15 ყველაზე გასაოცარი ეროვნული სასკოლო-საგანმანათლებლო თავისებურება.
პაპუა – ახალი გვინეა
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ არის აუცილებელი იარო სპეციალური სასკოლო უნიფორმა. ზოგიერთ ადგილებში ტანსაცმლის ტარება სულაც არაა საჭირო. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ პაპუა – ახალი გვინეის პროვინციალური სკოლები, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებზე დადიან ეროვნულ კოსტუმებში – შიშვლები.
ინდოეთი
ინდოეთში მოსწავლეების მშობლები ძალზედ ნერვიულობენ თავიანთი შვილების გამოცდებზე. მათ ესმით, რომ ატესტატის ქონა გარკვეულ შესაძლებლობებს ხსნის, ამიტომაც ცდილობენ ყველანაირად დაეხმარონ თავიანთ შვილებს გამოცდებზე და ხშირად შეიძლება დაინახოთ გასაოცარი სურათი, თუ როგორ ძვრებიან ზრდასრული ადამიანები სკოლის ზედა სართულების ფანჯრებზე, რომ უკარნახონ საგამოცდო საკითხების სწორი პასუხები თავიანთ შვილებს.
ინდონეზია
იმ დროს, როდესაც თანამედროვე ბავშვის გაგდება სახლიდან სკოლაში არის ძალიან რთული, ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვები გადიან წარმოუდგენელ დაბრკოლებებს, რომ დილაობით მიუსწრონ გაკვეთილებს. ერთ-ერთი მაგალითი არიან მოსწავლეები პატარა ზომის სოფლიდან ლევაკიდან, რომლებიც გადიან ძალზედ სახიფათო დაკიდულ ხიდს, რომლის ქვეშაც გადის ძალზედ წყალუხვი მდინარე.
ფილიპინები
ზოგიერთ შორეულ რაიონსაც არ აქვს ასეთი სახიფათო და ნახევრად დანგრეული ხიდი, ამიტომაც ზოგიერთ ბავშვს უწევს წყლის დაბრკოლებების გადალახვა, ისე როგორც შეუძლია. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ფილიპინელი ბავშვები, რომლებიც ყოველდღე დაცურავენ სატვირთო ავტომობილის კამერით მდინარეში, რომ მიაღწიონ სკოლას.
კოლუმბია
ზოგიერთი ეგზოტიკური ქვეყნის მოსწავლეებისთვის სკოლაში წასვლა შეიძლება იყოს წარმოუდგენელი თავგადასავალი. მაგალითად, ზოგიერთ კოლუმბიელ მოსწავლეს უწევს მდინარე რიო ნეგროს გადალახვა 400 მეტრიანი საბაგირო გზით. ეს ძალზედ სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, მაგრამ სხვა გზა არ არის.
ინდოეთი
ინდოეთის ქალაქ მურშიდადში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სკოლა. იმის გამო, რომ არ არსებობს ნორმალური სახელმწიფო განათლება მიყრუებული ადგილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სამასწავლებლო საქმიანობას ხელი მიჰყვეს ბავშვებმა, რომლებმაც განათლება მიიღეს სხვების დახმარებით. ეს სკოლა დაარსა 9 წლის ბაბარ ალიმ. მან პატარებს ასწავლა ის რისი სწავლაც მან მოახერხა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოგვიანებით მას შეუერთდნენ სხვა ახალგაზრდა მოხალისეები.
შვედეთი
შვედეთში კი არსებობს 30 საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც შექმნა ორგანიზაცია Vittra-მ. ისინი საერთოდ არ გვანან კლასიკურ სკოლებს. იქ არ არის მკაცრად დადგენილი ცხრილი, საშინაო დავალებები და დიდი დატვირთვები. ბავშვებს სკოლაში მისვლა უხარიათ, ხოლო მასწავლებლები ცდილობენ მიუდგნენ ყველა ბავშვს თავისებურად, რომ მაქსიმალურად განავითარონ მისი ნიჭი.
