20 საინტერესო და ნაკლებადცნობილი ფაქტი ტატუების შესახებ.
ეცის მუმიის ტატუ
მუმია ეცის(3300-3200 ძვ.წ.) სხეულზე, რომელიც ყველას გასაკვირად ხელშეუხებლად იქნა შენახული ყინულში აღმოჩენილია თანამედროვე მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე ძველი ტატუ. მარცხენა მუხლის შიდა მხარეს არის დატატუირებული შავი ჯვარი, წელის ქვედა მხარეს არის ექვსი სწორი ხაზი, კოჭებზე, ფეხებზე და მაჯებზე კი არის პარალელური ხაზები. როდესაც მეცნიერებმა შეისწავლეს მუმია მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი ტატუს ქვეშ ობიექტს ჰქონდა სახსრების დაავადება. მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ეს ტატუები განკუთვნილი იყო ტკივილების შესამცირებლად.
უძველესი ინსტრუმენტები ტატუს დასახატად
არქეოლოგებმა საფრანგეთში, პორტუგალიაში და სკანდინავიაზე აღმოაჩინეს ინსტრუმენტები, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა ტატუების დასახატად. მათი ასაკი შეადგენს დაახლოებით 12 ათას წელს – ანუ ისინი ეკუთვნიან ბოლო გამყინვარების პერიოდის დროს.
უბრალოდ “ტა”
სიტყვა ტატუ მოდის პოლინეზიური სიტყვისგან “ტა”, რომელიც აღწერს ტატუს ნემსების მოხვედრას კანზე. სიტყვა “ტატუიროვკის” პირველი წერილობითი მოხსენიება გვხვდება ჯოზეფ ბენქსის ნამუშევრებში, რომელიც იყო კაპიტან კუკის ხომალდის ნატურალისტი. მანამდე “ტატუს” ევროპელები უწოდებდნენ “marks” ან “prics”.
პოლინეზიური ტატუები
საუკეთესო ტატუებად ითვლება პოლინეზიური ტატუები, რომ დავაზუსტო საუბარი მიდის იმ ტატუებზე, რომლებსაც იხატავდნენ პოლინეზიელები ევროპელების გამოჩენამდე წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში.
ტატუს მოშორების უძველესი მეთოდები
ტატუს მოშორების უძველესი მეთოდებში შედის ქოთნის ქვედა ნაწილში დაგროვებული ნალექის გამოყენებას, რომელიც ერევა კალაში და შემდეგ ეს ნარევი შედის ნაკბენში. ეს ნარევი გამოიყენებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ტატუს მოსაშორებელი ლაზერი
დღეს – უკვე განვითარებულ ეპოქაში ლაზერი ითვლება ტატუს მოშორების საუკეთესო და პოპულარულ მეთოდათ. ლაზერული გამოსხივება შედის კანში და შლის ტატუს პიგმენტებს, რომ ისინი მოსცილდნენ კანს ბუნებრივათ ორგანიზმის იმუნური სისტემის გამოყენებით. ტატუს მოსაშორებლად შავი არის ყველაზე უბრალო ფერი, რადგან ის შთანთქავს უფრო მეტ ლაზერულ სხივს. მწვანე და ყვითელი ტატუების მოშორება უფრო რთულია.
ძველი ბერძნების ტატუები
ტატუიზმის ხელოვნება ბერძნებმა ისწავლეს სპარსებისგან და ტატუს იყენებდნენ, რომ აღენიშნათ მონები ან დამნაშავეები(უფრო მარტივად რომ ეცნოთ გაქცევის შემთხვევაში). რომაელებმა გადაიღეს ბერძნების ეს პრაქტიკა და აწერდნენ ტატუ “FuG”(“გაქცეული”) მონების შუბლებზე.
კალიგულა – ტატუების დიზაინერი
კალიგულა ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე და ყველა დროის გიჟი რომაელი იმპერატორი. ის ერთობოდა იმით, რომ თავის ახლობლებს აიძულებდა უაზრო ტატუების დახატვას.
ტატუების აკრძალვა ევროპაში
787 წელს პაპმა ადრიანე I-მა აკრძალა ნებისმიერი სახის ტატუების დახატვა, თუნდაც დამნაშავეებზე ან გლადიატორებზე. ამ მომენტიდან დაწყებული ტატუიზმი საერთოდ გაქრა დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში მეცხრამეტე საუკუნემდე.
ტატუ როგორც შურისძიების მეთოდი
ტატუიზმს უარყოფითად აფასებდნენ აღმოსავლეთ ევროპაში, უფრო ზუსტად კი ბიზანტიის იმპერიაში. ნაამბობის თანახმად იმპერატორმა თეოფილემ შური იძია ორ ბერზე, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებდნენ მას, მან გასცა ბრძანება, რომ მათ შუბლებზე დაეხატათ თერთმეტი უცენზურო ლექსი.
ქალური ტატუები ძველ ეგვიპტეში
მართალია სურათებში და ქანდაკებებში ტატუები აქვთ როგორც ქალებს ისე კაცებს, მაგრამ ყველა ტატუირებული ეგვიპტური მუმია რომლებიც აღმოჩენილია დღემდე არიან ქალები. ეგვიპტოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს ტატუები ნიშნავდნენ ნაყოფიერებას, უმანკოებას და გაახალგაზრდავებას.
ტატუ ჰაერში
როკ ვარსკვლავი ტომი ლი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში 2007 წელს. ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ტატუ დაიხატა ჰაერში კერძო ავიარეისის დროს მაიამიში.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტატუ
ტომი ლის ყოფილი ცოლი პამელა ანდერსონი იყო ტატუ “სამაჯურის” პოპულარულობაზე პასუხისმგებელი 90-იანი წლების ბოლოს. ის იყო პირველი სელებრითი მალიბუში, რომელმაც დაიხატა ამგვარი ტატუ.
ტატუ მდიდრებისთვის
მეთვრამეტე საუკუნის შუახანებში ტატუები ძალიან პოპულარული იყო ინგლისელი და რუსი არისტოკრატების წრეში. მათ იმხელა ფასი ჰქონდათ, რომ მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ ტატუების დახატვა, ხოლო როდესაც ტატუები ხელმისაწვდომი გახდა უკვე თითქმის ყველასთვის, მათ უკვე თვლიდნენ “შეუფერებლად” ტატუების რენესანსის ეპოქამდე – მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე.
იაკუძას ტატუები
მიუხედავად იმისა, რომ ბანდების წევრების უმეტეს წევრს ახატიათ “საპატიო” ტატუები, ყველაზე ცნობილი კრიმინალური ტატუები ახატიათ იაპონური მაფიის – იაკუძას წევრებს. მისი წევრები ატარებენ რაღაც გარკვეული აზრის მქონე ტრადიციულ ტატუებს მთელ სხეულზე, ამითი ისინი გამოხატავენ თავიანთ ერთგულებას მაფიის მიმართ.
სატატუირებელი მანქანების გამოგონება
ადამიანი, რომელმაც გამოიგონა სატატუირებელი მანქანა 1891 წელს იყო მტატუირებელი ნიუ-იორკიდან სახელად სემუელ ო’რეილი. მის გამოგონებას საფუძვლად ედო დოკუმენტების საკოპირებელი მანქანა, რომელიც გამოიგონა თომას ედისონმა.
ტატუ და შიდსი
ოფიციალურად მედიკოსები ამტკიცებენ, რომ შიდსი შეიძლება ჰიპოთეტურად გადაიცეს ტატუს ნემსებით, მაგრამ არ არსებობს არცერთი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია დაავადების გადაცემაზე ტატუს დახატვის შემდეგ.
გველი – დედას, ღუზა – ვაჟს
უინსტონ ჩერჩილის დედას, ლედი რენდოლფ ჩერჩილს ჰქონდა გველის ტატუ მისი მაჯის გარშემო. ოფიციალურ შეხვედრებზე ის მას ფარავდა ბრილიანტის სამაჯურით. თვითონ ჩერჩილს ჰქონდა დახატული ტატუ თავის წინამხარზე.
ქალური და კაცური ტატუები
2012 წლის გამოკითხვის შედეგად, აშშ-ში უფრო მეტი ტატუირებული ქალი ცხოვრობს, ვიდრე კაცი(23% და 19%). ქალები ორჯერ უფრო ხშირად იშლიან ტატუს ვიდრე კაცები.
მინიმუმ ერთი ტატუ
დაახლოებით 45 მილიონ ამერიკელს აქვს მინიმუმ ერთი ტატუ. ამერიკელები ასევე ბევრ ფულს ხარჯავენ ტატუებში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნაციის წარმომადგენლები(დაახლოებით 1,65 მილიარდი დოლარი წელწადში).
მხოლოდ ერთი ნიუანსი
ისინი ვინც აპირებთ ტატუს დახატვას უახლოეს მომავალში, ღირს რომ იცოდეთ ერთი ნიუანსი. ტატუს დახატვის დროს თქვენი კანი გაიხვრიტება ნემსებით დაახლოებით მინიმუმ 50-ჯერ ან მაქსიმუმ 3000-ჯერ, გააჩნია ტატუს ზომას და ფორმას.