ასტროლოგიაზოდიაქოკურო

კურო (ასტროლოგია)

კურო (♉) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეორე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 აპრილიდან 20 (ან 21) მაისამდე. კუროს ზოდიაქო განსხვავდება კუროს თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 14 მაისიდან 19 ივნისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, კუროს მმართველი პლანეტაა — ვენერა. კუროს ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მთვარე, „დაცემულია“ — ურანი, „გამოძევებულია“ — მარსი და პლუტონი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, კუროს ძირითადი მინერალია: საფირონი. მას ასევე შეესაბამება: აქატი, ავანტიურინი, ლაზურიტი, ფირუზი, ქრიზოპრაზი.

სიმბოლო: ♉ხარი
პერიოდი (ტროპიკული): 19 აპრილი — 20 მაისი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 მაისი — 14 ივნისი
პერიოდი (მზის): 14 მაისი — 19 ივნისი
თანავარსკვლავედი: კურო
სტიქია: მიწა
ჯვარი: მყარი
მმართველი პლანეტა: ვენერა
განდევნილი: მარსი
ეგზალტაცია: მთვარე
დაცემა: ურანი

Source
https://ka.wikipedia.org/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button