ასტროლოგიაზოდიაქო

მერწყული

მერწყული (♒) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეთერთმეტე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 20 იანვრიდან 18 (ან 19) თებერვლამდე. მერწყულის ზოდიაქო განსხვავდება მერწყულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 თებერვლიდან 11 მარტამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მერწყულის მმართველია — ურანი. თანამმართველია — სატურნი. მერწყულის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — ნეპტუნი, „დაცემულია“ — პლუტონი, „გამოძევებულია“ — მზე. მინეროლოგიური თვალსაზრისით, მერწყულის ძირითადი მინერალია: იაგუნდი. მას ასევე შეესაბამება: მარგალიტი, ამაზონიტი, ონიქსი, ტურმალინი.

სიმბოლო: ♒წყლის მზიდავი
პერიოდი (ტროპიკული): 20 იანვარი — 18 თებერვალი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 თებერვალი — 14 მარტი
პერიოდი (მზის): 16 თებერვალი — 11 მარტი
თანავარსკვლავედი: მერწყული
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: სტაბილური
მმართველი პლანეტა: ურანი
განდევნილი: მზე
ეგზალტაცია: ნეპტუნი
დაცემა: პლუტონი

წყარო
ka.wikipedia.org

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button