიც ხალხს ხოცავ, ყურადღება გმართებს. შენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც საჭიროა, მედიაში და ფილმებში ნანახი ძალადობის სიუხვისდა მიუხედავად.
- ფული
პოზიტიურიც შეიძლება იყოს და ნეგატიურიც. უმეტესობას მეტი ფული გვსურს, რათა მეტად შევძლოთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. ამის უკეთესი ხერხებიც არსებობს, თუმცა უმეტესობისთვის სიამოვნებასთან და ბედნიერებასთან ფული უფრო ასოცირდება.
ასე რომ, ფულთან დაკავშირებული სიზმრები, უბრალოდ მეტი ფულის სურვილს შეიძლება ნიშნავდეს, რომლითაც საბოლოოდ შეძლებთ დაგეგმილ შვებულებაში წასვლას, ახალი მანქანის ყიდვას….
ხანდახან, შეიძლება ძალაუფლების სურვილს აღნიშნავდეს. რაც, კარგი ნამდვილად არაა.
- სადღაც დაიკარგე
ჩვეულებრივ ეს სიზმარი შფოთვას ან შიშს აღნიშნავს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ სიზმარი საკუთარ თავთან მიმართებაში. შესაძლოა გონება ჩვენ შიშებს გვიშიშვლებდეს და გვანახებდეს იმას რაც ჩვენი შფოთის მიზეზია.
ზოგჯერ მსგავსი სიზმარი შეიძლება გვეუბნებოდეს, რომ ცხოვრებაში მიმართულება დავკარგეთ. და ისე ვგრძნობდეთ, თითქოს არ გაგვაჩნია მიზნები და მიღწევები.
…
სიზმრის ახსნა დანიელ წინასწარმეტყველის მიერ
- აბანოში შესვლა – დარდისა და ბოროტების ნიშანია.
- ავადმყოფი თუ შენი თავი ნახო – კარგია, თუ ნათესავი – ავია.
- აკვანი – კარგია და უმანკოების ნიშანია.
- აკიდება სპილენძისა – კეთილია და მოგების ნიშანია.
- ალერსი – საკეთილოა და კარგია, გულის ნდომა აგისრულდეს.
- ალმასის პოვნა – ნიშანია ქორწინებისა და ბედნიერი ცხოვრებისა.
- ამაღლებულ ადგილზე რომ დადიოდე – ამხანაგებში ამაღლდები.
- ამაღლება ან ფრენა – ძალიან კარგია, სიწმინდე და სიწრფელის ნიშანია.
- ამხანაგის ნახვა – ახალი საქმის და ახალი ამბავის ნიშანია.
- არყის სმა – სირცხვილისა და სიმწარის ნიშანია.
- აუზში ბანაობა – ცუდია, მაგრამ ბოლო კეთილია.
- ახალი რამე ჩაიცვა – სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია.
- ბალი ჭამო – ცუდია და სინანული.
- ბამბა – კარგია და მადლიან საქმეს აასრულებ.
- ბანკი ნახო – სიმდიდრის და სიხარულის ნიშანია.
- ბანაობა წყალში – სურვილის ასრულებას ნიშნავს.
- ბეჭედი – სიხარულსა და მალე ქორწინებას ნიშნავს.
- ბრმა თუ ნახო – ავადმყოფობას გამოივლი.
- ბრმა სხვა ნახო – ახალ რაიმეს ნიშნავს.
- ბრინჯის ჭამა – ავადმყოფობის ნიშანია.
- განძის პოვნა – დარდი და ვარამია, ფიქრი მოიმატო.
- გველის კბენა – ცუდი ნიშანია, ჩანს მტერი ადვილად მოგერევა.
- გველი თუ მოჰკალი – უთუოდ მტერსაც მოერევი.
- გველთან ლაპარაკი – მეტად კარგ რამეს ნიშნავს.
- გუბეში გადიოდე – ფათერაკს გადაეყარო, იჩხუბო ვისმესთან.
- დამარხვა მკვდრისა – საწადელი აგისრულდეს.
- დანგრეული შენობა ნახო – ყოველიუ საქმე წაგემართოს და გაიმარჯვო.
- დუმის ჭამა – ავადმყოფობაა.
- ეპისკოპოსის ნახვა – ცუდი და სნეულების ნიშანია.
- ეკლესიაში შეხვიდე და ილოცო – ძალიან კეთილი ნიშანია.
- ეკლის ამოღება – მტერს სრულიად მოშორდე და მოისვენო.
- თაფლის ნახვა ან ჭამა – ორივე მეტად ცუდია და ფათერაკია.
- ვალის აღება – დარდისა და ფიქრის შემატებას ნიშნავს.
- იარაღი – კარგია, პატივი და ქონება შეგემატოს.
- იხვი – ცუდი ნიშანია, ანუ ავდარს მოასწავებს.
- კატა – ცუდია, ოჯახში სამდურავი და ჩხუბი აიშალოს.
- ლიმონის ჭამა – ცუდია და სნეულების ნიშანია.
- …