დისექსუალობა – დამოკიდებულება თოჯინებზე
სრულფასოვანი მაღალტექნოლოგიური სექს-თოჯინები, რომლებიც აღჭურვილია რეალისტური სილიკონის კანით, ფლირტის და ორგაზმის იმიტაციით, სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, წერს გამოცემა The Sun.
უკანასკნელ პერიოდში სექს-თოჯინების შექმნის ტექნოლოგია იმდენად წინ წავიდა, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა საკუთარი გემოვნების მიხედვით: სახის, თმის ფერის, მკერდის ზომის და ა.შ შეარჩიოს სასურველი თოჯინა.
მეცნიერების თქმით, სექს-რობოტების ფართო გამოყენება მამაკაცებს მათზე დამოკიდებულებას შეძენს. ეგრედ წოდებული “დისექსუალები” (digisexuals) რეალურ პარტნიორთან ურთიერთობებს გაექცევიან. ერთ-ერთი დაოჯახებული ინჟინერის აღიარებით, იგი დაახლოებით კვირაში ოთხჯერ ამყარებს სექს-რობოტთან ურთიერთობას.
აშშ-ს მანიტობას უნივერსიტეტის პროფესორის, ნილ მაკარტურის სამეცნიერო ნამუშევარში აღნიშნულია, რომ ფსიქოთერაპევტები მზად უნდა იყვნენ მსგავსი ტიპის პაციენტების მისაღებად და დასახმარებლად.ავტორის ყველა