ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin SV-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარე VISA-ს სტანდარტს მიუახლოვდა

კრიპტოვალუტა Bitcoin SV-ის უკან მდგომი ორგანიზაცია Bitcoin Association-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად Bitcoin-ის ფორკის სატესტო ქსელში წამში 1300 ტრანზაქცია დამუშავდა. 

სიჩქარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 6400 ტრანზაქცია წამში. ქსელი Bitcoin SV Scaling Test Network (STN) შექმნილია კრიპტოვალუტის მასშტაბირების ფარგლების ტესტირებისთვის. 

„VISA-ს ქსელი, რომელიც დიდი ხანია განიხილება, როგორც საგადახდო პროცესების ოქროს სტანდარტი, წამში საშუალოდ 1700 ტრანზაქციას ამუშავებს“ –  ნათვამია ანგარიშში. 

STN-ში დამუშავებული ბლოკის მაქსიმალური ზომა შეადგენდა 1.92 გბ-ს და შეიცავდა 7877 ტრანზაქციას. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის თებერვალში BSV-ის ბლოკის საშუალო ზომა 2 მბ-ს შეადგენდა, Bitcoin-ის შემთხვევაში ეს ზომა იყო 1.05 მბ, BCH-ისა კი – 10 მბ. დამუშავებული ტრანზაქციების რიცხვმა გადააჭარბა 588 ათასს, გასული წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 348 ათასი იყო. ორგანიზაციაში თვლიან, რომ Bitcoin SV ქსელი ყველაზე შემოსავლიანი გახდა მაინერებისთვის ტრანზაქციების მხრივ. 

Bitcoin Association აცხადებს, რომ ბლოკზე დამუშავებული ტრანზაქციების რიცხვი საშუალოდ 4127-ს შეადგენს. Bitcoin-ის მაჩვენებელი 2276 ტრანზაქციას მოიცავს, BCH კი – 305-ს. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button