განხილვამუსიკა

ჰამლეტ გონაშვილი – საუკეთესო ჩანაწერები (1996)

folklore, archival recordings

ტრეკლისტი:

CD1:

  1. ურმული (5:03)
  2. გუშინ შვიდნი გურჯანელნი (4:42)
  3. ნამგალო (3:08)
  4. კვირია (3:11)
  5. დაიგვიანეს (6:04)
  6. ნანინა (3:35)
  7. მწყემსური (2:50)
  8. მირანგულა (2:26)
  9. ზღვის ფერი გაქვს თვალები (2:29)
  10. შინმოუსვლელო სადა ხარ (3:59)
  11. სიმღერა ჭიჭიკო ბენდელიანზე (3:01)
  12. იეთიმ გურჯის სადღეგრძელო (9:14)
  13. მერცხალო (3:55)
  14. მოდი გიამბობ (2:57)
  15. თოვლი (5:26)
  16. მზეო თიბათვისა (3:05)
  17. თუ ასე ტურფა იყავი (3:14)

CD2:

  1. სატრფიალო (3:38)
  2. ოროველა (5:25)
  3. გაფრინდი შავო მერცხალო (4:32)
  4. ჩელა (2:57)
  5. წინწყარო (3:52)
  6. შავი შაშვი (3:44)
  7. იმერული ნანა (2:24)
  8. ჭონა (5:17)
  9. ზარი (2:44)
  10. კალოსპირული (3:07)
  11. ბერიკაცი ვარ (5:37)
  12. შენ, ბიჭო, ანაგურელო (4:42)
  13. დაიგვიანეს (სხვა ვარიანტი) (5:55)
  14. კახური ნანა (3:14)

შემადგენლობა:

  • ჰამლეტ გონაშვილი – ვოკალი
  • იაკობ ბობოხიძე – კომპოზიტორი (14-16)
  • ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი
  • ანსამბლი “რუსთავი”

როკ-მუსიკის რომც საერთოდ არაფერი იცოდეთ, მაინც ყველას გეცოდინებათ და უმეტესობას გეყვარებათ The Beatles. ქართული ფოლკლორის რომ არაფერი გაგეგებოდეთ, ყველას ყველას გეცოდინებათ და გეყვარებათ ჰამლეტ გონაშვილი. დიახ, ამ ორ სრულიად განსხვავებულ მუსიკალურ ფიგურას თავიანთი მუსიკალური სტილებისათვის თანასადარი მნიშვნელობა აქვს.

ჰამლეტ გონაშვილი 1928 წელს, სოფ. ანაგში დაიბადა. 1953-1969 წლებში იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, 1969 წელს კი ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავში“ გადაბარგდა, რომლის წევრიც იყო თავის ტრაგიკულ დაღუპვამდე. გონაშვილი უნიკალური ტემბრის მქონე ტენორი იყო. მისი მშვიდი, ერთგვარად ინტროვერტული სიმღერის სტილი მის შესრულებულ სიმღერებს დიდ მისტიკურობას ანიჭებდა – ეს განსაკუთრებით სჩანს ნელ, ატმოსფერულ სიმღერებში (მაგ. „დაიგვიანეს“, „ნანინა“, „წინწყარო“ და სხვ.). მის სასიმღერო ნიჭს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი ჰქონდა: მას გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან ჰამლეტის ხმას თავისი რამდენიმე ძალიან შედევრი („მოდი გიამბობ“, თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) მოარგო.

ჰამლეტ გონაშვილზე რაიმეს წერა ათასჯერ დაწერილის გამეორებას ნიშნავს, ამიტომაც მგონი მეტის არაფრის თქმაა საჭირო; ასე რომ, აგერ მსოფლიოს განძი – დანარჩენი თქვენზეა. დაე მუსიკამ გიამბოთ, თქვენ კი იგრძენით.

10+/10.

————————————————————————————————————

Even if you know nothing about rock music, still you’d be aware and likely love The Beatles. Even if you don’t understand anything about Georgian folk music, still you would know and love Hamlet Gonashvili. Yes, these two different musical figures had a comparable importance to their respective genres.

Hamlet Gonashvili was born in 1928, in the village called Anagi. In 1953-1969 he was the member of State Ensemble Of Georgian Song & Dance. Then he switched to “Rustavi”, folk-ensemble that he was a main part of up to his premature, tragic death in 1985. He possessed a wide-range tenor voice of a magical timbre. His calm, introvert singing style added much mysticism to the songs he performed. This shows the most in slow, drone-based songs (Daigvianes [5, 30],  Nanina [6], Tsintskaro [22] etc.). His singingtalent had yet another important side: he could articulate the singing melody immaculately. This was used well by the gifted composer Iakob Bobokhidze, who arranged some of his masterpieces to Gonashvili’s voice.

Whatever you write about Hamlet Gonashvili, you’re gonna merely repeat what was written thousand times before, so I think we don’t need to add anything more. So, here is theworld treasure – now it’s all up to you. Let the music speak, let yourself feel.

10+/10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Hamlet Gonashvili – The Best (1996)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button