კომპანია SpaceX-ის Starship SN4 ის პროტოტიპმა ძრავის გამოცდა გაიარა
რაკეტა Starship-ის SN4 პროტოტიპმა გაიარა მის ქვეშ დამონტაჟებული ძრავ Raptor-ის ცეცხლოვანი გამოცდა, რომელიც ჩატარდა დედამიწაზე მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტესტირების 150 სიმაღლეზე ჩატარება. პროტოტიპზე ძრავი აამოქმედეს დაახლოებით 4 წამის განმავლობაში, გამოცდა წარმატებულად ჩაითვალა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ Starship SN4 პროტოტიპმა წარმატებით გაიარა კრიოგენული ტესტირებები წნევის ზემოქმედების ქვეშ ავზში თხევადი აზოტის შეტანისას. SN1 და SN3 პროტოტიპები ანალოგიური ტესტების მსვლელობისას დაზიანდნენ. ცეცხლოვან გამოცდამდე მხოლოდ Starship SN4 პროტოტიპმა მიაღწია. წნევის ზემოქმედების ქვეშ ავზების ავსებისას ძრავის ამოქმედება – ეს თავისთავად გამოცდაა. როგორც ჩანს, სხვა პროტოტიპების განადგურებამ აიძულა კომპანია შეემცირებინა რისკი და ცეცხლოვანი ტესტირებების დრო მინიმუმამდე დაიყვანა.
ხედი ქვემოდან: ძრავი Raptor Starship SN4 პროტოტიპში
იმის გამო, რომ SN4-ის აფრენა 150 მეტრის სიმაღლეზე არ შედგა, Starship SN5 პროტოტიპის ფრენა 20 კილომეტრ სიმაღლეზე შესაძლოა გადაიდოს. ექსპერიმენტის შედეგების შესწავლის შემდეგ შესაძლოა დაუშვან SN4-ის შემოწმება 150 მეტრზე ან ეს მისია SN5 პროტოტიპს მიანდონ. 20 კილომეტრ სიმაღლეზე ასვლისთვის SN5 და SN6 პროტოტიპებს აუცილებლად დასჭირდებათ სამი Raptor ძრავის დამონტაჟება.
პროტოტიპების მსგავსი გამოცდები ერთი მხრივ გარკვეულ დაბნეულობას იწვევს, თუმცა მეორე მხრივ SpaceX-ის გუნდი მათ პარალელურ რეჟიმში აწყობს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ერთი პროტოტიპის წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდები სხვა პროტოტიპებზე გაგრძელდეს.