იცით თუ არა...საინტერესო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წვნიანი ლას-ვეგასში მზადდება

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წვნიანი აშშ-ში, კერძოდ ლას-ვეგასში მდებარე კლუბ “Talon“-ში მზადდება. მისი ერთი ულუფის სარეალიზაციო ფასი არც მეტი, არც ნაკლები 688 დოლარია.

წვნიანის მაღალ ფასს მისი ერთ-ერთი ინგრედიენტი განაპირობებს. საუბარია სოკო კორდიცეპსზე (Cordyceps), რომელიც ჰიმალაის მთებზე, ზღვის დონიდან 3800 მეტრ სიმაღლეზე იზრდება და რომელიც ზოგიერთების აზრით სამკურნალო თვისებების მატარებელია.

ჩინურ სახალხო მედიცინაში აღნიშნული კორდიცეპსი მიჩნეულია აფროდიზიაკად (სექსუალური აქტივობის სტიმულატორად) და გასაახალგაზრდავებელ საშუალებად.

პროდუქტმა დიდი პოპულარობა 1993 წლიდან მოიპოვა, მას შემდეგ რაც ორმა ჩინელმა სპორტსმენმა მსუბუქ ათლეტიკაში კორდიცეპსის მოხმარება დაიწყეს მონაცემების გაუმჯობესების მიზნით. ამჟამად არ არსებობს რაიმე სამედიცინო კვლევა, რომელიც ამ სოკოს ეფექტურობას ან არაეფექტურობას ამტკიცებს, თუმცა ფაქტია, რომ მისი პოპულარობა ძალზედ დიდია.

მაღალი მოთხოვნის გამო 2008 წელს ჩინურ ბაზარზე 1 კგ სოკოს ღირებულებამ 25 ათას ევროს მიაღწია.

Source
http://icode.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button