25 ყველაზე საკამათო ტერიტორია თანამედროვე დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე
თუკი დააკვირდებით მსოფლიო რუკას მაშინ დაინახავთ საზღვრებს რომლებიც ყოფენ ერთ სახელმწიფოს მეორისგან. ყველაფერი ჩანს გასაგებად. სამწუხაროდ, რეალობა არ არის ასეთი შთამბეჭდავი. ყოველდღე იცვლება საზღვრები: ზოგიერთი სახელმწიფო ქრება, ზოგიც ჩნდება, ზოგს სურს გაიფართოვოს საკუთარი სამფლობელოები მეზობლის ხარჯზე.
კვიპროსი
საბერძნეთი და თურქეთი ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ვერასოდეს ვერ არსებობდნენ და კვიპროსის პრობლემა საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, რომ გამოხატონ უკმაყოფილება ერთმანეთის მიმართ. კუნძულის ტერიტორია გადადიოდა ხელიდან ხელში წლების განმავლობაში, ხოლო დღეს ის გაყოფილია ორად. 37% არის თურქეთის კონტროლის ქვეშ, ხოლო სამხრეთ ნაწილის 63% არის კვიპროსის რესპუბლიკა, მათ შორის არსებობს ბუფერული ზონა რომელსაც აკონტროლებს ნატო.
სეუტა და მელილია
ეს ქალაქები მდებარეობს მაროკოს სანაპიროს ჩრდილოეთში – ერთადერთი ტერიტორია აფრიკის კონტინენტზე რომელიც დარჩა ესპანეთს. მაროკო რეგულარულად მიმართავს ესპანეთის მთავრობას, რომ მათ მას მიანიჭოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ უარი თქვა ამ იდეაზე. დღეს ისინი ოფიციალურად არიან ევროკავშირის წევრები.
წერტილი 20
სინგაპურს და მალაიზიას არასოდეს არ ქონიათ კარგი ურთიერთობები ერთმანეთში, ხოლო ცოტახნის წინ მალაიზიამ დაადანაშაულა სინგაპური მისი ტერიტორიების უკანონო მართვაში. “წერტილი 20” არის მცირე ზომის ტერიტორია სინგაპურში, ხოლო მალაიზია აცხადებს, რომ ის მდებარეობს მის ტერიტორიულ წყლებში.
ნიუ-მური
თანამედროვე სამყაროში ხალხი მზადაა ერთმანეთს ებრძოლოს ყველაფრისთვის და კუნძული ნიუ-მური არის ამის ნათელი მაგალითი, ეს კუნძულიც არ არის ეს არის 10 კვადრატული მეტრის მცირე ხმელეთი, რომელიც ბენგალის ყურეში გაჩნდა. ის გაჩნდა 1970 წელს ციკლონის შედეგად და გაქრა 2010 წელს მსოფლიო ოკეანის დონის აწევის გამო. სწორედ ამის გამო ინდოეთი და ბანგლადეში ებრძოდნენ ერთმანეთს 40 წლის განმავლობაში.
როკოლის კლდე
კიდევ ერთი გასაოცარი ტერიტორიული კამათი, რომელიც ეხება დაუსახლებელ კუნძულს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში. მასზე პრეტენდირებს დიდი ბრიტანეთი, ისლანდია და ირლანდია.
ანტარქტიდა
მართალია ამ ტერიტორიისთვის სიხლი არავის არ დაუღვრია, მაგრამ ეს ტერიტორია უკვე დიდიხანია რაც დაყოფილია, ამიტომაც ხშირად ჩნდება კითხვები თუ ვის ეკუთვნის ტერიტორიის ესა-თუ-ის ნაწილი.
სამხრეთ ჯორჯია და სამხრეთ სანდვიჩების კუნძულები
კამათი დაიწყო მაშინ, როდესაც არგენტინულმა ვეშაპსაჭერმა კომპანიამ შექმნა ფოლკლენდის კუნძულებზე ბაზა იმ დროს, როდესაც ბრიტანეთმა მოახდინა კუნძულის ანექსირება. ფოლკლენდის ომის დროს ისინი მცირე პერიოდის განმავლობაში მოხვდნენ არგენტინის მმართველობის ქვეშ, მაგრამ იურისდიქცია მალევე დაუბრუნდა ბრიტანეთს.
გიბრალტარი
მართალია ღია კონფლიქტი არ აქვთ ესპანეთს და ბრიტანეთს გიბრალტარისთვის, მაგრამ ამ საკითხში ისინი მაინც ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად ითვლებიან.
დასავლეთ საჰარა
ეს რეგიონი წარმოადგენს ძირითადად უდაბნოს და ითვლება მსოფლიოში ყველაზე მცირედ დასახლებულ ტერიტორიად. ერთ დროს ის ეკუთვნოდა ესპანეთს, მაგრამ მასზე ახლა პრეტენდირებენ მაროკო და საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა.
აბიეი
უკვე ახალი ამბავი არაა, რომ სუდანში ომია. წლებია რაც ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა, ხოლო სამხრეთ სუდანმა მიიღო დამოუკიდებლობა. აბიეი არის რეგიონი რომელიც მდებარეობს ამ ორი ქვეყნის საზღვრის ცენტრში, მართალია მასზე პრეტენდირებს სამხრეთ სუდანი, მაგრამ მას მართავს ჩრდილოელი მეზობელი.
