ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

CoinMarketCap ხუთმა ტოპ-მენეჯერმა დატოვა

კრიპტოვალუტების ბაზრის მონაცემების აგრეგატორი CoinMarketCap (CMC) ხუთმა ხელმძღვანელმა, მათ შორის, დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა კერილინ ჩანმა, დატოვა Binance-ის მიერ პლატფორმის შეძენიდან ოთხი თვის შემდეგ. 

The Block-ის ინფორმაციით, ტოპ-მენეჯერები Binance-მა გაათავისუფლა და მათ ჩანაცვლებას საკუთარი პერსონალით გეგმავს. ბირჟის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ CoinMarketCap „დამოუკიდებლად მუშაობს“. 

აპრილში განხორციელებული გარიგების პირობების თანახმად, CMC-ის დამფუძნებელმა ბრენდონ ჩესმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. დროებითი ხელმძღვანელი გახდა კერილინ ჩანი, რომელიც იმ დრომდე იყო დირექტორი სტრატეგიების მიმართულებით. 

ამჟამად მასთან ერთად CMC დატოვა ორმა ვიცე-პრეზიდენტმა – სპენსერ იანგმა და ჯერემი სეოუმ, ასევე დიზაინისა და განვითარების გლობალურმა ხელმძღვანელმა მეთიუ ლიპლმა და პროექტის ხელმძღვანელმა ჯარედ ჩინმა. 

CMC-თან გარიგების შემდეგ Bitcoin-ბირჟის თანადამფუძნებელმა და CoinGecko-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობი ონგმა გამოთქვა აზრი, რომ სერვისი დამოუკიდებლობას დაკარგავს. 

მაისში CMC-მა შეცვალა კრიპტოსავალუტო ბირჟების რანგირების სისტემა, რის შედეგად Binanace რიტინგში პირველ ადგილას დაბრუნდა. 

ივლისში სერვისმა DeFi-ტოკენების რეიტინგში კაპიტალიზაციის მხრივ პირველ ადგილას განათავსა Binance Coin (BNB). სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემდეგ CMC-მა მონეტა ჩამონათვალიდან ახსნა-განმარტების გარეშე წაშალა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button