ასტროლოგიაზოდიაქოლომი

ლომი (ასტროლოგია)

ლომი (♌) — ზოდიაქოს რიგით მეხუთე ასტროლოგიური ნიშანი. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ლომის ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 ივლისიდან 22 (ან 23) აგვისტომდე. ლომის ზოდიაქო განსხვავდება ლომის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 10 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ლომის მმართველია — მზე. ლომის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — პლუტონი, „დაცემულია“ — ნეპტუნი, „გამოძევებულია“ — ურანი და სატურნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ლომის ძირითადი მინერალია: სარდონიქსი. მას ასევე შეესაბამება: ლალი, ცირკონი, ციტრინი, ჟადეიტი.

სიმბოლო: ♌ლომი
პერიოდი (ტროპიკული): 22 ივლისი — 23 აგვისტო
პერიოდი (ვარსკვლავური): 17 აგვისტო — 16 სექტემბერი
პერიოდი (მზის): 10 აგვისტო — 15 სექტემბერი
თანავარსკვლავედი: ლომი
სტიქია: ცეცხლი
ჯვარი: მყარი
მმართველი პლანეტა: მზე
განდევნილი: ურანი
ეგზალტაცია: პლუტონი
დაცემა: ურანი და სატურნი

Source
https://ka.wikipedia.org/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button