ბირ-ტავილი
ამ ტერიტორიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მის გამო არ იბრძვიან, არამედ ორი ქვეყანა – ეგვიპტე და სუდანი ცდილობს, რომ თავიდან მოიშორონ ეს ტერიტორია.
ბელიზი
მიუხედავად იმისა, რომ 1981 წელს ბელიზმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ უკვე 30 წლის განმავლობაშია თავს იცავს გვატამელის ტერიტორიული პრეტენზიებისგან.
სომალილენდი
თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა სამ მილიონიანი მოსახლეობით გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და შექმნის ახალ სახელმწიფოს და 200 სხვა ქვეყანა მას აღიარებს ძაან ცდებით. 1991 წელს სომალილენდმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა სომალისგან, მაგრამ ყურიც კი არავის შეუბერტყავს. შეიძლება სხვა სახელი უნდა აერჩიათ ქვეყნისთვის?
ფოლკლენდის კუნძულები
რამდენიმე წლის წინ იყო ომი არგენტინასა და ბრიტანეთს შორის, რომელიც იმით დასრულდა, რომ ტერიტორიაზე სტატუსი მიიღო ბრიტანეთმა. 2007 წელს არგენტინის პრეზიდენტმა კვლავ შეთავაზა ბრიტანეთს მოლაპარაკებების განახლება.
ტიბეტი
მსოფლიო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ღებულობს ტიბეტს როგორც ჩინეთის ავტონომიურ რეგიონს, ტიბეტის მთავრობა, რომელიც იმყოფება დევნაში – ინდოეთში, ამას კატეგორიულად არ ეთანხმება.
კოსოვო
ათეულობით წლის განმავლობაში მიდიოდა სასტიკი კონფლიქტი კოსოვოს რეგიონში, რომელიც შედიოდა სერბეთის შემადგენლობაში, მან 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ის აღიარა 88 ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. რუსეთი და ჩინეთი კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ კოსოვოს აღიარების.
კურილიის კუნძულები
მართალია კურილიის კუნძულები ოფიციალურად გადავიდა სსრკ-ს შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იაპონია დღესაც უწოდებს თავის ჩრდილოეთის ტერიტორიებს.
დნესტრისპირეთი
სწორი ხაზი უკრაინისა და მოლდოვეთის საზღვარს შორის არის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელიც აღიარეს მხოლოდ ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ – სამხრეთ ოსეთმა და აბხაზეთმა. მთელი მსოფლიოსთვის ეს არის მოლდოვეთის ავტონომიური ერთეული.
კორეა
მოერე მსოფლიო ომის შემდეგ კორეის ნახევარკუნძული გაიყო ორად, შედეგად ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო სამხრეთში კორეის რესპუბლიკა. ორივე ქვეყანა აცხადებს მთელი კორეის ნახევარკუნძულზე პრეტენზიას, რამაც ერთ დროს გამოწვია კორეის ომი, რის შედეგადაც გაჩნდა დემილიტარიზირებული ზონა.
ტაივანი
არის ორი ქვეყანა, რომლებიც პრეტენდირებენ სახელ “ჩინეთზე”. ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ჩინეთის რესპუბლიკა(ტაივანი). არცერთი მათგანი არ აღიარებს ერთმანეთს და პრეტენზიებს აცხადებენ ერთსა და იმავე ტერიტორიებზე.
სპართლის კუნძულები
750-დან მხოლოდ ერთი კუნძული არის დასახლებული, მაგრამ მათზე მაინც პრეტენდირებს 7 სახელმწიფო; ხოლო საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იქ არის დიდი რაოდენობის ნავთობი, გაზი და ბლომად თევზი.
ჩრდილოეთ ირლანდია
დღეს ტერიტორიული პრეტენზიები არ არსებობს, კონფლიქტი დასრულდა 1998 წელს, როდესაც ირლანდიამ შეცვალა თავისი კონსტიტუცია და უარი თქვა 6 საკამათო საგრაფოზე.
აბხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
ორი დე-ფაქტო და მარიონეტული რეჟიმი ცდილობს დამოუკიდებლობა მოიპოვოს საქართველოსგან. სეპარატისტები უკვე წლების განმავლობაში ცდილობენ მიიღონ დამოუკიდებლობა, რაშიც მათ ეხმარება რუსეთის ფედერაცია. მათი დამოუკიდებლობა ცნეს მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის რამდენიმე განუვითარებელმა ქვეყანამ.
კაშმირი
კაშმირის რეგიონი მდებარეობს ინდოეთსა და პაკისტანს შორის და ფაქტიურად გაყოფილია სამ ძალათ – ინდოეთი სამხრეთში, პაკისტანი ჩრდილოეთ-დასავლეთში და ჩინეთი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში. არცერთი მხარე არაა მზად აღიაროს სხვების უფლებები ამ ტერიტორიაზე.
ისრაელი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური რეგიონი უკვე საუკუნეების განმავლობაში. ტერიტორია გადადიოდა სხვადასხვა ქვეყნების კონტროლში არაერთხელ. 1947 წელს შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, მაგრამ სიტუაცია საერთოდ არ შეცვლილა მას შემდეგ. აქ რეგულარულად მიდის სროლა და სამხედრო შეტაკებები.
ბონუსი
ყირიმი
ბოლო ტერიტორიული კონფლიქტი უკრაინის და რუსეთის უახლეს ისტორიაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება.