ასტროლოგიაზოდიაქოთხის რქა

თხის რქა (ასტროლოგია)

თხის რქა (♑) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეათე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. თხის რქის ზოდიაქო განსხვავდება თხის რქის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20 იანვრიდან 15 თებერვლამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, თხის რქის მმართველია — სატურნი. თანამმართველია — ურანი. თხის რქის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მარსი, „დაცემულია“ — იუპიტერი და ნეპტუნი, „გამოძევებულია“ — მთვარე. მინეროლოგიური თვალსაზრისით, თხის რქის ძირითადი მინერალია: ქრიზოპრაზი. მას ასევე შეესაბამება: ქალცედონი, აქატი, ლაზურიტი.


სიმბოლო: ♑
პერიოდი (ტროპიკული): 21 დეკემბერი — 20 იანვარი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 იანვარი — 12 თებერვალი
პერიოდი (მზის): 20 იანვარი — 15 თებერვალი
თანავარსკვლავედი: თხის რქა
სტიქია: მიწა
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: სატურნი
განდევნილი: მთვარე
ეგზალტაცია: მარსი
დაცემა: იუპიტერი

Source
https://ka.wikipedia.org/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button