ახალი ამბებისაზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი – 660-მა მოქალაქემ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინო ზონა დატოვა

„მოხარულები ვართ, რომ 600-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საკარანტინო ზონებიდან თავიანთ ოჯახს დაუბრუნდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, ვინც მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდნენ ყველა გადაყვანილია სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონებში, რომლებიც განთვსებულია სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებში.

ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ტრანსფერის და საკარანტინო ზონაში განთავსების პროცესი გამოირჩევა პრევენციული ზომების დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით და ოპერატიულობით.

მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელს და მმართველ გუნდს, რომლემაც გამოიჩინა გულისხმიერება და სასტუმრო საკარანტინო ზონისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმო, რაც გამორჩეულად კარგი მაგალითია კერძო საჯარო თანამშრომლობის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეფექტურად ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ამ ეტაპზე 71 სასტუმროში განთავსებულია 4700-მდე ადამიანი”, -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button