ინდოეთი
კიდევ ერთი სკოლა, რომელიც მოწყობილია ღარიბი ბავშვებისთვის მოხალისეების მიერ ინდოეთში. ის მდებარეობს ქალაქ ნიუ-დელის საავტომობილო ესტაკადის ქვეშ. რათქმაუნდა აქ არ არსებობს არანაირი სისტემური და ხარისხიანი სასკოლო განათლება. კეთილი ადამიანები ასწავლიან ბავშვებს წერა-კითხვას, თვლას და ინგლისურ ენას – უნარებს, რომელთა გარეშეც რთულია გახდე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
რუსეთი
რუსეთში ცხოვრობს ბევრი მომთაბარე ერი, რომლებიც დასახლებულნი არიან თითქმის მთელ აღმოსავლეთ რუსეთში. იმისათვის, რომ რეგიონალურმა მთავრობამ უზრუნველყოს ბავშვების განათლება, მათ შექმნეს სპეციალური სკოლა-ინტერნატი, სადაც აგვისტოს ბოლოს ბავშვებს კრეფავენ მთელი რეგიონიდან და ვერტმფრენებით გადაჰყავთ სკოლაში. სახლში ისინი ბრუნდებიან მხოლოდ ახალ წელს და ზაფხულში.
ნეპალი
ნეპალი არის მსოფლიოში ერთ-ერთი თვალწარმტაცი ქვეყანა. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რაიონებში და სწავლის დროს არ იჯდნენ ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც გარშემო ასეთი სილამაზეა, მასწავლებლები გაკვეთილებს ატარებენ პირდაპირ სუფთა ჰაერზე, მოსწავლეები ზიან არა მერხებთან, არამედ პირდაპირ ბალახზე.
ნიგერია
მოხალისეებმა მთელი მსოფლიოდან მიყრუებულ ადგილებში მცხოვრები ბავშვებისთვის ნიგერიაში შექმნეს უცნაური მცურავი სკოლა. საქმე იმაშია, რომ ეს ბავშვები ცხოვრობენ სახლებში, რომლებიც მდებარეობენ წყალში – ამგვარად მშობლებს აღარ უწევთ მიწის გადასახადის გადახდა.
ინდოეთი
ხშირად ინდოელი მშობლები ვერ უშვებენ თავიანთ შვილებს სკოლაში, რადგან იქ ადგილები ფაქტიურად არასდროს არაა – სასწავლო დაწესებულებები გადაჭედილია. ილუსტრაციად შეიძლება მოვიყვანოთ ეს ფოტო, რომელზეც ასახულია ნიუ-დელის ერთ-ერთ სკოლაში შესვლის პროცესი.
ღაზას სექტორი
ეს არის პალესტინის მცირე ტერიტორია, რომელიც ცნობილია ღაზას სექტორის სახელით, ის ხშირად არის სამხედრო მოქმედებების ცენტრი, ამიტომაც ქვემეხები ხშირად ხვდება სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის სკოლებს, მაგრამ ნახევრად დანგრეული შენობებიც ვერ წყვეტს საგაკვეთილო პროცესს ამ სასკოლო დაწესებულებებში.
ტეხასი, აშშ
ზოგიერთი მჯავდებული ამერიკულ ციხეებში მართლაც ადგება გამოსწორების გზას და ახალი ცხოვრების დაწყების ყველაზე სწორი მეთოდი განთავისუფლების შემდეგ არის სასკოლო განათლების დასრულება ციხეში ყოფნისას. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ კრიმინალებში არის უატესტატობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე.
ჩრდილოეთ კორეა
ჩრდილოეთ კორეის სკოლებში დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების პატრიოტულ აღზრდას. ბავშვებს ცნობიერებაში უდებენ ანტიამერიკანიზმს. სკოლის მოსწავლეები კსდრ-დან სწავლობენ ლექსებს და სიმღერებს, რომლებშიც ნაჩვენებია სიძულვილი ამერიკელების მიმართ, მათ ასევე ასწავლიან ამერიკელი ჯარისკაცების და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების სურათებზე სროლას.